ავტორი:

ევროპის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 18%-ით გაიზარდა - რა წერია ჯანმოს ანგარიშში?

ევროპის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 18%-ით გაიზარდა - რა წერია ჯანმოს ანგარიშში?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კორონავირუსის 2.9 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 413 ადამიანი.

ჯანმო-ს მონაცემებით, გასულ კვირას, წინა კვირასთან შედარებით, ახალი შემთხვევები 4%-ით, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 5%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ევროპის რეგიონში უკვე მეოთხე კვირაა დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა იზრდება. წინა კვირის მონაცემებთან შედარებით ამ კვირაში 18%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეული ეპიდსიტუაციის ანალიზის მიხედვით, ინფიცირებულთა რაოდენობა განსაკუთრებით აფრიკის რეგიონში შემცირდა, დაახლოებით 21%-ით , მას მოჰყვება დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონი 17%-იანი კლების მაჩვენებლით.

რაც შეეხება ქვეყნებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაინფიცირების შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 512 956 შემთხვევა აშშ-ში დაფიქსირდა, შემდეგ მოდის გაერთიანებული სამეფო 330 465 შემთხვევით, მესამე ადგილზეა რუსეთის ფედერაცია, სადაც გასული კვირის განმავლობაში დაინფიცირების 248 956 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მეოთხე და მეხუთე ადგილზე კი თურქეთი და უკრაინა არიან, 196 850 და 134 235 შემთხვევით