პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბერმუდის სამკუთხედი", საუკოვანი ჯარას სკები და "მეიდან ოდა" - ცნობილი ფოტოგრაფის მისტიური მოგზაურობა და აქამდე უცნობი ამბები მაღალმთიან აჭარაზე
"ბერმუდის სამკუთხედი", საუკოვანი ჯარას სკები და "მეიდან ოდა" - ცნობილი ფოტოგრაფის მისტიური მოგზაურობა და აქამდე უცნობი ამბები მაღალმთიან აჭარაზე

ფო­ტოგ­რა­ფი გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ვა წლე­ბია, რაც სა­ქარ­თვე­ლოს სხა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში ფო­ტო­კა­მე­რით ხელ­ში მოგ­ზა­უ­რობს, ამ­ჟა­მად ის მა­ღალმთი­ან აჭა­რის ტუ­რის­ტუ­ლად უც­ნობ მთა "სა­ბერ­წი­ას" სტუმ­რობ­და. სა­ო­ცა­რი მის­ტი­კუ­რი მთე­ბის ფო­ტო­რე­პორ­ტაჟ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰპო­ვა.

AMBEBI.GE-მ სწო­რედ ამ მოგ­ზა­უ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ფო­ტო­ხე­ლო­ვან­თან ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა:

გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ვა:

- თავ­და­პირ­ვე­ლად მოგ­ზა­უ­რო­ბა და­ვი­წყე, რად­გან უკეთ შე­მეც­ნო სა­ქარ­თვე­ლოს კუ­თხე­ე­ბი, მთე­ბი, სოფ­ლე­ბი და მათი ის­ტო­რია.. აჭა­რა გან­სა­კუთ­რე­ბით მი­ზი­დავს, ჩემ­თვის მა­ღალმთი­ა­ნი აჭა­რა ამო­უ­წუ­რა­ვი თე­მაა, ყო­ველ წელს გა­ო­ცე­ბუ­ლი ვბრუნ­დე­ბი. წელს გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო მოგ­ზა­უ­რო­ბა გა­მო­ვი­და, სა­ბერ­წი­ას მთა შუ­ა­ხე­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, შავ­შე­თის ქე­დის ჩრდი­ლო კალ­თა­ზე ზღვის დო­ნი­დან 2100 მეტრზე მდე­ბა­რე­ობს. ამ მთის მი­მართ ინ­ტე­რე­სი მას შემ­დეგ გა­მიჩ­ნდა როცა შე­ვი­ტყვე, რომ კლდე­ზე სა­უ­კო­ვა­ნი ჯა­რას სკე­ბია გან­ლა­გე­ბუ­ლი. მეგ­ზუ­რო­ბა ად­გი­ლობ­რივ­მა შე­სა­ნიშ­ნავ­მა პი­როვ­ნე­ბამ ამი­რან გო­გი­ტი­ძემ გა­მი­წია.

სოფ­ლი­დან გეზი სა­ბერ­წი­ის მთის­კენ ავი­ღეთ, გზა შუ­ა­გულ ტყე­ში იყო გაჭ­რი­ლი. უფრო და უფრო რთულ­დე­ბო­და ას­ვლა. ჩვე­ნი პირ­ვე­ლი გა­ჩე­რე­ბა ჯა­რას სკე­ბი იყო, მა­ღალ კლდე­ზე შე­ფე­ნი­ლი ხის მო­რის­გან გა­მოთ­ლი სკე­ბი ზღაპ­რულ გა­რე­მოს ქმი­და. სკე­ბი ისეთ სი­მაღ­ლე­ზე არის მო­თავ­სე­ბუ­ლი, სა­დაც მას დათ­ვე­ბი ვერ შესწვდე­ბა. ამ სი­მაღ­ლე­ზე ას­ვლას დიდ სი­მა­მა­ცეს მო­ი­თხოვს. "ჯარა" უძ­ვე­ლე­სი ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი სკაა, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რი­ვად მიმსგავ­სე­ბუ­ლია თავ­და­პირ­ველ ფუტკრის სა­ცხოვ­რის ხის ფუ­ღუ­როს. სკა ცა­ცხვის ხის­გან მზა­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან ცა­ცხვი ად­ვი­ლი და­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლია და თა­ნაც მსუ­ბუ­ქი მერ­ქა­ნია. კლდე­ზე საყ­რდე­ნად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია იშ­ვი­ა­თი ხე "უთხო­ვა­რი' ,რო­მე­ლიც დღემ­დე ხა­რობს ამ მხა­რე­ში. მსოფ­ლი­ო­ში ცოტა ად­გი­ლი მო­ი­ნა­ხე­ბა, სა­დაც ვე­ლუ­რი ფუტკრი­დან ადა­მი­ა­ნი თაფლს აწარ­მო­ებს. სა­ზღვარ­გა­რეთ ჯა­რას სკე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სი დი­დია, რად­გა­ნაც ბიო თაფ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ. თა­ნა­მედ­რო­ვე სკე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით ჯა­რა­ში ფუტ­კა­რი თა­ვად აშე­ნებს ფი­ჭას, რო­გორც მეგ­ზურ­მა გან­მი­მარ­ტა, შარ­შან ექ­სპორტზე თაფ­ლი ამე­რი­კა­სა და კა­ნა­და­ში ექ­სპორტზე გა­უ­ტა­ნი­ათ. ჯა­რა­ში თაფ­ლის წარ­მო­ე­ბის ტრა­დი­ცი­ას, არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა. ბოლო წლებ­ში ანა­ლო­გი­უ­რი სკე­ბი სოფ­ლებ­ში სახ­ლთან ახ­ლო­საც გა­ნა­ლა­გეს, სა­დაც დათ­ვე­ბის­გან უფრო მე­ტად არის და­ცუ­ლი.

გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ვა

- სა­ბერ­წი­ას მთა­ზე გვი­ამ­ბეთ, რით არის გა­მორ­ჩე­უ­ლი ?

- ცუდი გზის გამო 10 კი­ლო­მეტ­რის გავ­ლას სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი დას­ჭირ­და. გზა­ზე ნის­ლი ჩა­მოწ­ვა, რაც მოგ­ზა­უ­რო­ბა უფრო მის­ტი­კურს ხდი­და. ბოლო მო­ნაკ­ვე­თი ძა­ლი­ან გავ­და თუ­შე­თის გზას. ას­ვლი­დან მა­ლე­ვე გა­მოჩ­ნდენ ად­გი­ლობ­რი­ვი მემ­თე­უ­რე­ბი. სტუმ­რის მოს­ვლა გა­უ­გი­ათ და მა­ლე­ვე მინ­დვ­რად სა­ხელ­და­ხე­ლოდ სუფ­რაც გა­ი­შა­ლა. მემ­თე­უ­რე­ბი სოფ­ლი­დან მთა­ში მა­ი­სი­დან სექ­ტემ­ბრამ­დე ამო­დი­ან, რძის პრო­დუქ­ტებს აწარ­მო­ე­ბენ ზამ­თრის­თვის. კა­რავ­ში დარ­ჩე­ნას ვა­პი­რებ­დი, თუმ­ცა მა­ლე­ვე გა­და­მა­ფიქ­რე­ბი­ნეს, მეგ­ზურ­მა მისი სახ­ლი და­მით­მო. იმ დღეს ამინ­დი ცხრა­ჯერ შე­იც­ვა­ლა, გაწ­ვიმ­და, ბუ­ნე­ბამ სე­ტყვაც არ და­ი­შუ­რა, ნისლმა მო­იც­ვა მთე­ბი, აღა­რა­ფე­რი ჩან­და... შე­ბინ­დე­ბა­დე ცოტა დრო იყო დარ­ჩე­ნი­ლი, უეც­რად გა­ი­ფან­ტა ნის­ლი და ღრუბ­ლე­ბის ზღვა გა­მოჩ­ნდა. უმალ­ვე გო­რა­ზე ავირ­ბი­ნე რათა, მაღ­ლი­დან მე­ხი­ლა ეს სი­ლა­მა­ზე.

სა­ოც­რად ლა­მა­ზი იყო მთის კალ­თა­ზე გან­ლა­გე­ბუ­ლი სახ­ლე­ბი, ნა­ხე­ვარ კუნ­ძუ­ლი­ვით შეჭ­რი­ლი იყო ღრუბ­ლე­ბის ზღვა­ში. მსგა­ვი რე­ლი­ე­ფის და­სახ­ლე­ბა ლა­ზეთ­ში რი­ზე­ში მდე­ბა­რე­ობს, მთას პო­კუ­ტი ეწო­დე­ბა და ტუ­რის­ტუ­ლა­დაც ცნო­ბი­ლია... რა­ო­დენ გა­საკ­ვი­რიც არ უნდა იყოს ბარ­ში იმ დღეს ტემ­პე­რა­ტუ­რა 40 გრა­დუ­სამ­დე იყო. მთა­ში კი შე­შის ღუ­მე­ლი გიზ­გი­ზებ­და. სარ­კმლი­დან ნის­ლი შე­მო­ე­დი­ნე­ბო­და, მსგავ­სი რამ არას­დროს მი­ნა­ხავს. დი­ლით მამ­ლის ყი­ვილ­ზე გა­მო­მეღ­ვი­ძა, აქ ყო­ვე­ლი დილა მამ­ლის ყი­ვი­ლით იწყე­ბა, რაც ახა­ლი დღის და­სა­წყის ნიშ­ნავს. ისევ გა­ვე­შუ­რე მა­ღალ გო­რა­ზე რათა აისი მე­ხი­ლა. მთა­ზე შე­ფე­ნი­ლი ღრუბ­ლე­ბი ნელ­ნე­ლა ერ­თმა­ნეთს უახ­ლოვ­დე­ბო­და, მთე­ბი გაღ­ვი­ძე­ბას იწყებ­და.

- მა­ღალმთი­ა­ნი აჭა­რის სტუ­მარ­თმას­პინ­ძლო­ბა­ზე ბევ­რი სა­უბ­რობს, თუმ­ცა "მე­ი­დან ოდას" შე­სა­ხებ ცოტა რამ არის ცნო­ბი­ლი. უფრო დე­ტა­ლუ­რად მოგ­ვი­ყე­ვი მის შე­სა­ხებ...

- "მე­ი­დან ოდა" სტუმ­რის ოთა­ხია, რო­მე­ლიც სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბი­სას წი­ნას­წარ იყო გან­სა­ზღვრუ­ლი. ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბი­დან 19-ე სა­უ­კუ­ნე­ში აჭა­რის მთი­ა­ნეთ­ში სა­ფეხ­მა­ლო სა­ქა­რავ­ნე გზა გა­დი­ო­და. აქე­დან იღებს სა­თა­ვეს "მე­ი­დან ოდა". სახ­ლში სტუმ­რის­თვის გან­კუთ­ვნილ ოთახს რიგ შემ­ხვე­ვა­ში ცალ­კე ასას­ვლე­ლი კიბე ჰქონ­და. გზა­ზე შე­მო­ღა­მე­ბულ მგზავრს ნე­ბის­მი­ერ დროს შე­ეძ­ლო წვე­ო­და, მა­ში­ნაც კი თუ მას­პინ­ძე­ლი შინ არ იყო, ან ეძი­ნა, სტუმ­რის­თვის ოთა­ხი წი­ნას­წარ იყო მომ­ზა­დე­ბუ­ლი და შე­შით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი.

გად­მო­ცე­მის მი­ხედ­ვით, "მე­ი­დან ოდას" რო­გორც კი სტუ­მა­რი ეწ­ვე­ო­და და ჭრა­ქის შუქს საკრმ­ლი­დან შე­ნიშ­ნავ­დენ, სო­ფელ­მა იცო­და რომ მათ სო­ფელს მგზავ­რი ეწ­ვია. მას­პინ­ძე­ლი იქ­ნე­ბო­და ეს თუ სოფ­ლის მკვიდ­რი, უმალ­ვე მას საკ­ვებს მი­არ­თმევ­და. სტუ­მარს შე­ეძ­ლო, რამ­დე­ხან­საც მო­ი­სურ­ვებ­და იმ­დე­ხანს დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. მას­პინ­ძე­ლი არ ინ­ტე­რეს­დე­ბო­და შინ მო­სუ­ლის წარ­სუ­ლით. სტუ­მარ-მას­პინ­ძლო­ბის ინ­სტი­ტუ­ტი იმ­დე­ნად მძლავ­რი იყო, რომ სტუმ­რად მო­სულ მტერ­საც კი არა­ფერს და­უ­შა­ვებ­დენ.

