მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოშიმშილე პრეზიდენტმა ფსონი გამსახურდიას მომხრეებზე დადო" - როგორ აფასებენ რუსეთში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს
"მოშიმშილე პრეზიდენტმა ფსონი გამსახურდიას მომხრეებზე დადო" - როგორ აფასებენ რუსეთში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს

"მი­შას ფაქ­ტო­რი თუ მე­ო­რე ტური სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გორც რე­ფე­რენ­დუ­მი", "სა­ა­კაშ­ვი­ლი თა­ვის ტკი­ვი­ლი "ოც­ნე­ბის­თვის", თუ პი­რი­ქით, ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ში­შით, ძა­ლა­უფ­ლე­ბის გამ­ყა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა", - ამ თე­მე­ბის გარ­შე­მო რუ­სუ­ლი მე­დია ბოლო დღე­ებ­ში აქ­ტი­უ­რად მსჯე­ლობს. ბეჭდ­ვურ, თუ ონ­ლა­ინ გა­მო­ცე­მებ­ში, ბლო­გებ­სა და სხვა სა­ხის სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში წე­რენ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­ტიმ­რო­ბა­ში დარ­ჩე­ნა-გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა პირ­და­პირ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­თან და ოპო­ზი­ცი­ის შემ­დგომ ნა­ბი­ჯებ­თან.

"მო­შიმ­ში­ლე პრე­ზი­დენ­ტმა ფსო­ნი გამ­სა­ხურ­დი­ას მომ­ხრე­ებ­ზე დადო", - წერს მოს­კო­ვე­ლი კო­რეს­პონ­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გარ­შე­მო მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ო­რე ტუ­რის შე­დე­გებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბა თუ არა სა­ა­კაშ­ვი­ლი ცი­ხე­ში.

  • მი­სი­ვე ცნო­ბით, ახ­ლა­ხანს, სა­ა­კაშ­ვილს მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­და იჩ­ქე­რი­ის ექ­სპრე­ზი­დენ­ტის, ჯო­ხარ დუ­და­ე­ვის ქვრივ­მა, ალა დუ­და­ე­ვამ, რო­მელ­მაც ქარ­თველ ხალ­ხს მი­მარ­თა, რომ გული მათი "სიყ­ვა­რუ­ლით აქვს სავ­სე" და მათ სა­ა­კაშ­ვი­ლის მხარ­და­ჭე­რის­კენ მო­უ­წო­და. "დუ­და­ე­ვას აზ­რით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის "პრო­რუ­სულ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ" უამ­რავ­ჯერ მო­ა­ტყუა ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, ეს ქვე­ყა­ნას და­ა­ზა­რა­ლებს, ამი­ტომ პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი აუ­ცი­ლე­ბე­ლია."

"მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ მუ­ნი­ცი­პა­ლურ არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და. ოპო­ზი­ცია კი, ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბულ შე­დე­გებ­ზე სა­უბ­რობს. ორი ქარ­თუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის, "იმე­დი­სა" და "მთა­ვა­რი არ­ხის" მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის შე­დე­გე­ბი სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია - "გორ­ბის" შე­დე­გე­ბით, კახა კა­ლა­ძემ ხმა­თა 57 % აიღო, ოც­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გა­მარ­ჯვე­ბას ზე­ი­მო­ბენ ასე­ვე ქუ­თა­ის­ში, ბა­თუმ­ში, ზუგ­დიდ­სა და რუს­თავ­ში.

თუმ­ცა, ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რი არ­ხის" მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­დე­გე­ბით, ნიკა მე­ლი­ამ 51 % აიღო და იმა­ვე ქა­ლა­ქებ­შიც გა­მარ­ჯვე­ბას ოპო­ზი­ცი­ის კან­დი­და­ტე­ბი ზე­ი­მო­ბენ...", - წერს ტე­ლე­კომ­პა­ნია tvrain.ru.

"ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი შე­დე­გე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩევ­ნებ­ზე" - ასე ეხ­მი­ა­ნე­ბა rg.ru სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მარ­თულ არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურს. სტა­ტი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ოპო­ზი­ცი­ას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია, "მთა­ვა­რი არხი" აცხა­დებს, რომ თბი­ლის­სა და ქვეყ­ნის დიდი ქა­ლა­ქებ­ში ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბი იგე­ბენ.

dw.com-ის, რუ­სუ­ლი სამ­სა­ხუ­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სებს ვრცელ სტა­ტი­ას უძღვნის სა­თა­უ­რით - "მი­შას ფაქ­ტო­რი, თუ მე­ო­რე ტური სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გორც რე­ფე­რენ­დუ­მი." სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ 30 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებს ფო­ნად გას­დევ­და ექ­სპრე­ზი­დენ­ტის შიმ­ში­ლო­ბა, რო­მელ­საც დღემ­დე შე­მორ­ჩა მომ­ხრე­თა საკ­მა­ოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბა. მისი ცი­ხე­ში ყოფ­ნა და შიმ­ში­ლო­ბა კი, ქვე­ყა­ნა­ში ისე­დაც და­ძა­ბულ გა­რე­მოს, უფრო ამ­წვა­ვებ­და.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი წერს, რომ ის თა­ვად იმ­ყო­ფე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და თვალს ადე­ნებ­და პო­ლი­ტი­კუ­რად და­პი­რის­რე­ბუ­ლი ორი ძა­ლის მო­ნაც­ვლე­ო­ბით გა­მარ­თულ აქ­ცი­ებს, რო­მელ­საც ყო­ველ­თვის თან სდევ­და კა­მა­თი - რო­მელ მხა­რეს ჰყავს უფრო მეტი მომ­ხრე.

თბი­ლის­ში, ოპო­ზი­ცი­ის მი­ტინგზე და­სას­წრე­ბად ჩა­მო­ვი­და novayagazeta.ru-ს კო­რეს­პონ­დენ­ტი, ირი­ნა ტუ­მა­კო­ვა, რო­მე­ლიც თა­ვის რე­პორ­ტაჟ­ში აღ­ნიშ­ნავს - თბი­ლის­ში "ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნის", ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნის, ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი პრო­ტეს­ტი იხი­ლა, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი კო­ლო­რი­ტე­ბით იყო გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი.

"მი­ტინ­გებ­ზე ძნე­ლად მო­ი­ძებ­ნე­ბო­და ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მი­თარ­გმნი­და, თუ რას ამ­ბობ­დნენ სცე­ნა­ზე. უფ­რო­სი თა­ო­ბის ქარ­თვე­ლე­ბი არც ისე ად­ვი­ლად გა­და­დი­ან რუ­სულ სა­უ­ბარ­ზე, იმი­ტომ კი არა, რომ არ უყ­ვართ რუ­სუ­ლი, უბ­რა­ლოდ, არ სჭირ­დე­ბათ და თან­და­თან და­ვი­წყე­ბას მი­ე­ცა. ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლე­ბი კი, ად­ვი­ლად გა­და­ვიდ­ნენ ინ­გლი­სურ ენა­ზე. იქ რუ­სუ­ლი ძა­ლი­ან ცო­ტამ იცის. სა­ქარ­თვე­ლომ ეს მარ­ტი­ვად გა­და­ლა­ხა", - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი.

მი­სი­ვე თქმით, პუშ­კი­ნის ქუ­ჩა­ზე, პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ის­ვე­ნებ­დნენ. მინი-მარ­კე­ტებ­თან რიგი იდგა, მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, პან­დე­მი­ის გამო, შვიდ-შვი­დად შე­დი­ოდ­ნენ. "ჩემ თვალ­წინ, ახალ­გაზ­რდა, "ცხე­ლი" ქარ­თვე­ლე­ბი ლი­მო­ნა­თებ­სა და მი­ნე­რა­ლურ წყლებს ყი­დუ­ლობ­დნენ. არც ერთი არ მი­ნა­ხავს, ვი­საც ხელ­ში ლუდი მა­ინც ეჭი­რა", - აღ­ნიშ­ნავს ტუ­მა­კო­ვა.

არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სებ­სა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ცი­ხე­ში ყოფ­ნის შე­სა­ხებ მო­ამ­ზა­და პუბ­ლი­კა­ცია riafan.ru--მ პო­ლი­ტო­ლო­გი ნი­კო­ლაი სტა­რი­კო­ვი ამ­ბობს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი შიმ­ში­ლო­ბით თა­ვის თავს ინად­გუ­რებს. "სა­ა­კაშ­ვი­ლი უნდა გა­სა­მარ­თლდეს ცი­ხე­ში, ისე, რო­გორც ეს რუ­სეთს სურს და არა სა­ქარ­თვე­ლოს. ეს პირ­ვე­ლი. მე­ო­რე, რო­გორც ვიცი, ის შიმ­ში­ლობს, ეს მე­თო­დი ანად­გუ­რებს ჯან­მრთე­ლო­ბას... ამი­ტომ, შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ ის თა­ვად იკ­ლავს თავს...", - ამ­ბობს სტა­რი­კო­ვი.

eadaily.com.ru-სთან სა­უბ­რი­სას, ებ­რა­ე­ლი პო­ლი­ტო­ლო­გი ია­კოვ კედ­მი ამ­ბობს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ახლა უკ­რა­ი­ნელ და ბე­ლა­რუს ხალ­ხს ასა­ხი­ე­რებს. ანა­ლი­ტი­კო­სის თქმით, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ისი­ნი ამას გა­აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ და მიხ­ვდე­ბი­ან, თუ რას ნიშ­ნავს სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში ცი­ხე­ში ჯდო­მა.

"შე­ხე­დეთ მას. ეს არის თქვე­ნი მო­მა­ვა­ლი... ასე მოს­დის ადა­მი­ანს, რომ­ლის­თვი­საც ყვე­ლა­ფე­რი სულ ერ­თია. ასე მო­გი­ვათ თქვენც", - ამ­ბობს ის.

  • სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო დღე­ებ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ პრო­ცე­სებს დე­მოკ­რა­ტი­ულს უწო­დებს რუსი ინ­ტერნტმომ­ხა­რებ­ლე­ბის ერთი ნა­წი­ლი. სხვე­ბის თქმით, ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა დაბ­ნე­უ­ლია და ვერ ჩა­მო­ყა­ლიბ­და რა გზით წა­ვი­დეს.

"თუ ახლა ოპო­ზი­ცი­ამ წა­ა­გო, ეს ნიშ­ნავს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს კი­დევ 7 წელი მო­უ­წევს ქარ­თულ ცი­ხე­ში ყოფ­ნა. 30 წე­ლია რაც ხდე­ბა ყვე­ლა­ფერს რუ­სეთს აბ­რა­ლე­ბენ, ჯერ კი­დევ 20-იანი წლე­ბის ის­ტო­რი­ი­დან. ამ პა­ტა­რა ერს უჭირს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გზით სი­ა­რუ­ლი", - მი­აჩ­ნია ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხა­რე­ბელ სტა­ნის­ლავ ბი­ლო­უს­კოს.

"რას ვი­ზამთ, ჩვენ­თვის გა­უ­გე­ბა­რია, სა­ი­დან აქვს ამ­დე­ნი ბრძო­ლის ჟინი და ენერ­გია ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ჩვენ ხომ დიქ­ტა­ტო­რის სტა­ბი­ლუ­რო­ბას ვართ შეჩ­ვე­უ­ლი?! ამი­ტო­მაც, ჩვე­ნი შვი­ლე­ბის კი არა, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის თა­ო­ბაც ვერ გა­ი­გებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის გე­მოს", - წერს ილია ტკა­ჩენ­კო.

"და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის ნა­წი­ლი წერს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ცი­ხი­და­ნაც აზან­ზა­რებს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და მგო­ნი, ასეც არის. თუ "ოც­ნე­ბა" დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ეს გა­მარ­ჯვე­ბა დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად მო­ი­პო­ვეს, მაშ რისი ეში­ნი­ათ?! გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ ეს კაცი და რო­გორც ამ­ბო­ბენ, ირ­ბი­ნოს. თუ არა­და, მა­შინ აშ­კა­რად კი­თხვებს აჩენს მის მი­მართ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ჩემი პა­ტი­ვის­ცე­მა ქარ­თველ ხალ­ხს, ვისი მომ­ხრეც არ უნდა იყ­ვნენ, არა­ერ­თხელ და­ამ­ტკი­ცეს, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა სურთ, არც პუ­ტი­ნის მსგავს ტი­რანს შე­ე­გუ­ე­ბი­ან და არც რუ­სე­თის­ნა­ირ ჭა­ობ­ში იცხოვ­რე­ბენ. ამი­ტომ მიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო. ღმერ­თი ფა­რავ­დეს მათ", - წერს სერ­გეი ვოლ­კო­ვი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Akaki
2

საქართველო თამარიდან დღემდე ნაღმზე ზის. რუსეთმა საქართველოში განალაგა მიწისქვეშა სამხედრო საცავები იმის დათმობა არ სურს. ირანმა 1795 წელს პირწმინდათ ააოხრა და რაღა აზრი ჰქონდა რუსეთთან ხელშეკრულებას. რაც შეეხება დღეს პრეზიდენტებს არ ჰყავთ პროფესიონალი, გაქნილი მრჩევლები.

გია
2

ჩემი განუბაჟებელი და სიკრიჭია. მართლა კურდღლის სიფათი აქ. საყვარელი :დდდ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"მოშიმშილე პრეზიდენტმა ფსონი გამსახურდიას მომხრეებზე დადო" - როგორ აფასებენ რუსეთში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს

"მოშიმშილე პრეზიდენტმა ფსონი გამსახურდიას მომხრეებზე დადო" - როგორ აფასებენ რუსეთში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს

"მიშას ფაქტორი თუ მეორე ტური საქართველოში, როგორც რეფერენდუმი", "სააკაშვილი თავის ტკივილი "ოცნებისთვის", თუ პირიქით, ექსპრეზიდენტის შიშით, ძალაუფლების გამყარების შესაძლებლობა", - ამ თემების გარშემო რუსული მედია ბოლო დღეებში აქტიურად მსჯელობს. ბეჭდვურ, თუ ონლაინ გამოცემებში, ბლოგებსა და სხვა სახის საინფორმაციო საშუალებებში წერენ, რომ სააკაშვილის პატიმრობაში დარჩენა-გათავისუფლება პირდაპირ არის დაკავშირებული არჩევნების შედეგებთან და ოპოზიციის შემდგომ ნაბიჯებთან.

"მოშიმშილე პრეზიდენტმა ფსონი გამსახურდიას მომხრეებზე დადო", - წერს მოსკოველი კორესპონდენტი მიხეილ სააკაშვილის გარშემო მიმდინარე პროცესებზე, რომლის ცნობითაც, საქართველოში მეორე ტურის შედეგებზეა დამოკიდებული დარჩება თუ არა სააკაშვილი ციხეში.

  • მისივე ცნობით, ახლახანს, სააკაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა იჩქერიის ექსპრეზიდენტის, ჯოხარ დუდაევის ქვრივმა, ალა დუდაევამ, რომელმაც ქართველ ხალხს მიმართა, რომ გული მათი "სიყვარულით აქვს სავსე" და მათ სააკაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. "დუდაევას აზრით, ბიძინა ივანიშვილის "პრორუსულმა ხელისუფლებამ" უამრავჯერ მოატყუა ქართველი ხალხი, ეს ქვეყანას დააზარალებს, ამიტომ პოლიტიკური ცვლილებები აუცილებელია."

"მმართველმა პარტიამ მუნიციპალურ არჩევნებში გამარჯვების შესახებ განაცხადა. ოპოზიცია კი, ფალსიფიცირებულ შედეგებზე საუბრობს. ორი ქართული ტელეკომპანიის, "იმედისა" და "მთავარი არხის" მიერ დაქირავებული კომპანიების შედეგები სრულიად განსხვავებულია - "გორბის" შედეგებით, კახა კალაძემ ხმათა 57 % აიღო, ოცნების წარმომადგენლები გამარჯვებას ზეიმობენ ასევე ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და რუსთავში.

თუმცა, ტელეკომპანია "მთავარი არხის" მიერ დაქირავებული ორგანიზაციის შედეგებით, ნიკა მელიამ 51 % აიღო და იმავე ქალაქებშიც გამარჯვებას ოპოზიციის კანდიდატები ზეიმობენ...", - წერს ტელეკომპანია tvrain.ru.

"ურთიერთგამომრიცხავი შედეგები საქართველოს არჩევნებზე" - ასე ეხმიანება rg.ru საქართველოში გამართულ არჩევნების მეორე ტურს. სტატიაში ნათქვამია, რომ ოპოზიციასთან დაახლოებული ტელეკომპანია, "მთავარი არხი" აცხადებს, რომ თბილისსა და ქვეყნის დიდი ქალაქებში ოპოზიციური ძალები იგებენ.

dw.com-ის, რუსული სამსახური საქართველოში განვითარებულ წინასაარჩევნო პროცესებს ვრცელ სტატიას უძღვნის სათაურით - "მიშას ფაქტორი, თუ მეორე ტური საქართველოში, როგორც რეფერენდუმი." სტატიაში აღნიშნულია, რომ 30 ოქტომბრის არჩევნებს ფონად გასდევდა ექსპრეზიდენტის შიმშილობა, რომელსაც დღემდე შემორჩა მომხრეთა საკმაოდ დიდი რაოდენობა. მისი ციხეში ყოფნა და შიმშილობა კი, ქვეყანაში ისედაც დაძაბულ გარემოს, უფრო ამწვავებდა.

სტატიის ავტორი წერს, რომ ის თავად იმყოფებოდა საქართველოში და თვალს ადენებდა პოლიტიკურად დაპირისრებული ორი ძალის მონაცვლეობით გამართულ აქციებს, რომელსაც ყოველთვის თან სდევდა კამათი - რომელ მხარეს ჰყავს უფრო მეტი მომხრე.

თბილისში, ოპოზიციის მიტინგზე დასასწრებად ჩამოვიდა novayagazeta.ru-ს კორესპონდენტი, ირინა ტუმაკოვა, რომელიც თავის რეპორტაჟში აღნიშნავს - თბილისში "ჯანმრთელი ადამიანის", ცივილიზებული ევროპული ქვეყნის, ცივილიზებული პროტესტი იხილა, რომელიც ქართული კოლორიტებით იყო გარშემორტყმული.

"მიტინგებზე ძნელად მოიძებნებოდა ადამიანი, რომელიც მითარგმნიდა, თუ რას ამბობდნენ სცენაზე. უფროსი თაობის ქართველები არც ისე ადვილად გადადიან რუსულ საუბარზე, იმიტომ კი არა, რომ არ უყვართ რუსული, უბრალოდ, არ სჭირდებათ და თანდათან დავიწყებას მიეცა. ახალგაზრდა ქართველები კი, ადვილად გადავიდნენ ინგლისურ ენაზე. იქ რუსული ძალიან ცოტამ იცის. საქართველომ ეს მარტივად გადალახა", - წერს ჟურნალისტი.

