პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღარიბაშვილმა ღარიბაშვილს გადააჭარბა, "სასწაული“ გამოსვლა ჰქონდა" - ვახტანგ ძაბირაძე
"ღარიბაშვილმა ღარიბაშვილს გადააჭარბა,  "სასწაული“ გამოსვლა ჰქონდა" - ვახტანგ ძაბირაძე

ექ­სპერ­ტი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გუ­შინ­დე­ლი აქ­ცი­ის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს. ექ­სპერ­ტის შე­ფა­სე­ბით, მსგავ­სი ტი­პის შეკ­რე­ბე­ბი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­ზე გავ­ლე­ნას ვერ მო­ახ­დენს.

"არ მგო­ნია, ამ აქ­ცი­ამ და გა­მოს­ვლებ­მა არ­ჩევ­ნებ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი ელექ­ტო­რა­ლუ­რი მო­ზიდ­ვა გა­მო­იწ­ვი­ოს - ასე­თი აქ­ცია, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აკე­თებს, რო­გორც წესი, უფრო უკუ­შე­დე­გის მომ­ტა­ნია, ვიდ­რე და­დე­ბი­თის, - ამ­ბობს ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა აქ­ცი­ა­ზე მმარ­თვე­ლი გუნ­დის ლი­დე­რე­ბის გა­მოს­ვლებს, რო­გორც ძა­ბი­რა­ძე აღ­ნიშ­ნავს, „ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ღა­რი­ბაშ­ვილს გა­და­ა­ჭარ­ბა“.

„მი­ზან­თან და­კავ­ში­რე­ბით თა­ვად ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ­ბობს, რომ შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი აქ­ცია იყო. მაგ­რამ ერ­თია, რას ამ­ბობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და მე­ო­რეა, რო­გორ აღიქ­ვამს ამას სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ეს იყო დე­მონ­სტრი­რე­ბა, ამის შე­სა­ხებ, თა­ვა­დაც ამ­ბო­ბენ ხოლ­მე. რო­დე­საც პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე აცხა­დებს - ჩვენ იმ­დე­ნი მძღო­ლი დაგ­ვჭირ­დე­ბა, რამ­დე­ნიც ოპო­ზი­ცი­ის აქ­ცი­ა­ზე იყო, იმას მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ეს მა­ინც კონ­ტრაქ­ცია იყო. სა­ზო­გა­დო­ე­ბაც ასე­ვე აღიქ­ვამს. ხალ­ხმრავ­ლო­ბა, მარ­თლაც სე­რი­ო­ზუ­ლი იყო, მაგ­რამ რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აკე­თებს აქ­ცი­ას, იქ ხალ­ხმრავ­ლო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ არის, იმი­ტომ, რომ ამა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა აღიქ­ვამს რო­გორც სა­ხე­ლი­სუფ­ლებ­ლო რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბას. ამი­ტომ 2012 წლის აქ­ცი­ას­თან შე­და­რე­ბა არას­წო­რი და არა­სე­რი­ო­ზუ­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად აქ­ცი­ის ში­ნა­არსს, ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლამ იცო­და, რომ ეს აქ­ცია ძი­რი­თა­დად მა­ინც ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კრი­ტი­კი­სად­მი იქ­ნე­ბო­და მი­ძღვნი­ლი, მაგ­რამ პი­რა­დად ჩემ­თვის საკ­მა­ოდ დამ­თრგუნ­ვე­ლად იმოქ­მე­და იმ ფაქ­ტმა, რომ ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ღა­რი­ბაშ­ვილს გა­და­ა­ჭარ­ბა, ისე­თი გა­მოს­ვლა იყო. „სას­წა­უ­ლი“ გა­მოს­ვლა ჰქონ­და“, - გა­ნა­ცხა­და ძა­ბი­რა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის აქ­ცია ისე­თი მომ­გე­ბი­ა­ნი არ იქ­ნე­ბა, რო­გორც ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჰგო­ნია.