- იქ ყოფ­ნი­სას რა­ი­მე მე­თე­ბი და ლე­გენ­დე­ბი ხომ არ გსმე­ნი­ათ?

- ად­გი­ლობ­რივ­მა მწყემსმა მე­ტად სა­ხა­ლი­სო ლე­გენ­და მი­ამ­ბო: ლე­გენ­დის თა­ნახ­მად გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში მწყემს ზე­ბუ­რას ნისლში გზა აბ­ნე­ვია და უკა­ნას­კნე­ლად სა­ბერ­წი­ის მთის კალ­თა­ზე შე­უ­ნიშ­ნავთ. როცა გა­მო­ი­და­რა მის კვალს ვერ­სად მი­აგ­ნეს, ათი წლის შემ­დგომ კი ზე­ბუ­რა ბა­თუ­მის ნავ­სად­გურ­ში იპო­ვეს. რო­გორ აღ­მოჩ­ნდა თა­ვა­დაც ვერ აუხ­სნია, რა მოხ­და. ამ ამ­ბის შემ­დგომ მწყემ­სე­ბი ამ ად­გილს "ბერ­მუ­დის სამ­კუ­თხედ­საც" უწო­დებ­დენ. რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რი ლე­გენ­და არ ვიცი, თუმ­ცა რე­ლი­ეფს ნად­ვი­ლად აქვს სამ­კუ­თხე­დი ფორ­მა.

- რო­გორ ფიქ­რობთ ტუ­რის­ტუ­ლად თუ იქ­ნე­ბა ეს მთა მიმ­ზიდ­ვე­ლი ?

- ტუ­რის­ტე­ბის­თვის ეს მთა ამ­ჟა­მად არ არის ცნო­ბი­ლი. სა­ბერ­წი­ას სი­ახ­ლო­ვეს კი­დევ ერთი და­სახ­ლე­ბაა, ნა­ცა­რას მთას უწო­დე­ბენ, რო­მე­ლიც სა­სა­ზღვრო ზოლ­ში მდე­ბა­რე­ობს. და­ნამ­დვი­ლე­ბით არა­ვის ახ­სოვს, რო­დის და რა­ტომ და­ერ­ქვა ამ მთას ნა­ცა­რა, დღეს კი სა­ხელს ამარ­თლებს, აქ უკა­ნას­კნე­ლი კერა 5 წლის წინ ჩაქვრა ჩა­ი­ნაც­რა. დროც სწო­რედ მა­შინ გა­ჩერ­და. უმე­ტე­სი სახ­ლე­ბი ნორ­მა­ლურ მდგო­მა­რო­ე­ბა­ში დამ­ხვდა, თუმ­ცა აქ არ ამო­დი­ან მემ­თე­უ­რე­ბი, აქ მხო­ლოდ მე­სა­ზღვრე­ე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ სა­სა­ზღრო ზოლს.

გულ­და­სა­წყვე­ტია, წლე­ბია ნა­ცა­რას ფო­ტო­ე­ბი ხში­რად მხვდე­ბა ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში. ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი მას ბე­შუმს მი­ა­წე­რენ. არ­სად ამ მთის სა­ხე­ლი ხსე­ნე­ბა არაა, მსგავ­სი რე­ლი­ე­ფი იშ­ვი­ა­თო­ბაა. ეს მხა­რე მდი­და­რია ფლო­რი­თა და ფა­უ­ნით. ვფიქ­რობ ამ კუ­თხის გა­სა­ცო­ცხლე­ბად სავ­სე­ბით რე­ა­ლუ­რია მა­რე­თის ხე­ო­ბა­ში შე­იქ­მნას ახა­ლი ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შუ­ტი სა­ბერ­წია-ნა­ცა­რას მთა... ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ლო­კა­ცი­ის ნახ­ვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რომა
0

დიდი ბედნიერებაა ამ ყველაფრის საკუთარი თვალით ნახვა.ყოჩაღ გიორგი.

