პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოევიკებმა მძევლებად აგვიყვანეს, ერთი ავტომატს ნიკაპზე ამომდებდა, ლულას მომაბჯენდა და..." - "ვის უნდა 20 000"-ში გამარჯვებული ქალის მძიმე წარსული და თხოვნა სახელმწიფოს
"ბოევიკებმა მძევლებად აგვიყვანეს, ერთი ავტომატს ნიკაპზე ამომდებდა, ლულას მომაბჯენდა და..." - "ვის უნდა 20 000"-ში გამარჯვებული ქალის მძიმე წარსული და თხოვნა სახელმწიფოს

წლე­ბის წინ სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ტლე­შო­უ­ე­ბის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად მოხ­და, რომ ადა­მი­ან­მა მაქ­სი­მა­ლუ­რი თან­ხა მო­ი­გო და ეს იყო 20.000 ლარი. მისი მფლო­ბე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­სობ­რი­ვად სწო­რედ მა­შინ გა­იც­ნეს. მა­შინ­ვე გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ ის პე­და­გო­გი და სა­მა­ჩაბ­ლო­დან დევ­ნი­ლი გახ­ლდათ... თუმ­ცა ქალ­ბა­ტონ მა­ნა­ნას მისი ცხოვ­რე­ბის იმ რთულ ეპი­ზო­დებ­ზე, რაც თა­ვის მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში გა­და­ი­ტა­ნა, იმ პე­რი­ოდ­ში არას­დროს უსა­უბ­რია. დღეს კი, ამ გა­და­სა­ხე­დი­დან, რო­დე­საც 30 წლის წი­ნან­დელ უმ­ძი­მეს ამ­ბებს იხ­სე­ნებს, ამ­ბობს, რომ ის ყვე­ლა­ფე­რი ერთი სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი, მძაფრ­სი­უ­ჟე­ტი­ა­ნი ფილ­მის სცე­ნა­რია და მას­ზე კარ­გი რე­ჟი­სო­რი ფილ­მსაც გა­და­ი­ღებ­და.

1990 წლამ­დე ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რად იყო... თა­ვის სო­ფელ­ში, საყ­ვა­რელ ოჯახ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და, ას­წავ­ლი­და სკო­ლა­ში, უვ­ლი­და კარ­მი­და­მოს, სახ­ლს, მე­ურ­ნე­ო­ბას...

მა­ნა­ნა მა­ი­სუ­რა­ძე:

- 30 წელი გა­ვი­და, კი­ნა­ღამ ნა­ხე­ვა­რი სი­ცო­ცხლე, რაც ჩვე­ნი სამ­კვიდ­რო დაგ­ვა­ტო­ვე­ბი­ნეს და ლტოლ­ვი­ლე­ბად გვაქ­ცი­ეს. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვცხოვ­რობ­დით სამ­ხრეთ ოსე­თად წო­დე­ბულ შიდა ქარ­თლში, ძი­რძველ ქარ­თულ მი­წა­ზე, ზნა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქა­ლეთ­ში. მე და ჩემი მე­უღ­ლე პე­და­გო­გე­ბად ად­გი­ლობ­რივ სკო­ლა­ში ვმუ­შა­ობ­დით, ვზრდი­დით ორ შვილს, გვქონ­და მე­ურ­ნე­ო­ბა. არა­ვის ხელ­ში შემ­ყუ­რე­ე­ბი არ ვი­ყა­ვით. მაგ­რამ, რო­გორც ძა­ლი­ან ბევრ ზღა­პარ­შია, დატ­რი­ალ­და უბე­დუ­რე­ბა და შემ­დეგ, მარ­თლაც, ზღა­პა­რი­ვით წა­ე­წყო ერ­თმა­ნეთს უბე­დუ­რე­ბა და ძნელ­ბე­დო­ბა. ჯერ სახლ-კარი დაგ­ვიწ­ვეს, შემ­დეგ ლტოლ­ვი­ლე­ბად ვი­ქე­ცით და და­ვი­ნა­ხეთ, რომ აღა­რა­ვინ ვი­ყა­ვით.

