პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
400-ზე მეტი კერძო თვითმფრინავი და უფრო მეტად დაბინძურებული გარემო - რა ხდებოდა შოტლანდიაში კლიმატის ცვლილების სამიტზე,  რომელსაც "ფარისევლობის აღლუმი" უწოდეს
400-ზე მეტი კერძო თვითმფრინავი და უფრო მეტად დაბინძურებული გარემო - რა ხდებოდა შოტლანდიაში კლიმატის ცვლილების სამიტზე,  რომელსაც "ფარისევლობის აღლუმი" უწოდეს

შოტ­ლან­დი­ა­ში, ქა­ლაქ გლაზ­გო­ში კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მსოფ­ლი­ოს ლი­დე­რე­ბი, მი­ლი­არ­დე­რე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ და პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის გზებ­ზე ისა­უბ­რეს. გა­ი­მარ­თა კონ­ფე­რენ­ცია, რო­მე­ლიც კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის­გან მო­სა­ლოდ­ნელ ზი­ანს, ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის სა­კი­თხსა და გა­მო­სავ­ლის პოვ­ნას მი­ე­ძღვნა.

  • ყვე­ლა ერ­თხმად თან­ხმდე­ბა, რომ დე­და­მი­წა საფრ­თხე­შია და თუ ქმე­დით ნა­ბი­ჯებს არ გა­დავ­დგამთ, სულ მალე, შე­საძ­ლოა, ჩვე­ნი პლა­ნე­ტის ზო­გი­ერთ ად­გი­ლას ტემ­პე­რა­ტუ­რამ ისეთ ნიშ­ნულს მი­აღ­წი­ოს, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის არ­სე­ბო­ბი­სა და სი­ცო­ცხლის­თვის შე­უ­სა­ბა­მო იქ­ნე­ბა.

ამი­ტო­მაც, ახლა მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რე­ბი გა­მო­სავ­ლის პოვ­ნას ცდი­ლო­ბენ, თუმ­ცა კონ­ფე­რენ­ცია, რო­მე­ლიც გლაზ­გო­ში გა­ი­მარ­თა, კრი­ტი­კის სა­გა­ნი გახ­და. გა­რე­მოს დამ­ცველ­თა შე­ფა­სე­ბით, ეს იყო "კონ­ფე­რენ­ცია კონ­ფე­რენ­ცი­ის­თვის", რომ მო­ვის­მი­ნეთ მხო­ლოდ სი­ტყვე­ბი, ხოლო რე­ა­ლუ­რი ქმე­დე­ბე­ბით, მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რე­ბი გვაჩ­ვე­ნე­ბენ, რომ არა­თუ ზრუ­ნა­ვენ კლი­მა­ტის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, არა­მედ კი­დევ უფრო მეტ საფრ­თხეს უქ­მნი­ან დე­და­მი­წას.

შოტ­ლან­დი­ის აე­რო­პორ­ტებ­მა კლი­მა­ტის სა­მი­ტის­თვის 400-ზე მეტი კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვი მი­ი­ღეს
  • ზო­გი­ერ­თმა გლაზ­გო­ში გა­მარ­თულ სა­მიტს "სი­ყალ­ბის აღ­ლუ­მიც" კი უწო­და.

კრი­ტი­კა მოჰ­ყვა იმ ფაქტს, რომ კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სა­უბ­რობ­დნენ რო­გორ უნდა გა­და­არ­ჩი­ნონ დე­და­მი­წა და შე­ამ­ცი­რონ ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის ხა­რის­ხი მა­შინ, როცა, მათი დიდი ნა­წი­ლი გლაზ­გო­ში კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვით ჩა­ვი­და.

  • "კლი­მა­ტის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით აშშ-ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არის მოქ­მე­დე­ბა და არა სი­ტყვე­ბი" - ეს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის სი­ტყვე­ბია, თუმ­ცა სა­ნამ მათ წარ­მოთ­ქვამ­და, გლაზ­გოს აე­რო­პორ­ტში ის ყვე­ლა­ზე დიდი კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვით და­ეშ­ვა.

