მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს - საარჩევნო უბნებზე მთელი რიგი აკრძალვები მოქმედებს
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს - საარჩევნო უბნებზე მთელი რიგი აკრძალვები მოქმედებს

დღეს, 30 ოქ­ტომ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი 07:00 სა­ათ­ზე გა­იხ­სნა, ხმის მი­ცე­მის პრო­ცე­დუ­რა კი 08:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო. მე­ო­რე ტურ­ში 5 თვით­მმარ­თველ ქა­ლაქ­სა და 15 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მე­რებს აირ­ჩე­ვენ. 24 სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში კი, საკ­რე­ბუ­ლო­ე­ბის 42 მა­ჟო­რი­ტა­რი წევ­რია ასარ­ჩე­ვი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის მე­რე­ბის ასარ­ჩე­ვად - 50%-იანი სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ე­რი, ხოლო საკ­რე­ბუ­ლო­ე­ბის მა­ჟო­რი­ტა­რი წევ­რე­ბის­თვის 40%-იანი ბა­რი­ე­რი იყო დად­გე­ნი­ლი. სწო­რედ ამან 2 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რიგ ქა­ლა­ქებ­სა და სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქებ­ში მე­ო­რე ტუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა შექ­მნა.

არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში ერ­თმა­ნეთს ძი­რი­თა­დად “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა“ და “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ კან­დი­და­ტე­ბი უპი­რის­პირ­დე­ბი­ან. მე­ო­რე ტურ­ში არ­ჩე­უ­ლად ის კან­დი­და­ტი ჩა­ით­ვლე­ბა, რო­მე­ლიც კონ­კუ­რენტზე მეტ ხმას მო­ი­პო­ვებს.

მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­სა­კა­ვებ­ლად არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური ხუთ თვით­მმარ­თველ ქა­ლაქ­ში, შემ­დეგ კან­დი­და­ტებს შო­რის ტარ­დე­ბა:

თბი­ლი­სი - “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ნი­კა­ნორ მე­ლია, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა ‒ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ კახა კა­ლა­ძე;

რუს­თა­ვი - “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და­ვით კირ­კი­ტა­ძე, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა ‒ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ ნინო ლა­ცა­ბი­ძე;

ქუ­თა­ი­სი - “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძე, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა ‒ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ იო­სებ ხა­ხა­ლე­იშ­ვი­ლი;

ფოთი - “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ გი­ორ­გი უგუ­ლა­ვა, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა ‒ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ ბექა ვა­ჭა­რა­ძე;

ბა­თუ­მი “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ გი­ორ­გი კირ­თა­ძე, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა ‒ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ არ­ჩილ ჩი­ქო­ვა­ნი;

არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში 15 თვით­მმარ­თველ თემ­ში მო­ნა­წი­ლე კან­დი­და­ტე­ბი არი­ან:

თე­ლა­ვი - “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ გი­ორ­გი ბოტ­კო­ვე­ლი, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა ‒ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ ლე­ვან ან­დრი­აშ­ვი­ლი;

თი­ა­ნე­თი - “თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რი ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რი, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა ‒ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ ლე­ვან წიკ­ლა­უ­რი;

ქა­რე­ლი - “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ნი­კო­ლოზ ახალ­კა­ცი, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა ‒ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ ზაზა გუ­ლი­აშ­ვი­ლი;

ხა­შუ­რი - “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ იო­სებ ბუ­ა­ძე, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა ‒ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ თენ­გიზ ჩი­ტი­აშ­ვი­ლი;

ცა­გე­რი - “გა­ხა­რია ‒ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ბე­სა­რი­ონ ბენ­დე­ლი­ა­ნი, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა ‒ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ გი­ორ­გი ნემ­სა­ძე;

ბაღ­და­თი - “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ გი­ორ­გი რო­ბა­ქი­ძე, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა ‒ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ - კახა ენუ­ქი­ძე;

წყალ­ტუ­ბო - “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ზაზა მეტ­რე­ვე­ლი, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა ‒ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ გე­ნა­დი ბა­ლან­ჩი­ვა­ძე;

ოზურ­გე­თი - “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა ‒ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ ავ­თან­დილ თა­ლაკ­ვა­ძე, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კან­დი­და­ტი - კონ­სტან­ტი­ნე შა­რა­შე­ნი­ძე;

სე­ნა­კი - “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ კობა ნა­ყო­ფია, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა ‒ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ ვახ­ტანგ გა­დე­ლია;

მარ­ტვი­ლი - “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ თე­ი­მუ­რაზ ჯა­ნა­შია, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა ‒ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ თორ­ნი­კე ჯა­ნა­შია;

ხობი - “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ბე­სი­კი შენ­გე­ლია, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა ‒ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ და­ვით ბუ­კია;

ზუგ­დი­დი - “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ან­ზორ მე­ლია, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა ‒ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ მა­მუ­კა წო­წე­რია;

წა­ლენ­ჯი­ხა - “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ გი­ორ­გი ხარ­ჩი­ლა­ვა, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა ‒ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ გოგა გუ­ლორ­და­ვა;

ჩხო­რო­წყუ - “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ბად­რი ქარ­ჩა­ვა,“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა ‒ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ დათო გო­გუა;

ხელ­ვა­ჩა­უ­რი - “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ მიშა ბოლ­ქვა­ძე, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა ‒ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ ზაზა დი­ა­სა­მი­ძე.

კენ­ჭისყ­რის დღეს სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მთე­ლი რიგი აკ­რძალ­ვე­ბი მოქ­მე­დებს

კერ­ძოდ, კენ­ჭისყ­რის დღეს კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბა­ში წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო აგი­ტა­ცია აკ­რძა­ლუ­ლია.

