ავტორი:

ფოთში, ქალებს შორის დაპირისპირება ერთ-ერთი მათგანის დაჭრით დასრულდა

ფოთში, ქალებს შორის დაპირისპირება ერთ-ერთი მათგანის დაჭრით დასრულდა

ფოთში, ქალებს შორის დაპირისპირება ერთ-ერთი მათგანის დაჭრით დასრულდა.

შემთხვევა ნაბადის უბანში მოხდა. დაჭრილია ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელი. ახალგაზრდა ქალს ზედაპირული ჭრილობები ზურგის არეში, სავარაუდოდ, შუშის ბოთლით აქვს მიყენებული.

დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ექიმის ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ამ წუთებში იკითხება სავარაუდო დამნაშავე.