ავტორი:

"მოდით, გარკვევით ვთქვათ: ეს არ არის დემოკრატია“ - რას წერს იან კელი იუსტიციის საბჭოს ახალი წევრების დანიშვნაზე?

"მოდით, გარკვევით ვთქვათ: ეს არ არის დემოკრატია“ - რას წერს იან კელი იუსტიციის საბჭოს ახალი წევრების დანიშვნაზე?

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრის დანიშვნას სოციალურ ქსელ "ტვიტერში“ ეხმიანება.

„მოდით, გარკვევით ვთქვათ : ეს არ არის დემოკრატია,“- წერს ყოფილი ელჩი.

იან კელი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების იმ ნაწილს ციტირებს, სადაც აღნიშნულია, რომ "პროცესი არ ყოფილა არც კონკურენტული და არც გამჭვირვალე. არ ყოფილა კონსულტაციების ან მონაწილეობის შესაძლებლობა ფართო სპექტრის კვალიფიციური კანდიდატებისთვის და არც სამოქალაქო საზოგადოებისა და შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მნიშვნელოვანი ჩართულობის შესაძლებლობა.”