და­უშ­ვე­ბე­ლია კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბის შე­სას­ვლე­ლი­დან 25 მეტ­რის მან­ძილ­ზე სა­ა­გი­ტა­ციო მა­სა­ლის გან­თავ­სე­ბა. ეს მა­სა­ლა ჩა­მოხ­სნას, დე­მონ­ტაჟ­სა და აღე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

და­უშ­ვე­ბე­ლია აგ­რეთ­ვე კენ­ჭისყ­რის დღეს კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბა­ში ან კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბი­დან 100 მეტ­რის მან­ძილ­ზე ამომ­რჩევ­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბის ფი­ზი­კუ­რად შე­ფერ­ხე­ბა. ასე­ვე და­უშ­ვე­ბე­ლია კენ­ჭისყ­რის დღეს კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბი­დან 100 მეტ­რის მან­ძილ­ზე ადა­მი­ან­თა შეკ­რე­ბა ან ამომ­რჩე­ველ­თა აღ­რი­ცხვა.

აკ­რძა­ლუ­ლია კენ­ჭისყრამ­დე 8 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში და კენ­ჭისყ­რის დღის 20:00 სა­ა­თამ­დე ტე­ლე­ვი­ზი­ი­სა და რა­დი­ოს ეთერ­ში წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ფა­სი­ა­ნი ან უფა­სო რეკ­ლა­მის, სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტე­ბის პროგ­რა­მე­ბის გან­თავ­სე­ბა და გა­და­ცე­მა, აგ­რეთ­ვე სა­არ­ჩევ­ნო მიზ­ნე­ბი­სათ­ვის სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის გაგ­ზავ­ნა.

აკ­რძა­ლუ­ლია არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა კენ­ჭისყ­რის დღის 20:00 სა­ა­თამ­დე.

მიშა
2

რა დონის უვარგისი კანდიდატი უნდა ჰყავდეს ფოთში ქართულ ოცნებას, ყოველმხრივ კორუმპირებულ უგულავას რომ ვერ მოუგო პირველ ტურში. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს - საარჩევნო უბნებზე მთელი რიგი აკრძალვები მოქმედებს

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს - საარჩევნო უბნებზე მთელი რიგი აკრძალვები მოქმედებს

დღეს, 30 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემის პროცედურა კი 08:00 საათზე დაიწყო. მეორე ტურში 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერებს აირჩევენ. 24 საარჩევნო ოლქში კი, საკრებულოების 42 მაჟორიტარი წევრია ასარჩევი.

როგორც ცნობილია, მუნიციპალიტეტების მერების ასარჩევად - 50%-იანი საარჩევნო ბარიერი, ხოლო საკრებულოების მაჟორიტარი წევრებისთვის 40%-იანი ბარიერი იყო დადგენილი. სწორედ ამან 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, რიგ ქალაქებსა და საარჩევნო ოლქებში მეორე ტურების ჩატარების აუცილებლობა შექმნა.

არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ძირითადად “ქართული ოცნებისა“ და “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები უპირისპირდებიან. მეორე ტურში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც კონკურენტზე მეტ ხმას მოიპოვებს.

მერის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების მეორე ტური ხუთ თვითმმართველ ქალაქში, შემდეგ კანდიდატებს შორის ტარდება:

თბილისი - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ნიკანორ მელია, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ კახა კალაძე;

რუსთავი - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დავით კირკიტაძე, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ ნინო ლაცაბიძე;

ქუთაისი - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხატია დეკანოიძე, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ იოსებ ხახალეიშვილი;

ფოთი - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი უგულავა, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ ბექა ვაჭარაძე;

ბათუმი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი კირთაძე, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ არჩილ ჩიქოვანი;

არჩევნების მეორე ტურში 15 თვითმმართველ თემში მონაწილე კანდიდატები არიან:

თელავი - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი ბოტკოველი, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ ლევან ანდრიაშვილი;

თიანეთი - “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ თამაზ მეჭიაური, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ ლევან წიკლაური;

ქარელი - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ნიკოლოზ ახალკაცი, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ ზაზა გულიაშვილი;

ხაშური - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იოსებ ბუაძე, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ თენგიზ ჩიტიაშვილი;

ცაგერი - “გახარია ‒ საქართველოსთვის“ ბესარიონ ბენდელიანი, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ გიორგი ნემსაძე;

ბაღდათი - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი რობაქიძე, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ - კახა ენუქიძე;

წყალტუბო - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზაზა მეტრეველი, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ გენადი ბალანჩივაძე;

ოზურგეთი - “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ ავთანდილ თალაკვაძე, დამოუკიდებელი კანდიდატი - კონსტანტინე შარაშენიძე;

სენაკი - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კობა ნაყოფია, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ ვახტანგ გადელია;

მარტვილი - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თეიმურაზ ჯანაშია, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ თორნიკე ჯანაშია;

ხობი - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბესიკი შენგელია, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ დავით ბუკია;

ზუგდიდი - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ანზორ მელია, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ მამუკა წოწერია;

წალენჯიხა - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი ხარჩილავა, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ გოგა გულორდავა;

ჩხოროწყუ - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბადრი ქარჩავა,“ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ დათო გოგუა;

ხელვაჩაური - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიშა ბოლქვაძე, “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ ზაზა დიასამიძე.

კენჭისყრის დღეს საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული მთელი რიგი აკრძალვები მოქმედებს

კერძოდ, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წინასაარჩევნო აგიტაცია აკრძალულია.

დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. ეს მასალა ჩამოხსნას, დემონტაჟსა და აღებას ექვემდებარება.

დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.

აკრძალულია კენჭისყრამდე 8 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან უფასო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა, აგრეთვე საარჩევნო მიზნებისათვის სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.

აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე.