პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთის გვარდიამ და ჩეჩნეთის პოლიციამ გროზნოში ჯადოქრობის ბრალდებით 3 ქალი დააკავეს - რა ამოიღეს ნივთმტკიცებად?
რუსეთის გვარდიამ და ჩეჩნეთის პოლიციამ გროზნოში ჯადოქრობის ბრალდებით 3 ქალი დააკავეს - რა ამოიღეს ნივთმტკიცებად?

ჩეჩ­ნე­თი "კუ­დი­ა­ნებს" კვლა­ვაც წარ­მა­ტე­ბით ებ­რძვის. 30 ოქ­ტომ­ბერს, რუ­სე­თის გვარ­დი­ამ და პო­ლი­ცი­ამ ქა­ლაქ გროზ­ნო­ში და­ა­კა­ვეს ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის მცხოვ­რე­ბი სამი ქალი, რომ­ლე­ბიც ბრალ­დე­ბუ­ლი არი­ან ჯა­დოქ­რო­ბა­ში. ამის შე­სა­ხებ ვრცლად ისა­უბ­რეს რეს­პუბ­ლი­კის სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­და­ცე­მულ სი­უ­ჟეტ­ში, რო­მელ­შიც ლა­პა­რა­კი იყო, რომ და­კა­ვე­ბუ­ლებ­თან ჩა­ტარ­და "პრო­ფი­ლაქ­ტი­კურ-აღ­მზრდე­ლო­ბი­თი მუ­შა­ო­ბა“. ერთ-ერთ და­კა­ვე­ბულ­ზე ისიც კი თქვეს, რომ ის ჯი­ნებს ჰყავთ შე­პყრო­ბი­ლი. სა­მარ­თალ­და­ცა­ვებ­მა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს ამუ­ლე­ტე­ბი, რო­მელ­თაც ქა­ლე­ბი ვი­თომ­და ავი თვა­ლის­გან და­სა­ცა­ვად ჰყიდ­ნენ, ასე­ვე ე.წ. ოკულ­ტიზ­მის სე­ან­სე­ბის ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი, რაც სა­მარ­თა­დაც­ვებ­მა გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში მო­ი­პო­ვეს. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ სი­უ­ჟეტ­ში ნახ­სე­ნე­ბი იყო სა­ქარ­თვე­ლოც, ით­ქვა, რომ ჩვენს ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში ჯა­დოქ­რებ­სა და ექ­სტრა­სენ­სებს შო­რის შე­ჯიბ­რე­ბე­ბიც კი ეწყო­ბა.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ჯა­დოქ­რო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი რუ­სე­თის გვარ­დი­ის 249 - ე მო­ტო­რი­ზე­ბულ­მა ბა­ტა­ლი­ონ­მა "იუგ­მა“ და გროზ­ნოს პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ერ­თობ­ლი­ვად გა­მო­ავ­ლი­ნეს.

ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც ჩეჩ­ნეთ­ში მაგ­ვა­რი ბრალ­დე­ბით აკა­ვე­ბენ ადა­მი­ა­ნებს. მარ­ტო ამ წე­ლი­წადს არა­ერ­თი მსგავ­სი შემ­თხვე­ვა მოხ­და და 20-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი, უმე­ტე­სად ქა­ლე­ბი და­ა­კა­ვეს.

მა­გა­ლი­თად, იყო ასე­თი შემ­თხვე­ვა, ურუს-მარ­ტა­ნის რა­ი­ონ­ში და­ა­კა­ვეს ორი ქალი და ერთი მა­მა­კა­ცი, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთი ყვე­ბო­და თუ რით კვე­ბავ­და "ჯი­ნებს“ (სა­ქონ­ლის ხორ­ცით და ლა­ვა­შით). რე­პორ­ტი­ო­რის თქმით, ერთ-ერთი "კუ­დი­ა­ნი“ კი კლი­ენტ ქალს ჯა­დოს მოხ­სნას სთა­ვა­ზობ­და და ურ­ჩევ­და, ქათ­მის ბუ­ლი­ონ­ში ება­ნა­ვა.

ოკულ­ტიზ­მში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დევ­ნა ჩეჩ­ნეთ­ში 2013 წელს და­ი­წყო და 2019 წელს ახა­ლი ძა­ლით გაგ­რძელ­და. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, რო­გორც წესი, სა­ჯა­როდ ინა­ნი­ე­ბენ ჩა­დე­ნილს და ბო­დიშს იხ­დი­ან ტე­ლე­კა­მე­რის წინ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჯა­დოქ­რებ­თან ერ­თად იმ ადა­მი­ა­ნებ­საც დევ­ნის, რომ­ლე­ბიც ოკულ­ტის­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ. ჩეჩ­ნეთ­ში ამ­ბო­ბენ, რომ "ჯა­დოქ­რო­ბა ტე­რო­რიზმსა და ნარ­კო­მა­ნი­ა­ზე უფრო სა­ხი­ფა­თოა“.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მურმანი
1

ვერ გავიგე რააა გასაკვირი. აქ საქართველოში ცაგარელი და მისთანები ტელევიზიით რომ გამოდიან არ არიან შამანები? ან კიდევ ის ლელა კაკულია ეგენი შამანები არ არიან მაშ რისი შაშა და კოლები არიან?