არა, რო­გორ არ ვი­ყა­ვით, მაგ­რამ იცით, ვინ? მა­წან­წა­ლა, უსახ­ლკა­რო, უს­ტა­ტუსო, რო­მელ­საც ბი­ნის შე­ძე­ნის უფ­ლე­ბა­საც კი არ აძ­ლევ­დნენ (აქ რომ შე­ი­ძი­ნონ, მერე თა­ვის სო­ფელ­ში აღარ დაბ­რუნ­დე­ბი­ა­ნო). გა­დავ­დი­ო­დით ნა­თე­სა­ვი­დან ნა­თე­სავ­თან, სა­ნამ აგა­რა­ში ნა­თე­სავ­მა გო­გია მი­ნა­ძემ ბინა არ დაგ­ვით­მო. კარ­გად მახ­სოვს, მუ­ყა­ოს ყუ­თებ­ში გვე­წყო ტან­საც­მე­ლი, თეთ­რე­უ­ლი - მა­გი­და­ზე. რა და­მა­ვი­წყებს იმ ღა­მეს, როცა ლე­ი­ბი გაშ­ლილ გა­ზე­თებ­ზე და­ვა­გე. აბა, რა ვი­ცო­დი? არა­სო­დეს არ მძი­ნე­ბია გა­ზე­თებ­ზე. მთე­ლი ღამე სა­შინ­ლად ჭრა­ჭუ­ნობ­და სა­წო­ლი.

- რა­ტომ მა­ინ­ცა­და­მა­ინც აგა­რა­ში და არა, ვთქვათ, თბი­ლის­ში? მა­შინ დევ­ნი­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა დე­და­ქა­ლა­ქის­კენ მო­დი­ო­და.

- აგა­რა ჩვე­ნი სოფ­ლი­დან 15 კმ-ით იყო და­შო­რე­ბუ­ლი. მა­შინ ვინ­მეს რომ ეთ­ქვა, სამ თვე­ში დაბ­რუნ­დე­ბი­თო, შე­უ­რა­ცხყო­ფად მი­ვი­ღებ­დით. რა­ტომ­ღაც გვე­გო­ნა, რომ ორ კვი­რა­ში ყვე­ლა­ფე­რი ჩა­წყნარ­დე­ბო­და... ხში­რად წა­მო­უ­ძა­ხე­ბი­ათ, რას გა­მორ­ბო­დით, ვერ და­ე­ტი­ეთ თქვენს ად­გილ­ზეო? აბა, ის გა­დახ­დე­ნო­დათ, რაც მე გა­დამ­ხდა და ვნა­ხავ­დი, რო­გორ და­ე­ტე­ოდ­ნენ... წა­მოს­ვლამ­დე, ავად თუ კარ­გად, ვცხოვ­რობ­დით სო­ფელ­ში, მხო­ლოდ ბავ­შვე­ბი გა­ვიყ­ვა­ნეთ. ერთ ღა­მეს კი ოსი ბო­ე­ვი­კე­ბი თავს დაგ­ვესხნენ და მძევ­ლე­ბი აიყ­ვა­ნეს, მათ შო­რის, მეც (გა­და­საც­ვლე­ლად ვჭირ­დე­ბო­დით).

- თქვენს მძევ­ლად აყ­ვა­ნა­ზე მგო­ნი, სა­ჯა­როდ არას­დროს გი­სა­უბ­რი­ათ...

- არა... ერთი მო­მი­ჩი­ნეს და­რა­ჯად. იდგა ჩემს წინ, ავ­ტო­მატს ამომ­დებ­და ნი­კაპ­ზე, ამა­წე­ვი­ნებ­და თავს, მერე შუბ­ლზე მო­მაბ­ჯენ­და ლუ­ლას. რამ­დენ­ჯერ­მე ასე რომ გა­ა­კე­თა, ხელი ავუ­კა­რი და ვუ­თხა­რი, არა გრცხვე­ნია? ისე­დაც მე­ში­ნია შენი-მეთ­ქი. გა­მიკ­ვირ­და, უცებ რომ და­უშ­ვა ლულა დაბ­ლა. ერ­თმა კი და­მიზ­ნე­ბით მეს­რო­ლა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თოფი - მორ­ჩა თქვე­ნი ბა­ი­რა­მო­ბა, ახლა ჩვე­ნი ჯე­რი­აო. უკა­ნას­კნელ წამს ვი­ღა­ცამ აუკ­რა ხელი და ტყვი­ამ ახ­ლოს გა­ი­ზუ­ზუ­ნა... ასე­თი ეპი­ზო­დი კი­დევ ბევ­რი იყო...

როცა გაგ­ვამ­წკრი­ვეს და მან­ქა­ნის­კენ წაგ­ვიყ­ვა­ნეს, მა­შინ­ვე ვი­ფიქ­რე: შე სა­წყა­ლო ქარ­თვე­ლო, რო­დემ­დე უნდა იარო შენს სა­კუ­თარ მი­წა­ზე და­ტყვე­ვე­ბულ­მა?! ვი­ცო­დი, გა­და­სა­ვარ­დნი ად­გი­ლი, სა­დაც იყო და ვი­ფიქ­რე, მან­ქა­ნი­დან გა­დავ­ხტე­ბი და თავს მო­ვიკ­ლავ-მეთ­ქი, მაგ­რამ რომ გა­და­ვი­ხე­დე, ორ­მეტ­რი­ა­ნი თოვ­ლი იდო და არ მოვ­კვდე­ბო­დი. იცით, ქალს რი­სიც ეში­ნია ყვე­ლა­ზე მე­ტად, მეც მე­ში­ნო­და. იქ მო­ვა­ხერ­ხე და უსაფრ­თხო სა­მარ­თებ­ლის პირი ვი­შო­ვე. თუ რამე მოხ­დე­ბო­და, ვე­ნებს აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ვიჭ­რი­დი. ძა­ლი­ან ძნე­ლია ყვე­ლაფ­რის მო­ყო­ლა, რაც იქ გა­დაგ­ვხდა, ნერ­ვი­უ­ლო­ბი­სა­გან სახე გა­მი­შეშ­და, უცებ 10 წლით დავ­ბერ­დი. მერე სა­მარ­ცხვი­ნო გზა­ზე გაგ­ვა­ტა­რეს - გვიყ­ვი­როდ­ნენ, გვა­გი­ნებ­დნენ, გვა­ფურ­თხებ­დნენ... სა­ხე­ლი და გვა­რე­ბიც მახ­სოვს მათი, მაგ­რამ ღმერ­თმა გა­და­უ­ხა­დოს ის სულ­ნამ­ცე­ცო­ბა და არა­ა­და­მი­ა­ნო­ბა...

- სა­ხელ­მწი­ფომ არა­ფე­რი იღო­ნა თქვენს გა­მო­სახ­სნე­ლად?

- არა, როცა ჩემი გა­დაც­ვლა შეს­თა­ვა­ზეს, ქა­რე­ლის მა­შინ­დელ­მა (1991 წლის თე­ბერ­ვა­ლი) მი­ლი­ცი­ის უფ­როს­მა შე­მოთ­ვა­ლა, ეგ კი არა, ჩემი შვი­ლიც რომ იყოს, არ გა­დავცვლიო... რა ცი­ნიზ­მია... ამ დროს არც მე ვი­ყა­ვი ია­კობ ჯუ­ღაშ­ვი­ლი, არც ის გა­და­საც­ვლე­ლი ოსი გე­ნე­რა­ლი პა­უ­ლი­უ­სი და არც ის მი­ლი­ცი­ის უფ­რო­სი სტა­ლი­ნი. ბო­ლოს ისევ ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა იმარ­ჯვეს, იმა­თი ბო­ე­ვი­კე­ბის მა­მე­ბი და ძმე­ბი და­ა­კა­ვეს გა­და­საც­ვლე­ლად. მახ­სოვს, კობა გა­ბა­რა­ევ­ზე გა­დამ­ცვა­ლეს. ჩემი შვი­ლის მე­გო­ბა­რი იყო და სა­ნა­ხევ­როდ ჩემს სახ­ლში გაზ­რდი­ლი. გა­დაც­ვლის პრო­ცე­დუ­რა კი­დევ სხვა იყო, ბევ­რი სა­ში­ნე­ლე­ბა გა­მო­ვი­ა­რე...

- მძევ­ლო­ბის შემ­დეგ რო­გორ გაგ­რძელ­და თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა?

- გა­უ­საძ­ლი­სი წლე­ბი და­ი­წყო გა­დარ­ჩე­ნის­თვის. 90-ია­ნებ­ში ყვე­ლამ ვი­ცით, რაც გა­და­ვი­ტა­ნეთ... რა­ღაც ტექ­ნი­კუმ­ში ვმუ­შა­ობ­დი, თვე­ში სამ ლარს ვი­ღებ­დი. ბო­ლოს, რო­გორც იყო, გა­მო­ა­ნა­თა. "რუს­თა­ვი 2“-მა და­ი­წყო პრო­ექ­ტი, რო­მელ­შიც, რო­გორც ცნო­ბი­ლია, პირ­ვე­ლი ვი­ყა­ვი, მაქ­სი­მა­ლუ­რი თან­ხა რომ მო­ი­გო. ეს ჩემ­თვის ღვთის წყა­ლო­ბა იყო...

- ის გა­მარ­ჯვე­ბა და თქვე­ნი სა­ო­ცა­რი შე­დე­გი მარ­თლაც და­უ­ვი­წყა­რია...

- ...იმ თან­ხით ბი­ნის ყიდ­ვა შევ­ძე­ლი, ასე თუ ისე, თავი და­ვიმ­კვიდ­რე... მე ვარ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე და, ბუ­ნებ­რი­ვია, ჩემი სა­მო­ქა­ლა­ქო მო­ვა­ლე­ო­ბა მა­კის­რია ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის წი­ნა­შე. მაგ­რამ ქვე­ყა­ნა­საც ხომ უნდა ჰქონ­დეს მო­ვა­ლე­ო­ბა თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქის წი­ნა­შე?! 30 წე­ლია, 1991 წლი 20 სექ­ტემ­ბერს დამ­წვა­რი სახ­ლის კომ­პენ­სა­ცია ვი­თხოვ და არ მაძ­ლე­ვენ, გაქვს ბი­ნაო. ძა­ლი­ან შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლად ვგრძნობ თავს. ესე იგი, 30 წელი უბი­ნა­ოდ უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, რომ მა­გათ რამე მო­ე­ცათ? ამ ცდა­ში ჩემი მე­უღ­ლე გარ­და­იც­ვა­ლა და საფ­ლავ­ში წა­ი­ღო კომ­პენ­სა­ცი­ის სურ­ვი­ლი. იქ­ნებ მე მა­ინც მომ­ცენ... ვი­ყა­ვი მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ვინ­მე მა­მუ­კა ცოტ­ნი­აშ­ვილ­თან. ხელ­გაშ­ლი­ლი შემ­ხვდა, უი, ასეთ ქალს რო­გორ გახ­ვეწ­ნი­ნე­ბენ, აქამ­დე რა­ტომ არ მოგ­ცეს ბი­ნაო? ძა­ლი­ან და­ი­მე­დე­ბუ­ლი გა­მო­მიშ­ვა და უკან წერ­ლი მო­მა­ყო­ლა, ხან­გრძლივ მომ­ლო­დი­ნე­თა სი­ა­ში ხარ­თო. რა­ტომ მა­შინ­ვე არ მი­თხრა, თუ ეგრე იყო? თუ იცო­და, რა­ტომ არ თქვა, თუ არ იცო­და, რა­ტომ არ იცო­და?! ეს ყვე­ლა­ფე­რი ბოლო დროს ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს...

