„ჯოკერის“ ფორმაში ჩაცმული მამაკაცი იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, სამგზავრო მატარებელში მგზავრებს დანითა და ცეცხლსასროლი იარაღით დაესხა თავს.
მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელმა 17 ადამიანი დაჭრა. ერთ-ერთი მათგანი, 60 წლამდე მამაკაცი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
ეჭვმიტანილი ამ დროისთვის დაკავებულია, თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
მატარებლების სადგურსა და მის გარეთ ათობით პოლიციელი და მეხანძრე იყო მობილიზებული.
აღსანიშნავია, რომ ძალადობის მოტივით ჩადენილი დანაშაული იაპონიაში იშვიათად ხდება, თუმცა აგვისტოში ტოკიოში, სამგზავრო მატარებელში თავდამსხმელმა 9 პირი დაჭრა და თავდასხმის ადგილიდან გაიქცა, მოგვიანებით კი პოლიციას თავად ჩაბარდა.