ავტორი:

„ვითიბის“ უწყვეტი მხარდაჭერა ქართულ ბიზნესს და „აგროჰაბთან“ დაწყებული გრძელვადიანი პარტნიორობა

„ვითიბის“ უწყვეტი მხარდაჭერა ქართულ ბიზნესს და „აგროჰაბთან“ დაწყებული გრძელვადიანი პარტნიორობა

„ვითიბი“ აგრძელებს ქართული ბიზნესის მხარდაჭერას. ამჯერად მისი დახმარებით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჰიპერმარკეტების ქსელი „აგროჰაბი“ გაფართოვდა და თბილისსა და ბათუმში ფილიალები გახსნა. ასევე, ბანკის დახმარებით ამოქმედდა სხვადასხვა მიმართულების რამდენიმე საწარმო, რომელიც უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოებას იწყებს.

„აგროჰაბი“ ბაზარზე შემოვიდა, როგორც ჯანსაღი, ნატურალური და პრემიუმ ხარისხის პროდუქციის მწარმოებელი და რითეილერი კომპანია, რომელიც აღნიშნულ ნიშას წლებია, ინარჩუნებს.

„ვითიბიში“ აღნიშნავენ, რომ „აგროჰაბთან“ თანამშრომლობა თბილისში პირველი ობიექტის გახსნის პერიოდიდანვე დაიწყო. ბანკის კორპორაციული ბიზნესის დირექტორის ვლადიმერ რობაქიძის თქმით, ბანკი, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, რჩება „აგროჰაბის“ ფინანსურ მხარდამჭერად და პარტნიორად.

„მსგავსი თანამშრომლობა, ხელს უწყობს გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბიზნესის წარმატებისთვის“, - განაცხადა მან.

„ვითიბი ბანკის“ კორპორაციული კლიენტების განყოფილების უფროსის შოთა გავაშელის თქმით, მოხარულები არიან, რომ „აგროჰაბის“ წარმატებაში თავიანთი წვლილიც აქვთ შეტანილი.

„ვითიბი“ მრავალ ბიზნესს უდგას გვერდით და ზოგადად, ყველა ჩვენს კლიენტს ვუყურებთ პარტნიორულ და გრძელვადიან პერსპექტივაში. პორტფელში არ გვყავს კომპანია, რომელთანაც მოკლევადიანი თანამშრომლობის ხედვა გვაკავშირებს. ვცდილობთ, ყველა შემთხვევაში მივიღოთ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა“, - აღნიშნა მან.

შოთა გავაშელის თქმით, „ვითიბის“ უპირატესობაა, რომ ის დიდი საერთაშორისო ჯგუფის წევრია, რაც ბანკს აძლევს ისეთ კონკურენტულ უპირატესობებს, რაც შეიძლება სხვა ქართული საბანკო ინსტიტუტებისთვის ხელმისაწვდომი არ იყოს. მისივე განმარტებით, ჩვენს ქვეყანაში კაპიტალის ბაზრების განუვითარებლობის გათვალისწინებით, ბიზნესისთვის კომერციული ბანკები გადამწყვეტ როლს თამაშობენ ფინანსების მოძიების კუთხით.

„ვინაიდან საქართველოში კაპიტალის ბაზრები არ არის განვითარებული, ამ ფონზე დიდი და საშუალო ბიზნესისთვის ქართული კომერციული ბანკები რჩება ერთადერთ დაფინანსების წყაროდ, შესაბამისად, მათი სამომავლო განვითარებისთვის ჩვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენც ვცდილობთ, რომ გვერდით დავუდგეთ“, - აღნიშნა მან.

„აგროჰაბის“ დამფუძნებლის აკაკი ახვლედიანის თქმით, ბიზნესში ძალიან ბევრს ნიშნავს პარტნიორული ურთიერთობების და ნდობის ფაქტორის ჩამოყალიბება და „ვითიბი ბანკი“ აღმოჩნდა ის საფინანსო ინსტიტუტი, რომელსაც ენდო და მრავალწლიანი თანამშრომლობა დაიწყო.

„ბანკი მარტო სესხი და პროცენტი არ არის, ბანკთან ურთიერთობა არის ნდობა, ნდობის ხარისხი კი ძალიან მაღალი იყო. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის ტარიფებიც, რომელსაც ბანკი გვთავაზობს, ეს არის მომსახურების ტარიფები და საპროცენტო განაკვეთი. ამ შემთხვევაში „ვითიბი ბანკმა“ ყველაზე კარგი საპროცენტო განაკვეთი და მომსახურების ტარიფები შემოგვთავაზა. „ვითიბისთან“ თანამშრომლობას მომავალშიც ვგეგმავთ, გარკვეული პროექტების მონახაზი უკვე შემუშავებულია და ბანკმა მხარდაჭერაც გამოგვიცხადა“, - განაცხადა აკაკი ახვლედიანმა.