ავტორი:

შანხაის დისნეილენდში 30 000 სტუმარი მას შემდეგ გამოკეტეს, რაც ერთ-ერთ ვიზიტორს კორონავირუსი დაუდასტურდა - "ლოქდაუნი" გასართობ ცენტრში

შანხაის დისნეილენდში 30 000 სტუმარი მას შემდეგ გამოკეტეს, რაც ერთ-ერთ ვიზიტორს კორონავირუსი დაუდასტურდა - "ლოქდაუნი" გასართობ ცენტრში

შანხაის დისნეილენდის ხელმძღვანელობამ კვირას საღამოს მოულოდნელად გამოაცხადა, რომ ახალ ვიზიტორებს აღარ შეუშვებდა, ვერც იქ მყოფები შეძლებდნენ გარეთ გამოსვლას და პარკი უნდა დაკეტილიყო. დისნეილენდის დაკეტვის შემდეგ, პოლიციის და ჯანდაცვის მოხელეები მასობრივად უტარებდნენ ტესტს იქ მყოფ ვიზიტორებს.

"ლოქდაუნში" 30 000-ზე მეტი ადამიანი აღმოჩნდა.

ცნობილია, რომ პარკი დაკეტილი იქნება ოთხშაბათამდე, სანამ პანდემიისგან პრევენციის სამსახური მუშაობას არ დაასრულებს. როგორც ჩანს, დისნეილენდის ვიზიტორები გაგებით მოეკიდნენ სიტუაციას. ერთ-ერთმა მათგანმა კი მოულოდნელი "ლოქდაუნი" ასე შეაფასა - "არავის გამოუთქვამს პრეტენზია, ყველა გაგებით მოეკიდა სიტუაციას და კარგად იქცეოდა“.

ადგილობრივი მედიის ცნობით, "ლოქდაუნის" მიზეზი ის გახდა, რომ დისნეილენდთან ახლოს მდებარე ქალაქის ერთ-ერთ მცხოვრებს, რომელიც პარკს შაბათს სტუმრობდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.

ნებით თუ უნებლიედ, ბევრმა ქვეყანამ ისწავლა ვირუსთან ერთად ცხოვრება და ბევრს მოუწია ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვის პრობლემასთან შეჯახება.

ჩინეთმა 2020 წლის მარტიდან ჩაკეტა ქვეყნის საზღვრები, რათა რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად შეეშალათ ხელი ვირუსის გავრცელებისთვის. ამ და სხვა პრევენციის საშუალებებით ქვეყანამ ლოკალური აფეთქებებისგან თავის დაცვა შეძლო.

დისნეილენდის "ლოქდაუნმა" კიდევ ერთხელ გვაჩვენა, თუ რაოდენ სერიოზულად უდგება ჩინეთი პანდემიისგან პრევენციის სტრატეგიას.

წინა ხუთშაბათს, სამართალდამცავებმა შანხაიდან პეკინისკენ მიმავალი მატარებელიც კი გააჩერეს, რადგან ერთ-ერთ მგზავრს კოვიდით ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კავშირი ჰქონდა.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა