პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ წუთიდან უარს ვამბობ ყველანაირ მკურნალობაზე, ანალიზებსა და შემოწმებაზე" - რა წერილს აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილი?
"ამ წუთიდან უარს ვამბობ ყველანაირ მკურნალობაზე, ანალიზებსა და შემოწმებაზე" - რა წერილს აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილი?

ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ცი­ხი­დან ახალ წე­რილს ავ­რცე­ლებს, რი­თაც მე-12 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის უფ­როსს ზუ­რაბ მო­დე­ბა­ძეს მი­მარ­თავს.

წე­რილ­ში, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­ა­კაშ­ვი­ლის ერთ-ერ­თმა ად­ვო­კატ­მა დი­მიტ­რი სა­ძაგ­ლიშ­ვილ­მა გა­აც­ნო, აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უარს ამ­ბობს შიმ­ში­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა­ნა­ირ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე, ანა­ლი­ზებ­ზე, რე­ა­ნი­მო­ბი­ლის ბრი­გა­დის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე და შე­მოწ­მე­ბა­ზე.

"მე-12 ცი­ხის, ივა­ნიშ­ვი­ლის დი­ლე­გის უფ­როსს ზუ­რაბ მო­დე­ბა­ძეს, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა

ამ წუ­თი­დან უარს ვამ­ბობ შიმ­ში­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა­ნა­ირ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე, ანა­ლი­ზებ­ზე, რე­ა­ნო­მო­ბი­ლის ბრი­გა­დის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე და შე­მოწ­მე­ბებ­ზე. მხო­ლოდ მი­ვი­ღებ იმ წამ­ლებს, რაც შიმ­ში­ლო­ბას არ უკავ­შირ­დე­ბა, სა­ნამ შეხ­ვედ­რა­თა ოთახს არ და­უბ­რუ­ნებთ პირ­ვან­დელ სა­ხეს და არ მო­მე­ცე­მა ჩემი პრო­ცე­სუ­ა­ლუ­რი უფ­ლე­ბე­ბით სარ­გებ­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა", - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

გარ­და ამი­სა, ად­ვო­კა­ტის თქმით, შექ­მნი­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი მი­უ­თი­თებს იმას, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს სა­ა­კაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის გეგ­მა.

"ხაზი მინ­და გა­ვუს­ვა იმ გა­რე­მო­ე­ბას, რომ და­წყე­ბუ­ლი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მე­ბით, გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი ასე­თი წვრილ­მა­ნი, მაგ­რამ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ში­ნა­არ­სობ­რი­ვი პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნით, რო­გო­რიც არის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უფ­ლე­ბის წარ­თმე­ვა პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის, რე­ა­ლუ­რად ეს გა­რე­მო­ე­ბე­ბი უთი­თებს იმას, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს სა­ა­კაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის გეგ­მა.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის პი­რა­დი პა­ტი­მა­რი და შე­სა­ბა­მი­სად, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ას­რუ­ლებ­და სწო­რედ მის და­ვა­ლე­ბებს. მინ­და მო­ვუ­წო­დო ყვე­ლა ადა­მი­ანს, ვინც მო­ნა­წი­ლე­ობს ამ სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ში, და­წყე­ბუ­ლი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ნიკა ცხვა­რი­აშ­ვი­ლით გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი მე-12 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რის ზუ­რაბ მო­დე­ბა­ძით და ყვე­ლა იმ თა­ნამ­შრომ­ლით, რო­მე­ლიც ას­რუ­ლებს უკა­ნო­ნო და­ვა­ლე­ბებს - თქვე­ნი სა­ხე­ლი და გვა­რე­ბი არ­სად არ ქრე­ბა და ყვე­ლა ადა­მი­ანს, ვინც სჩა­დის უკა­ნო­ნო­ბას პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ აუ­ცი­ლებ­ლად მო­უ­წევს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე წარ­დგე­ნა და ასე­ვე, ეს იქ­ნე­ბა შავი ლაქა, რო­მელ­საც მათი შთა­მო­მავ­ლო­ბაც ვერ ჩა­მო­ი­რე­ცხავს თუკი ისი­ნი არ მო­ე­გე­ბი­ან გონს", - გა­ნა­ცხა­და სა­ძაგ­ლიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლელი
4

ცოტა ადრე ვერ თქვი, დღეს უკვე ორჯერ ვჭამე საჭმელი და დავიღუპე უეჭველად...როგორღა გიგულშემატკივრო მაძღარმა?!

ნეიტრალი
7

ოღონდაცა რაა...მეტი სადარდებელი არ მიეცეს საქართველოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"ამ წუთიდან უარს ვამბობ ყველანაირ მკურნალობაზე, ანალიზებსა და შემოწმებაზე" - რა წერილს აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილი?

"ამ წუთიდან უარს ვამბობ ყველანაირ მკურნალობაზე, ანალიზებსა და შემოწმებაზე" - რა წერილს აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილი?

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ახალ წერილს ავრცელებს, რითაც მე-12 პენიტენციური დაწესებულების უფროსს ზურაბ მოდებაძეს მიმართავს.

წერილში, რომელიც საზოგადოებას სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გააცნო, აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე, ანალიზებზე, რეანიმობილის ბრიგადის მომსახურებაზე და შემოწმებაზე.

"მე-12 ციხის, ივანიშვილის დილეგის უფროსს ზურაბ მოდებაძეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება

ამ წუთიდან უარს ვამბობ შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე, ანალიზებზე, რეანომობილის ბრიგადის მომსახურებაზე და შემოწმებებზე. მხოლოდ მივიღებ იმ წამლებს, რაც შიმშილობას არ უკავშირდება, სანამ შეხვედრათა ოთახს არ დაუბრუნებთ პირვანდელ სახეს და არ მომეცემა ჩემი პროცესუალური უფლებებით სარგებლობის საშუალება", - წერს სააკაშვილი.

გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, შექმნილი გარემოებები მიუთითებს იმას, რომ ხელისუფლებას აქვს სააკაშვილის მკვლელობის გეგმა.

"ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ დაწყებული ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემებით, გაგრძელებული ასეთი წვრილმანი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი შინაარსობრივი პრობლემების შექმნით, როგორიც არის კომუნიკაციის უფლების წართმევა პრეზიდენტ სააკაშვილისთვის, რეალურად ეს გარემოებები უთითებს იმას, რომ ხელისუფლებას აქვს სააკაშვილის მკვლელობის გეგმა.

მოგეხსენებათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ვლადიმერ პუტინის პირადი პატიმარი და შესაბამისად, "ქართული ოცნება" ასრულებდა სწორედ მის დავალებებს. მინდა მოვუწოდო ყველა ადამიანს, ვინც მონაწილეობს ამ სპეცოპერაციაში, დაწყებული პენიტენციური სამსახურის უფროსი ნიკა ცხვარიაშვილით გაგრძელებული მე-12 დაწესებულების დირექტორის ზურაბ მოდებაძით და ყველა იმ თანამშრომლით, რომელიც ასრულებს უკანონო დავალებებს - თქვენი სახელი და გვარები არსად არ ქრება და ყველა ადამიანს, ვინც სჩადის უკანონობას პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ აუცილებლად მოუწევს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა და ასევე, ეს იქნება შავი ლაქა, რომელსაც მათი შთამომავლობაც ვერ ჩამოირეცხავს თუკი ისინი არ მოეგებიან გონს", - განაცხადა საძაგლიშვილმა.