საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ბიბლიის ენციკლოპედია“ - პროექტმა თეოლოგთა, სასულიერო პირთა, ბიბლიის მკვლევართა დიდი მოწონება დაიმსახურა
„ბიბლიის ენციკლოპედია“ - პროექტმა თეოლოგთა, სასულიერო პირთა, ბიბლიის მკვლევართა დიდი მოწონება დაიმსახურა

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“-ის მო­რი­გი პრო­ექ­ტის - „ბიბ­ლი­ის ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის“ ოთხტო­მე­უ­ლის პირ­ვე­ლი ტომი უკვე იხი­ლა მკი­თხველ­მა და უნდა ით­ქვას, რომ პრო­ექ­ტმა თე­ო­ლოგ­თა, სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თა, ბიბ­ლი­ის მკვლე­ვარ­თა დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. 8 ნო­ემ­ბრი­დან კი მე­ო­რე ტო­მის შე­ძე­ნას შეძ­ლებთ გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად.

"ბიბ­ლი­ის ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის“ შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ის ბიბ­ლე­ის­ტი­კის კა­თედ­რის დოქ­ტო­რან­ტი გი­ორ­გი თო­დუა, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს პრო­ექ­ტის მზა­დე­ბის პრო­ცეს­ში:

-გა­მო­ცე­მა­თა მიმ­დი­ნა­რე სე­რია "ბიბ­ლი­ის ენ­ციკ­ლო­პე­დია~ (ოთხ ტო­მად), მარ­თა­ლია, მისი სტრუქ­ტუ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ცალ­კე პრო­ექ­ტად არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მაგ­რამ იგი ფაქ­ტობ­რი­ვად უკავ­შირ­დე­ბა წინა პრო­ექტს _ "ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით~ (26 წიგ­ნად) და მის სრულმყო­ფელ სა­ჭი­რო გაგ­რძე­ლე­ბად მო­ი­აზ­რე­ბა.

ენ­ციკ­ლო­პე­დი­ა­ში ცალ­კე­უ­ლი ბიბ­ლი­უ­რი სი­ტყვე­ბი (ტერ­მი­ნე­ბი) მოკ­ლედ არის გან­მარ­ტე­ბუ­ლი.Yყო­ვე­ლი მათ­გა­ნი მოყ­ვა­ნი­ლია ბიბ­ლი­ის თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ ენა­ზე არ­სე­ბუ­ლი თარ­გმა­ნი­დან, რო­მე­ლიც სრუ­ლად, რო­გორც ძი­რი­თა­დი სა­კი­თხა­ვი ტექ­სტი, წარ­მოდ­გე­ნი­ლია წინა პრო­ექ­ტში _ "ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით~. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სა­ეკ­ლე­სიო ენა, ღვთის­მსა­ხუ­რე­ბის (ანუ საღვთო ლი­ტურ­გი­ის) ენა _ ეს არის ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ენა, ხოლო ეკ­ლე­სი­ის წევ­რე­ბი სწო­რედ ამ ენა­ზე ის­მე­ნენ ლოც­ვებს და ცალ­კე­ულ ეპი­ზო­დებს წმინ­და წე­რი­ლი­დან, ენ­ციკ­ლო­პე­დი­ა­ში შე­სუ­ლია გან­სა­მარ­ტავ სი­ტყვა­თა ძვე­ლი ქარ­თუ­ლი შე­სა­ტყვი­სე­ბიც, რად­გან ზო­გი­ერ­თი სი­ტყვა ძველ­სა და ახალ ქარ­თულ­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლად იკი­თხე­ბა. მა­გა­ლი­თად: იესო ქრის­ტეს გე­ნე­ა­ლო­გი­ა­ში (მთ. 1.2-17; ლკ. 3.23-35) იხ­სე­ნი­ე­ბა ერთი პი­როვ­ნე­ბა, ბიბ­ლი­ის თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნის მი­ხედ­ვით _ ბო­ყა­ზი, (რუთ. 2.13; მთ. 1.5; ლკ. 3.35), რო­მელ­საც ძველ ქარ­თულ თარ­გმა­ნებ­ში შე­ე­სა­ბა­მე­ბა _ ბო­ო­სი. ენ­ციკ­ლო­პე­დი­ა­ში ორი­ვე გვერ­დიგ­ვერდ არის შე­ტა­ნი­ლი გა­ურ­კვევ­ლო­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, მკი­თხვე­ლი ეც­ნო­ბა რა ბიბ­ლი­ას რო­გორც ძველ, ისე ახალ ქარ­თულ ენა­ზე.

