პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯიჯი ჰადიდი და ზეინ მალიკი ერთმანეთს დაშორდნენ -  მიზეზად  ზეინის მხრიდან ჯიჯის დედისთვის ხელის დარტყმა სახელდება
ჯიჯი ჰადიდი და ზეინ მალიკი ერთმანეთს დაშორდნენ -  მიზეზად  ზეინის მხრიდან ჯიჯის დედისთვის ხელის დარტყმა სახელდება

ვარ­სკვლა­ვუ­რი წყვი­ლი, ჯიჯი ჰა­დი­დი და ზეინ მა­ლი­კი ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ და­სავ­ლუ­რი ყვი­თე­ლი პრე­სა წერს და მი­ზე­ზად ზე­ინ­სა და ჯი­ჯის დე­დას, იო­ლან­დას შო­რის უთან­ხმო­ე­ბას ასა­ხე­ლე­ბენ.

28 წლის მომ­ღე­რა­ლი ზე­ი­ნი და 26 წლის ტოპ მო­დე­ლი ჯიჯი 2015 წლი­დან ხვდე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს. წყვი­ლი 6-წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში 3-ჯერ და­შორ­და ერ­თმა­ნეთს, თუმ­ცა 2020 წლის ვა­ლენ­ტი­ნო­ბის დღი­დან მათი ურ­თი­ერ­თო­ბა პუბ­ლი­კის თვალ­ში საკ­მა­ოდ სტა­ბი­ლუ­რი ჩან­და. წყვილს 13 თვის გო­გო­ნაც ჰყავთ, სა­ხე­ლად - ქაი.

სუ­პერ­მო­დე­ლის და მომ­ღერ­ლის და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია თავ­და­პირ­ვე­ლად გა­მო­ცე­მა People- მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა. რო­გორც სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, უც­ნობ­მა წყა­რომ მი­ა­წო­დათ ინ­ფორ­მა­ცია, რომ ჯიჯი ჰა­დი­დის დედა - იო­ლან­და, მა­ლი­კის წი­ნა­აღ­მდეგ პო­ლი­ცი­ა­ში სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნას გეგ­მავ­და. ქალი ზე­ინს ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში სდებს ბრალს. და­შო­რე­ბის მი­ზე­ზიც სწო­რედ ეს ფაქ­ტი გახ­და.

ზეინ მა­ლიკ­მა ბრალ­დე­ბა უარ­ყო და თქვა, რომ საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის დე­დის­თვის ხელი არ და­ურ­ტყამს. გარ­და ამი­სა, ის ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა­ში იო­ლან­დას ადა­ნა­შა­უ­ლებს.

მომ­ღე­რალ­მა "ტვი­ტერ­ზე" გან­ცხა­დე­ბაც გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც წერს, რომ სურ­და ისე­თი გა­რე­მოს შექ­მნა, სა­დაც ოჯა­ხის საქ­მე­ე­ბი ყვე­ლას სა­ქი­ლი­კო და სა­ლა­პა­რა­კო არ გახ­დე­ბო­და. მომ­ღე­რა­ლი წერს, რომ მას ქა­ლიშ­ვი­ლის­თვის მშვი­დი გა­რე­მოს შექ­მნა უნდა .

ჰა­დი­დე­ბის ოჯა­ხის მე­გო­ბა­რი ადას­ტუ­რებს წყვი­ლის და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თუმ­ცა ამა­ტებს, რომ გან­შო­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ჯიჯი და ზე­ი­ნი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მშობ­ლე­ბი არი­ან.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯიჯის მხარდამჭერები.
0

ზეინმა რა "უქნა" ჯიჯის დედას და სელენას დედას, რას უზამს, ანა, არავითარ შემთხვევაში არ გამოგვაპაროთ, თორემ თავს ჩამოვიხრჩობთ. ეს საკითხი, მიშას კვებაზე საინტერესოა. იქნებ დაგვიზუსტო, ჯიჯის დედას ხელი რატომ დაარტყა, წინააღნდეგობა ხომ არ გაუწევია. ინფორმაციას, სულმოუთქმენლად ველოდებით.

აკა-კა
1

მადლობა დროული ინფორმაციისათვის!!!

ავტორი:

ჯიჯი ჰადიდი და ზეინ მალიკი ერთმანეთს დაშორდნენ -  მიზეზად  ზეინის მხრიდან ჯიჯის დედისთვის ხელის დარტყმა სახელდება

ჯიჯი ჰადიდი და ზეინ მალიკი ერთმანეთს დაშორდნენ -  მიზეზად  ზეინის მხრიდან ჯიჯის დედისთვის ხელის დარტყმა სახელდება

ვარსკვლავური წყვილი, ჯიჯი ჰადიდი და ზეინ მალიკი ერთმანეთს დაშორდნენ. აღნიშნულის შესახებ დასავლური ყვითელი პრესა წერს და მიზეზად ზეინსა და ჯიჯის დედას, იოლანდას შორის უთანხმოებას ასახელებენ.

28 წლის მომღერალი ზეინი და 26 წლის ტოპ მოდელი ჯიჯი 2015 წლიდან ხვდებოდნენ ერთმანეთს. წყვილი 6-წლიანი ურთიერთობის განმავლობაში 3-ჯერ დაშორდა ერთმანეთს, თუმცა 2020 წლის ვალენტინობის დღიდან მათი ურთიერთობა პუბლიკის თვალში საკმაოდ სტაბილური ჩანდა. წყვილს 13 თვის გოგონაც ჰყავთ, სახელად - ქაი.

სუპერმოდელის და მომღერლის დაშორების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა People- მა გამოაქვეყნა. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, უცნობმა წყარომ მიაწოდათ ინფორმაცია, რომ ჯიჯი ჰადიდის დედა - იოლანდა, მალიკის წინააღმდეგ პოლიციაში სარჩელის შეტანას გეგმავდა. ქალი ზეინს ფიზიკურ შეურაცხყოფაში სდებს ბრალს. დაშორების მიზეზიც სწორედ ეს ფაქტი გახდა.

ზეინ მალიკმა ბრალდება უარყო და თქვა, რომ საყვარელი ქალის დედისთვის ხელი არ დაურტყამს. გარდა ამისა, ის ინფორმაციის გასაჯაროებაში იოლანდას ადანაშაულებს.

მომღერალმა "ტვიტერზე" განცხადებაც გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ სურდა ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ოჯახის საქმეები ყველას საქილიკო და სალაპარაკო არ გახდებოდა. მომღერალი წერს, რომ მას ქალიშვილისთვის მშვიდი გარემოს შექმნა უნდა .

ჰადიდების ოჯახის მეგობარი ადასტურებს წყვილის დაშორების შესახებ ინფორმაციას, თუმცა ამატებს, რომ განშორების მიუხედავად ჯიჯი და ზეინი არაჩვეულებრივი მშობლები არიან.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა