მე მინდა მერიის თანამშრომლებს მივმართო - მე „ბაბა იაგა“ არ ვარ, ვინც ღირსეულია, ვინც კვალიფიციური თანამშრომელია, ვინც პატიოსანია, ვისაც უყვარს ზუგდიდი და არაა გადასული ფულის შოვნაზე, ყველა დარჩება, - ამის შესახებ ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ ზუგდიდში გამართულ აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მერია, ასევე, შეივსება ახალგაზრდა, ნიჭიერი კადრებით, რომლებიც საქმის მცოდნეები იქნებიან.
"მერია კორუფციისგან უნდა გავათავისუფლოთ. გზების მშენებლობა ერთსა და იმავე ქუჩაზე - სამჯერ, ოთხჯერ, აკეთებენ იქ, სადაც იგებენ, იქ სადაც "ნაციონალებს" აძლევენ ხმას, მოუწესრიგებელია.
ბოლო 9 წლის განმავლობაში მილიონზე მეტი ქართველია ემიგრანტად, ბავშვები დედის სითბოს, დედის სუნის გარეშე იზრდებიან. ჩვენ ღირსეულად უნდა დავაბრუნოთ ეს ხალხი საქართველოში, მაგრამ შევუქმნათ პირობები. 14 ათასამდე ბავშვს სკოლაში უფასო კვება უნდა ჰქონდეს. პენსიონერებს პენსია უნდა გავუზარდოთ და რაც მთავარია, პენსიის გაზრდასთან ერთად ხვალინდელი ბედნიერი დღის იმედი უნდა ჩავუსახოთ. ხმა მომეცით, 30 ოქტომბერს, მოდით, ამათი ნუ შეგეშინდებათ, ზეწოლას უარი, ყველა ერთად დავდგეთ, თქვენს ხმებს ჩემი გუნდი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე დაიცავს. მინდა საქართველო გამარჯვებული, გაბრწყინებული ვნახო. მე ვიქნები ყველა თქვენგანის მეგობარი მერი. როგორც ექიმი ანზორ მელიას ტელეფონი მუდმივად ჩართულია, ისე იქნება ჩემი, როგორც მერის ტელეფონი ჩართული", - განაცხადა ანზორ მელიამ.
რა საინტერესოა როგორ უნდა გაარჩიოს ამ კაცმა ვინაა ფულის შოვნაზე გადასულინდა ვინ არა.
ყველაზე მეტად მამა-შვილ მელიებს მამის ბიზნესი აწუხებთ!
2012 წელს დღევანდელი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უფროს მელიას უთქვამს იმდენი მაქვს ჩემს ბიზნესში ჩადებული, რომ თავი მოსაკლავი მექნება თუ დღევანდელმა მთავრობამ ხელი შემიშალაო.
ბატონო ანზორ! როგორც ვიცი, თქვენი ბიზნესისთვის ხელი არავის უხლია. ასე არ არის?
საბედნიეროდ ნაცების მმართველობის დრო წარსულს ჩაბარდა.