Geo
0

იაკუტელი შამანია ერთი, გვარად გაბიშევი. იაკუტიიდან მოსკოვში მიდიოდა, პუტინი უნდა განვდევნო კრემლიდანო. ერთი უწყინარი კაცია(აბა, შელოცვებით რომ პუტინის განდევნა შეიძლებოდეს), გზის მეოთხედიც არ ჰქონდა გავლილი, დაიჭირეს, საქმე შეუკერეს და მიუსაჯეს კიდეც. ახლა საგიჟეთში ჰყავთ და გამოათაყვანეს აბებით. იაკუტიაში ყველა მეორე შამანია. ასეა, ჩასვრილი როცა გაქვს, ყველგან საფრთხე გელანდება. იმედია რუსების დონემდე არ დავეცემით. 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

რუსეთის გვარდიამ და ჩეჩნეთის პოლიციამ გროზნოში ჯადოქრობის ბრალდებით 3 ქალი დააკავეს - რა ამოიღეს ნივთმტკიცებად?

რუსეთის გვარდიამ და ჩეჩნეთის პოლიციამ გროზნოში ჯადოქრობის ბრალდებით 3 ქალი დააკავეს - რა ამოიღეს ნივთმტკიცებად?

ჩეჩნეთი "კუდიანებს" კვლავაც წარმატებით ებრძვის. 30 ოქტომბერს, რუსეთის გვარდიამ და პოლიციამ ქალაქ გროზნოში დააკავეს ჩეჩნეთის რესპუბლიკის მცხოვრები სამი ქალი, რომლებიც ბრალდებული არიან ჯადოქრობაში. ამის შესახებ ვრცლად ისაუბრეს რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიით გადაცემულ სიუჟეტში, რომელშიც ლაპარაკი იყო, რომ დაკავებულებთან ჩატარდა "პროფილაქტიკურ-აღმზრდელობითი მუშაობა“. ერთ-ერთ დაკავებულზე ისიც კი თქვეს, რომ ის ჯინებს ჰყავთ შეპყრობილი. სამართალდაცავებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს ამულეტები, რომელთაც ქალები ვითომდა ავი თვალისგან დასაცავად ჰყიდნენ, ასევე ე.წ. ოკულტიზმის სეანსების ფარული ჩანაწერები, რაც სამართადაცვებმა გამოძიების პროცესში მოიპოვეს. საინტერესოა, რომ სიუჟეტში ნახსენები იყო საქართველოც, ითქვა, რომ ჩვენს ტელევიზიებში ჯადოქრებსა და ექსტრასენსებს შორის შეჯიბრებებიც კი ეწყობა.

როგორც ირკვევა, ჯადოქრობაში ეჭვმიტანილები რუსეთის გვარდიის 249 - ე მოტორიზებულმა ბატალიონმა "იუგმა“ და გროზნოს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა ერთობლივად გამოავლინეს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჩეჩნეთში მაგვარი ბრალდებით აკავებენ ადამიანებს. მარტო ამ წელიწადს არაერთი მსგავსი შემთხვევა მოხდა და 20-ზე მეტი ადამიანი, უმეტესად ქალები დააკავეს.

მაგალითად, იყო ასეთი შემთხვევა, ურუს-მარტანის რაიონში დააკავეს ორი ქალი და ერთი მამაკაცი, რომელთაგან ერთ-ერთი ყვებოდა თუ რით კვებავდა "ჯინებს“ (საქონლის ხორცით და ლავაშით). რეპორტიორის თქმით, ერთ-ერთი "კუდიანი“ კი კლიენტ ქალს ჯადოს მოხსნას სთავაზობდა და ურჩევდა, ქათმის ბულიონში ებანავა.

ოკულტიზმში ეჭვმიტანილი ადამიანების დევნა ჩეჩნეთში 2013 წელს დაიწყო და 2019 წელს ახალი ძალით გაგრძელდა. დაკავებულები, როგორც წესი, საჯაროდ ინანიებენ ჩადენილს და ბოდიშს იხდიან ტელეკამერის წინ. ხელისუფლება ჯადოქრებთან ერთად იმ ადამიანებსაც დევნის, რომლებიც ოკულტისტების მომსახურებით სარგებლობენ. ჩეჩნეთში ამბობენ, რომ "ჯადოქრობა ტერორიზმსა და ნარკომანიაზე უფრო სახიფათოა“.