მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტიდან რამდენი დეპუტატის გასვლის შეთხვევაში ვეღარ მიიღებენ საკონსტიტუციო ცვლილებებს?
პარლამენტიდან რამდენი დეპუტატის  გასვლის შეთხვევაში ვეღარ მიიღებენ საკონსტიტუციო ცვლილებებს?

თუკი პარ­ლა­მენტს ფრაქ­ცია „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რე­ბის გარ­და კი­დევ ექ­ვსი დე­პუ­ტა­ტი გა­მო­აკ­ლდე­ბა, სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მას­თან და ბა­რი­ერ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინი­ცი­რე­ბულ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექტს ვერ მი­ი­ღე­ბენ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი საფრ­თხე იმ შემ­თხვე­ვა­ში შე­იქ­მნე­ბა, თუკი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს 37 დე­პუ­ტა­ტი და­ტო­ვებს.

სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა 3/4-იანი კვო­რუ­მით ანუ სულ მცი­რე 113 ხმით ხდე­ბა. ახლა პარ­ლა­მენ­ტი 149 წევ­რით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე ნიკა მე­ლი­ას დე­პუ­ტა­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­წყდა და სა­კუთ­რივ ფრაქ­ცია „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ 31 წევ­რის შე­მად­გენ­ლო­ბით დარ­ჩა.

სა­დე­პუ­ტა­ტო მან­და­ტის და­ტო­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე ფრაქ­ცია „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან“ გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თეს ანა წით­ლი­ძემ, ნონა მა­მუ­ლაშ­ვილ­მა და ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძემ. მა­ნამ­დე პარ­ლა­მენ­ტის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ. იგი­ვეს აპი­რებს ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე.

პარ­ლა­მენ­ტმა კონ­სტი­ტუ­ცი­ურ კა­ნონ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით 7 სექ­ტემ­ბრის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე მი­ი­ღო.

პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, პარ­ლა­მენ­ტის მომ­დევ­ნო ორი არ­ჩევ­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, პარ­ლა­მენ­ტის წევრთა მან­და­ტე­ბი იმ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებ­ზე გა­ნა­წილ­დე­ბა, რო­მე­ლიც ხმე­ბის 2%-ს მი­ი­ღებს. სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მით ჩა­ტარ­დე­ბა, ხოლო ე.წ. გა­უ­ნა­წი­ლე­ბე­ლი მან­და­ტე­ბი უდი­დე­სი ნაშ­თის მქო­ნე პარ­ტი­ებს დარ­ჩე­ბა.

ამა­ვე ცვლი­ლე­ბე­ბით, მიმ­დი­ნა­რე და მომ­დევ­ნო ორი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში ფრაქ­ცი­ის წევრთა რა­ო­დე­ნო­ბა ოთხზე ნაკ­ლე­ბი არ უნდა იყოს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალა
0

ამათ რა უჭირთ ხელფასები კარგი აქვთ თავის დროზე,პენსიონერებმა ვიკითხოდ 240 ლარით როგორ ვიარსებოდ ყველაფერი გადზცირდა და აწი კიდევ ველოდებით გადზვირებას.

ლაიქები
9

ძალიანაც კარგი პარლამენტი გვაქვს. ასეთი თავდადებული პატრიოტები შევარდნაძის სახელმწიფო საბჭოს მერე არ გვყოლია. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

პარლამენტიდან რამდენი დეპუტატის გასვლის შეთხვევაში ვეღარ მიიღებენ საკონსტიტუციო ცვლილებებს?

პარლამენტიდან რამდენი დეპუტატის  გასვლის შეთხვევაში ვეღარ მიიღებენ საკონსტიტუციო ცვლილებებს?

თუკი პარლამენტს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გარდა კიდევ ექვსი დეპუტატი გამოაკლდება, საარჩევნო სისტემასთან და ბარიერთან დაკავშირებით ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ვერ მიიღებენ.

აღნიშნული საფრთხე იმ შემთხვევაში შეიქმნება, თუკი საკანონმდებლო ორგანოს 37 დეპუტატი დატოვებს.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება 3/4-იანი კვორუმით ანუ სულ მცირე 113 ხმით ხდება. ახლა პარლამენტი 149 წევრით არის წარმოდგენილი. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა და საკუთრივ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ 31 წევრის შემადგენლობით დარჩა.

სადეპუტატო მანდატის დატოვების თაობაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ განცხადებები გააკეთეს ანა წითლიძემ, ნონა მამულაშვილმა და ლევან ვარშალომიძემ. მანამდე პარლამენტის დატოვების შესახებ განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. იგივეს აპირებს ზურაბ ჯაფარიძე.

პარლამენტმა კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით 7 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე მიიღო.

პროექტის მიხედვით, პარლამენტის მომდევნო ორი არჩევნების საფუძველზე, პარლამენტის წევრთა მანდატები იმ პოლიტიკურ პარტიებზე განაწილდება, რომელიც ხმების 2%-ს მიიღებს. საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, ხოლო ე.წ. გაუნაწილებელი მანდატები უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებს დარჩება.

ამავე ცვლილებებით, მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა ოთხზე ნაკლები არ უნდა იყოს.