ჯანმო-ს მონაცემებით, გასულ კვირას, წინა კვირასთან შედარებით, ახალი შემთხვევები 3%-ით, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 8%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ევროპის რეგიონში უკვე მეხუთე კვირაა დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა იზრდება. წინა კვირის მონაცემებთან შედარებით ამ კვირაში 6%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ინფიცირებულთა რაოდენობა განსაკუთრებით აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში შემცირდა, 12%-ით, მას მოჰყვებიან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და აფრიკის რეგიონები, 9%-იანი კლების მაჩვენებლით.
რაც შეეხება ქვეყნებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაინფიცირების შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 528 455 შემთხვევა აშშ-ში დაფიქსირდა, შემდეგ მოდის გაერთიანებული სამეფო 285 028 შემთხვევით, მესამე ადგილზეა რუსეთის ფედერაცია, სადაც გასული კვირის განმავლობაში დაინფიცირების 272 147 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მეოთხე და მეხუთე ადგილზე კი თურქეთი და უკრაინა არიან, 182 027 და 152 897 შემთხვევით.