კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავღანელმა მშობლებმა, დანარჩენი შვილების გამოსაკვებად, ჩვილი 500 დოლარად გაყიდეს - "ბავშვები შიმშილით მეხოცებოდნენ"
ავღანელმა მშობლებმა, დანარჩენი შვილების გამოსაკვებად, ჩვილი 500 დოლარად გაყიდეს - "ბავშვები შიმშილით მეხოცებოდნენ"

ავ­ღა­ნე­ლი ქალი ამ­ბობს, რომ ოჯა­ხის, და­ნარ­ჩე­ნი შვი­ლე­ბის და­სა­პუ­რებ­ლად, ჩვი­ლი გა­ყი­და. ქალ­მა ამის შე­სა­ხებ BBC-სთან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და. ის ამ­ბობს, რომ ბავ­შვი 500 დო­ლა­რად გა­ყი­და.

მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დედა ავ­ღა­ნე­თის და­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე ერთ-ერთი სოფ­ლის მცხოვ­რე­ბია. მისი თქმით, მყიდ­ვე­ლი მა­მა­კა­ცია და გო­გო­ნა იმ მიზ­ნით შე­ი­ძი­ნა, რომ მო­მა­ვალ­ში თა­ვის ვაჟ­ზე და­ა­ქორ­წი­ნოს.

მან წი­ნას­წა­რი გა­და­სა­ხა­დი - 250$ უკვე გა­და­ი­ხა­და. რო­გორც BBC-ი წერს, ეს თან­ხა ოჯახს რამ­დე­ნი­მე თვე ეყო­ფა საკ­ვე­ბის­თვის. და­ნარ­ჩენ ფულს მყიდ­ვე­ლი მას შემ­დეგ გა­და­იხ­დის, რაც ბავ­შვი ფეხს აიდ­გამს.

"და­ნარ­ჩე­ნი შვი­ლე­ბი შიმ­ში­ლით მე­ხო­ცე­ბოდ­ნენ და ამი­ტომ გავ­ყი­დე ჩემი გო­გო­ნა. რო­გორ არ გან­ვიც­დი, ნე­ტავ სხვა გზა მქო­ნო­და“. - ამ­ბობს სა­სო­წარ­კვე­თი­ლი დედა.

ჩვი­ლის მამა, რო­მე­ლიც ფულს ნა­გავ­საყ­რელ­ზე შეგ­რო­ვე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის გა­ყიდ­ვით შო­უ­ლობ­და, გაზ­რდი­ლი ფა­სე­ბის გამო ვე­ღარ ახერ­ხებს ოჯა­ხის შე­ნახ­ვას.

"ვშიმ­ში­ლობთ. ახლა ოჯახ­ში არც ფქვი­ლი და არც ზეთი გვაქვს. არა­ფე­რი გვაქვს. არ ვიცი ჩემს პა­ტა­რა გო­გო­ნას რა ბედი ელის. არ ვიცი მო­მა­ვალ­ში თუ გაგ­ვკი­ცხავს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო, მაგ­რამ მე ეს უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა“, - ამ­ბობს მამა.

ბავ­შვე­ბის ნა­ად­რე­ვად და­ქორ­წი­ნე­ბა ავ­ღა­ნეთ­ში სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ტრა­დი­ცი­აა, მაგ­რამ რაც უფრო უა­რეს­დე­ბა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა, მშობ­ლე­ბი მით უფრო პა­ტა­რა ასაკ­ში ათხო­ვე­ბენ თა­ვი­ანთ ქა­ლიშ­ვი­ლებს, რა თქმა უნდა, შე­სა­ბა­მი­სი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ.

ბი­ჭე­ბის მშობ­ლე­ბი რაც უფრო პა­ტა­რა გო­გო­ნას ჩა­იგ­დე­ბენ ხელთ, მით მეტი დრო აქვთ, რომ გა­და­სახ­დე­ლი თან­ხა შე­აგ­რო­ვონ.

  • მსოფ­ლი­ოს სა­სურ­სა­თო პროგ­რა­მამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა გაფრ­თხი­ლე­ბა, რომ ავ­ღა­ნეთ­ში, მო­მა­ვალ რამ­დე­ნი­მე თვე­ში, 22.8 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნია მწვა­ვე შიმ­ში­ლის ფონ­ზე გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბის ქვეშ.

მსპ-ს შე­ფა­სე­ბით, ამ­გვა­რი და­სას­რუ­ლის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რია სა­ჭი­რო.

  • მხო­ლოდ ბოლო კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ქა­ბულ­ში უკვე 8 ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა შიმ­ში­ლით.

პა­რა­ლე­ლუ­რად, სოფ­ლებ­ში მცხოვ­რებ 7.3 მი­ლი­ონ ადა­მი­ანს მკაც­რი ზამ­თა­რი ელის. სა­ნამ გვალ­ვა და­ა­ტყდე­ბო­დათ თავს, ისი­ნი ფერ­მა­ში მოყ­ვა­ნი­ლი პრო­დუქ­ტით ახერ­ხებ­დნენ თა­ვის გა­ტა­ნას. ახლა კი უსახ­სროდ არი­ან დარ­ჩე­ნი­ლი.

თა­ლი­ბე­ბის შე­მოს­ვლამ­დეც, ავ­ღა­ნე­თის მშპ-ის 40%-ს სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა შე­ად­გენ­და.

მსოფ­ლი­ოს ლი­დე­რე­ბი ეძე­ბენ გზებს, რომ ავ­ღა­ნე­თის მო­სახ­ლე­ო­ბას გა­დას­ცენ 1მი­ლი­არ­დი­ა­ნი დახ­მა­რე­ბა ისე, რომ თა­ლი­ბან­მა არ მი­ი­სა­კუთ­როს ის და ხალ­ხი ისევ სა­სიკ­ვდი­ლოდ არ გა­წი­როს.

ავ­ღა­ნე­თის ისე­დაც სუს­ტი ეკო­ნო­მი­კა პამ­დე­მი­ის, გა­უ­საძ­ლი­სი გვალ­ვის და თა­ლი­ბა­ნის შეჭ­რის ფონ­ზე, ახლა უკვე კო­ლაფ­სის წი­ნა­შეა.

წყა­რო:

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gia
4

ჩამოვიყვანოთ ჩვენც, ჩემი ნათესაცი 20 წელია შვილად აყვანის რიგს ელოდება და უპრებლომოდ გადაიხდიდა 500 დოლარს.

123
7

ამ დამშეულ ხალხს რაღა ესექსება

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

ავღანელმა მშობლებმა, დანარჩენი შვილების გამოსაკვებად, ჩვილი 500 დოლარად გაყიდეს - "ბავშვები შიმშილით მეხოცებოდნენ"

ავღანელმა მშობლებმა, დანარჩენი შვილების გამოსაკვებად, ჩვილი 500 დოლარად გაყიდეს - "ბავშვები შიმშილით მეხოცებოდნენ"

ავღანელი ქალი ამბობს, რომ ოჯახის, დანარჩენი შვილების დასაპურებლად, ჩვილი გაყიდა. ქალმა ამის შესახებ BBC-სთან საუბრისას განაცხადა. ის ამბობს, რომ ბავშვი 500 დოლარად გაყიდა.

მრავალშვილიანი დედა ავღანეთის დასავლეთით მდებარე ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებია. მისი თქმით, მყიდველი მამაკაცია და გოგონა იმ მიზნით შეიძინა, რომ მომავალში თავის ვაჟზე დააქორწინოს.

მან წინასწარი გადასახადი - 250$ უკვე გადაიხადა. როგორც BBC-ი წერს, ეს თანხა ოჯახს რამდენიმე თვე ეყოფა საკვებისთვის. დანარჩენ ფულს მყიდველი მას შემდეგ გადაიხდის, რაც ბავშვი ფეხს აიდგამს.

"დანარჩენი შვილები შიმშილით მეხოცებოდნენ და ამიტომ გავყიდე ჩემი გოგონა. როგორ არ განვიცდი, ნეტავ სხვა გზა მქონოდა“. - ამბობს სასოწარკვეთილი დედა.

ჩვილის მამა, რომელიც ფულს ნაგავსაყრელზე შეგროვებული ნივთების გაყიდვით შოულობდა, გაზრდილი ფასების გამო ვეღარ ახერხებს ოჯახის შენახვას.

"ვშიმშილობთ. ახლა ოჯახში არც ფქვილი და არც ზეთი გვაქვს. არაფერი გვაქვს. არ ვიცი ჩემს პატარა გოგონას რა ბედი ელის. არ ვიცი მომავალში თუ გაგვკიცხავს ამ გადაწყვეტილების გამო, მაგრამ მე ეს უნდა გამეკეთებინა“, - ამბობს მამა.

ბავშვების ნაადრევად დაქორწინება ავღანეთში საუკუნოვანი ტრადიციაა, მაგრამ რაც უფრო უარესდება ქვეყნის ეკონომიკა, მშობლები მით უფრო პატარა ასაკში ათხოვებენ თავიანთ ქალიშვილებს, რა თქმა უნდა, შესაბამისი თანხის სანაცვლოდ.

ბიჭების მშობლები რაც უფრო პატარა გოგონას ჩაიგდებენ ხელთ, მით მეტი დრო აქვთ, რომ გადასახდელი თანხა შეაგროვონ.

  • მსოფლიოს სასურსათო პროგრამამ გამოაქვეყნა გაფრთხილება, რომ ავღანეთში, მომავალ რამდენიმე თვეში, 22.8 მილიონი ადამიანია მწვავე შიმშილის ფონზე გარდაცვალების საშიშროების ქვეშ.

მსპ-ს შეფასებით, ამგვარი დასასრულის თავიდან ასაცილებლად მილიონობით დოლარია საჭირო.

  • მხოლოდ ბოლო კვირის განმავლობაში, ქაბულში უკვე 8 ბავშვი გარდაიცვალა შიმშილით.

პარალელურად, სოფლებში მცხოვრებ 7.3 მილიონ ადამიანს მკაცრი ზამთარი ელის. სანამ გვალვა დაატყდებოდათ თავს, ისინი ფერმაში მოყვანილი პროდუქტით ახერხებდნენ თავის გატანას. ახლა კი უსახსროდ არიან დარჩენილი.

თალიბების შემოსვლამდეც, ავღანეთის მშპ-ის 40%-ს სხვა ქვეყნებიდან შემოსული დაფინანსება შეადგენდა.

მსოფლიოს ლიდერები ეძებენ გზებს, რომ ავღანეთის მოსახლეობას გადასცენ 1მილიარდიანი დახმარება ისე, რომ თალიბანმა არ მიისაკუთროს ის და ხალხი ისევ სასიკვდილოდ არ გაწიროს.

ავღანეთის ისედაც სუსტი ეკონომიკა პამდემიის, გაუსაძლისი გვალვის და თალიბანის შეჭრის ფონზე, ახლა უკვე კოლაფსის წინაშეა.

წყარო:

მოამზადა ანა სიბოშვილმა