ქართველი მსახიობი გიორგი დარჩიაშვილი ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. იგი 13 ქართულ და საერთაშორისო ფილმშია გადაღებული, დიდი ხანი არ არის, რაც ჰოლივუდის ფილმში როლი განასახიერა და კიდევ შესთავაზეს. ამჯერად მას თავად სურს ფილმის გადაღება, რასაც შემთხვევითობას მიაწერს და თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს შეხვედრაზე გვიამბობს.
გიორგი დარჩიაშვილი:
- თურქეთიდან ამერიკაში მივფრინავდი და რეგისტრაციის დროს ლაზი მამაკაცი გავიცანი. იგი მკვეთრი აჭარული აქცენტით საუბრობდა და ინტერესი გამიჩნდა გამეცნო, ვუთხარი, ორივე ქართველები ვართ, ერთმანეთს ვიცნობდეთ-მეთქი... მითხრა, დიახ ჩვენ ქართველები, აჭარლები, ლაზები ვართო... სახელად - ერზნი ერქვა, მისი სახელი ასე დავიმახსოვრე - ერი და ზნე... როდესაც ვკითხე, საქართველოში იყო თუ არა ნამყოფი, სინანულით მითხრა, არასოდეს ვყოფილვარ და ძალიან მინდა ის ადგილები გავიარო, სადაც დიდი ისტორია გადახდა ჩემს დიდ ბაბუასო... მან საოცარი ამბავი მომიყვა გემის გაძარცვის ამბავზე... მისი ბაბუა, თბილისში დაბადებული და გაზრდილი ალალი კაცი შემთხვევით წაიყვანა მეგობარმა, ებრაელმა მოშემ აზერბაიჯანში, თითქოს თევზი უნდა გადმოეტვირთათ. მაშინ ყველას უჭირდა და დაპირდნენ, რომ გემიდან დიდ თანხას გადაგიხდიანო...
- რა მოხდა სინამდვილეში?
- მოგეხსენებათ სტალინმა, კამომ და აზერბაიჯანელმა ჰასანამ ბაქოში გემი რომ გაძარცვეს და ეს ალალი ლაზი თურმე ზუსტად მაგ დროს აღმოჩნდა იმ გემზე... დოკუმენტურ მასალაში მქონდა ნანახი და იმიტომ დავიჯერე ამ ადამიანის სიმართლე. ამ ბიჭის ნაამბობის შემდეგ თავში უამრავი რამ ამოტივტივდა...
ლაზის ბაბუა შემდეგ გაყაჩაღდა და ბოლოს შემთხვევით მიხვდა, ვისთანაც ერთად იყო. სტალინი რომ ამხელა იმპერიის სათავეში დადგა, შეიშალა თურმე ეს ლაზი კაცი. გემზე ყოფნისას მისი ხმა დაამახსოვრდა და როდესაც სტალინი საბჭოთა მმართველი გახდა და მისი ხმა რუპორში გაისმა, მყისვე ხმით იცნო...
- თქვენ ამ ლაზის შესახებ სცენარი დაწერეთ, რომლის მიხედვით ფილმის გადაღება ჰოლივუდს სურს?
- დიახ, ორასგვერდიანი სცენარი დავწერე, საოცარი "ექშენია". ჰოლივუდის წარმომადგენლება მითხრეს, სცენარი მოგვყიდე, შენი აზრი იქნება და დანარჩენს ჩვენ გადავაკეთებთო, მაგრამ ეგრე არ მსურდა... სცენარში ორი მთავარი გმირია. ამ ლაზის დიდი ბაბუა და ებრაელი - მოშე, რომელიც მერე გაიქცევა... ლაზის, მთავარი როლის განსახიერება თავად მსურდა. სტალინის ქურდობაზე ჯერჯერობით არაფერი არ არის გადაღებული. ეშინიათ, არ იციან როგორ დაიწყონ. მე სრულიად დარწმუნებული ვარ ლაზის ნაამბობის სიმართლეში, რადგან რა ვერსიაც ვრცელდებოდა იქ ყველაფერი ეჭვს იწვევდა... ებრაელი მოშე და ეს ლაზი პატარა გემით მიადგნენ ძალიან დიდი ბანკის გემს. აქ დაგველოდე, ცოტა ხანში თევზს გადმოვზიდავთ ზევიდან ბადითო და ეს ალალი კაცი იქ დაელოდა.. მერე იქ სროლა ატყდა და ზევიდან გადმოხნენ სტალინი, კამო და ჰასანა. მათ ფული წამოიღეს მილიონნახევარი, ოქროთი, ბრილიანტით, რომელიც ახლა 30 მილიარდის ტოლფასია...
- ალბათ სცენარით ბევრი დაინტერესდა...
- ერთი რუსი იყო, რომელმაც მკითხა სცენარზე, ათი გვერდი გადავთარგმნე და რუსულად დავუწერე. სცენარში მაგ ამბის გარდა ყველაფერი ჩემი ფანტაზიაა. მე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ეს საწყალი ლაზი შემთხვევით აღმოჩნდა იქ ძარცვისას, შემდეგ გაყაჩაღდა, შვილს დაეძებდა... ნადავლი გემის სარდაფში რომ ჩაიტანეს, ლაზს უთხრეს ჩადი და ამოიტანეო და ამოტანის დროს ამან დაინახა, რომ მოკვლას უპირებდნენ, ჩართო გემის მატორი და გაიქცა... მერე გონზე რომ მოვიდა უკვე ციხეში იყო და ფული სად გაქრა კაციშვილმა არ იცის... ახლაც რასაც ვწერ, მეშინია არ აიტაცონ და მომპარონ იდეა. რაღაც სასწაული, ორასგვერდიანი სცენარი გამოვიდა.
ერთი ქალი იყო უკრაინელი, ბულგაკოვის შთამომავალი - მარია ბულგაკოვა... თბილისში იყო ჩამოსული, ძველ ადგილებს ეძებდა, სტალინზე კადრების გადაღება მინდაო... ვუთხარი, მე რომ სცენარი მოგიყევი, მაგაზე ხომ არაფერს აკეთებ-მეთქი და იუარა. არადა ამერიკელები არიან ჩართულიო და ვეჭვობ ჩემი სცენარიდან ხომ არაფერი აიტაცა..
სამი სერია ფილმი იქნება. ერთმა მითხრა მაგ ებრაელი როლზე - რასელ ქროუნი იყოსო. აქამდეც კი მივიდა საუბარი. გამოჩნდნენ ხალხი, რომლებიც ძალიან დაინტერესდნენ, მაგრამ ესენი იყვნენ ფულის პატრონები და სხვა არაფერზე გაგებაში არ იყვნენ