„ჩემი აზ­რით, არც ისე მომ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა რო­გორც ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჰგო­ნია. მათ რა­ღაც­ნა­ი­რად უნ­დო­დათ რე­ა­ნი­მი­რე­ბა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ 2012 წლის აქ­ცი­ის­თვის, მაგ­რამ ეს არ გა­მო­დის. მა­შინ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც იქ მი­ვიდ­ნენ, მარ­თლა მი­ვიდ­ნენ იმი­ტომ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­წი­ნაღ­მდე­გე­ე­ბი იყ­ვნენ. დღეს, რო­დე­საც ავ­ტო­ბუ­სე­ბით ჩა­მოგ­ყავს, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ რე­სურ­სებს იყე­ნებ და ა.შ. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ეჭ­ვე­ბია ასე­თი - ასე­თი აქ­ცი­ე­ბი სხვაც გვი­ნა­ხავს და ამას არას­დროს ისე­თი შე­დე­გი არ გა­მო­უწ­ვე­ვია, რომ ღი­რე­ბუ­ლი­ყო ამის ჩა­ტა­რე­ბა. ამას ჯობ­და, სა­დაც თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩე­ვე­ბია, იმ ქა­ლა­ქებ­ში გა­ე­კე­თე­ბი­ნათ აქ­ცი­ე­ბი ან რე­გი­ო­ნა­ლურ ცენ­ტრებ­ში, ცენ­ტრა­ლურ ქა­ლა­ქებ­ში. იმე­რეთ­ში ორ თუ სამ რა­ი­ონ­შია მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი და მა­გა­ლი­თად, ქუ­თა­ის­ში გა­ე­კე­თე­ბი­ნათ. რა­ღაც ასე­თი ჯობ­და, ჩემი აზ­რით, ვიდ­რე თბი­ლის­ში ყვე­ლას ჩა­მოყ­ვა­ნა“,- გა­ნა­ცხა­და ძა­ბი­რა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლის­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მხარ­და­სა­ჭე­რი აქ­ცია გუ­შინ გა­ი­მარ­თა. პარ­ტი­ის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი აქ­ცია, რო­მე­ლიც თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე მო­ე­წყო, 17:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო და და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­და. აქ­ცი­ას მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნი­დან შე­უ­ერ­თდნენ.

აქ­ცი­ა­ზე შეკ­რე­ბი­ლებს სი­ტყვით მი­მარ­თეს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რებ­მა, მათ შო­რის, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა, პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ და თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­დატ­მა კახა კა­ლა­ძემ. მათ მო­ქა­ლა­ქე­ებს 30 ოქ­ტომ­ბერს, თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ზე მის­ვლის­კენ მო­უ­წო­დეს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მე ქართველი ვარ.
5

როდის გამოირჩეოდა ქოცეთი აზრიანი მანერებით რომ ეხლა გაეკეთებინათ ჭკუით. ერთი ჭკვიანი კაცი დამისახელეთ ქოცებში...ერთი..., დამისახელეთ და ქოცების ფანი უნდა გავხდე. ერთუჯრედიანების ტალპა. გაუნათლებელი უნიჭო ბრბო.

არა ტროლი
13

არ ვიცი ვის რა მოლოდინები აქვს, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებს და სააკაშვილს წამზომსაც ჩაურთობს ხალხი, აჰააა მოგიყვანეთ და მოგვხედე თორემ ვეღარ გაგვასწრებო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ღარიბაშვილმა ღარიბაშვილს გადააჭარბა, "სასწაული“ გამოსვლა ჰქონდა" - ვახტანგ ძაბირაძე

"ღარიბაშვილმა ღარიბაშვილს გადააჭარბა,  "სასწაული“ გამოსვლა ჰქონდა" - ვახტანგ ძაბირაძე

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე "ინტერპრესნიუსთან" "ქართული ოცნების" გუშინდელი აქციის შესახებ საუბრობს. ექსპერტის შეფასებით, მსგავსი ტიპის შეკრებები არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.

"არ მგონია, ამ აქციამ და გამოსვლებმა არჩევნებზე სერიოზული ელექტორალური მოზიდვა გამოიწვიოს - ასეთი აქცია, როდესაც ხელისუფლება აკეთებს, როგორც წესი, უფრო უკუშედეგის მომტანია, ვიდრე დადებითის, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

რაც შეეხება აქციაზე მმართველი გუნდის ლიდერების გამოსვლებს, როგორც ძაბირაძე აღნიშნავს, „ღარიბაშვილმა ღარიბაშვილს გადააჭარბა“.

„მიზანთან დაკავშირებით თავად ხელისუფლება ამბობს, რომ შემაჯამებელი აქცია იყო. მაგრამ ერთია, რას ამბობს ხელისუფლება და მეორეა, როგორ აღიქვამს ამას საზოგადოება. ბუნებრივია, რომ ეს იყო დემონსტრირება, ამის შესახებ, თავადაც ამბობენ ხოლმე. როდესაც პარტიის თავმჯდომარე აცხადებს - ჩვენ იმდენი მძღოლი დაგვჭირდება, რამდენიც ოპოზიციის აქციაზე იყო, იმას მიანიშნებს, რომ ეს მაინც კონტრაქცია იყო. საზოგადოებაც ასევე აღიქვამს. ხალხმრავლობა, მართლაც სერიოზული იყო, მაგრამ როდესაც ხელისუფლება აკეთებს აქციას, იქ ხალხმრავლობა მნიშვნელოვანი არ არის, იმიტომ, რომ ამასაც საზოგადოება აღიქვამს როგორც სახელისუფლებლო რესურსის გამოყენებას. ამიტომ 2012 წლის აქციასთან შედარება არასწორი და არასერიოზულია.

რაც შეეხება თავად აქციის შინაარსს, ბუნებრივია, ყველამ იცოდა, რომ ეს აქცია ძირითადად მაინც ყოფილი ხელისუფლების კრიტიკისადმი იქნებოდა მიძღვნილი, მაგრამ პირადად ჩემთვის საკმაოდ დამთრგუნველად იმოქმედა იმ ფაქტმა, რომ ღარიბაშვილმა ღარიბაშვილს გადააჭარბა, ისეთი გამოსვლა იყო. „სასწაული“ გამოსვლა ჰქონდა“, - განაცხადა ძაბირაძემ.

მისივე თქმით, მმართველი პარტიის აქცია ისეთი მომგებიანი არ იქნება, როგორც ეს ხელისუფლებას ჰგონია.

„ჩემი აზრით, არც ისე მომგებიანი იქნება როგორც ეს ხელისუფლებას ჰგონია. მათ რაღაცნაირად უნდოდათ რეანიმირება გაეკეთებინათ 2012 წლის აქციისთვის, მაგრამ ეს არ გამოდის. მაშინ ადამიანები, ვინც იქ მივიდნენ, მართლა მივიდნენ იმიტომ, რომ ხელისუფლების მოწინაღმდეგეები იყვნენ. დღეს, როდესაც ავტობუსებით ჩამოგყავს, ადმინისტრაციულ რესურსებს იყენებ და ა.შ. ყოველ შემთხვევაში ეჭვებია ასეთი - ასეთი აქციები სხვაც გვინახავს და ამას არასდროს ისეთი შედეგი არ გამოუწვევია, რომ ღირებულიყო ამის ჩატარება. ამას ჯობდა, სადაც თვითმმართველობის არჩევებია, იმ ქალაქებში გაეკეთებინათ აქციები ან რეგიონალურ ცენტრებში, ცენტრალურ ქალაქებში. იმერეთში ორ თუ სამ რაიონშია მუნიციპალური არჩევნები და მაგალითად, ქუთაისში გაეკეთებინათ. რაღაც ასეთი ჯობდა, ჩემი აზრით, ვიდრე თბილისში ყველას ჩამოყვანა“,- განაცხადა ძაბირაძემ.

ცნობისთვის, თბილისში „ქართული ოცნების” მხარდასაჭერი აქცია გუშინ გაიმართა. პარტიის შემაჯამებელი აქცია, რომელიც თავისუფლების მოედანზე მოეწყო, 17:00 საათზე დაიწყო და დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. აქციას მოქალაქეები სხვადასხვა რეგიონიდან შეუერთდნენ.

აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ. მათ მოქალაქეებს 30 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე მისვლისკენ მოუწოდეს.