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
1

მეც დევნილი ვარ, მხოლოდ აფხაზეთიდან. საკუთარ ქვეყანაში დევნილები ვართ.... პატრიოტი ქალბატონი ბრძანდებით, ღმერთმა გვიმრავლოს თქვენნაირი ინტელექტუალი და ქვეყნის მოსიყვარულე ადამიანები!!! 

77
0

ამ ქალბატონს და ათიათასობით მშვიდობიან ქართველს არავისთვის დაუშავებია! რუსულ-ოსური პროპაგანდა ცდილობს ეთნიკური წმენდის დანაშაულის გამართლებას, მაგრამ არაფერი გამოვა. სჯობს მშვიდობაზე და ურთიერთობების აღდგენაზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ერთობლივად ვიზრუნოთ, სადაც ყველა ადამიანის უფლებები დაცული იქნება! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"ბოევიკებმა მძევლებად აგვიყვანეს, ერთი ავტომატს ნიკაპზე ამომდებდა, ლულას მომაბჯენდა და..." - "ვის უნდა 20 000"-ში გამარჯვებული ქალის მძიმე წარსული და თხოვნა სახელმწიფოს

"ბოევიკებმა მძევლებად აგვიყვანეს, ერთი ავტომატს ნიკაპზე ამომდებდა, ლულას მომაბჯენდა და..." - "ვის უნდა 20 000"-ში გამარჯვებული ქალის მძიმე წარსული და თხოვნა სახელმწიფოს

წლების წინ საქართველოს ინტელექტუალური ტლეშოუების ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ადამიანმა მაქსიმალური თანხა მოიგო და ეს იყო 20.000 ლარი. მისი მფლობელი ქალბატონი საქართველოში მასობრივად სწორედ მაშინ გაიცნეს. მაშინვე გახდა ცნობილი, რომ ის პედაგოგი და სამაჩაბლოდან დევნილი გახლდათ... თუმცა ქალბატონ მანანას მისი ცხოვრების იმ რთულ ეპიზოდებზე, რაც თავის მშობლიურ სოფელში გადაიტანა, იმ პერიოდში არასდროს უსაუბრია. დღეს კი, ამ გადასახედიდან, როდესაც 30 წლის წინანდელ უმძიმეს ამბებს იხსენებს, ამბობს, რომ ის ყველაფერი ერთი სრულმეტრაჟიანი, მძაფრსიუჟეტიანი ფილმის სცენარია და მასზე კარგი რეჟისორი ფილმსაც გადაიღებდა.

1990 წლამდე ყველაფერი სხვაგვარად იყო... თავის სოფელში, საყვარელ ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, ასწავლიდა სკოლაში, უვლიდა კარმიდამოს, სახლს, მეურნეობას...

მანანა მაისურაძე:

- 30 წელი გავიდა, კინაღამ ნახევარი სიცოცხლე, რაც ჩვენი სამკვიდრო დაგვატოვებინეს და ლტოლვილებად გვაქციეს. ჩვეულებრივად ვცხოვრობდით სამხრეთ ოსეთად წოდებულ შიდა ქართლში, ძირძველ ქართულ მიწაზე, ზნაურის რაიონის სოფელ ქალეთში. მე და ჩემი მეუღლე პედაგოგებად ადგილობრივ სკოლაში ვმუშაობდით, ვზრდიდით ორ შვილს, გვქონდა მეურნეობა. არავის ხელში შემყურეები არ ვიყავით. მაგრამ, როგორც ძალიან ბევრ ზღაპარშია, დატრიალდა უბედურება და შემდეგ, მართლაც, ზღაპარივით წაეწყო ერთმანეთს უბედურება და ძნელბედობა. ჯერ სახლ-კარი დაგვიწვეს, შემდეგ ლტოლვილებად ვიქეცით და დავინახეთ, რომ აღარავინ ვიყავით.

არა, როგორ არ ვიყავით, მაგრამ იცით, ვინ? მაწანწალა, უსახლკარო, უსტატუსო, რომელსაც ბინის შეძენის უფლებასაც კი არ აძლევდნენ (აქ რომ შეიძინონ, მერე თავის სოფელში აღარ დაბრუნდებიანო). გადავდიოდით ნათესავიდან ნათესავთან, სანამ აგარაში ნათესავმა გოგია მინაძემ ბინა არ დაგვითმო. კარგად მახსოვს, მუყაოს ყუთებში გვეწყო ტანსაცმელი, თეთრეული - მაგიდაზე. რა დამავიწყებს იმ ღამეს, როცა ლეიბი გაშლილ გაზეთებზე დავაგე. აბა, რა ვიცოდი? არასოდეს არ მძინებია გაზეთებზე. მთელი ღამე საშინლად ჭრაჭუნობდა საწოლი.

- რატომ მაინცადამაინც აგარაში და არა, ვთქვათ, თბილისში? მაშინ დევნილების უმეტესობა დედაქალაქისკენ მოდიოდა.

- აგარა ჩვენი სოფლიდან 15 კმ-ით იყო დაშორებული. მაშინ ვინმეს რომ ეთქვა, სამ თვეში დაბრუნდებითო, შეურაცხყოფად მივიღებდით. რატომღაც გვეგონა, რომ ორ კვირაში ყველაფერი ჩაწყნარდებოდა... ხშირად წამოუძახებიათ, რას გამორბოდით, ვერ დაეტიეთ თქვენს ადგილზეო? აბა, ის გადახდენოდათ, რაც მე გადამხდა და ვნახავდი, როგორ დაეტეოდნენ... წამოსვლამდე, ავად თუ კარგად, ვცხოვრობდით სოფელში, მხოლოდ ბავშვები გავიყვანეთ. ერთ ღამეს კი ოსი ბოევიკები თავს დაგვესხნენ და მძევლები აიყვანეს, მათ შორის, მეც (გადასაცვლელად ვჭირდებოდით).

- თქვენს მძევლად აყვანაზე მგონი, საჯაროდ არასდროს გისაუბრიათ...

- არა... ერთი მომიჩინეს დარაჯად. იდგა ჩემს წინ, ავტომატს ამომდებდა ნიკაპზე, ამაწევინებდა თავს, მერე შუბლზე მომაბჯენდა ლულას. რამდენჯერმე ასე რომ გააკეთა, ხელი ავუკარი და ვუთხარი, არა გრცხვენია? ისედაც მეშინია შენი-მეთქი. გამიკვირდა, უცებ რომ დაუშვა ლულა დაბლა. ერთმა კი დამიზნებით მესროლა ჩვეულებრივი თოფი - მორჩა თქვენი ბაირამობა, ახლა ჩვენი ჯერიაო. უკანასკნელ წამს ვიღაცამ აუკრა ხელი და ტყვიამ ახლოს გაიზუზუნა... ასეთი ეპიზოდი კიდევ ბევრი იყო...

როცა გაგვამწკრივეს და მანქანისკენ წაგვიყვანეს, მაშინვე ვიფიქრე: შე საწყალო ქართველო, როდემდე უნდა იარო შენს საკუთარ მიწაზე დატყვევებულმა?! ვიცოდი, გადასავარდნი ადგილი, სადაც იყო და ვიფიქრე, მანქანიდან გადავხტები და თავს მოვიკლავ-მეთქი, მაგრამ რომ გადავიხედე, ორმეტრიანი თოვლი იდო და არ მოვკვდებოდი. იცით, ქალს რისიც ეშინია ყველაზე მეტად, მეც მეშინოდა. იქ მოვახერხე და უსაფრთხო სამართებლის პირი ვიშოვე. თუ რამე მოხდებოდა, ვენებს აუცილებლად გადავიჭრიდი. ძალიან ძნელია ყველაფრის მოყოლა, რაც იქ გადაგვხდა, ნერვიულობისაგან სახე გამიშეშდა, უცებ 10 წლით დავბერდი. მერე სამარცხვინო გზაზე გაგვატარეს - გვიყვიროდნენ, გვაგინებდნენ, გვაფურთხებდნენ... სახელი და გვარებიც მახსოვს მათი, მაგრამ ღმერთმა გადაუხადოს ის სულნამცეცობა და არაადამიანობა...

- სახელმწიფომ არაფერი იღონა თქვენს გამოსახსნელად?

- არა, როცა ჩემი გადაცვლა შესთავაზეს, ქარელის მაშინდელმა (1991 წლის თებერვალი) მილიციის უფროსმა შემოთვალა, ეგ კი არა, ჩემი შვილიც რომ იყოს, არ გადავცვლიო... რა ცინიზმია... ამ დროს არც მე ვიყავი იაკობ ჯუღაშვილი, არც ის გადასაცვლელი ოსი გენერალი პაულიუსი და არც ის მილიციის უფროსი სტალინი. ბოლოს ისევ ადგილობრივებმა იმარჯვეს, იმათი ბოევიკების მამები და ძმები დააკავეს გადასაცვლელად. მახსოვს, კობა გაბარაევზე გადამცვალეს. ჩემი შვილის მეგობარი იყო და სანახევროდ ჩემს სახლში გაზრდილი. გადაცვლის პროცედურა კიდევ სხვა იყო, ბევრი საშინელება გამოვიარე...

- მძევლობის შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება?

- გაუსაძლისი წლები დაიწყო გადარჩენისთვის. 90-იანებში ყველამ ვიცით, რაც გადავიტანეთ... რაღაც ტექნიკუმში ვმუშაობდი, თვეში სამ ლარს ვიღებდი. ბოლოს, როგორც იყო, გამოანათა. "რუსთავი 2“-მა დაიწყო პროექტი, რომელშიც, როგორც ცნობილია, პირველი ვიყავი, მაქსიმალური თანხა რომ მოიგო. ეს ჩემთვის ღვთის წყალობა იყო...

- ის გამარჯვება და თქვენი საოცარი შედეგი მართლაც დაუვიწყარია...

- ...იმ თანხით ბინის ყიდვა შევძელი, ასე თუ ისე, თავი დავიმკვიდრე... მე ვარ საქართველოს მოქალაქე და, ბუნებრივია, ჩემი სამოქალაქო მოვალეობა მაკისრია ქვეყნისა და ხალხის წინაშე. მაგრამ ქვეყანასაც ხომ უნდა ჰქონდეს მოვალეობა თავისი მოქალაქის წინაშე?! 30 წელია, 1991 წლი 20 სექტემბერს დამწვარი სახლის კომპენსაცია ვითხოვ და არ მაძლევენ, გაქვს ბინაო. ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს. ესე იგი, 30 წელი უბინაოდ უნდა ვყოფილიყავი, რომ მაგათ რამე მოეცათ? ამ ცდაში ჩემი მეუღლე გარდაიცვალა და საფლავში წაიღო კომპენსაციის სურვილი. იქნებ მე მაინც მომცენ... ვიყავი მინისტრის მოადგილე ვინმე მამუკა ცოტნიაშვილთან. ხელგაშლილი შემხვდა, უი, ასეთ ქალს როგორ გახვეწნინებენ, აქამდე რატომ არ მოგცეს ბინაო? ძალიან დაიმედებული გამომიშვა და უკან წერლი მომაყოლა, ხანგრძლივ მომლოდინეთა სიაში ხართო. რატომ მაშინვე არ მითხრა, თუ ეგრე იყო? თუ იცოდა, რატომ არ თქვა, თუ არ იცოდა, რატომ არ იცოდა?! ეს ყველაფერი ბოლო დროს ძალიან მაწუხებს...