საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რევოლუციისთვის ჩამოვიდა.
როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილის ერთადერთი მიზანი პროვოკაცია და მათ შორის, რამდენიმე ადამიანის მკვლელობა იყო.
"სააკაშვილი საქართველოში ერთადერთი მიზნით ჩამოვიდა, რომ რევოლუცია მოეხდინა, გადატრიალება და ბინძური პროვოკაცია, რომელიც მას ჰქონდა დაგეგმილი, მათ შორის რამდენიმე ადამიანის მკვლელობა“,- განაცხადა პრემიერმა.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ სააკაშვილი სამართალდამცველებს ჩაბარდა, პრემიერმა განაცხადა: „ჩაგვბარდა კი არა, დავიჭირეთ“.
პრემიერის თქმით, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ სააკაშვილის დროს მისივე დავალებით სისტემა პატიმრებს აუპატიურებდა, აწამებდა და ტანჯავდა.
"მე კი არა მთელმა მსოფლიომ ნახა ის სიბინძურე: წამება და გაუპატიურება, რაც სააკაშვილის დროს ციხეებში ხდებოდა, თქვენ არ ნახეთ კარანტინის დაშლის ვიდეოკადრები? მთელმა მსოფლიომ იცის, რომ სააკაშვილის დროს მისივე დავალებით სისტემა პატიმრებს აუპატიურებდა, აწამებდა და ტანჯავდა“, - განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტს.
ამათ 9 წლ რა გააკეტეს მიშას ბუა ბუა ყვირილის მეტი ეგაც თქვით, რაც იმან ააშენა ამათ ეგაც დაანგრიეს!
ძნელი დასაჯერებელია , მაგრამ ესენი-ნაცები, მიყვებიან გელფანდ ულიანოვის თეორია პრაქტიკის თეზისებს განუწყვეტელი რევოლუციის და მისი ინფორმაციული ველის დეზინფორმაციით გაჯერების შესახებ-ბრბოში სჯერავთ ყველაზე დაუჯერებელი ტყუილისო, ლენინმა , პავრუსის მსმენელმა, ამიტომ, რომ მოგეჩვენებათო რომ გადაამლაშეთო , კიდევ ერთი ტყუილი თქვითო ! ამ მეთოდით ნიკოლოზი დაამხეს პავრუს-გელფანდმა და ულიანოვ ლენინმა , გულმოწყალე იყო ნიკოლოზი და კიდეც ჩაძირეს სისხლისმსმელმა ბოლშევიკებმა საუკუნოვან წყვდიადში რუსეთი , ჰმ , და ჩვენცა ! ვარდისფერი წყვდიადიც არის და ნაცრისფერიც, დიახ ! სუს, მიხედეთ ამათ , მიხედეთ ! ნაცი და ქოცი მოქკავშირიანად შეიძლება აღარ იყონ, არ არცერთი სატელიტი მათი, მაგრამ სუს ხომ უნდა იყოს ?!