რევაზ ცქვიტინიძე.
0

გიორგი ნიკოლავა ჩემი შვილის მეგობარია და რათქმაუნდა ჩემიც , ჩემი ოჯახის სტუმარიც ყოფილა , მე მეამაყება გიორგისთან მეგობრობა , გიორგის ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა და მოგზაურობა ის ძალიან დიდ საქმეს აკეთებს. გიორგი არის კარგ ოჯახში აღზრდილი , ზრდილობიანი ბიჭი , მე და ჩემს შვილსაც გვიყვარს მოგზაურობა და გადაღება მაგრამ გიორგისთან ამ საქმეში ახლოსთანაც ვერმივალთ. 

გიორგი ჩვენო მეგობარო ! ასე მგონია ასე მგონია ასე ძლიერ მარტო შენგიყვარს ჩვენი საქართველო , დღეს როცა ზემოთ ფულის შონაზეა გადასული და ფეხებზე ჰკიდიათ ქვეყანაში ტურიზმის განვითარება შენ უკანასკნელ კაპიკებს ზოგავ და დიდ საქმეს აკეთებ ქვეყნისათვის მაშინ როცა შენი ხელფასი 200 ლარსაც ვერაღწევს. გისურვებ გიორგი წარმატებებს.

/ რევაზ ცქვიტინიძე , ფეისბუკის გვერდი : ჩემი ასკანა /

 

 

ავტორი:

"ბერმუდის სამკუთხედი", საუკოვანი ჯარას სკები და "მეიდან ოდა" - ცნობილი ფოტოგრაფის მისტიური მოგზაურობა და აქამდე უცნობი ამბები მაღალმთიან აჭარაზე

"ბერმუდის სამკუთხედი", საუკოვანი ჯარას სკები და "მეიდან ოდა" - ცნობილი ფოტოგრაფის მისტიური მოგზაურობა და აქამდე უცნობი ამბები მაღალმთიან აჭარაზე

ფოტოგრაფი გიორგი ნიკოლავა წლებია, რაც საქართველოს სხადასხვა რეგიონში ფოტოკამერით ხელში მოგზაურობს, ამჟამად ის მაღალმთიან აჭარის ტურისტულად უცნობ მთა "საბერწიას'' სტუმრობდა. საოცარი მისტიკური მთების ფოტორეპორტაჟმა სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება ჰპოვა.

AMBEBI.GE-მ სწორედ ამ მოგზაურობასთან დაკავშირებით ფოტოხელოვანთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა:

გიორგი ნიკოლავა:

- თავდაპირველად მოგზაურობა დავიწყე, რადგან უკეთ შემეცნო საქართველოს კუთხეები, მთები, სოფლები და მათი ისტორია.. აჭარა განსაკუთრებით მიზიდავს, ჩემთვის მაღალმთიანი აჭარა ამოუწურავი თემაა, ყოველ წელს გაოცებული ვბრუნდები. წელს განსაკუთრებით საინტერესო მოგზაურობა გამოვიდა, საბერწიას მთა შუახევის მუნიციპალიტეტში, შავშეთის ქედის ჩრდილო კალთაზე ზღვის დონიდან 2100 მეტრზე მდებარეობს. ამ მთის მიმართ ინტერესი მას შემდეგ გამიჩნდა როცა შევიტყვე, რომ კლდეზე საუკოვანი ჯარას სკებია განლაგებული. მეგზურობა ადგილობრივმა შესანიშნავმა პიროვნებამ ამირან გოგიტიძემ გამიწია.

