სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქციებს რომ შედეგი არ მოაქვს, ამას დიდი ხანია ვხედავთ... დაიღალა ხალხი" - თორნიკე შარაშენიძე
"აქციებს რომ შედეგი არ მოაქვს, ამას დიდი ხანია ვხედავთ... დაიღალა ხალხი" - თორნიკე შარაშენიძე

პო­ლი­ტი­კის ექ­სპერ­ტის, თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძის შე­ფა­სე­ბით, მხო­ლოდ აქ­ცი­ე­ბის გა­მარ­თვა არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო ოპო­ზი­ცი­ის­თვის შე­დეგს ვერ გა­მო­ი­ღებს.

რო­გორც თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ გა­ნა­ცხა­და, ოპო­ზი­ცი­ამ აქ­ცი­ე­ბის გა­მარ­თვის პა­რა­ლე­ლუ­რად, და­სავ­ლეთ­თა­ნაც უნდა იმუ­შა­ოს. ამ ბრძო­ლის გაგ­რძე­ლე­ბის კი­დევ ერთი ფაქ­ტო­რი კი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ცი­ხე­ში რამ­დენ ხანს გაძ­ლებს.

"აქ­ცი­ებს რომ შე­დე­გი არ მო­აქვს, ამას დიდი ხა­ნია ვხე­დავთ. ალ­ბათ, გეგ­მა­ვენ აქ­ცი­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად და­სავ­ლეთ­თან მუ­შა­ო­ბა­საც და აქ­ცი­ე­ბი მხო­ლოდ ერთ-ერთი კომ­პო­ნენ­ტია. მარ­ტო აქ­ცი­ე­ბის გა­მარ­თვა რომ შე­დეგს არ მო­ი­ტანს, ჩვენ ეს ვნა­ხეთ. და­ვუშ­ვათ, ისევ იმ­დე­ნი­ვე ადა­მი­ა­ნი შეკ­რი­ბოს, რო­გორც რამ­დე­ნი­მე დღის წინ თბი­ლის­ში, მერე და­ი­შალ­ნენ და ამას რე­ა­ლუ­რად არა­ნა­ი­რი შე­დე­გი არ მოჰ­ყვა, სა­მა­გი­ე­როდ, და­ი­ხარ­ჯა ბევ­რი ფული. კი­დევ რომ და­უ­ძა­ხონ ამ ხალ­ხს მო­დი­თო, ხალ­ხი ხომ იფიქ­რებს რა­ტომ მი­ვი­დეთ, როცა მხო­ლოდ ვი­ღა­ცებს ვუს­მენთ, ტაშს ვუკ­რავთ და ვიშ­ლე­ბით?! ეს რე­ა­ლუ­რად ჩი­ხუ­რი სი­ტუ­ა­ცი­აა. ეს კარ­გად იცი­ან პო­ლი­ტი­კურ­მა ლი­დე­რებ­მა. გა­ვი­და ის დრო, რომ პარ­ლა­მენ­ტში ან კან­ცე­ლა­რი­ა­ში შე­ვარ­დე. რომც შე­ვარ­დე, მერე ამას რა მოჰ­ყვე­ბა? ეს ხომ არ არის 2003 წელი? შე­სა­ბა­მი­სად, არი­ან იქ, სა­დაც არი­ან. ისიც მე­ეჭ­ვე­ბა, რომ და­სავ­ლეთ­თან მუ­შა­ო­ბის და აქ­ცი­ე­ბის გარ­და კი­დევ რამე გა­მო­სა­ვა­ლი არ­სე­ბობ­დეს მათ­თვის ამ ეტაპ­ზე. სხვა ალ­ბათ, არც არა­ფე­რი არ­სე­ბობს, რომ არ­სე­ბობ­დეს, ამას აქამ­დე გა­ა­კე­თებ­დნენ“, - გა­ნა­ცხა­და შა­რა­შე­ნი­ძემ.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, თუ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ მო­ახ­დი­ნა თა­ვი­სი ამომ­რჩევ­ლის მო­ბი­ლი­ზე­ბა, ეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ფაქ­ტო­რით გა­ა­კე­თა.

"თუმ­ცა, როცა ამომ­რჩევ­ლის 50% სახ­ლში რჩე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ცი­ხე­ში შიმ­ში­ლობს, ეს ნიშ­ნავს იმას, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ ვერ მო­ა­ხერ­ხა ვე­რა­ნა­ი­რად ნე­იტ­რა­ლუ­რი ამომ­რჩევ­ლის მიმხრო­ბა. "ლე­ლოს“ და სხვა პარ­ტი­ე­ბის ამომ­რჩე­ვე­ლიც რომ მი­იმხროს, მას მა­ინც არ შე­უძ­ლია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ და­მარ­ცხე­ბა. 2012 წელს არ­ჩევ­ნე­ბის გზით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა იმის გამო, რომ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ამომ­რჩე­ვე­ლი მი­ვი­და არ­ჩევ­ნებ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, თუ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ არ­ჩევ­ნე­ბის გზით სურს "ოც­ნე­ბის“ და­მარ­ცხე­ბა, უნდა მი­იმხროს ნე­იტ­რა­ლუ­რი ამომ­რჩე­ვე­ლი და მი­იყ­ვა­ნოს არ­ჩევ­ნებ­ზე. თუ ასე გა­აგ­რძე­ლა, ვერც მო­ი­გებს ნე­იტ­რა­ლუ­რი ამომ­რჩევ­ლის გულს, რად­გან მათ ან დას­ცი­ნი­ან, ან აბუ­ლინ­გე­ბენ, ან მო­რალს უკი­თხა­ვენ“, - გა­ნა­ცხა­და შა­რა­შე­ნი­ძემ.

