პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შემოდგომა საბადურის ულამაზეს ტყეში - როგორია ჯადოსნური ტყის სახელის ეტიმოლოგია ( + ფოტოები)
შემოდგომა საბადურის ულამაზეს ტყეში - როგორია ჯადოსნური ტყის სახელის ეტიმოლოგია ( + ფოტოები)

ბოლო წლებ­ში ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის­თვის აღ­მო­ჩე­ნად იქცა სა­ბა­დუ­რის ტყე, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიმ­ზიდ­ვე­ლი დე­და­ქა­ლა­ქე­ლე­ბის­თვის აღ­მოჩ­ნდა. წლის ნე­ბის­მი­ერ სე­ზონ­ზე ტყე მარ­თლაც სა­ოც­რად ლა­მა­ზია, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ზამ­თარ­სა და შე­მოდ­გო­მა­ზე. ახლა სწო­რედ ის დროა, რო­დე­საც უამ­რავ ფე­რად აა­ლე­ბუ­ლი ტყე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მშვე­ნი­ე­რია. შე­სა­ბა­მი­სად, კვი­რის ნე­ბის­მი­ერ დღეს უამ­რავ ადა­მი­ანს ნა­ხავთ, ვინც ყო­ველ­დღი­ურ რუ­ტი­ნას ცდი­ლობს გა­ექ­ცეს და ამ მარ­თლაც ჯა­დოს­ნურ ად­გილს შე­ა­ფა­როს თავი.

პან­დე­მი­ურ­მა ცხოვ­რე­ბამ ტყეს სხვა ფუნ­ქცი­აც შეს­ძი­ნა და დღე­სას­წა­უ­ლე­ბის მო­წყო­ბის ად­გი­ლად აქ­ცია. უკვე არა­ერ­თმა ადა­მი­ან­მა და­უ­კავ­ში­რა აქა­უ­რო­ბას ქორ­წი­ნე­ბის დღე, იუ­ბი­ლე თუ სხვა რამ ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი თა­რი­ღი.

სა­ბა­დუ­რის ტყე მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის მხა­რე­ში, კონ­კრე­ტუ­ლად კი, მცხე­თი­სა და თი­ა­ნე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე­ობს და შე­დის თბი­ლი­სის ეროვ­ნუ­ლი პარ­კის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი ეროვ­ნუ­ლი პარ­კია სა­ქარ­თვე­ლოში. იგი 1973 წელს შე­იქ­მნა და კავ­კა­სი­ო­ნის მთა­ვა­რი ქე­დის სამ­ხრეთ კალ­თე­ბის სა­გუ­რა­მო-იალ­ნოს ქე­დებ­სა და მათ გან­შტო­ე­ბა­თა ფერ­დებ­ზე ზღვის დო­ნი­დან 600-1 700 მ-ის სი­მაღ­ლე­ზე მდე­ბა­რე­ობს.

სა­ბა­დუ­რის ტყე თბი­ლი­სი­დან 20 კმ-ში იწყე­ბა და მისი ფარ­თო­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 5125 ჰექ­ტა­რია. ტყე­ში ძი­რი­თა­დად წიფ­ლის, რცხი­ლი­სა და მუ­ხის ხე­ებს ვხვდე­ბით.

რაც შე­ე­ხე­ბა მისი სა­ხე­ლის ეტი­მო­ლო­გი­ას, ამის რამ­დე­ნი­მე ვერ­სია არ­სე­ბობს, მა­გა­ლი­თად, ერთ-ერ­თის მი­ხედ­ვით, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ, თურ­ქე­ბის ჯარი თი­ა­ნე­თის­კენ წა­სუ­ლა და გზად და­ღა­მე­ბია. "იქ, სა­დაც ახლა ტყეა, გაშ­ლი­ლი ველი ყო­ფი­ლა, მხე­დარ­თმთა­ვარს კი უბ­რძა­ნე­ბია ჯა­რის­თვის "სა­ბაჰ დურო“, ანუ დი­ლამ­დე აქ გავ­ჩერ­დე­თო... თურ­მე თურ­ქუ­ლად "სა­ბაჰ“ "დი­ლას“, "დურ“ კი "შე­ჩე­რე­ბას“ ნიშ­ნავს“, - ყვე­ბი­ან ასა­კო­ვა­ნი თი­ა­ნე­თე­ლე­ბი.

მე­ო­რე ვერ­სი­ით, ტყის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა ტყუ­პი და-ძმის - სა­ბა­სა და დუ­რის სა­ხე­ლებს: ისი­ნი გვა­რად ცალ­ცა­ლაშ­ვი­ლე­ბი ყო­ფი­ლან და ერთ დღეს ტყე­ში და­კა­რუ­ლან. ბევ­რი უძებ­ნი­ათ, თუმ­ცა ვერ­სად უპო­ვი­ათ მშობ­ლებს, დამ­წუხ­რე­ბუ­ლი დედ-მა­მის დარ­დის შე­სამ­სუ­ბუ­ქებ­ლად, ხალ­ხს იმ ტყი­სათ­ვის, სა­დაც ბავ­შვე­ბი და­ი­კარ­გნენ, "სა­ბა­დუ­რი" შე­ურ­ქმე­ვია.