ამას გარ­და, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია ბერ­ძნუ­ლი წა­კი­თხვაც, რაც დედ­ნი­სე­უ­ლია ახა­ლი აღ­თქმის წიგ­ნე­ბი­სათ­ვის, ხოლო ძვე­ლი აღ­თქმის წიგნ­თა შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია სეპ­ტუ­ა­გინ­ტა, ძვე­ლი აღ­თქმის წიგნ­თა ბერ­ძნუ­ლი თარ­გმა­ნი, რო­მე­ლიც ღირ­სე­ბი­თა და მნიშ­ვნე­ლო­ბით ძვე­ლი აღ­თქმის ებ­რა­ულ ორი­გი­ნალს უთა­ნაბრდე­ბა.

სხვა მა­გა­ლი­თი: სა­ხა­რე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ იო­ა­ნე ნათ­ლის­მცე­მე­ლი იკ­ვე­ბე­ბო­და კა­ლი­ით (მთ. 3.4). შე­სა­ბა­მი­სი ად­გი­ლის (მთ. 3.4) გან­მარ­ტე­ბი­სას აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ კა­ლია (ბერ­ძნ.: ἀκρίς, ძვ. ქართ.: მკა­ლი) _ ეს არის მწე­რი ან რო­მე­ლი­ღაც მცე­ნა­რე (იხ.: ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით 16, თბ., 2020, გვ. 96-97). ენ­ციკ­ლო­პე­დია კა­ლი­ის, რო­გორც მწე­რის შე­სა­ხებ, მრა­ვალ ისეთ და­მა­ტე­ბით ცნო­ბას გვაწ­ვდის, რომ­ლე­ბიც არ გვხვდე­ბა ბიბ­ლი­ის იმ ად­გი­ლე­ბის გან­მარ­ტე­ბი­სას, სა­დაც კა­ლია იხ­სე­ნი­ე­ბა (იხ.: ნაუმ. 3. 15; მთ. 3. 4; აპოკ. 9. 3, 7 და ა.შ.) (მხედ­ვე­ლო­ბა­ში გვაქვს კა­ლი­ის ალე­გო­რი­უ­ლი გა­აზ­რე­ბაც აღ­მო­სავ­ლე­თის წარ­მართ ხალ­ხებ­ში, მათ სა­ე­რო მწერ­ლო­ბა­სა და კულ­ტუ­რა­ში, არა­თუ მხო­ლოდ ბიბ­ლი­უ­რი წიგ­ნე­ბის მი­ხედ­ვით). ცხა­დია, მკი­თხველს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა, ერ­თმა­ნეთ­თან და­ა­კავ­ში­როს ორი­ვე მათ­გა­ნი: ბიბ­ლი­ის ეგ­ზე­გე­ტი­კა და სა­ენ­ციკ­ლო­პე­დიო ცნო­ბა­რი.

სხვა მა­გა­ლი­თი: ბიბ­ლი­ურ წიგნ­თა განმმარ­ტებ­ლებ­თან იშ­ვი­ა­თად თუ გვხვდე­ბა ცალ­კე­უ­ლი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ად­გი­ლე­ბის – ქვეყ­ნე­ბის, ქა­ლა­ქე­ბის, რე­გი­ო­ნე­ბის, პრო­ვინ­ცი­ე­ბი­სა თუ და­ბე­ბის შე­სა­ხებ დაწ­ვრი­ლე­ბი­თი ცნო­ბე­ბი მათი მდე­ბა­რე­ო­ბი­სა და ის­ტო­რი­უ­ლი წარ­სუ­ლის უწყე­ბით. ენ­ციკ­ლო­პე­დია ამ მხრივ მარ­თლაც ძა­ლი­ან ეხ­მა­რე­ბა მკი­თხველს. კა­ბა­დო­კი­ის შე­სა­ხებ (ბერ­ძნ.: Καππαδοκία, ძვ. ქართ.: კა­ბა­დუ­კია), რო­მე­ლიც ნახ­სე­ნე­ბია საქ. 2.9-სა და 1 პეტ. 1-1-ში, ამ და­მოწ­მე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბის გან­მარ­ტე­ბი­სას ბევ­რი არა­ფე­რია ნათ­ქვა­მი (იხ.: ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით 21, თბ., 2021, გვ. 36; ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით 22, თბ., 2021, გვ. 11), მაგ­რამ წი­ნამ­დე­ბა­რე ენ­ციკ­ლო­პე­დია მოკ­ლედ, მაგ­რამ სრულ­ყო­ფი­ლად გად­მოს­ცემს ძი­რი­თად ცნო­ბებს მისი ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ (ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის, ქა­ლა­ქე­ბის, მო­სახ­ლე­ო­ბის, მმარ­თვე­ლე­ბი­სა და სხვ.).

