ავტორი:

7 კრიტერიუმი, რომლებსაც ტელეფონის შეძენის დროს მთელ მსოფლიოში აქცევენ ყურადღებას

7 კრიტერიუმი, რომლებსაც ტელეფონის შეძენის დროს მთელ მსოფლიოში აქცევენ ყურადღებას

ელემენტი, მეხსიერება, კამერა, პროცესორი, ეკრანი, ღირებულება, გამძლეობა - ეს ის 7 მთავარი კრიტერიუმია, რომლებსაც სმარტფონის შეძენის დროს ყურადღებას აქცევენ. მოცემული ფაქტორების პრიორიტეტულობა იცვლება იმის მიხედვით, თუ რა პროფესიისა მყიდველი, რამდენი წლისაა, რა ტიპის აპლიკაციებისა და პროგრამების გამოყენებას აპირებს. თუმცა ნებისმიერი ტიპის მყიდველი დასახელებულ საკითხებს გადაწყვეტილების მიღების მომენტში აუცილებლად ითვალისწინებს.

ბაზარზე სმარტფონების ძალიან დიდი ასორტიმენტია ხელმისაწვდომი და მათი ფასი მნიშვნელოვნად იცვლება ფუნქციებისა და ბრენდის შესაბამისად. მაგალითად, თქვენ იყიდით სმარტფონს 300 ლარადაც და 2000 ლარადაც, თუმცა მათი შესაძლებლობები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება. მეორე მხრივ, დაახლოებით მსგავსი შესაძლებლობების, თუმცა სხვადასხვა ბრენდის სმარტფონი შეიძლება ღირდეს 1000 ლარი და 3000 ლარი და თავად უნდა გადაწყვიტოთ, რომელი მათგანი იქნება თქვენთვის ოპტიმალური. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, წინასწარ კარგად დაფიქრდეთ, თუ რა მიზნით ყიდულობთ მოწყობილობას და შესაბამისად გააკეთოთ გონივრული არჩევანი.

ელემენტი

გამძლე ელემენტი ის ფაქტორია, რომელსაც ყურადღებას აქცევს მოზარდიც და ზრდასრულიც, გეიმერიც და დიზაინერიც. ინტერნეტისა და სხვადასხვა აპლიკაციის გამოყენება ტელეფონის ელემენტს სწრაფად აჯენს და ხშირი დამუხტვა ხდება საჭირო. სწორედ ამიტომ ელემენტის გამძლეობა ნომერ პირველი ფაქტორია, რომელსაც მსოფლიოში აქცევენ ყურადღებას ტელეფონის შეძენის დროს. დღეს ქართულ ბაზარზე ყველაზე ძლიერი ელემენტით „ოკიტელის“ ბრენდის სმარტფონებია ხელმისაწვდომი. ის ელემენტების წარმოების ტექნოლოგიით მსოფლიოში მოწინავე ადგილს იკავებს, რადგან „ოკიტელი“ ადრე ელემენტების ქარხანა იყო. განვითარების შემდეგ ეტაპზე სმარტფონების წარმოება დაიწყეს. საკუთარი სმარტფონებისთვის კი თანამედროვე და ყველაზე მძლავრი ელემენტები გამოიყენეს.

მეხსიერება

სმარტფონებს ორი ტიპის მეხსიერება აქვთ: RAM, რომელიც ტელეფონის ფუნქციონირების სისწრაფეს განსაზღვრავს და ROM, რომელსაც მომხმარებლები უწოდებენ მეხსიერებას. სწორედ ეს უკანასკნელი გამოიყენება აპლიკაციების, ფოტოების, ვიდეოების, მუსიკის შესანახად. თუ სმარტფონის დიდი დატვირთვით გამოყენებას აპირებთ, მას მინიმუმ 3-4 GB RAM უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება ROM მეხსიერებას, ის შეიძლება იყოს 16 GB-დან 128 GB-მდე. ამავდროულად, სმარტფონების ნაწილში მეხსიერების მიკრო SD ბარათის ინტეგრაციაა შესაძლებელი.

კამერა

თანამედროვე სმარტფონებისთვის მთავარ კამერაზე არანაკლებად მნიშვნელოვანი სელფის კამერაა. გადაღებული ფოტოს ხარისხს მეგაპიქსელების გარდა განსაზღვრავს ISO-ს დონეები, ავტოფოკუსი. თუ ფოტოების გადაღება გიყვართ, თქვენთვის 12-16 MP-იანი კამერა ოპტიმალურია და უფრო მაღალმა ციფრმა არ დაგაბნიოთ.

გამძლეობა

თქვენი სმარტფონი წყალგამძლეა? ალბათ, ეს კითხვა ხშირად მოგისმენიათ და ერთხელ მაინც გინერვიულიათ მოწყობილობის დასველებაზე იმის მიუხედავად, რომ ის წყალგამძლეა. მაგალითად, „ოკიტელის“ სმარტფონების შემთხვევაში ამ საკითხზე ნერვიულობა აღარ მოგიწევთ, რადგან ბრენდი ქმნის გამძლე ჯავშან–სმარტფონების ხაზს, რომელიც ყველაზე მკაცრ მოპყრობასაც კი უძლებს. WP სერიის ყველა სმარტფონი მუშაობს წყალქვეშ 1.5 მეტრის სიღრმეზე 30 წუთის განმავლობაში. გარდა ამისა, ტელეფონები ადაპტირებულია ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებაზე და გააჩნიათ მტვრისგან დაცვის ფუნქცია. ისინი უძლებს ტემპერატურის ცვლილებას -55C -დან 70C -მდე.

პროცესორი

პროცესორის შესაძლებლობის სხვადასხვა უცხო ტერმინით აღწერით მწარმოებლები მომხმარებლებს აბნევენ. რეალურად კი საჭიროა, გაარკვიოთ რამდენი GHz-ია მისი სიჩქარე. რაც მეტია სიჩქარე, მით სწრაფია სმარტფონი. თუ ფოტოებისა და ვიდეოების დამუშავებას აპირებთ, მაშინ პროცესორის სიჩქარეს აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება.

ეკრანი

სტანდარტულ სმარტფონს 5,5-6 ინჩიანი ეკრანი აქვს. ბოლო პერიოდში მწარმოებლები უფრო დიდი ზომის ეკრანებზე აკეთებენ აქცენტს, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ ძალიან დიდი ზომის სმარტფონი არაპრაქტიკულია. იდეალურია შეარჩიოთ 6- ან 6,5-ინჩიანი Full HD ეკრანი. ეს საშუალებას მოგცემთ, სიამოვნება მიიღოთ ტელეფონის მოხმარებით და ჯიბესა თუ ჩანთაშიც პრაქტიკულად მოათავსოთ.

ღირებულება

ღირებულების მიხედვით სმარტფონის არჩევა არასწორია. მოწყობილობა უნდა შეარჩიოთ იმ მონაცემების მიხედვით, რომლებიც გჭირდებათ. შემდეგ ეტაპზე კი ბაზარზე არსებული შეთავაზებებიდან ფასის მიხედვით ოპტიმალური შეარჩიოთ. ბრენდში ბევრის გადახდაც არ ღირს, თუ ანალოგიური მონაცემების მქონე ტელეფონს უფრო ხელმისაწვდომ ფასად აღმოაჩენთ.