მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩრდილოეთ კორეაში  საკვებზე მოსალოდნელი კრიზისის გამო,  შავი გედის მოშენება დაიწყეს,  ხალხს კი ეუბნებიან, რომ მისი ხორცი გემრიელი და სამკურნალოა
ჩრდილოეთ კორეაში  საკვებზე მოსალოდნელი კრიზისის გამო,  შავი გედის მოშენება დაიწყეს,  ხალხს კი ეუბნებიან, რომ მისი ხორცი გემრიელი და სამკურნალოა

ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი­სა და საკ­ვე­ბის დე­ფი­ცი­ტის მოგ­ვა­რე­ბას სხვა­დას­ხვა გზით, მათ შო­რის კუ­პო­ნე­ბის და­ბეჭდ­ვით და შავი გე­დე­ბის მო­შე­ნე­ბით ცდი­ლობს, - ინ­ფორ­მა­ცი­ას Reuters-ი სხვა­დას­ხვა წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

სხვა­დას­ხვა წყა­როს ცნო­ბით, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ცენ­ტრა­ლურ­მა ბან­კმა კუ­პო­ნე­ბის ბეჭდ­ვა და­ი­წყო, ვი­ნა­ი­დან ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვა­ლუ­ტის და­სა­ბეჭ­დად სა­ჭი­რო ქა­ღალ­დი და მე­ლა­ნი ჩი­ნე­თი­დან ვე­ღარ შე­დის, რის გა­მოც ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­უ­ლი ვო­ნის კუ­პი­უ­რე­ბის დე­ფი­ცი­ტი შე­იქ­მნა.

  • ამას­თან, მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ამ შავი გე­დის ხორ­ცის მოხ­მა­რე­ბის პრო­პა­გან­და და­ი­წყო. მათი მტკი­ცე­ბით, შავი გე­დის ხორ­ცით კვე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას შე­უ­წყობს ხელს.

“შავი გე­დის ხორ­ცი გემ­რი­ე­ლია და აქვს სამ­კურ­ნა­ლო ღი­რე­ბუ­ლე­ბა", - წერს მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის გა­ზე­თი Rodong Sinmun.

ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა დიდი ხა­ნია სურ­სა­თის ნაკ­ლე­ბო­ბას გა­ნიც­დის. დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ეკო­ნო­მი­კის არას­წორ მარ­თვას ამ­ძაფ­რებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბი, რო­მე­ლიც ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გან­ვი­თა­რე­ბის გამო და­უ­წე­სეს, ასე­ვე ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტრო­ფე­ბი და კო­ვიდ 19-ის პან­დე­მი­ის გამო სა­ზღვრე­ბის უპ­რე­ცე­დენ­ტო ჩა­კეტ­ვა.

კიმ ჩენ ინმა საკ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბუ­ლი "და­ძა­ბუ­ლი“ მდგო­მა­რე­ო­ბის არ­სე­ბო­ბა აღი­ა­რა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­ბო­დი­შა იმ მსხვერ­პლის­თვის, რისი გა­ღე­ბაც მო­ქა­ლა­ქე­ებს კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად მო­უ­წი­ათ. თუმ­ცა მან ასე­ვე ხაზი გა­უს­ვა, რომ ქვე­ყა­ნა­ში წელს ეკო­ნო­მი­კა გა­უმ­ჯო­ბეს­და. ფხე­ნი­ა­ნი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს გა­ე­როს მოხ­სე­ნე­ბას, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში ათა­სო­ბით ადა­მი­ანს შიმ­ში­ლი ემუქ­რე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თბილისი
8

შავი გედის მოშენება რა ადვილია? კარგად მრავლდებიან? ქათამს ჯობია სიმარტივით? ატ ვიცი, არ ვიცი, კორეაზე ბევრი ფეიკი ვრცელდება ხოლმე. 

სუნ ხუი ჩაი
0

გადადექი კიმ, გადადექი !!!

მაგრამ არ გადადგება, ხო ვიცი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ჩრდილოეთ კორეაში  საკვებზე მოსალოდნელი კრიზისის გამო,  შავი გედის მოშენება დაიწყეს,  ხალხს კი ეუბნებიან, რომ მისი ხორცი გემრიელი და სამკურნალოა

ჩრდილოეთ კორეაში  საკვებზე მოსალოდნელი კრიზისის გამო,  შავი გედის მოშენება დაიწყეს,  ხალხს კი ეუბნებიან, რომ მისი ხორცი გემრიელი და სამკურნალოა

ჩრდილოეთ კორეა ეკონომიკური პრობლემებისა და საკვების დეფიციტის მოგვარებას სხვადასხვა გზით, მათ შორის კუპონების დაბეჭდვით და შავი გედების მოშენებით ცდილობს, - ინფორმაციას Reuters-ი სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ცენტრალურმა ბანკმა კუპონების ბეჭდვა დაიწყო, ვინაიდან ოფიციალური ვალუტის დასაბეჭდად საჭირო ქაღალდი და მელანი ჩინეთიდან ვეღარ შედის, რის გამოც ჩრდილოეთ კორეული ვონის კუპიურების დეფიციტი შეიქმნა.

  • ამასთან, მიმდინარე კვირაში ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ შავი გედის ხორცის მოხმარების პროპაგანდა დაიწყო. მათი მტკიცებით, შავი გედის ხორცით კვება ადამიანების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

“შავი გედის ხორცი გემრიელია და აქვს სამკურნალო ღირებულება", - წერს მმართველი პარტიის გაზეთი Rodong Sinmun.

ჩრდილოეთ კორეა დიდი ხანია სურსათის ნაკლებობას განიცდის. დამკვირვებლების განცხადებით, ეკონომიკის არასწორ მართვას ამძაფრებს საერთაშორისო სანქციები, რომელიც ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღის განვითარების გამო დაუწესეს, ასევე ბუნებრივი კატასტროფები და კოვიდ 19-ის პანდემიის გამო საზღვრების უპრეცედენტო ჩაკეტვა.

კიმ ჩენ ინმა საკვებთან დაკავშირებით არსებული "დაძაბული“ მდგომარეობის არსებობა აღიარა და საზოგადოებას მოუბოდიშა იმ მსხვერპლისთვის, რისი გაღებაც მოქალაქეებს კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მოუწიათ. თუმცა მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში წელს ეკონომიკა გაუმჯობესდა. ფხენიანი კატეგორიულად უარყოფს გაეროს მოხსენებას, სადაც ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ კორეაში ათასობით ადამიანს შიმშილი ემუქრება.