რო­გორც BBC წერს, Prestwick Airport-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ტკბე­ბოდ­ნენ უჩ­ვე­უ­ლოდ ბევ­რი თვითმფრი­ნა­ვის ყუ­რე­ბით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ლი­დე­რე­ბის კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვებს თან ახ­ლდათ ტვირ­თის გა­დამ­ტა­ნი თვითმფრი­ნა­ვე­ბი, რომ­ლებ­შიც იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი მცი­რე ზო­მის ვერ­ტმფრე­ნი და სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ავ­ტო­კო­ლო­ნე­ბის­თვის. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, მა­გა­ლი­თად, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენტს, ჯო ბა­ი­დენს თან ჰყავ­და ჯავ­შან­მან­ქა­ნა, რო­მელ­საც "მხეცს“ უწო­დე­ბენ და რომ­ლის გა­რე­შეც პრე­ზი­დენ­ტი სხვა ქვეყ­ნებ­ში არ და­დის.

გარ­და ჯო ბა­ი­დე­ნი­სა, სა­მიტ­ზე კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვე­ბით ჩაფ­რინ­დნენ კა­ნა­დის, საფ­რან­გე­თის, გერ­მა­ნი­ის, ინ­დო­ე­თის, ის­რა­ე­ლის, ია­პო­ნი­ის და სხვა ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რე­ბი.სა­მიტს და­ეს­წრო "ამა­ზო­ნის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ჯეფ ბე­ზო­სი, რო­მე­ლიც გლაზ­გო­ში 65-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვით ჩა­ვი­და. თუმ­ცა ბე­ზო­სის "დე­და­მი­წის ფონ­დის" პრესს­პი­კე­რი "ინ­სა­ი­დერ­თან" ამ­ბობს, რომ მი­ლი­არ­დე­რი იყე­ნებს მდგრად სა­ა­ვი­ა­ციო საწ­ვავს და შე­სა­ბა­მი­სად, გა­რე­მოს­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნი მი­ნი­მა­ლუ­რია.

სა­ა­ვი­ა­ციო ანა­ლი­ტი­კურ კომ­პა­ნია "სი­რი­უმ­ში" აცხა­დე­ბენ, რომ პირ­ველ ნო­ემ­ბრამ­დე, 4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, გლაზ­გოს აე­რო­პორ­ტებ­ში მხო­ლოდ 76 კერ­ძო თვითმფირ­ნა­ვი და­ეშ­ვა. Scotland's Sunday Mail-ის ცნო­ბით კი, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის სა­მი­ტის­თვის 400-ზე მეტი კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვი მი­ი­ღეს.

რო­გორც სუფ­თა ტრან­სპორ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო საბ­ჭო­ში აცხა­დე­ბენ, კო­მერ­ცი­უ­ლი ავი­ა­ცი­ის გა­მო­ნა­ბოლ­ქვი ნახ­შირ­ბა­დის გლო­ბა­ლუ­რი გა­მო­ნა­ბოლ­ქვის, და­ახ­ლო­ე­ბით, 2 პრო­ცენტს შე­ად­გენს და მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ 2050 წლის­თვის ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­სამ­მაგ­დე­ბა. ტრან­სპორ­ტის ად­ვო­კა­ტი­რე­ბის ჯგუ­ფის გან­ცხა­დე­ბით კი, კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვე­ბი 5-დან 14-ჯერ უფრო მე­ტად აბინ­ძუ­რე­ბენ გა­რე­მოს, ვიდ­რე კო­მერ­ცი­უ­ლი, ხოლო 50-ჯერ უფრო მე­ტად, ვიდ­რე მა­ტა­რებ­ლე­ბი.

  • "ფა­რი­სევ­ლო­ბის ორ­გია"

კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის სა­მიტ­ზე ლი­დე­რე­ბის კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვე­ბით ვი­ზიტს აკ­რი­ტი­კე­ბენ გა­რე­მოს დამ­ცვე­ლე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, ბლო­გე­რე­ბი. "დე­ი­ლი მე­ი­ლის" ჟურ­ნა­ლის­ტი, დენ ვუ­ტო­ნი ყო­ვე­ლი­ვეს "ფა­რი­სევ­ლო­ბის ორ­გი­ას" უწო­დებს.

მე მსურს გა­და­ვარ­ჩი­ნო პლა­ნე­ტა, მაგ­რამ იმის­თვის, რომ გი­თხრა რო­გორ გა­ვა­კე­თოთ ეს, მე კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვით უნდა მო­ვი­დე კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე. ვარ­სკვლა­ვებ­მა, მი­ლი­არ­დე­რებ­მა, პო­ლი­ტი­კო­სებ­მა და სხვებ­მა კლი­მა­ტის დაც­ვის­კენ მი­მარ­თუ­ლი სა­მი­ტი ფა­რი­სევ­ლო­ბის ორ­გი­ად აქ­ცი­ეს - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი .

ვუ­ტო­ნი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ ლი­დე­რე­ბი ქა­და­გებ­დნენ იმა­ზე, თუ რო­გო­რი სა­ზი­ა­ნოა გა­მო­ნა­ბოლ­ქვი და ამავდრო­უ­ლად, შოტ­ლან­დი­ა­ში კერ­ძო თვითმფირ­ნა­ვე­ბის ნამ­დვი­ლი აღ­ლუ­მი მო­ა­წყვეს.

ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლავ­მა, მსა­ხი­ობ­მა ლე­ო­ნარ­დო დი­კა­პი­რომ, რო­მე­ლიც კლი­მა­ტის სა­მიტ­ზე და­სას­წრე­ბად შოტ­ლან­დი­ა­ში კო­მერ­ცი­უ­ლი თვითმფრი­ნა­ვით ჩა­ვი­და. დი­კაპ­რიო წლე­ბია, რაც გა­რე­მოს დაც­ვის­თვის იბ­რძვის და ცდი­ლობს, გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვა ყო­ველ­დღი­უ­რო­ბად აქ­ცი­ოს.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარიამი
0

ჰიპოკრატების ზეიმი! 

ვაჟა
18

კლიმატის ცვლილების თემა ანგლო საქსების გამოგონილი აფიორაა და არაფერი არ აქვს საერთო რეალობასთან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

400-ზე მეტი კერძო თვითმფრინავი და უფრო მეტად დაბინძურებული გარემო - რა ხდებოდა შოტლანდიაში კლიმატის ცვლილების სამიტზე,  რომელსაც "ფარისევლობის აღლუმი" უწოდეს

400-ზე მეტი კერძო თვითმფრინავი და უფრო მეტად დაბინძურებული გარემო - რა ხდებოდა შოტლანდიაში კლიმატის ცვლილების სამიტზე,  რომელსაც "ფარისევლობის აღლუმი" უწოდეს

შოტლანდიაში, ქალაქ გლაზგოში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით მსოფლიოს ლიდერები, მილიარდერები, საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა ადამიანები შეიკრიბნენ და პრობლემის მოგვარების გზებზე ისაუბრეს. გაიმართა კონფერენცია, რომელიც კლიმატის ცვლილებისგან მოსალოდნელ ზიანს, ჰაერის დაბინძურების საკითხსა და გამოსავლის პოვნას მიეძღვნა.

  • ყველა ერთხმად თანხმდება, რომ დედამიწა საფრთხეშია და თუ ქმედით ნაბიჯებს არ გადავდგამთ, სულ მალე, შესაძლოა, ჩვენი პლანეტის ზოგიერთ ადგილას ტემპერატურამ ისეთ ნიშნულს მიაღწიოს, რომელიც ადამიანის არსებობისა და სიცოცხლისთვის შეუსაბამო იქნება.

ამიტომაც, ახლა მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები გამოსავლის პოვნას ცდილობენ, თუმცა კონფერენცია, რომელიც გლაზგოში გაიმართა, კრიტიკის საგანი გახდა. გარემოს დამცველთა შეფასებით, ეს იყო "კონფერენცია კონფერენციისთვის", რომ მოვისმინეთ მხოლოდ სიტყვები, ხოლო რეალური ქმედებებით, მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები გვაჩვენებენ, რომ არათუ ზრუნავენ კლიმატის გაუმჯობესებაზე, არამედ კიდევ უფრო მეტ საფრთხეს უქმნიან დედამიწას.

შოტლანდიის აეროპორტებმა კლიმატის სამიტისთვის 400-ზე მეტი კერძო თვითმფრინავი მიიღეს
  • ზოგიერთმა გლაზგოში გამართულ სამიტს "სიყალბის აღლუმიც" კი უწოდა.

კრიტიკა მოჰყვა იმ ფაქტს, რომ კონფერენციის მონაწილეები საუბრობდნენ როგორ უნდა გადაარჩინონ დედამიწა და შეამცირონ ჰაერის დაბინძურების ხარისხი მაშინ, როცა, მათი დიდი ნაწილი გლაზგოში კერძო თვითმფრინავით ჩავიდა.

  • "კლიმატის საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის ვალდებულება არის მოქმედება და არა სიტყვები" - ეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სიტყვებია, თუმცა სანამ მათ წარმოთქვამდა, გლაზგოს აეროპორტში ის ყველაზე დიდი კერძო თვითმფრინავით დაეშვა.

როგორც BBC წერს, Prestwick Airport-ის თანამშრომლები ტკბებოდნენ უჩვეულოდ ბევრი თვითმფრინავის ყურებით. აღსანიშნავია, რომ ლიდერების კერძო თვითმფრინავებს თან ახლდათ ტვირთის გადამტანი თვითმფრინავები, რომლებშიც იყო მოთავსებული მცირე ზომის ვერტმფრენი და სატრანსპორტო საშუალებები ავტოკოლონებისთვის. გამოცემის ცნობით, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს თან ჰყავდა ჯავშანმანქანა, რომელსაც "მხეცს“ უწოდებენ და რომლის გარეშეც პრეზიდენტი სხვა ქვეყნებში არ დადის.

გარდა ჯო ბაიდენისა, სამიტზე კერძო თვითმფრინავებით ჩაფრინდნენ კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, ინდოეთის, ისრაელის, იაპონიის და სხვა ქვეყნების ლიდერები.სამიტს დაესწრო "ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, რომელიც გლაზგოში 65-მილიონიანი კერძო თვითმფრინავით ჩავიდა. თუმცა ბეზოსის "დედამიწის ფონდის" პრესსპიკერი "ინსაიდერთან" ამბობს, რომ მილიარდერი იყენებს მდგრად საავიაციო საწვავს და შესაბამისად, გარემოსთვის მიყენებული ზიანი მინიმალურია.

საავიაციო ანალიტიკურ კომპანია "სირიუმში" აცხადებენ, რომ პირველ ნოემბრამდე, 4 დღის განმავლობაში, გლაზგოს აეროპორტებში მხოლოდ 76 კერძო თვითმფირნავი დაეშვა. Scotland's Sunday Mail-ის ცნობით კი, კლიმატის ცვლილების სამიტისთვის 400-ზე მეტი კერძო თვითმფრინავი მიიღეს.

როგორც სუფთა ტრანსპორტის საერთაშორისო საბჭოში აცხადებენ, კომერციული ავიაციის გამონაბოლქვი ნახშირბადის გლობალური გამონაბოლქვის, დაახლოებით, 2 პროცენტს შეადგენს და მოსალოდნელია, რომ 2050 წლისთვის ეს მაჩვენებელი გასამმაგდება. ტრანსპორტის ადვოკატირების ჯგუფის განცხადებით კი, კერძო თვითმფრინავები 5-დან 14-ჯერ უფრო მეტად აბინძურებენ გარემოს, ვიდრე კომერციული, ხოლო 50-ჯერ უფრო მეტად, ვიდრე მატარებლები.

  • "ფარისევლობის ორგია"

კლიმატის ცვლილების სამიტზე ლიდერების კერძო თვითმფრინავებით ვიზიტს აკრიტიკებენ გარემოს დამცველები, ჟურნალისტები, ბლოგერები. "დეილი მეილის" ჟურნალისტი, დენ ვუტონი ყოველივეს "ფარისევლობის ორგიას" უწოდებს.

მე მსურს გადავარჩინო პლანეტა, მაგრამ იმისთვის, რომ გითხრა როგორ გავაკეთოთ ეს, მე კერძო თვითმფრინავით უნდა მოვიდე კონფერენციაზე. ვარსკვლავებმა, მილიარდერებმა, პოლიტიკოსებმა და სხვებმა კლიმატის დაცვისკენ მიმართული სამიტი ფარისევლობის ორგიად აქციეს - წერს ჟურნალისტი .

ვუტონი ასევე აღნიშნავს, რომ ლიდერები ქადაგებდნენ იმაზე, თუ როგორი საზიანოა გამონაბოლქვი და ამავდროულად, შოტლანდიაში კერძო თვითმფირნავების ნამდვილი აღლუმი მოაწყვეს.

ამ ყველაფრის ფონზე, საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ჰოლივუდის ვარსკვლავმა, მსახიობმა ლეონარდო დიკაპირომ, რომელიც კლიმატის სამიტზე დასასწრებად შოტლანდიაში კომერციული თვითმფრინავით ჩავიდა. დიკაპრიო წლებია, რაც გარემოს დაცვისთვის იბრძვის და ცდილობს, გარემოზე ზრუნვა ყოველდღიურობად აქციოს.