საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციაზე იმყოფებოდა, სადაც სიტყვით გამოვიდა. და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს შეხვდა.
ღარიბაშვილის ოფიციალურ გვერდზე "ფეისბუქში" კონფერენციის ამსახველ ფოტოებს აქვეყუნებენ, რომელსაც თან დართული აქვს შემდეგი ტექსტი:
"მქონდა პატივი, საქართველოს სახელით მონაწილეობა მიმეღო გაეროს კლიმატის ცვლილებების 2021 წლის 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში, რომელიც გლაზგოში გაიმართა. მადლობას ვუხდი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს და გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშს გაწეული ძალისხმევისთვის, რომლის შედეგად, პანდემიის გათვალისწინებით, მსოფლიოს 120-ზე მეტი ლიდერის შეკრება შედგა.კლიმატის ცვლილებები გლობალური გამოწვევაა, რომელთან გამკლავება ერთობლივი ძალისხმევის გარეშე შეუძლებელია. ჩვენ ვალდებული ვართ ერთად ვიმოქმედოთ", - წერს ღარიბაშვილი.