სოფლიდან გეზი საბერწიის მთისკენ ავიღეთ, გზა შუაგულ ტყეში იყო გაჭრილი. უფრო და უფრო რთულდებოდა ასვლა. ჩვენი პირველი გაჩერება ჯარას სკები იყო, მაღალ კლდეზე შეფენილი ხის მორისგან გამოთლი სკები ზღაპრულ გარემოს ქმიდა. სკები ისეთ სიმაღლეზე არის მოთავსებული, სადაც მას დათვები ვერ შესწვდება. ამ სიმაღლეზე ასვლას დიდ სიმამაცეს მოითხოვს. "ჯარა" უძველესი ტრადიციული ქართული სკაა, რომელიც ბუნებრივად მიმსგავსებულია თავდაპირველ ფუტკრის საცხოვრის ხის ფუღუროს. სკა ცაცხვის ხისგან მზადება, ვინაიდან ცაცხვი ადვილი დასამუშავებელია და თანაც მსუბუქი მერქანია. კლდეზე საყრდენად გამოყენებულია იშვიათი ხე "უთხოვარი' ,რომელიც დღემდე ხარობს ამ მხარეში. მსოფლიოში ცოტა ადგილი მოინახება, სადაც ველური ფუტკრიდან ადამიანი თაფლს აწარმოებს. საზღვარგარეთ ჯარას სკების მიმართ ინტერესი დიდია, რადგანაც ბიო თაფლად მიიჩნევენ. თანამედროვე სკებისგან განსხვავებით ჯარაში ფუტკარი თავად აშენებს ფიჭას, როგორც მეგზურმა განმიმარტა, შარშან ექსპორტზე თაფლი ამერიკასა და კანადაში ექსპორტზე გაუტანიათ. ჯარაში თაფლის წარმოების ტრადიციას, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ბოლო წლებში ანალოგიური სკები სოფლებში სახლთან ახლოსაც განალაგეს, სადაც დათვებისგან უფრო მეტად არის დაცული.

გიორგი ნიკოლავა

- საბერწიას მთაზე გვიამბეთ, რით არის გამორჩეული ?

- ცუდი გზის გამო 10 კილომეტრის გავლას საათნახევარი დასჭირდა. გზაზე ნისლი ჩამოწვა, რაც მოგზაურობა უფრო მისტიკურს ხდიდა. ბოლო მონაკვეთი ძალიან გავდა თუშეთის გზას. ასვლიდან მალევე გამოჩნდენ ადგილობრივი მემთეურები. სტუმრის მოსვლა გაუგიათ და მალევე მინდვრად სახელდახელოდ სუფრაც გაიშალა. მემთეურები სოფლიდან მთაში მაისიდან სექტემბრამდე ამოდიან, რძის პროდუქტებს აწარმოებენ ზამთრისთვის. კარავში დარჩენას ვაპირებდი, თუმცა მალევე გადამაფიქრებინეს, მეგზურმა მისი სახლი დამითმო. იმ დღეს ამინდი ცხრაჯერ შეიცვალა, გაწვიმდა, ბუნებამ სეტყვაც არ დაიშურა, ნისლმა მოიცვა მთები, აღარაფერი ჩანდა... შებინდებადე ცოტა დრო იყო დარჩენილი, უეცრად გაიფანტა ნისლი და ღრუბლების ზღვა გამოჩნდა. უმალვე გორაზე ავირბინე რათა, მაღლიდან მეხილა ეს სილამაზე.

საოცრად ლამაზი იყო მთის კალთაზე განლაგებული სახლები, ნახევარ კუნძულივით შეჭრილი იყო ღრუბლების ზღვაში. მსგავი რელიეფის დასახლება ლაზეთში რიზეში მდებარეობს, მთას პოკუტი ეწოდება და ტურისტულადაც ცნობილია... რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ბარში იმ დღეს ტემპერატურა 40 გრადუსამდე იყო. მთაში კი შეშის ღუმელი გიზგიზებდა. სარკმლიდან ნისლი შემოედინებოდა, მსგავსი რამ არასდროს მინახავს. დილით მამლის ყივილზე გამომეღვიძა, აქ ყოველი დილა მამლის ყივილით იწყება, რაც ახალი დღის დასაწყის ნიშნავს. ისევ გავეშურე მაღალ გორაზე რათა აისი მეხილა. მთაზე შეფენილი ღრუბლები ნელნელა ერთმანეთს უახლოვდებოდა, მთები გაღვიძებას იწყებდა.

- მაღალმთიანი აჭარის სტუმართმასპინძლობაზე ბევრი საუბრობს, თუმცა "მეიდან ოდას" შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. უფრო დეტალურად მოგვიყევი მის შესახებ...

