ავტორი:

"უნდა გამოვათრიო ირაკლი ღარიბაშვილი, მაგრამ მას სად აქვს თმა?! ირაკლი კობახიძე უნდა გამოვათრიო თმით" - ნონა მამულაშვილი

"უნდა გამოვათრიო ირაკლი ღარიბაშვილი, მაგრამ მას სად აქვს თმა?! ირაკლი კობახიძე უნდა გამოვათრიო თმით" - ნონა მამულაშვილი

"გუშინ ჩვენ დავინახეთ, რომ ეს ხალხი ხელისუფლების უზურპატორია და არ აპირებს დემოკრატიული არჩევნებით წასვლას. "ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს უთხრა, რომ "მე არჩვენების გზით არ წავალ“, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნონა მამულაშვილმა "ფორმულასთან“ განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მოსახლეობამ ყველანაირი დისკომფორტი უნდა შეუქმნას "ქართულ ოცნებას“, რათა ხელისუფლებას ჩამოაშოროს.

"ბიძინა ივანიშვილს უნდა ქართველებისგან დაცლილი საქართველო და ყველაფერს გააკეთებს ამისთვის. თუ ჩვენ არ დავირაზმეთ, მაშინ მოგვიწევს იმ 48-ევროიანი ბილეთების ყიდვა, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი გვპირდებოდა და გერმანიაში წასვლა თხილის მოსაკრეფად", - განაცხადა მამულაშვილმა.

  • მისივე თქმით, აპირებს, ირაკლი კობახიძე, პირდაპირი მნიშვნელობით, "თმებით გამოათრიოს".

"ირაკლი კობახიძე და სხვები არიან კოლექტიური ბიძინა ივანიშვილები. ჩვენ მათ ყველანაირი შეურაცხყოფა მოვუთმინეთ.. ისინი რუსეთის აგენტები არიან და უნდა მოვექცეთ შესაბამისად.

პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გამოვათრიო ირაკლი ღარიბაშვილი, მაგრამ მას სად აქვს თმა?! ირაკლი კობახიძე უნდა გამოვათრიო თმით, იმიტომ, რომ ეს ადამიანი არის მოღალატე“, - განაცხადა ნონა მამულაშვილმა.