კი­დევ მრა­ვა­ლი მა­გა­ლი­თის მოყ­ვა­ნა შე­იძ­ლე­ბა იმის და­სა­მოწ­მებ­ლად, რომ ბიბ­ლი­ის ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის ამ სა­ხით პუბ­ლი­კა­ცია ნამ­დვი­ლად გა­მარ­თლე­ბუ­ლია, რად­გან, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია მკი­თხვე­ლის ინ­ტე­რე­სი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

მაშ ასე, “კვი­რის პა­ლიტ­რის“ მკი­თხველს ვურ­ჩევთ, არ გა­მო­ტო­ვონ ეს სე­რია.

წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 13.50 ლარი, გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად 15.50 ლარი. იკი­თხეთ ბიბ­ლუ­სის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში, პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის ჯი­ხუ­რებ­ში ან გა­მო­ი­წე­რეთ სა­ი­ტი­დან და ისარ­გებ­ლეთ სახ­ლში მი­ტა­ნის სერ­ვი­სით.

8 ნო­ემ­ბრი­დან მე­ო­რე ტომი გა­ზეთ “კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

„ბიბლიის ენციკლოპედია“ - პროექტმა თეოლოგთა, სასულიერო პირთა, ბიბლიის მკვლევართა დიდი მოწონება დაიმსახურა

„ბიბლიის ენციკლოპედია“ - პროექტმა თეოლოგთა, სასულიერო პირთა, ბიბლიის მკვლევართა დიდი მოწონება დაიმსახურა

გამომცემლობა „პალიტრა L“-ის მორიგი პროექტის - „ბიბლიის ენციკლოპედიის“ ოთხტომეულის პირველი ტომი უკვე იხილა მკითხველმა და უნდა ითქვას, რომ პროექტმა თეოლოგთა, სასულიერო პირთა, ბიბლიის მკვლევართა დიდი მოწონება დაიმსახურა. 8 ნოემბრიდან კი მეორე ტომის შეძენას შეძლებთ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად.

`ბიბლიის ენციკლოპედიის“ შესახებ გვესაუბრება სასულიერო აკადემიის ბიბლეისტიკის კათედრის დოქტორანტი გიორგი თოდუა, რომელიც აქტიურად მონაწილეობს პროექტის მზადების პროცესში:

-გამოცემათა მიმდინარე სერია `ბიბლიის ენციკლოპედია~ (ოთხ ტომად), მართალია, მისი სტრუქტურის გათვალისწინებით, ცალკე პროექტად არის წარმოდგენილი, მაგრამ იგი ფაქტობრივად უკავშირდება წინა პროექტს _ `ბიბლია განმარტებებით~ (26 წიგნად) და მის სრულმყოფელ საჭირო გაგრძელებად მოიაზრება.

ენციკლოპედიაში ცალკეული ბიბლიური სიტყვები (ტერმინები) მოკლედ არის განმარტებული.Yყოველი მათგანი მოყვანილია ბიბლიის თანამედროვე ქართულ ენაზე არსებული თარგმანიდან, რომელიც სრულად, როგორც ძირითადი საკითხავი ტექსტი, წარმოდგენილია წინა პროექტში _ `ბიბლია განმარტებებით~. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ქვეყანაში საეკლესიო ენა, ღვთისმსახურების (ანუ საღვთო ლიტურგიის) ენა _ ეს არის ძველი ქართული ენა, ხოლო ეკლესიის წევრები სწორედ ამ ენაზე ისმენენ ლოცვებს და ცალკეულ ეპიზოდებს წმინდა წერილიდან, ენციკლოპედიაში შესულია განსამარტავ სიტყვათა ძველი ქართული შესატყვისებიც, რადგან ზოგიერთი სიტყვა ძველსა და ახალ ქართულში განსხვავებულად იკითხება. მაგალითად: იესო ქრისტეს გენეალოგიაში (მთ. 1.2-17; ლკ. 3.23-35) იხსენიება ერთი პიროვნება, ბიბლიის თანამედროვე ქართული თარგმანის მიხედვით _ ბოყაზი, (რუთ. 2.13; მთ. 1.5; ლკ. 3.35), რომელსაც ძველ ქართულ თარგმანებში შეესაბამება _ ბოოსი. ენციკლოპედიაში ორივე გვერდიგვერდ არის შეტანილი გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად, მკითხველი ეცნობა რა ბიბლიას როგორც ძველ, ისე ახალ ქართულ ენაზე.

