პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას ადამიანები სხვადასხვა მიზეზით მიმართავენ - ისტორიას ახსოვს სოციალური მოთხოვნების გამო დაწყებული ადამიანების შიმშილობა, ასევე პოლიტიკური დევნის, პატიმრობისა, თუ სხვა მიზეზით გამოცხადებული პროტესტი.
საქართველოში ეს თემა ახლა ისეთი აქტუალურია, როგორც არასდროს, რადგანაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი უკვე 33-ე დღეა შიმშილობს. ის პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში იმყოფება. სააკაშვილმა პატიმრობის პირველი დღიდანვე შიმშილობა გამოაცხადა.
ამ ფონზე გადავხედოთ მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი შიმშლობის ამბებს, პროტესტს, რომელსაც ადამიანებმა სხვადასხვა მიზეზით მიმართეს.
ცეზარ ჩავეზი 1927 წელს მუშათა კლასის ღარიბ, მექსიკურ ოჯახში დაიბადა. ადრეული ასაკიდანვე გააცნობიერა, რომ არაფერი ებადა და უფრო მეტიც, რამდენიც უნდა ეშრომა, შესაძლო იყო, რომ იმ სოციალური ფენის ადამიანს, რომელსაც წარმოადგენდა, ვერაფრისთვის მიეღწია. ახალგაზრდობის წლების დიდი ნაწილი კალიფორნიასა და არიზონაში ფერმერულ საქმიანობაში გაატარა.
ახალგაზრდა ჩავეზი შეძრწუნებული იყო აშშ-ში მისი თანამემამულე მუშების მიმართ დამოკიდებულებით, მონური შრომით, რომელიც მიგრანტებს უწევდათ.
1962 წელს ჩავეზმა გადაწყვიტა შეეცვალა რაიმე იმისთვის, რომ მშრომელთა მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. მან დააარსა მშრომელთა ეროვნული ასოციაცია და დაიწყო მიტინგების, საპროტესტო აქციების გამართვა. მალევე მისი იდეები ათასობით ადამიანმა გაიზიარა და საპროტესტო აქციებს შეუერთდა.
თუმცა სამწუხაროდ, ამ ტიპის აქციებს შედეგი არ მოჰყოლია. ამიტომაც, ცეზარ ჩავეზამა გადაწყვიტა პროტესტის სხვა მეთოდისთვის მიემართა. მან შიმშილობა გამოაცხადა.
36 დღის განმავლობაში იშიმშილა. ამ დროის განმავლობაში 13 კგ დაიკლო. ჩავეზი 1993 წელს გარდაიცვალა და მშრომელთა უფლებების მოპოვების კუთხით მას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი.
სოლანჟი 1934 წელს საფრანგეთში დაიბადა და ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი გახდა ქვეყანაში. სოლანჟ ფერნექსის მთავარი მიზანი იყო ადამიანებს უფრო მეტი სცოდნოდათ იმ მავნე გავლენის შესახებ, რასაც ატომური ენერგია გარემოზე ახდენს და თავისი აქტივიზმით ადამიანის ცნობიერების ამაღლებას ცდილობდა.
ცდილობდა, ყველაფერი გაეკეთებინა იმისთვის, რომ საზოგადოებას სცოდნოდა იმ პოტენციური განადგურების შესახებ, რაც შეიძება ატომური რექტორების მწყობრიდან გამოსვლას მოჰყვეს.
პროტესტის სხვა ფორმებით რომ ვერაფერს გახდა, სოლანჟმა შიმშილობა დაიწყო. მას სურდა, რომ ხელისუფლებას უარი ეთქვა ბირთვულ რეაქტორზე და რაც შეიძება მეტ ადამიანს დაეჭირა მხარი მისი პროტესტისთვის.
ის 40 დღის განმავლობაში შიმშილობდა,. სამწუხაროდ, მისი მცდელობა წარუმატებელი იყო, თუმცა ისტორიაში შევიდა, როგორვ მამაცი აქტივისტი, რომელმაც ძალისხმევა არ დაიშურა, რომ მსოფლიოს უკეთესი გარემო ჰქონოდა.
ბობი 1972 წელს ირლანდიაში დაიბადა. ზოგიერთი მას ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო ფიგურად მიიჩნევს. ნაწილისთვის კი გმირია. სენდსი ირლანდიის რესპუბლიკური არმიის წევრი იყო. 1976 წელს ის დააკავეს და გაასამართლეს იმ უკანანო იარაღის ფლობისთვის, რომლითაც ირლანდიელ პოლიციელებს ესროლეს.
თავდაპირველად ციხეში მან ე.წ. ბინძური პროტესტი გამოაცხადა. სენდსი და სხვა პატიმრები, რომლებიც მას მხარს უჭერდნენ, უარს ამბობდნენ დაბანაზე და ციხის კედლებს ფეკალური მასით აბინძურებდნენ.
1981 წელს ბობი სენდსმა, შიმშილობა გამოაცხადა. ითხოვდა, რომ არ ჰქონოდა პატიმრისთვის განკუთვნილი სპეციალური უნიფორმის ტარების საჭიროება, არ ემუშავა, ჰქონოდა დამატებით ვიზიტორებისა და ამანათების მიღების შესაძლებლობა. გარდა ამისა, ითხოვდა, რომ პატიმრები, რომლებიც წარსულში ირლანდიის არმიის წევრები იყვნენ, პოლიტპატიმრებად გამოეცხადებინათ, ან ეღიარებინათ სამხედრო ტყვედ და მათთვის დამნაშავის სტატუსი მოეხსნათ.
სენდსი 66 დღის განმავლობაში შიმშილონდა. 66-დღიანი შიმშილობის შემდეგ კი გარდაიცვალა. სენდსის სიკვდილი ირლანდიაში ეროვნული საპროტესტო მოძრაობის დაწყების წინაპირობა გახდა. ხელისუფლებაში აცხადებდნენ, რომ სენდსი იყო კრიმინალი და სიკვდილი მისი არჩევანი იყო. აღნიშნულმა საქმემ საზოგადოების დიდი ყურადღება მიიპყრო. და ადამიანების მოსაზრება ორ ნაწილად გაიყო. საბოლოო ჯამში, სენდსის ამბავმა საფუძველი დაუდო ეროვნულ მოძრაობას, რასაც ის მოჰყვა, რომ ქვეყანაში მმართველი ძალა შეიცვალა.
ბაგატ სინგი 1931 წელს ინდოეთში დაიბადა. ის იყო ინდოეთის განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. სინგი ითვლება მაჰათმა განდის მიერ დაწყებული განმანთავისუფლებელი მოძრაობის გამგრძელებლად.
როდესაც დააპატიმრეს, მან შიმშილობა დაიწყო. ასეთმა ქმედებამ ქმედებამ პოპულარობა და აღიარება მოუტანა. ინდოელებისთვის ის გმირი გახდა. შიმშილობის დამთავრების მომენტში სინგი 54 კოლოგრამს იწონიდა. საბოლოო ჯამში, სინგის ამ და ბევრმა სხვა ქმედებამ ინდოეთს დამოუკიდებლობა მოუტანა.
ინდოელი აქტივისტის, ირომ ჩანუ შარმილას ამბავი მართლაც განსაცვიფრებელია, რადგანაც ის 16 წლის განმავლობაში მიმართავდა შიმშილობის უკიდურეს ფორმას. ეს არის შიმშილობის რეკორდი, რაც კი მსოფლიოს ახსოვს.
ის აპროტესტებდა 2000 წელს ინდოელ კანონმდებელთა მიერ მიღებულ კანონს, რომლის მიხედვითაც, სამხედრო მოსამსახურეებს უფლება ენიჭებოდათ, შესაბამისი ორდერის გარეშე დაეკავებინათ ადამიანები, ხოლო თუ საჭიროდ ჩათვლიდნენ, ცეცხლიც გაეხსნათ
შიმშილობის დაყწებიდან სამ დღეში ირომი დააკავეს, რადგანაც ინდოეთში ეს მიიჩნიეს სუიციდის მცდელობად, რაც კანონით დასჯადია. აქტივისტს, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, წვეთოვნის საშუალებით აწვდიდნენ სიცოცხლისთვის აუცილებელ ნივთიერებებს, 16 წელი ის ამგვარ მდგომარეობაში იყო, არც წყალი დაულევია და არც საკვები მიუღია. შიმშილობა მან 2016 წელს შეწყვიტა. შარმილას "სინდისის პატიმარი“ უწოდეს.
შარმილამ პროტესტის შეწყვეტისას განაცხადა, რომ სურს მინისტრი გახდეს, კანონები შეცვალოს და ამ კუთხით ინდოეთში რევოლუციური გარდატეხა შეიტანოს.
აღსანიშნავია, რომ შიმშილობის შეწყვეტის დღეს, მან თაფლი ჟურნალისტების თანდასწრებით გასინჯა.