ავტორი:

"ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობის გაგრძელება ძირს უთხრის ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესს" - ამერიკელი კონგრესმენი

"ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობის გაგრძელება  ძირს უთხრის ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესს" - ამერიკელი კონგრესმენი

"როგორც აშშ-ის საგარეო ურთიერთობების პალატის უფროსი წევრი, მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება ყოფილი პრეზიდენტის გაუარესებულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და გადაიყვანოს კრიტიკული მკურნალობის საავადმყოფოში." - ამბობს ამერიკელი კონგრესმენი, ბრედ შერმანი საკუთარ განცხადებაში.

კონგრესმენი აღნიშნავს, რომ სააკაშვილისთვის შესაბამისი სამედიცინო და სამართლებრივ მომსახურებაზე წვდომის გარანტია, გადამწვეტია ქართველები ხალხის ნდობის აღდგენისთვის და ქვეყნის ჭეშმარიტ დემოკრატიულ გზაზე დასაბრუნებლად.

"ღრმად შეწუხებული ვარ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მას შემდეგ, რაც ის დაიჭირეს დაუსწრებლად შეფარდებული ბრალდებების საფუძველზე, რასაც ფართოდ აკრიტიკებენ, როგორც პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეს. ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობის გაგრძელება საქართველოში პოლიტიკური ფრაგმენტაციის გაღრმავების საფრთხეს ქმნის და ძირს უთხრის ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესს. მაშინ, როცა საქართველო ცდილობს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას, რამაც შეასუსტა ხალხის ნდობა ჯანსაღი დემოკრატიული პროცესების მიმართ, პოლიტიკური ფიგურების დაკავების საგანგაშო ტენდენცია, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის და ენმ-ის ლიდერის ნიკა მელიასი, არ წარმოადგენს იმ გზას, რაც საჭიროა საქართველოს დემოკრატიული და ევრო-ატლანტიკური გეზისთვის." - აცხადებს კონგრესმენი.