ამას გარდა, უმეტეს შემთხვევაში აღნიშნულია ბერძნული წაკითხვაც, რაც დედნისეულია ახალი აღთქმის წიგნებისათვის, ხოლო ძველი აღთქმის წიგნთა შემთხვევაში გამოყენებულია სეპტუაგინტა, ძველი აღთქმის წიგნთა ბერძნული თარგმანი, რომელიც ღირსებითა და მნიშვნელობით ძველი აღთქმის ებრაულ ორიგინალს უთანაბრდება.

სხვა მაგალითი: სახარებაში აღნიშნულია, რომ იოანე ნათლისმცემელი იკვებებოდა კალიით (მთ. 3.4). შესაბამისი ადგილის (მთ. 3.4) განმარტებისას აღნიშნულია, რომ კალია (ბერძნ.: ἀκρίς, ძვ. ქართ.: მკალი) _ ეს არის მწერი ან რომელიღაც მცენარე (იხ.: ბიბლია განმარტებებით 16, თბ., 2020, გვ. 96-97). ენციკლოპედია კალიის, როგორც მწერის შესახებ, მრავალ ისეთ დამატებით ცნობას გვაწვდის, რომლებიც არ გვხვდება ბიბლიის იმ ადგილების განმარტებისას, სადაც კალია იხსენიება (იხ.: ნაუმ. 3. 15; მთ. 3. 4; აპოკ. 9. 3, 7 და ა.შ.) (მხედველობაში გვაქვს კალიის ალეგორიული გააზრებაც აღმოსავლეთის წარმართ ხალხებში, მათ საერო მწერლობასა და კულტურაში, არათუ მხოლოდ ბიბლიური წიგნების მიხედვით). ცხადია, მკითხველს საშუალება ეძლევა, ერთმანეთთან დააკავშიროს ორივე მათგანი: ბიბლიის ეგზეგეტიკა და საენციკლოპედიო ცნობარი.

სხვა მაგალითი: ბიბლიურ წიგნთა განმმარტებლებთან იშვიათად თუ გვხვდება ცალკეული გეოგრაფიული ადგილების – ქვეყნების, ქალაქების, რეგიონების, პროვინციებისა თუ დაბების შესახებ დაწვრილებითი ცნობები მათი მდებარეობისა და ისტორიული წარსულის უწყებით. ენციკლოპედია ამ მხრივ მართლაც ძალიან ეხმარება მკითხველს. კაბადოკიის შესახებ (ბერძნ.: Καππαδοκία, ძვ. ქართ.: კაბადუკია), რომელიც ნახსენებია საქ. 2.9-სა და 1 პეტ. 1-1-ში, ამ დამოწმებული ადგილების განმარტებისას ბევრი არაფერია ნათქვამი (იხ.: ბიბლია განმარტებებით 21, თბ., 2021, გვ. 36; ბიბლია განმარტებებით 22, თბ., 2021, გვ. 11), მაგრამ წინამდებარე ენციკლოპედია მოკლედ, მაგრამ სრულყოფილად გადმოსცემს ძირითად ცნობებს მისი ისტორიის შესახებ (ადგილმდებარეობის, ქალაქების, მოსახლეობის, მმართველებისა და სხვ.).

კიდევ მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება იმის დასამოწმებლად, რომ ბიბლიის ენციკლოპედიის ამ სახით პუბლიკაცია ნამდვილად გამართლებულია, რადგან, უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებულია მკითხველის ინტერესი და შესაძლებლობა.

მაშ ასე, “კვირის პალიტრის“ მკითხველს ვურჩევთ, არ გამოტოვონ ეს სერია.

წიგნის სპეციალური ფასია 13.50 ლარი, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად 15.50 ლარი. იკითხეთ ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში, პრესის გავრცელების ჯიხურებში ან გამოიწერეთ საიტიდან და ისარგებლეთ სახლში მიტანის სერვისით.

8 ნოემბრიდან მეორე ტომი გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ერთად!