კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მადლობა ღმერთს, დღეს დაისვენა როგორც საქართველომ, ასევე უკრაინამ" - ირაკლი კობახიძის მორიგი განცხადება სააკაშვილზე
"მადლობა ღმერთს, დღეს დაისვენა როგორც საქართველომ, ასევე უკრაინამ" - ირაკლი კობახიძის მორიგი განცხადება სააკაშვილზე

"ერ­თა­დერ­თი, რაც ორი ქვეყ­ნის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში უხერ­ხუ­ლო­ბას ქმნი­და, სა­ა­კაშ­ვი­ლის ფაქ­ტო­რი იყო და მად­ლო­ბა ღმერ­თს, დღეს და­ის­ვე­ნა რო­გორც სა­ქარ­თვე­ლომ, ასე­ვე უკ­რა­ი­ნამ, - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც უპა­სუ­ხა კი­თხვას, ხომ არ ქმნის სა­ხელ­მწი­ფო­ებს შო­რის უხერ­ხუ­ლო­ბას ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არ შე­მო­უშ­ვეს.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძე აღ­ნიშ­ნავს, 30 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ ყვე­ლა­ნა­ი­რი უხერ­ხუ­ლო­ბა გაქ­რე­ბა.

"პა­ტა­რა კუ­დე­ბი რჩე­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გამო, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ აქე­დან შოუ მო­ა­წყონ, მაგ­რამ გარ­წმუ­ნებთ, 30 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ სა­ა­კაშ­ვი­ლის თემა დღის წეს­რი­გი­დან სა­ერ­თოდ გაქ­რე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე გაქ­რე­ბა ყვე­ლა­ნა­ი­რი უხერ­ხუ­ლო­ბა, რაც დღემ­დე არ­სე­ბობ­და სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის. რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შე­მოშ­ვე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში, ეს არის შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის გა­და­სა­წყვე­ტი და იგი­ვე რამ შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს უკ­რა­ი­ნა­შიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გერ­მა­ნი­ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ და ა.შ. ერთი არის მთა­ვა­რი, რომ შოუს დად­გმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას არა­ვის მივ­ცემთ. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რა­ტომ არ შე­მო­უშ­ვა კონ­კრე­ტულ­მა უწყე­ბამ სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­კრე­ტუ­ლი პირი, გან­მარ­ტე­ბას ვერ გა­ვა­კე­თებ“,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უკ­რა­ი­ნელ ად­ვო­კატ ევ­გე­ნი გრუ­შო­ვეც­სა და უკ­რა­ი­ნელ ჟურ­ნა­ლისტ დი­მიტ­რი გორ­დონს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა­ზე უარი უთხრეს. ფაქ­ტზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ჯერ არ გა­უ­კე­თე­ბია.

მკითხველის კომენტარები / 57 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Z
4

იქნებ ჯობია ამ არაადეკვატური ერთეულის უკან სახლში უკრაინაში გაშვება? ხომ არ ჯობია ვთხოვოთ ზელენსიკის მისი ექსტრადირება მოითხოვოს და ისევ რძისა და მწვნის კონტეინერით გავუგზავნოთ უკან?

არა მგონია ზელენსკი ექსტრადირებაზე დაგვთანხმდეს რადგან ვფიქრობ უკრაინა ხარობს მის მოცილებას, მაგრამ როგორც იტყვიან ცდა ბედის მონახევრეა.

დალი
21

ნესტან-დარეჯან ქაჯებს ჰყავს ,მოელის ტურფა გამომსხნელს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"მადლობა ღმერთს, დღეს დაისვენა როგორც საქართველომ, ასევე უკრაინამ" - ირაკლი კობახიძის მორიგი განცხადება სააკაშვილზე

"მადლობა ღმერთს, დღეს დაისვენა როგორც საქართველომ, ასევე უკრაინამ" - ირაკლი კობახიძის მორიგი განცხადება სააკაშვილზე

"ერთადერთი, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობაში უხერხულობას ქმნიდა, სააკაშვილის ფაქტორი იყო და მადლობა ღმერთს, დღეს დაისვენა როგორც საქართველომ, ასევე უკრაინამ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ ქმნის სახელმწიფოებს შორის უხერხულობას ის, რომ საქართველოში უკრაინის მოქალაქეები არ შემოუშვეს.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, 30 ოქტომბრის შემდეგ ყველანაირი უხერხულობა გაქრება.

"პატარა კუდები რჩება იმ ადამიანების გამო, რომლებიც ცდილობენ აქედან შოუ მოაწყონ, მაგრამ გარწმუნებთ, 30 ოქტომბრის შემდეგ სააკაშვილის თემა დღის წესრიგიდან საერთოდ გაქრება. აქედან გამომდინარე გაქრება ყველანაირი უხერხულობა, რაც დღემდე არსებობდა საქართველოსა და უკრაინას შორის. რაც შეეხება კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეების შემოშვებას საქართველოში, ეს არის შესაბამისი უწყებების გადასაწყვეტი და იგივე რამ შეიძლება მოხდეს უკრაინაშიც საქართველოს მოქალაქეების მიმართ, ამერიკის შეერთებულ შტატებში გერმანიის მოქალაქეების მიმართ და ა.შ. ერთი არის მთავარი, რომ შოუს დადგმის შესაძლებლობას არავის მივცემთ. რაც შეეხება იმას, რატომ არ შემოუშვა კონკრეტულმა უწყებამ საქართველოში კონკრეტული პირი, განმარტებას ვერ გავაკეთებ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელ ადვოკატ ევგენი გრუშოვეცსა და უკრაინელ ჟურნალისტ დიმიტრი გორდონს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს. ფაქტზე ოფიციალური განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ არ გაუკეთებია.