სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეჭვიანობის ნიადაგზე თანასოფლელი სანადირო თოფით მოკლა, მეუღლე კი ცივი იარაღით დაჭრა - რა მოხდა ბორჯომის სოფელ საკირეში?
ეჭვიანობის ნიადაგზე თანასოფლელი სანადირო თოფით მოკლა, მეუღლე კი ცივი იარაღით დაჭრა - რა მოხდა ბორჯომის სოფელ საკირეში?

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე შემ­თხვე­ვი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში თა­ვი­სი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ა­კა­ვეს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ.ს. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 28 ოქ­ტომ­ბერს, ბორ­ჯო­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სა­კი­რე­ში, თა­ვი­სი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ეზო­ში, ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე, სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან გას­რო­ლით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა თა­ნა­სოფ­ლელს - 1981 წელს და­ბა­დე­ბულ ვ.ხ.-ს, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შემ­დეგ, კ.ს.-მ თა­ვის მე­უღ­ლეს - 1991 წელს და­ბა­დე­ბულ თ.გ.-ს ცივი ია­რა­ღით სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა. დაჭ­რი­ლი ქალი კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი, სა­დაც შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, კ.ს. მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, თა­ვი­სი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღე­ბი - დანა და სა­ნა­დი­რო თოფი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო.

გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეეჰ
2

კაცებო ჭკუას მოუხმეთ. ვიცნობ კაცს ცოლი გამოუტყდა რომ სხვა უყვარდა ეგრევე გაშორდა მშვიდად სხვა შეირთო და მართლა ბედნიერი ცხოვრება გააგრძელა. ან მკვლელის ტვირთი რად გინდათ ან ციხეში გამოკეტვა მთელი ცხოვრება? ვისთვის?

დგ
1

ცოლი მაინც ვერ გაიმეტა რადგან თაფლივითაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

ეჭვიანობის ნიადაგზე თანასოფლელი სანადირო თოფით მოკლა, მეუღლე კი ცივი იარაღით დაჭრა - რა მოხდა ბორჯომის სოფელ საკირეში?

ეჭვიანობის ნიადაგზე თანასოფლელი სანადირო თოფით მოკლა, მეუღლე კი ცივი იარაღით დაჭრა - რა მოხდა ბორჯომის სოფელ საკირეში?

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე შემთხვევიდან რამდენიმე წუთში თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული კ.ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში, თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ეჭვიანობის ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს - 1981 წელს დაბადებულ ვ.ხ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ, კ.ს.-მ თავის მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ თ.გ.-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა. დაჭრილი ქალი კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კ.ს. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები - დანა და სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.