- "მეიდან ოდა" სტუმრის ოთახია, რომელიც სახლის მშენებლობისას წინასწარ იყო განსაზღვრული. ისტორიული წყაროებიდან 19-ე საუკუნეში აჭარის მთიანეთში საფეხმალო საქარავნე გზა გადიოდა. აქედან იღებს სათავეს "მეიდან ოდა''. სახლში სტუმრისთვის განკუთვნილ ოთახს რიგ შემხვევაში ცალკე ასასვლელი კიბე ჰქონდა. გზაზე შემოღამებულ მგზავრს ნებისმიერ დროს შეეძლო წვეოდა, მაშინაც კი თუ მასპინძელი შინ არ იყო, ან ეძინა, სტუმრისთვის ოთახი წინასწარ იყო მომზადებული და შეშით უზრუნველყოფილი.

გადმოცემის მიხედვით, "მეიდან ოდას" როგორც კი სტუმარი ეწვეოდა და ჭრაქის შუქს საკრმლიდან შენიშნავდენ, სოფელმა იცოდა რომ მათ სოფელს მგზავრი ეწვია. მასპინძელი იქნებოდა ეს თუ სოფლის მკვიდრი, უმალვე მას საკვებს მიართმევდა. სტუმარს შეეძლო, რამდეხანსაც მოისურვებდა იმდეხანს დარჩენილიყო. მასპინძელი არ ინტერესდებოდა შინ მოსულის წარსულით. სტუმარ-მასპინძლობის ინსტიტუტი იმდენად მძლავრი იყო, რომ სტუმრად მოსულ მტერსაც კი არაფერს დაუშავებდენ.

- იქ ყოფნისას რაიმე მეთები და ლეგენდები ხომ არ გსმენიათ?

- ადგილობრივმა მწყემსმა მეტად სახალისო ლეგენდა მიამბო: ლეგენდის თანახმად გასულ საუკუნეში მწყემს ზებურას ნისლში გზა აბნევია და უკანასკნელად საბერწიის მთის კალთაზე შეუნიშნავთ. როცა გამოიდარა მის კვალს ვერსად მიაგნეს, ათი წლის შემდგომ კი ზებურა ბათუმის ნავსადგურში იპოვეს. როგორ აღმოჩნდა თავადაც ვერ აუხსნია, რა მოხდა. ამ ამბის შემდგომ მწყემსები ამ ადგილს "ბერმუდის სამკუთხედსაც" უწოდებდენ. რამდენად რეალური ლეგენდა არ ვიცი, თუმცა რელიეფს ნადვილად აქვს სამკუთხედი ფორმა.

- როგორ ფიქრობთ ტურისტულად თუ იქნება ეს მთა მიმზიდველი ?

- ტურისტებისთვის ეს მთა ამჟამად არ არის ცნობილი. საბერწიას სიახლოვეს კიდევ ერთი დასახლებაა, ნაცარას მთას უწოდებენ, რომელიც სასაზღვრო ზოლში მდებარეობს. დანამდვილებით არავის ახსოვს, როდის და რატომ დაერქვა ამ მთას ნაცარა, დღეს კი სახელს ამართლებს, აქ უკანასკნელი კერა 5 წლის წინ ჩაქვრა ჩაინაცრა. დროც სწორედ მაშინ გაჩერდა. უმეტესი სახლები ნორმალურ მდგომაროებაში დამხვდა, თუმცა აქ არ ამოდიან მემთეურები, აქ მხოლოდ მესაზღვრეები აკონტროლებენ სასაზღრო ზოლს.

გულდასაწყვეტია, წლებია ნაცარას ფოტოები ხშირად მხვდება ინტერნეტ სივრცეში. ტურისტული კომპანიები მას ბეშუმს მიაწერენ. არსად ამ მთის სახელი ხსენება არაა, მსგავსი რელიეფი იშვიათობაა. ეს მხარე მდიდარია ფლორითა და ფაუნით. ვფიქრობ ამ კუთხის გასაცოცხლებად სავსებით რეალურია მარეთის ხეობაში შეიქმნას ახალი ტურისტული მარშუტი საბერწია-ნაცარას მთა... ბევრი საინტერესო ლოკაციის ნახვაა შესაძლებელი.