ავტორი:

"ფეისბუქის" შეცვლა მხოლოდ იმიტომ ღირს, რომ ახალგაზრდების სიცოცხლე ვიხსნათ" - რაში ადანაშაულებს მარკ ცუკერბერგს ყოფილი თანამშრომელი?

"ფეისბუქის" შეცვლა მხოლოდ იმიტომ ღირს, რომ ახალგაზრდების სიცოცხლე ვიხსნათ" - რაში ადანაშაულებს მარკ ცუკერბერგს  ყოფილი თანამშრომელი?

"ფეისბუქი" ყოფილი თანამშრომელი, ფრენსის ჰაუგენი კომპანიის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის კრიტიკას აგრძელებს. 37 წლის ფრენსის ჰაუგენი, რომელიც "ფეისბუქში" პროდუქტების მენეჯერად მუშაობდა, ლისბონში გამართულ ვებსამიტზე იმყოფებოდა. მან 10 000-ობით კომპანიის შიდა დოკუმენტი წარადგინა, რომელიც დეტალურად უჩვენებს, თუ როგორ არასერიოზულად უდგება კომპანია მომხმარებელთა უსაფრთხოებასა და მის პირად ინფორმაციაზე ზრუნვას. მან ასევე გააკრიტიკა მარკ ცუკერბერგის "დაუფიქრებელი“ გადაწყვეტილება, ინვესტიცია ჩაედო "მეტავერსის" კონცეფციაში და არა მისი ახლანდელი პრობლემების მოგვარებაში.

ფრენსის ჰაუგენმა რამდენიმე კვირის წინ Wall Street Journal -საც გადასცა ეს დოკუმენტები და მათი გამოყენებით გამოცემამ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც, "ინსტაგრამის" აპლიკაცია მავნებელია გოგონების ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.

"კომპანიის ხელმძღვანელობამ იცის, როგორ აქციოს "ფეისბუქი" და "ინსტაგრამი" უსაფრთხო სისტემად, მაგრამ არ სურთ საჭირო ცვლილებების განხორციელება, რადგანაც მათთვის თავიანთი ასტრონომიული შემოსავალი ადამიანებზე გაცილებით მნიშვნელოვანია“, - აცხადებდა ჰაუგენი CBS News-თან ინტერვიუში.

ფრენსისი ეჭვობს, რომ განსხვავებულად არც "მეტა" იფუნქციონირებს, თუ მისი მმართველი ისევ მარკი იქნება.

ფრენსის ჰაუგენი, რომელმაც "ფეისბუქის" შიდა სამზარეულო სააშკარაოზე გამოიტანა, მარკ ცუკერბერგს ისევ მოუწოდებს, დატოვოს აპლიკაციის მთავარი აღმსრულებლის პოზიცია. მისი აზრით, კომპანია ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იქნება, თუ მას ვინმე ისეთი ჩაუდგება სათავეში, ვინც მომხმარებლების კეთილდღეობაზე და უსაფრთხოებაზე იზრუნებს - "ჯობდა ის თანხა, რაც "ფეისბუქის" რებრენდინგს მოხმარდა, მომხმარებლების უსაფრთხოებაზე დახარჯულიყო“.

ჰაუგენის აზრით, "ფეისბუქის" შეცვლა მხოლოდ იმიტომ ღირს, რომ ახალგაზრდების სიცოცხლე ვიხსნათ".

"ფეისბუქის" ყოფილი თანამშრომლის საპასუხოდ, "მეტას" სპიკერმა განცხადება გააკეთა, სადაც ამტკიცებს, რომ კომპანია განზრახ არ ავრცელებს ნეგატიური შინაარსის კონტენტს, რომ მეტი შემოსავალი ჰქონდეს - "ეს არგუმენტი ალოგიკურია. ჩვენ 5 მილიარდზე მეტის დახარჯვა გვაქვს გეგმაში 2021 წელს უსაფრთხოების კუთხით და ეს თანხა ნებისმიერი ტექნოლოგიური კომპანიის დანახარჯს აჭარბებს.

"მეტაში" 40 000 ადამიანი გვყავს დასაქმებული მხოლოდ ერთი საქმის გასაკეთებლად: ჩვენს აპლიკაციაში მყოფი ხალხის უსაფრთხოებაზე რომ იზრუნონ".

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა