მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ღარიბაშვილი ცოლ-შვილით, ივანიშვილი მეუღლესთან ერთად, კალაძე ვაჟის თანხლებით... - ვინ ვისთან ერთად მივიდა საარჩევნო უბანზე (ფოტოები)
ღარიბაშვილი ცოლ-შვილით, ივანიშვილი მეუღლესთან ერთად, კალაძე ვაჟის თანხლებით... - ვინ ვისთან ერთად მივიდა საარჩევნო უბანზე (ფოტოები)

დღეს, 30 ოქ­ტომ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი 07:00 სა­ათ­ზე გა­იხ­სნა, ხმის მი­ცე­მის პრო­ცე­დუ­რა კი 08:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო. მე­ო­რე ტურ­ში 5 თვით­მმარ­თველ ქა­ლაქ­სა და 15 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მე­რებს აირ­ჩე­ვენ. 24 სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში კი, საკ­რე­ბუ­ლო­ე­ბის 42 მა­ჟო­რი­ტა­რი წევ­რია ასარ­ჩე­ვი.

დი­ლი­დან სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნი უკვე გა­ა­კე­თეს მმარ­თვე­ლი გუნ­დი­სა და ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად მი­ვი­და. მან სა­ზო­გა­დო­ბას აქ­ტი­უ­რო­ბის­კენ მო­უ­წო­და და აღ­ნიშ­ნა, რომ თა­ვად ხმა ქვეყ­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბა­სა და სიმ­შვი­დეს მის­ცა.

„მე, რა თქმა უნდა, ხმა მი­ვე­ცი ჩვე­ნი ქვეყ­ნის მშვი­დო­ბი­ან გან­ვი­თა­რე­ბას. ჩვენს ქვე­ყა­ნას და ჩვენს ხალ­ხს, პირ­ველ რიგ­ში, სჭირ­დე­ბა მშვი­დო­ბა, სი­წყნა­რე, სტა­ბი­ლუ­რო­ბა, გან­ვი­თა­რე­ბა და კე­თილ­დღე­ო­ბა, რაც არის ჩვე­ნი მთა­ვა­რი სა­ერ­თო ეროვ­ნუ­ლი იდეა და მი­ზა­ნი.

მე მჯე­რა, რომ ჩვე­ნი ხალ­ხი მი­ი­ღებს მო­რიგ ბრძნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და ხმას მის­ცემს ქვეყ­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბას და არა ქა­ოსს, შფოთს, არე­უ­ლო­ბას, და­პი­რის­პი­რე­ბას და პო­ლა­რი­ზა­ცი­ას, რო­მე­ლიც მომ­დი­ნა­რე­ობს დესტრუქ­ცი­უ­ლი ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან. მჯე­რა, რომ კი­დევ ერთხელ დღეს ყვე­ლა ერ­თად სწორ არ­ჩე­ვანს გა­ვა­კე­თებთ.

მჯე­რა, ხვა­ლინ­დე­ლი დღე იქ­ნე­ბა უკე­თე­სი, ვიდ­რე დღე­ვან­დე­ლი. მო­წო­დე­ბუ­ლი ვართ, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი, გამჭვირ­ვა­ლე არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ვა­ტა­როთ. მჯე­რა, მშვი­დად ჩა­ივ­ლის დღე­ვან­დე­ლი დღე. მინ­და მივ­მარ­თო ყვე­ლას თხოვ­ნით, ყვე­ლა­ნი მი­ვი­დეთ არ­ჩევ­ნებ­ზე, ჩვე­ნი არ­ჩე­ვა­ნი და­ვა­ფიქ­სი­როთ. ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის.

ჩვენ სა­ერ­თო ეროვ­ნუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი მო­ვი­გეთ, მი­ვი­ღეთ 47%, რი­თაც და­ვას­რუ­ლეთ სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი შე­საძ­ლო რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ოპო­ზი­ცი­ის მთა­ვა­რი სლო­გა­ნი იყო რე­ფე­რენ­დუ­მი და ეს რე­ფე­რენ­დუ­მი მათ წა­ა­გეს. ასე­ვე წა­ა­გეს 44 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში. ჩემი ღრმა რწმე­ნით, ყველ­გან, ოცი­ვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მო­ვი­გებთ“, - აღ­ნიშ­ნავს პრე­მი­ე­რი.

