მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას წარმოადგენს მონოკლონური ანტისხეულები, რაც გერმანიამ საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლისთვის გადასცა?
რას წარმოადგენს მონოკლონური ანტისხეულები, რაც გერმანიამ საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლისთვის გადასცა?

გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბამ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი გა­დას­ცა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, დო­ნა­ცია 3000 დო­ზა­ზე მეტი კა­სი­რი­ვი­მა­ბი­სა და იმ­დე­ვი­მა­ბის­გან შედ­გე­ბა. მონოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა კო­ვიდ-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ მოხ­დე­ბა.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის მო­ნოკ­ლო­ნურ ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ტო­კო­ლი უკვე მზად არის.

"სა­ქარ­თვე­ლოს, გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბის მხრი­დან, გად­მო­ე­ცა მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არის ჩვე­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის­თვის, დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ამის­თვის ელჩს, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე მზად არის პრო­ტო­კო­ლი, რის მი­ხედ­ვი­თაც ჩვე­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბი მი­ი­ღე­ბენ მო­ნოკ­ლო­ნურ ან­ტის­ხე­უ­ლებს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს მკურ­ნა­ლო­ბის ხა­რისხს“, - აღ­ნიშ­ნა ტი­კა­რა­ძემ.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გად­მო­ცე­მა გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩოს აქ­ტი­უ­რი მხარ­და­ჭე­რით გან­ხორ­ცი­ელ­და.

"მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ჩვენ ქარ­თველ პარტნი­ო­რებს გა­და­ვე­ცით მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მე­დი­კა­მენ­ტის 3000 დოზა, ეს არის გერ­მა­ნი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას შო­რის წარ­მა­ტე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გი. აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტი გან­კუთ­ვნი­ლია კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იმ პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, სა­დაც და­ა­ვა­დე­ბა რთულ ფორ­მებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ია­რა­ღი არის ვაქ­ცი­ნა­ცია, იმი­სათ­ვის რომ ადა­მი­ა­ნე­ბი არ და­ა­ვად­დნენ სა­ჭი­როა რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი პირი აიც­რას. ვაქ­ცი­ნა­ცია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რათა პან­დე­მია სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­დევ­ნო წელ­საც არ გაგ­რძელ­დეს“, - აღ­ნიშ­ნა გერ­მა­ნი­ის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰუ­ბერტ ქნირშმა.

  • ცნო­ბის­თვის, მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი წარ­მო­ად­გენს ჰიბ­რი­დო­მე­ბის, იგი­ვე ჰიბ­რი­დუ­ლი უჯრე­დე­ბის მიერ სინ­თე­ზი­რე­ბულ ან­ტის­ხე­უ­ლებს, რო­მელ­თაც მა­ღა­ლი სპე­ცი­ფი­კუ­რო­ბა ახა­სი­ა­თებთ ან­ტი­გე­ნის მი­მართ. მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, ეს არის ან­ტის­ხე­უ­ლი, რო­მე­ლიც აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­ზუს­ტით უპი­რის­პირ­დე­ბა სა­მიზ­ნეს, ამ შემ­თხვე­ვა­ში ვირუსს და ანად­გუ­რებს მას.

"მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი წარ­მო­ად­გენს ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში შექ­მნილ პრო­ტე­ინს და პრაქ­ტი­კუ­ლად, ემ­სგავ­სე­ბა ორ­გა­ნიზ­მში იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის მიერ ბუ­ნებ­რი­ვად წარ­მოქ­მნილ სპე­ცი­ფი­კურ ან­ტის­ხე­უ­ლებს, რომ­ლე­ბიც ებ­რძვი­ან ვირუსს ან სხვა გა­მომ­წვევს. COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი შექ­მნი­ლია და ის ბლო­კავს კო­რო­ნა­ვირუ­სის იმ ნა­წი­ლა­კებს, რომ­ლე­ბიც ვირუსს უჯრედ­ში შეჭ­რა­ში ეხ­მა­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, იცავს ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან. მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის ორ­გა­ნიზ­მში შეყ­ვა­ნა გა­ნა­პი­რო­ბებს მოკ­ლე­ვა­დი­ან დაც­ვას (გან­სხვა­ვე­ბით ვაქ­ცი­ნის­გან) და შე­საძ­ლოა COVID-19-ის პრე­ვენ­ცი­ა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი შე­ას­რუ­ლონ... ისი­ნი გარ­თუ­ლე­ბე­ბის რისკს ამ­ცი­რე­ბენ,“ - გან­მარ­ტავს ambebi.ge - სთან ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის, შიდსი­სა და კლი­ნი­კუ­რი იმუ­ნო­ლო­გი­ის ეპი­დე­მი­ო­ლო­გი, ნიუ-იორ­კის შტა­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­გის­ტრი ეკა ქარ­ქა­შა­ძე.

"სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გად­მო­ცე­მუ­ლი კა­სი­რი­ვი­მა­ბი/იმ­დე­ვი­მა­ბი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნია "როში“-ს მიერ არის წარ­მო­ე­ბუ­ლი. პრე­პა­რატ­ზე აშშ-ის საკ­ვე­ბი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის სა­ა­გენ­ტოს (FDA) გა­ცე­მუ­ლი აქვს გა­და­უ­დე­ბე­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცია COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ. აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტი ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მსოფ­ლი­ო­ში, მათ შო­რის ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ია­პო­ნი­ა­ში, ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებ­ში.

მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრში გან­თავ­სდა. პრე­პა­რა­ტე­ბის გად­მო­ცე­მის ცე­რე­მო­ნი­ალს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრთან და გერ­მა­ნი­ის ელჩთან ერ­თად, მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე თა­მარ გა­ბუ­ნია და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძეც ეს­წრე­ბო­და“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საქო
0

პროტოკოლი რუსული სიტყვაა და ქართულად ოქმს ნიშნავს. იცოდი?

კოკი
4

ერთი შეკითხვა მაქვს აღნიშნულ ვაქცინებში(ფაიზერ-მოდერნა-ბიონტეხ-ზენეკა-ფარმ-ვაკ)არსებობს თუ არა გრაფენი და რა მოცულობით და თუ შეგიძლიათ ახსნათ საერთოდ რა ნივთიერებაა და გამოიყენება თუ არა ნანო ტექნოლოგიებში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

რას წარმოადგენს მონოკლონური ანტისხეულები, რაც გერმანიამ საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლისთვის გადასცა?

რას წარმოადგენს მონოკლონური ანტისხეულები, რაც გერმანიამ საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლისთვის გადასცა?

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს მონოკლონური ანტისხეულები გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

მათივე ინფორმაციით, დონაცია 3000 დოზაზე მეტი კასირივიმაბისა და იმდევიმაბისგან შედგება. მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება კოვიდ-19-ით ინფიცირებული, ჰოსპიტალიზებული პაციენტების სამკურნალოდ მოხდება.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პაციენტებისთვის მონოკლონურ ანტისხეულების მიღების პროტოკოლი უკვე მზად არის.

"საქართველოს, გერმანიის მთავრობის მხრიდან, გადმოეცა მონოკლონური ანტისხეულები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი პაციენტების მკურნალობისთვის, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამისთვის ელჩს, რომელიც აქტიურად იყო ჩართული მოლაპარაკებებში. საქართველოში უკვე მზად არის პროტოკოლი, რის მიხედვითაც ჩვენი პაციენტები მიიღებენ მონოკლონურ ანტისხეულებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მკურნალობის ხარისხს“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მონოკლონური ანტისხეულების საქართველოსთვის გადმოცემა გერმანიის საელჩოს აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა.

"მოხარული ვარ, რომ ჩვენ ქართველ პარტნიორებს გადავეცით მაღალი ხარისხის მედიკამენტის 3000 დოზა, ეს არის გერმანიისა და საქართველოს მთავრობას შორის წარმატებული თანამშრომლობის შედეგი. აღნიშნული მედიკამენტი განკუთვნილია კორონავირუსით ინფიცირებული იმ პაციენტებისთვის, სადაც დაავადება რთულ ფორმებში მიმდინარეობს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი იარაღი არის ვაქცინაცია, იმისათვის რომ ადამიანები არ დაავადდნენ საჭიროა რაც შეიძლება მეტი პირი აიცრას. ვაქცინაცია მნიშვნელოვანია, რათა პანდემია საქართველოში მომდევნო წელსაც არ გაგრძელდეს“, - აღნიშნა გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა.

  • ცნობისთვის, მონოკლონური ანტისხეულები წარმოადგენს ჰიბრიდომების, იგივე ჰიბრიდული უჯრედების მიერ სინთეზირებულ ანტისხეულებს, რომელთაც მაღალი სპეციფიკურობა ახასიათებთ ანტიგენის მიმართ. მონოკლონური ანტისხეულები სხვადასხვა დაავადებების დროს გამოიყენება. სპეციალისტების თქმით, ეს არის ანტისხეული, რომელიც აბსოლუტური სიზუსტით უპირისპირდება სამიზნეს, ამ შემთხვევაში ვირუსს და ანადგურებს მას.

"მონოკლონური ანტისხეულები წარმოადგენს ლაბორატორიაში შექმნილ პროტეინს და პრაქტიკულად, ემსგავსება ორგანიზმში იმუნური სისტემის მიერ ბუნებრივად წარმოქმნილ სპეციფიკურ ანტისხეულებს, რომლებიც ებრძვიან ვირუსს ან სხვა გამომწვევს. COVID-19-ის საწინააღმდეგო მონოკლონური ანტისხეულები შექმნილია და ის ბლოკავს კორონავირუსის იმ ნაწილაკებს, რომლებიც ვირუსს უჯრედში შეჭრაში ეხმარება და შესაბამისად, იცავს ინფიცირებისგან. მონოკლონური ანტისხეულების ორგანიზმში შეყვანა განაპირობებს მოკლევადიან დაცვას (განსხვავებით ვაქცინისგან) და შესაძლოა COVID-19-ის პრევენციაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ... ისინი გართულებების რისკს ამცირებენ,“ - განმარტავს ambebi.ge - სთან ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ეპიდემიოლოგი, ნიუ-იორკის შტატის უნივერსიტეტის მაგისტრი ეკა ქარქაშაძე.

"საქართველოსთვის გადმოცემული კასირივიმაბი/იმდევიმაბი ფარმაცევტული კომპანია "როში“-ს მიერ არის წარმოებული. პრეპარატზე აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს (FDA) გაცემული აქვს გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ. აღნიშნული მედიკამენტი ფართოდ გამოიყენება მსოფლიოში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, იაპონიაში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

მედიკამენტები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განთავსდა. პრეპარატების გადმოცემის ცერემონიალს ჯანდაცვის მინისტრთან და გერმანიის ელჩთან ერთად, მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძეც ესწრებოდა“, - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.