პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყოველი ახალი შტამის გამოჩენა ბავშვების ავადობის მაჩვენებელს ზრდის... სულ უფრო მეტს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია" - რატომ მოიმატა ბავშვებში კოვიდით ინფიცირების მაჩვენებელმა?
"ყოველი ახალი შტამის გამოჩენა ბავშვების ავადობის მაჩვენებელს ზრდის... სულ უფრო მეტს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია" - რატომ მოიმატა ბავშვებში კოვიდით ინფიცირების მაჩვენებელმა?

სა­ქარ­თვე­ლო­ში ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის გა­უ­ა­რე­სე­ბის ფონ­ზე, სულ უფრო იმა­ტებს ინ­ფი­ცი­რე­ბულ ბავ­შვთა რა­ო­დე­ნო­ბა. რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის, ივა­ნე ჩხა­ი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პან­დე­მი­ის და­წყე­ბი­დან დღემ­დე, ყო­ვე­ლი ახა­ლი შტა­მის გა­მო­ჩე­ნა, ბავ­შვთა ავა­დო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელს ზრდის. სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 15% ბავ­შვია.

"პან­დე­მი­ის და­სა­წყის­ში, რო­დე­საც ე.წ. ვუ­ჰა­ნის ვირუ­სი დო­მი­ნი­რებ­და, ბავ­შვებ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი იყო, ვიდ­რე ახლა. მა­შინ ამ ვირუ­სით ავა­დო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 7 %-ს შე­ად­გენ­და, შემ­დეგ, ბრი­ტა­ნუ­ლი შტა­მის გა­მო­ჩე­ნამ ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 10%-მდე გა­ზარ­და, ხოლო ახლა, დელ­ტა შტა­მის შემ­თხვე­ვა­ში, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 15%-ია. ეს არის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი წილი, თუმ­ცა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში და­ა­ვა­დე­ბა მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე­ობს. მათ არ სჭირ­დე­ბათ სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­ერ­თო ჯამ­ში, 2020 წელ­თან შე­და­რე­ბით მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძი­მე­ბუ­ლია, უფრო მეტი ბავ­შვი სა­ჭი­რო­ებს ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას, გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით უფრო მეტი ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა“, - გა­ნა­ცხა­და ივა­ნე ჩხე­ი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უს­თან“ გა­და­ცე­მა "თა­ვი­სუ­ფალ სტუ­დი­ა­ში“.

მხო­ლოდ ცი­ციშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა კლი­ნი­კა­ში კო­ვიდს 90 ბავ­შვი ებ­რძვის. მათ­გან 1/3 1 წლამ­დე ასა­კის ჩვი­ლია. კლი­ნი­კის სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რი მაია ჩხა­ი­ძე AMBEBI.GE - სთან აცხა­დებს, რომ პა­ცი­ენ­ტე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მკურ­ნა­ლო­ბას სა­ჭი­რო­ებს, თუმ­ცა მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, სა­ერ­თო ჯამ­ში, სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მი­საა.

"ძი­რი­თა­დად შე­მოჰ­ყავთ ისე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც აქვთ თან­მხლე­ბი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი. ამ ეტაპ­ზე რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მყო­ფი პა­ცი­ენ­ტე­ბი­დან არ­ცერ­თს არ ესა­ჭი­რო­ე­ბა მარ­თვი­თი სუნ­თქვა. მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მით ფას­დე­ბა. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მი­ვი­ღებთ ახალ პა­ცი­ენ­ტებ­საც, ად­გი­ლე­ბი გვაქვს", - ამ­ბობს მაია ჩხა­ი­ძე.

ბავ­შვებ­ში კო­ვი­დით ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მთელს მსოფ­ლი­ო­ში იზ­რდე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი მცი­რე ასა­კის ბავ­შე­ბის იმუ­ნი­ზა­ცი­ას იწყე­ბენ.

ჩი­ნეთ­ში, შე­სა­ბა­მის­მა უწყე­ბებ­მა გას­ცეს ნე­ბარ­თვა, აც­რე­ბი 3 წლის ასა­კი­დან და­ი­წყოს. უფრო მე­ტიც, ჩი­ნეთ­ში უკვე სამ­მა პრო­ვინ­ცი­ამ (სრულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე) და კი­დევ ორი პრო­ვინ­ცი­ის ორმა ქა­ლაქ­მა გას­ცა ბრძა­ნე­ბა, 3-დან 11-წლამ­დე ბავ­შვე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო აც­რის შე­სა­ხებ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩი­ნეთ­მა ჯერ კი­დევ ივ­ნის­ში გა­ნა­ცხა­და თახ­მო­ბა პე­კინ­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი "სი­ნო­ფარ­მის" და "სი­ნო­ვა­კის" ვაქ­ცი­ნე­ბის 3-დან 17 წლამ­დე ბავ­შვებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე.

ბავ­შვებ­ში "სი­ნო­ვა­კი­სა" და "სი­ნო­ფარ­მის" ეფექ­ტი­ა­ნო­ბის, ასე­ვე მისი უსაფრ­თხო­ე­ბის გან­სა­სა­ზღვრად, სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში კვლე­ვა სექ­ტემ­ბერ­ში და­ი­წყო, კვლე­ვის ფარ­გლებ­ში, სა­ერ­თო ჯამ­ში, 14.000 მო­ზარ­დი აც­რეს. კვლე­ვამ გა­ი­ა­რა ორი ფაზა და სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღეს ჩი­ნეთ­სა და ზო­გი­ერთ სხვა ქვე­ყა­ნა­ში 3 წლის ასა­კი­დან ბავ­შვე­ბის მა­სობ­რი­ვად ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
kiki
0

daanenet tavi bavshvebs

...
5

ბავშვებში გსურთ ვაქცინაციის დაწყება,ბატონო და მაგიტომ ,,მოიმატა"!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

"ყოველი ახალი შტამის გამოჩენა ბავშვების ავადობის მაჩვენებელს ზრდის... სულ უფრო მეტს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია" - რატომ მოიმატა ბავშვებში კოვიდით ინფიცირების მაჩვენებელმა?

"ყოველი ახალი შტამის გამოჩენა ბავშვების ავადობის მაჩვენებელს ზრდის... სულ უფრო მეტს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია" - რატომ მოიმატა ბავშვებში კოვიდით ინფიცირების მაჩვენებელმა?

საქართველოში ეპიდსიტუაციის გაუარესების ფონზე, სულ უფრო იმატებს ინფიცირებულ ბავშვთა რაოდენობა. რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ყოველი ახალი შტამის გამოჩენა, ბავშვთა ავადობის მაჩვენებელს ზრდის. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, კორონავირუსით ინფიცირებული მოსახლეობის 15% ბავშვია.

"პანდემიის დასაწყისში, როდესაც ე.წ. ვუჰანის ვირუსი დომინირებდა, ბავშვებში ინფიცირების შემთხვევები გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე ახლა. მაშინ ამ ვირუსით ავადობის მაჩვენებელი 7 %-ს შეადგენდა, შემდეგ, ბრიტანული შტამის გამოჩენამ ეს მაჩვენებელი 10%-მდე გაზარდა, ხოლო ახლა, დელტა შტამის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 15%-ია. ეს არის ძალიან მაღალი წილი, თუმცა ინფიცირებული ბავშვების აბსოლუტურ უმრავლესობაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს. მათ არ სჭირდებათ სამედიცინო ჩარევა. მიუხედავად ამისა, საერთო ჯამში, 2020 წელთან შედარებით მდგომარეობა დამძიმებულია, უფრო მეტი ბავშვი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, გასულ წელთან შედარებით უფრო მეტი ბავშვი გარდაიცვალა“, - განაცხადა ივანე ჩხეიძემ "პალიტრანიუსთან“ გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში“.

მხოლოდ ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კოვიდს 90 ბავშვი ებრძვის. მათგან 1/3 1 წლამდე ასაკის ჩვილია. კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე AMBEBI.GE - სთან აცხადებს, რომ პაციენტების გარკვეული ნაწილი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას საჭიროებს, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, საერთო ჯამში, საშუალო სიმძიმისაა.

"ძირითადად შემოჰყავთ ისეთი პაციენტები, რომლებსაც აქვთ თანმხლები ქრონიკული დაავადებები. ამ ეტაპზე რეანიმაციაში მყოფი პაციენტებიდან არცერთს არ ესაჭიროება მართვითი სუნთქვა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება. საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ ახალ პაციენტებსაც, ადგილები გვაქვს", - ამბობს მაია ჩხაიძე.

ბავშვებში კოვიდით ინფიცირების მაჩვენებელი მთელს მსოფლიოში იზრდება. სწორედ ამიტომ სხვადასხვა ქვეყნები მცირე ასაკის ბავშების იმუნიზაციას იწყებენ.

ჩინეთში, შესაბამისმა უწყებებმა გასცეს ნებართვა, აცრები 3 წლის ასაკიდან დაიწყოს. უფრო მეტიც, ჩინეთში უკვე სამმა პროვინციამ (სრულ ტერიტორიაზე) და კიდევ ორი პროვინციის ორმა ქალაქმა გასცა ბრძანება, 3-დან 11-წლამდე ბავშვების სავალდებულო აცრის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა ჯერ კიდევ ივნისში განაცხადა თახმობა პეკინში წარმოებული "სინოფარმის" და "სინოვაკის" ვაქცინების 3-დან 17 წლამდე ბავშვებში გამოყენებაზე.

ბავშვებში "სინოვაკისა" და "სინოფარმის" ეფექტიანობის, ასევე მისი უსაფრთხოების განსასაზღვრად, სხვადასხვა ქვეყანაში კვლევა სექტემბერში დაიწყო, კვლევის ფარგლებში, საერთო ჯამში, 14.000 მოზარდი აცრეს. კვლევამ გაიარა ორი ფაზა და სწორედ აღნიშნულის საფუძველზე მიიღეს ჩინეთსა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში 3 წლის ასაკიდან ბავშვების მასობრივად ვაქცინაციის გადაწყვეტილება.