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რო­ბის კან­დი­და­ტი კახა კა­ლა­ძე სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე შვილ­თან ერ­თად მი­ვი­და. ის აცხა­დებს, რომ ხმა სა­კუ­თარ თავს მის­ცა. კახა კა­ლა­ძემ მო­სახ­ლე­ო­ბას აქ­ტი­უ­რო­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის­კენ მო­უ­წო­და.

"ხმა მი­ვე­ცი გან­ვი­თა­რე­ბას, იმას, რომ მეტი სი­ცო­ცხლე შე­ვი­ტა­ნოთ ყვე­ლა უბან­ში. რა თქმა უნდა, შე­მოვ­ხა­ზე კახა კა­ლა­ძე - 41, იმის­თვის, რომ ის აღმშე­ნებ­ლო­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა, რაც და­წყე­ბუ­ლი გვაქვს 2017 წლი­დან დე­და­ქა­ლაქ­ში, გაგ­რძელ­დეს. ვე­რა­ვინ და ვე­რა­ფე­რი ვერ შე­ა­ჩე­რებს ამ გან­ვი­თა­რე­ბას, ეს არის ის, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა ამ ქა­ლაქს. ჩვენ ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, გვაქვს კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გმუ­ლი ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, რე­ფორ­მე­ბი, სი­ახ­ლე­ე­ბი, ეს აუ­ცი­ლებ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა. მინ­და დე­და­ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბას მო­ვუ­წო­დო - იაქ­ტი­უ­რეთ მე­გობ­რე­ბო" - აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

მე­უღლსთან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. მან სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი არ­ჩე­ვა­ნი მე-4 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე გა­ა­კე­თა. ყო­ფილ პრე­მი­ერ - მი­ნისტრს ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.

რო­გორც ყვე­ლა არ­ჩევ­ნებ­ზე, წელ­საც, სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე მარ­ტო მი­ვი­და ოპო­ზი­ცი­ის თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტი ნიკა მე­ლია.

რო­გორც მე­ლი­ამ აღ­ნიშ­ნა, მმარ­თველ გუნდს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დათ­მო­ბის შიში აქვს, „თუმ­ცა ეს ადრე თუ გვი­ან უნდა მომ­ხდა­რი­ყო“.

"ჰა­ერ­ში გა­მარ­ჯვე­ბის სურ­ნე­ლი ტრი­ა­ლებს. მსგავ­სი არა­ფე­რი შე­იმ­ჩნე­ო­და პირ­ველ ტურ­ში. მო­ვუ­წო­დებ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, ნუ იდარ­დე­ბენ, ნუ ინერ­ვი­უ­ლე­ბენ. ასე მუ­შა­ობს დე­მოკ­რა­ტია. მეს­მის, რომ მათ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დათ­მო­ბის ში­შე­ბი აქვთ, მაგ­რამ ეს ადრე თუ გვი­ან უნდა მომ­ხდა­რი­ყო.

ეს ხდე­ბა დღეს, ეს ხდე­ბა თბი­ლის­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი თბი­ლი­სი­დან იწყე­ბა. თბი­ლის­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ შევ­ქმნით პრე­ცე­დენტს, საქ­მით და­ვამ­ტკი­ცებთ, რომ კო­ა­ლი­ცი­უ­რი მმარ­თვე­ლო­ბა ერ­თა­დერ­თი სწო­რი ფორ­მაა მმარ­თვე­ლო­ბის, რო­მე­ლიც ცენ­ტრა­ლურ დო­ნე­ზე იქ­ნე­ბა გა­და­ტა­ნი­ლი“,- გა­ნა­ცხა­და ნიკა მე­ლი­ამ.

ასე­ვე მარ­ტო და­ა­ფიქ­სი­რა სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნი პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ლი­დერ­მა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, 2021 წლის ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბი ბოლო 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე ცუდი არ­ჩევ­ნე­ბი იყო.

„სამ­წუ­ხა­როდ, ეს არ­ჩევ­ნე­ბი არც სა­მარ­თლი­ა­ნი იყო, არც თა­ვი­სუ­ფა­ლი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს ბოლო 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე ცუდი არ­ჩევ­ნე­ბი იყო. სა­ერ­თოდ, ყვე­ლა თუ არ დავ­ფიქ­რდით არ­ჩევ­ნებ­ში ფუ­ლის როლ­ზე, თუ არ დავ­ფიქ­რდით არ­ჩევ­ნებ­ში ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სე­ბის როლ­ზე და თუ არ დავ­ფიქ­რდით პო­ლი­ტი­კუ­რად ნე­იტ­რა­ლურ სა­ჯა­რო კლას­ზე, სა­ერ­თოდ, შე­საძ­ლოა, არ­ჩევ­ნებ­მა აზრი და­კარ­გოს,.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე ტურს, რა თქმა უნდა, მე ჩემი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა უნდა მო­მე­ხა­და. მე მო­ვი­ხა­დე ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. ხმა მი­ვე­ცი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. დღეს ჩვენს 11 მა­ჟო­რი­ტარს და მე­რო­ბის ერთ კან­დი­დატს აქვს სა­არ­ჩევ­ნო დღე და დღე­საც მინ­და, თი­თო­ე­ულ ამომ­რჩე­ველს მო­ცე­მუ­ლი ხმის­თვის მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო“,- გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მერმის
5

სადღაც შუა აფრიკის ღარიბი ქვეყნის დონის არჩევნებია. იქაური მდიდრებიც აღარ ცხოვრობენ ლერწმის ქოხებში, გამოვიდნენ, ჩაიცვეს გუჩი თუ შანელი. 

hm
10

რომელი გამარჯვება?! რას ზეიმობთ!! ქვეყნის დამხობას, დოლარის გაორმაგებას, ბუნკერებში ჩაყუდებულ მშიერ ხახლს, ამდენ მათხოვარს! ფასების კატასტროფულ ზრდას საკვებ პროდუქტებზე საწვავზე და მედიკამენტების ფასებზე!!აბა ნატოში და ევროკავშირში ჩვენ არ შევსულვართ და აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩვენ არ დაგვიბრუნებია1 კგ ხორცი 25 ლარი...1კგ ქათამი 12 ლარი1კგ ლობიო 10 ლარი,10ც კვერცხი 6 ლარი,1 ლტ ზეთი 8 ლარი. 1 კგ შაქარი 3 ლარი, 1 კგ წიწიბურა 5 ლარი..1 ლტ რძე 4 ლარი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ღარიბაშვილი ცოლ-შვილით, ივანიშვილი მეუღლესთან ერთად, კალაძე ვაჟის თანხლებით... - ვინ ვისთან ერთად მივიდა საარჩევნო უბანზე (ფოტოები)

ღარიბაშვილი ცოლ-შვილით, ივანიშვილი მეუღლესთან ერთად, კალაძე ვაჟის თანხლებით... - ვინ ვისთან ერთად მივიდა საარჩევნო უბანზე (ფოტოები)

დღეს, 30 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემის პროცედურა კი 08:00 საათზე დაიწყო. მეორე ტურში 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერებს აირჩევენ. 24 საარჩევნო ოლქში კი, საკრებულოების 42 მაჟორიტარი წევრია ასარჩევი.

დილიდან საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა. მან საზოგადობას აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თავად ხმა ქვეყნის სტაბილურობასა და სიმშვიდეს მისცა.

„მე, რა თქმა უნდა, ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას. ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს, პირველ რიგში, სჭირდება მშვიდობა, სიწყნარე, სტაბილურობა, განვითარება და კეთილდღეობა, რაც არის ჩვენი მთავარი საერთო ეროვნული იდეა და მიზანი.

მე მჯერა, რომ ჩვენი ხალხი მიიღებს მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას და ხმას მისცემს ქვეყნის სტაბილურობას და არა ქაოსს, შფოთს, არეულობას, დაპირისპირებას და პოლარიზაციას, რომელიც მომდინარეობს დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან. მჯერა, რომ კიდევ ერთხელ დღეს ყველა ერთად სწორ არჩევანს გავაკეთებთ.

მჯერა, ხვალინდელი დღე იქნება უკეთესი, ვიდრე დღევანდელი. მოწოდებული ვართ, რომ თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები ჩავატაროთ. მჯერა, მშვიდად ჩაივლის დღევანდელი დღე. მინდა მივმართო ყველას თხოვნით, ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, ჩვენი არჩევანი დავაფიქსიროთ. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის.