დღეს სა­ბა­დუ­რის ტყე­ში მო­წყო­ბი­ლია ტუ­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, სა­პიკ­ნი­კე, სა­კარ­ვე და ცე­ცხლის და­სან­თე­ბი ად­გი­ლე­ბი. ასე­ვე, გან­თავ­სე­ბუ­ლია სა­ინ­ფორ­მა­ციო და­ფე­ბი.

მოკ­ლედ, თუ გან­ტვირ­თვა და ულა­მა­ზე­სი ხე­დე­ბით ტკბო­ბა გსურთ, სა­ბა­დუ­რის ტყე სა­უ­კე­თე­სო არ­ჩე­ვა­ნია.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა
0

მე და ძმის ისტორია უფრო მომწონს❤❤

ლია
14

შუამთის ტყე გამახსენა, მაგრამ მეჩვენება რომ შუამთა უფრო ლამაზია

ავტორი:

შემოდგომა საბადურის ულამაზეს ტყეში - როგორია ჯადოსნური ტყის სახელის ეტიმოლოგია ( + ფოტოები)

შემოდგომა საბადურის ულამაზეს ტყეში - როგორია ჯადოსნური ტყის სახელის ეტიმოლოგია ( + ფოტოები)

ბოლო წლებში ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის აღმოჩენად იქცა საბადურის ტყე, რომელიც განსაკუთრებულად მიმზიდველი დედაქალაქელებისთვის აღმოჩნდა. წლის ნებისმიერ სეზონზე ტყე მართლაც საოცრად ლამაზია, განსაკუთრებით კი ზამთარსა და შემოდგომაზე. ახლა სწორედ ის დროა, როდესაც უამრავ ფერად აალებული ტყე განსაკუთრებულად მშვენიერია. შესაბამისად, კვირის ნებისმიერ დღეს უამრავ ადამიანს ნახავთ, ვინც ყოველდღიურ რუტინას ცდილობს გაექცეს და ამ მართლაც ჯადოსნურ ადგილს შეაფაროს თავი.

პანდემიურმა ცხოვრებამ ტყეს სხვა ფუნქციაც შესძინა და დღესასწაულების მოწყობის ადგილად აქცია. უკვე არაერთმა ადამიანმა დაუკავშირა აქაურობას ქორწინების დღე, იუბილე თუ სხვა რამ ღირსშესანიშნავი თარიღი.

საბადურის ტყე მცხეთა-მთიანეთის მხარეში, კონკრეტულად კი, მცხეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარეობს და შედის თბილისის ეროვნული პარკის შემადგენლობაში, რომელიც პირველი ეროვნული პარკია საქართველოში. იგი 1973 წელს შეიქმნა და კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთების საგურამო-იალნოს ქედებსა და მათ განშტოებათა ფერდებზე ზღვის დონიდან 600-1 700 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს.

საბადურის ტყე თბილისიდან 20 კმ-ში იწყება და მისი ფართობი დაახლოებით 5125 ჰექტარია. ტყეში ძირითადად წიფლის, რცხილისა და მუხის ხეებს ვხვდებით.

რაც შეეხება მისი სახელის ეტიმოლოგიას, ამის რამდენიმე ვერსია არსებობს, მაგალითად, ერთ-ერთის მიხედვით, საუკუნეების წინ, თურქების ჯარი თიანეთისკენ წასულა და გზად დაღამებია. "იქ, სადაც ახლა ტყეა, გაშლილი ველი ყოფილა, მხედართმთავარს კი უბრძანებია ჯარისთვის "საბაჰ დურო“, ანუ დილამდე აქ გავჩერდეთო... თურმე თურქულად "საბაჰ“ "დილას“, "დურ“ კი "შეჩერებას“ ნიშნავს“, - ყვებიან ასაკოვანი თიანეთელები.

მეორე ვერსიით, ტყის სახელს უკავშირდება ტყუპი და-ძმის - საბასა და დურის სახელებს: ისინი გვარად ცალცალაშვილები ყოფილან და ერთ დღეს ტყეში დაკარულან. ბევრი უძებნიათ, თუმცა ვერსად უპოვიათ მშობლებს, დამწუხრებული დედ-მამის დარდის შესამსუბუქებლად, ხალხს იმ ტყისათვის, სადაც ბავშვები დაიკარგნენ, "საბადური" შეურქმევია.

დღეს საბადურის ტყეში მოწყობილია ტურისტული ინფრასტრუქტურა, საპიკნიკე, საკარვე და ცეცხლის დასანთები ადგილები. ასევე, განთავსებულია საინფორმაციო დაფები.

მოკლედ, თუ განტვირთვა და ულამაზესი ხედებით ტკბობა გსურთ, საბადურის ტყე საუკეთესო არჩევანია.