ექ­სპერ­ტის შე­ფა­სე­ბით, 2024 წლამ­დე ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნა და­მო­კი­დე­ბუ­ლია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ქცე­ვა­ზე.

"ოც­ნე­ბას“ იმ­დე­ნი შეც­დო­მა და სკან­და­ლი მოს­დის, 2024 წლამ­დე რამ­დე­ნად მი­აღ­წევს, მე ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ ვარ. "ოც­ნე­ბის“ მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა“ მა­თი­ვე მმარ­თვე­ლო­ბაა და არა იმ­დე­ნად ოპო­ზი­ცია, რო­მე­ლიც ერთი და იგი­ვე წრე­ზე ტრი­ა­ლებს. თუ ოპო­ზი­ცია მუდ­მი­ვად გა­მო­იყ­ვანს ბევრ ხალ­ხს ქუ­ჩა­ში, და­ა­ნა­ხე­ბენ და­სავ­ლეთს, რომ ხალ­ხი არ ცნობს ამ არ­ჩევ­ნებს, შე­იძ­ლე­ბა და­სავ­ლეთ­ში რა­ღაც და­იძ­რას. რო­გორც ვხე­დავთ, და­სავ­ლეთ­მა სა­ა­კაშ­ვი­ლის გამო მა­ინ­ცდა­მა­ინც თავი არ გა­მო­ი­დო და ეს არც იყო გა­საკ­ვი­რი მას შემ­დეგ, რაც მიშა შეხ­ვდა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებს, კონ­გრეს­მე­ნებს და მათი მო­წო­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ჩა­მო­სუ­ლი­ყო, მა­ინც ჩა­მო­ვი­და. ახლა სი­ტუ­ა­ცია შე­იძ­ლე­ბა შე­მობ­რუნ­დეს, თუ ბევ­რი ხალ­ხი იქ­ნე­ბა სულ ქუ­ჩა­ში, მაგ­რამ ეს მე­ეჭ­ვე­ბა. ხალ­ხშია ნი­ჰი­ლიზ­მია გა­ჩე­ნი­ლი. და­ი­ღა­ლა ხალ­ხი ქუ­ჩა­ში გა­მოყ­ვა­ნით და მერე დაშ­ლით. კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია, მიშა ცი­ხე­ში კი­დევ რამ­დენ ხანს გაძ­ლებს. თუ კი­დევ იქ­ნე­ბა ვაჟ­კა­ცუ­რად, მა­შინ კი­დევ შე­იძ­ლე­ბა ბრძო­ლა­ზე ფიქ­რი“, - გა­ნა­ცხა­და შა­რა­შე­ნი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჭიჭე!
0

აქციის მონაწილე ხალხი გეცოდება? ვერ ატყობ თორნიკე? აქციებზე საღადაოდ და დროს სატარებლად დადიან.

დათო
0

ოპოზიცია თვითმკვლელობით არის დაკავებული. ყოველდღიურად ზაფრავენ საზოგადოებას თავიანთი ბელადის თამადობით. ისევ სიცრუე, თვალთმაქცობა, აგრესია, უზრდელობა, უსამართლობა... ყველაფერი ის რის გამოც 2012 წელს აივსო ქართველი ხალხის მოთმინების ფიალა და საბოლოო და მტკიცე უარი უთხრა ამ ყველაფერს. ესენი კიდევ იმ ასე თუ ისე მოშუშებულ ჭრილობებს ისევ უღიზიანებენ საზოგადოებას. იმის მაგივრად, რომ აცალონ ოცნებას შეცდომების დაშვება და მას მერე ჩაერთონ და თავში ჩაუდგნენ ბრძოლას, რაც საზოგადოებაში მომწიფდება ანტიოცნებისტური განწყობები, თავიანთ თავს და თავიანთ შეცდომებს და მანკიერებებს ახსენებენ საზოგადოებას და ოცნებასთან შედარებაში ყოველთვის აგებენ ყველა მიმართულებით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"აქციებს რომ შედეგი არ მოაქვს, ამას დიდი ხანია ვხედავთ... დაიღალა ხალხი" - თორნიკე შარაშენიძე

"აქციებს რომ შედეგი არ მოაქვს, ამას დიდი ხანია ვხედავთ... დაიღალა ხალხი" - თორნიკე შარაშენიძე

პოლიტიკის ექსპერტის, თორნიკე შარაშენიძის შეფასებით, მხოლოდ აქციების გამართვა არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციისთვის შედეგს ვერ გამოიღებს.

როგორც თორნიკე შარაშენიძემ "ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, ოპოზიციამ აქციების გამართვის პარალელურად, დასავლეთთანაც უნდა იმუშაოს. ამ ბრძოლის გაგრძელების კიდევ ერთი ფაქტორი კი, მიხეილ სააკაშვილზეა დამოკიდებული, ციხეში რამდენ ხანს გაძლებს.

"აქციებს რომ შედეგი არ მოაქვს, ამას დიდი ხანია ვხედავთ. ალბათ, გეგმავენ აქციების პარალელურად დასავლეთთან მუშაობასაც და აქციები მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია. მარტო აქციების გამართვა რომ შედეგს არ მოიტანს, ჩვენ ეს ვნახეთ. დავუშვათ, ისევ იმდენივე ადამიანი შეკრიბოს, როგორც რამდენიმე დღის წინ თბილისში, მერე დაიშალნენ და ამას რეალურად არანაირი შედეგი არ მოჰყვა, სამაგიეროდ, დაიხარჯა ბევრი ფული. კიდევ რომ დაუძახონ ამ ხალხს მოდითო, ხალხი ხომ იფიქრებს რატომ მივიდეთ, როცა მხოლოდ ვიღაცებს ვუსმენთ, ტაშს ვუკრავთ და ვიშლებით?! ეს რეალურად ჩიხური სიტუაციაა. ეს კარგად იციან პოლიტიკურმა ლიდერებმა. გავიდა ის დრო, რომ პარლამენტში ან კანცელარიაში შევარდე. რომც შევარდე, მერე ამას რა მოჰყვება? ეს ხომ არ არის 2003 წელი? შესაბამისად, არიან იქ, სადაც არიან. ისიც მეეჭვება, რომ დასავლეთთან მუშაობის და აქციების გარდა კიდევ რამე გამოსავალი არსებობდეს მათთვის ამ ეტაპზე. სხვა ალბათ, არც არაფერი არსებობს, რომ არსებობდეს, ამას აქამდე გააკეთებდნენ“, - განაცხადა შარაშენიძემ.

მისივე შეფასებით, თუ "ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახდინა თავისი ამომრჩევლის მობილიზება, ეს მიხეილ სააკაშვილის ფაქტორით გააკეთა.

"თუმცა, როცა ამომრჩევლის 50% სახლში რჩება, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი ციხეში შიმშილობს, ეს ნიშნავს იმას, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ მოახერხა ვერანაირად ნეიტრალური ამომრჩევლის მიმხრობა. "ლელოს“ და სხვა პარტიების ამომრჩეველიც რომ მიიმხროს, მას მაინც არ შეუძლია "ქართული ოცნების“ დამარცხება. 2012 წელს არჩევნების გზით ხელისუფლება შეიცვალა იმის გამო, რომ დიდი რაოდენობით ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე. შესაბამისად, თუ "ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნების გზით სურს "ოცნების“ დამარცხება, უნდა მიიმხროს ნეიტრალური ამომრჩეველი და მიიყვანოს არჩევნებზე. თუ ასე გააგრძელა, ვერც მოიგებს ნეიტრალური ამომრჩევლის გულს, რადგან მათ ან დასცინიან, ან აბულინგებენ, ან მორალს უკითხავენ“, - განაცხადა შარაშენიძემ.

ექსპერტის შეფასებით, 2024 წლამდე ვადამდელი არჩევნების დანიშვნა დამოკიდებულია "ქართული ოცნების“ ქცევაზე.

"ოცნებას“ იმდენი შეცდომა და სკანდალი მოსდის, 2024 წლამდე რამდენად მიაღწევს, მე ამაში დარწმუნებული არ ვარ. "ოცნების“ მთავარი პრობლემა“ მათივე მმართველობაა და არა იმდენად ოპოზიცია, რომელიც ერთი და იგივე წრეზე ტრიალებს. თუ ოპოზიცია მუდმივად გამოიყვანს ბევრ ხალხს ქუჩაში, დაანახებენ დასავლეთს, რომ ხალხი არ ცნობს ამ არჩევნებს, შეიძლება დასავლეთში რაღაც დაიძრას. როგორც ვხედავთ, დასავლეთმა სააკაშვილის გამო მაინცდამაინც თავი არ გამოიდო და ეს არც იყო გასაკვირი მას შემდეგ, რაც მიშა შეხვდა ევროპარლამენტარებს, კონგრესმენებს და მათი მოწოდების მიუხედავად, რომ საქართველოში არ ჩამოსულიყო, მაინც ჩამოვიდა. ახლა სიტუაცია შეიძლება შემობრუნდეს, თუ ბევრი ხალხი იქნება სულ ქუჩაში, მაგრამ ეს მეეჭვება. ხალხშია ნიჰილიზმია გაჩენილი. დაიღალა ხალხი ქუჩაში გამოყვანით და მერე დაშლით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, მიშა ციხეში კიდევ რამდენ ხანს გაძლებს. თუ კიდევ იქნება ვაჟკაცურად, მაშინ კიდევ შეიძლება ბრძოლაზე ფიქრი“, - განაცხადა შარაშენიძემ "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.