ჩვენ საერთო ეროვნული არჩევნები მოვიგეთ, მივიღეთ 47%, რითაც დავასრულეთ სპეკულაციები შესაძლო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ოპოზიციის მთავარი სლოგანი იყო რეფერენდუმი და ეს რეფერენდუმი მათ წააგეს. ასევე წააგეს 44 მუნიციპალიტეტში. ჩემი ღრმა რწმენით, ყველგან, ოცივე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ“, - აღნიშნავს პრემიერი.

დედაქალაქის მერობის კანდიდატი კახა კალაძე საარჩევნო უბანზე შვილთან ერთად მივიდა. ის აცხადებს, რომ ხმა საკუთარ თავს მისცა. კახა კალაძემ მოსახლეობას აქტიურობისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

"ხმა მივეცი განვითარებას, იმას, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში. რა თქმა უნდა, შემოვხაზე კახა კალაძე - 41, იმისთვის, რომ ის აღმშენებლობა და განვითარება, რაც დაწყებული გვაქვს 2017 წლიდან დედაქალაქში, გაგრძელდეს. ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაჩერებს ამ განვითარებას, ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ამ ქალაქს. ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში, გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული ყველა მიმართულებით, რეფორმები, სიახლეები, ეს აუცილებლად გაგრძელდება. მინდა დედაქალაქის მოსახლეობას მოვუწოდო - იაქტიურეთ მეგობრებო" - აღნიშნა კალაძემ.

მეუღლსთან ერთად იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. მან საკუთარი პოლიტიკური არჩევანი მე-4 საარჩევნო უბანზე გააკეთა. ყოფილ პრემიერ - მინისტრს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორც ყველა არჩევნებზე, წელსაც, საარჩევნო უბანზე მარტო მივიდა ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია.

როგორც მელიამ აღნიშნა, მმართველ გუნდს ხელისუფლების დათმობის შიში აქვს, „თუმცა ეს ადრე თუ გვიან უნდა მომხდარიყო“.

"ჰაერში გამარჯვების სურნელი ტრიალებს. მსგავსი არაფერი შეიმჩნეოდა პირველ ტურში. მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, ნუ იდარდებენ, ნუ ინერვიულებენ. ასე მუშაობს დემოკრატია. მესმის, რომ მათ ხელისუფლების დათმობის შიშები აქვთ, მაგრამ ეს ადრე თუ გვიან უნდა მომხდარიყო.

ეს ხდება დღეს, ეს ხდება თბილისში ეს ყველაფერი თბილისიდან იწყება. თბილისში გამარჯვების შემდეგ შევქმნით პრეცედენტს, საქმით დავამტკიცებთ, რომ კოალიციური მმართველობა ერთადერთი სწორი ფორმაა მმართველობის, რომელიც ცენტრალურ დონეზე იქნება გადატანილი“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

ასევე მარტო დააფიქსირა საკუთარი არჩევანი პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ. როგორც მან აღნიშნა, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი არჩევნები იყო.

„სამწუხაროდ, ეს არჩევნები არც სამართლიანი იყო, არც თავისუფალი. დარწმუნებული ვარ, ეს ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი არჩევნები იყო. საერთოდ, ყველა თუ არ დავფიქრდით არჩევნებში ფულის როლზე, თუ არ დავფიქრდით არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსების როლზე და თუ არ დავფიქრდით პოლიტიკურად ნეიტრალურ საჯარო კლასზე, საერთოდ, შესაძლოა, არჩევნებმა აზრი დაკარგოს,.

რაც შეეხება მეორე ტურს, რა თქმა უნდა, მე ჩემი მოქალაქეობრივი ვალდებულება უნდა მომეხადა. მე მოვიხადე ეს ვალდებულება. ხმა მივეცი საქართველოსთვის. დღეს ჩვენს 11 მაჟორიტარს და მერობის ერთ კანდიდატს აქვს საარჩევნო დღე და დღესაც მინდა, თითოეულ ამომრჩეველს მოცემული ხმისთვის მადლობა გადავუხადო“,- განაცხადა გახარიამ.