სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ“ დოზა ვაქცინაციიდან ან ვირუსისგან გამოჯანმრთელებიდან 6 თვის შემდეგ უნდა მიიღონ, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა რუსეთში მელიტა ვუინოვიჩმა განაცხადა.
"ვაქცინის „ბუსტერ“ დოზა რეკომენდებულია 6 თვეში, დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის,“- აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.
ბოლო მონაცემებით, პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით მსოფლიოში 247.8 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 5 მილიონზე მეტი გარდაიცვალა.