მისივე თქმით, პუშკინის ქუჩაზე, პროტესტის მონაწილეები ისვენებდნენ. მინი-მარკეტებთან რიგი იდგა, მომხმარებლები, პანდემიის გამო, შვიდ-შვიდად შედიოდნენ. "ჩემ თვალწინ, ახალგაზრდა, "ცხელი" ქართველები ლიმონათებსა და მინერალურ წყლებს ყიდულობდნენ. არც ერთი არ მინახავს, ვისაც ხელში ლუდი მაინც ეჭირა", - აღნიშნავს ტუმაკოვა.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, წინასაარჩევნო პროცესებსა და მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნის შესახებ მოამზადა პუბლიკაცია riafan.ru--მ პოლიტოლოგი ნიკოლაი სტარიკოვი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობით თავის თავს ინადგურებს. "სააკაშვილი უნდა გასამართლდეს ციხეში, ისე, როგორც ეს რუსეთს სურს და არა საქართველოს. ეს პირველი. მეორე, როგორც ვიცი, ის შიმშილობს, ეს მეთოდი ანადგურებს ჯანმრთელობას... ამიტომ, შეიძლება ვთქვათ, რომ ის თავად იკლავს თავს...", - ამბობს სტარიკოვი.

eadaily.com.ru-სთან საუბრისას, ებრაელი პოლიტოლოგი იაკოვ კედმი ამბობს, რომ სააკაშვილი ახლა უკრაინელ და ბელარუს ხალხს ასახიერებს. ანალიტიკოსის თქმით, კარგი იქნება, თუ ისინი ამას გააცნობიერებენ და მიხვდებიან, თუ რას ნიშნავს საკუთარ სამშობლოში ციხეში ჯდომა.

"შეხედეთ მას. ეს არის თქვენი მომავალი... ასე მოსდის ადამიანს, რომლისთვისაც ყველაფერი სულ ერთია. ასე მოგივათ თქვენც", - ამბობს ის.

  • საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ პროცესებს დემოკრატიულს უწოდებს რუსი ინტერნტმომხარებლების ერთი ნაწილი. სხვების თქმით, ქართველი საზოგადოება დაბნეულია და ვერ ჩამოყალიბდა რა გზით წავიდეს.

"თუ ახლა ოპოზიციამ წააგო, ეს ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილს კიდევ 7 წელი მოუწევს ქართულ ციხეში ყოფნა. 30 წელია რაც ხდება ყველაფერს რუსეთს აბრალებენ, ჯერ კიდევ 20-იანი წლების ისტორიიდან. ამ პატარა ერს უჭირს დამოუკიდებლობის გზით სიარული", - მიაჩნია ინტერნეტმომხარებელ სტანისლავ ბილოუსკოს.

"რას ვიზამთ, ჩვენთვის გაუგებარია, საიდან აქვს ამდენი ბრძოლის ჟინი და ენერგია ქართველ საზოგადოებას, ჩვენ ხომ დიქტატორის სტაბილურობას ვართ შეჩვეული?! ამიტომაც, ჩვენი შვილების კი არა, შვილიშვილების თაობაც ვერ გაიგებს თავისუფლების გემოს", - წერს ილია ტკაჩენკო.

"დასავლური მედიის ნაწილი წერს, რომ სააკაშვილი ციხიდანაც აზანზარებს საქართველოს ხელისუფლებას და მგონი, ასეც არის. თუ "ოცნება" დარწმუნებულია, რომ ეს გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვეს, მაშ რისი ეშინიათ?! გაათავისუფლონ ეს კაცი და როგორც ამბობენ, ირბინოს. თუ არადა, მაშინ აშკარად კითხვებს აჩენს მის მიმართ ასეთი დამოკიდებულება. ჩემი პატივისცემა ქართველ ხალხს, ვისი მომხრეც არ უნდა იყვნენ, არაერთხელ დაამტკიცეს, რომ დამოუკიდებლობა სურთ, არც პუტინის მსგავს ტირანს შეეგუებიან და არც რუსეთისნაირ ჭაობში იცხოვრებენ. ამიტომ მიყვარს საქართველო. ღმერთი ფარავდეს მათ", - წერს სერგეი ვოლკოვი სოციალურ ქსელში.