პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სილამაზის ანტიკური საიდუმლოებები და მათი თანამედროვე ალტერნატივები
სილამაზის ანტიკური საიდუმლოებები და მათი თანამედროვე ალტერნატივები

ლა­ზე­რუ­ლი ეპი­ლა­ცია, ბო­ტოქ­სი, ჰი­ა­ლუ­რო­ნის მჟა­ვა, პრა­ი­მე­რი, კონ­სი­ლე­რი - ათა­სი წლის წინ ქა­ლებს წარ­მოდ­გე­ნაც კი არ ჰქონ­დათ, რას ნიშ­ნავს ეს ყვე­ლა­ფე­რი და რის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი. თუმ­ცა, კოს­მე­ტი­კუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის არარ­სე­ბო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ძვე­ლი დრო­ის ლა­მაზ­მა­ნებ­ზე იქ­მნე­ბო­და ლე­გენ­დე­ბი. კლე­ო­პატ­რას წარ­მო­უდ­გე­ნელ გა­რეგ­ნო­ბა­ზე, დღე­საც იღე­ბენ ფილ­მებს. თა­ვის მოვ­ლის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებს ან­ტი­კურ პე­რი­ოდ­შიც ფლობ­დნენ ქა­ლე­ბი და ყვე­ლა ეპო­ქა­ში ზრუ­ნავ­დნენ სა­კუ­თარ სი­ლა­მა­ზე­ზე.

ბევრ ადა­მი­ანს დღე­საც აინ­ტე­რე­სებს, რო­გორ უვ­ლიდ­ნენ კანს და თმას ან­ტი­კურ ეპო­ქა­ში, რო­გორ ინარ­ჩუ­ნებ­დნენ ახალ­გაზ­რდო­ბას და სხე­უ­ლის ლა­მაზ ფორ­მებს ლე­გენ­და­რუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი. რო­გორ ვი­თარ­დე­ბო­და და იც­ვლე­ბო­და თა­ვის მოვ­ლის ხერ­ხე­ბი და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი დღემ­დე. ამ სტა­ტი­ა­ში ან­ტი­კუ­რი პე­რი­ო­დის ქა­ლე­ბის სი­ლა­მა­ზის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებ­სა და მათ თა­ნა­მედ­რო­ვე ალ­ტერ­ნა­ტი­ვებს გა­ეც­ნო­ბით, რო­მელ­საც ეს­თე­ტი­კუ­რი ინო­ვა­ცი­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კლი­ნი­კა „მედი“ გთა­ვა­ზობთ.

ძვე­ლი ეგ­ვიპ­ტე

ეგ­ვიპ­ტე­ლე­ბი ცნო­ბი­ლი იყ­ვნენ მკვეთ­რი მა­კი­ა­ჟის ხე­ლოვ­ნე­ბით. არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ ისი­ნი სა­ხის და სხე­უ­ლის კანს სა­გან­გე­ბოდ უვ­ლიდ­ნენ. 4000 წლის წი­ნაც კი, ეგ­ვიპ­ტე­ლე­ბი იღებ­დნენ შხაპს, იკე­თებ­დნენ ეპი­ლა­ცი­ას შაქ­რით და იცოდ­ნენ მა­სა­ჟიც. ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ეგ­ვიპ­ტე­ლი ლა­მაზ­მა­ნი, კლე­ო­პატ­რა რძის აბა­ზა­ნებს იღებ­და, რომ კა­ნის ელას­ტი­უ­რო­ბა და ახალ­გაზ­რდო­ბა შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა. ან­ტი­კუ­რი ეპო­ქის დე­დოფ­ლე­ბი ახალ­გაზ­რდო­ბის სა­ი­დუმ­ლოს ფლობ­დნენ. ეს იყო ან­ტი­ა­სა­კობ­რი­ვი ნი­ღა­ბი თაფ­ლით, რძი­თა და ალო­ეს წვე­ნით. თმას კვერ­ცხის გუ­ლით, თაფ­ლით და ნუ­შის რძით იბან­დნენ. ასე­თი პრო­ცე­დუ­რა ამაგ­რებ­და თმას და აძ­ლევ­და ბუ­ნებ­რივ ბზინ­ვა­რე­ბას. კლე­ო­პატ­რამ ასე­ვე იცო­და სა­ხის კრე­მის რე­ცეპ­ტი, ალო­ეს, თაფ­ლის და გამ­დნა­რი ცხო­ვე­ლუ­რი ცხი­მის გა­მო­ყე­ნე­ბით.

ლა­ზე­რუ­ლი ეპი­ლა­ცია

თუკი ძვე­ლად ეგ­ვიპ­ტე­ლი ლა­მაზ­მა­ნე­ბი არა­სა­სურ­ველ თმას შაქ­რის სა­შუ­ა­ლე­ბით იშო­რებ­დნენ, დღეს თმის მო­ცი­ლე­ბა მარ­ტი­ვად, უსაფრ­თხოდ და სა­მუ­და­მოდ - ლა­ზე­რუ­ლი ეპი­ლა­ცი­ი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ლა­ზე­რუ­ლი ეპი­ლა­ცია წარ­მო­ად­გენს უსაფრ­თხო და სწრაფ სა­შუ­ა­ლე­ბას არა­სა­სურ­ვე­ლი თმის მო­სა­შო­რებ­ლად. კლი­ნი­კა „მე­დი­ში“ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მე­ო­თხე თა­ო­ბის ალექ­სან­დრი­ტის ლა­ზე­რი, რო­მე­ლიც უკვე 20 წე­ლია პა­ცი­ენ­ტებს და­უ­ჯე­რე­ბელ შე­დე­გებს აძ­ლევს. ალექ­სან­დრი­ტის ლა­ზე­რით კა­ნის ზე­და­პი­რი არ ზი­ან­დე­ბა და ხდე­ბა რა­მო­დე­ნი­მე ფო­ლე­კუ­ლა­ზე ერ­თდრო­უ­ლად ზე­მოქ­მე­დე­ბა (თმის მო­შო­რე­ბა შე­და­რე­ბით დიდი ზო­ნი­დან დრო­ის მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში).

ძვე­ლი სა­ბერ­ძნე­თი

სა­ბერ­ძნე­თი დღემ­დე ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი ზე­თის ხი­ლის ბა­ღე­ბი­თა და ზე­ი­თუ­ნის ზე­თის წარ­მო­ე­ბით, რაც უძ­ვე­ლე­სი დრო­ის სი­ლა­მა­ზის მთა­ვარ რე­ცეპტს წარ­მო­ად­გენს. ათა­სო­ბით წლის წინ, ბერ­ძე­ნი ქა­ლე­ბი ზე­ი­თუ­ნის ზეთს იყე­ნებ­დნენ თმის­თვი­საც და კა­ნის და­სა­ტე­ნი­ა­ნებ­ლა­დაც. ისი­ნი ათ­ბობ­დნენ ზე­ი­თუ­ნის ზეთს, ის­ვამ­დნენ მას კან­ზე, თი­თე­ბის წრი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბით და ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი იჩე­რებ­დნენ. ძვე­ლი სა­ბერ­ძნე­თის კი­დევ ერთი სი­ლა­მა­ზის სა­ი­დუმ­ლო, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე კოს­მე­ტო­ლო­გი­ა­ში ახ­ლაც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა - სამ­კურ­ნა­ლო თი­ხის სას­წა­უ­ლებ­რი­ვი თვი­სე­ბე­ბია, რო­მე­ლიც თა­ვად ჰი­პოკ­რა­ტემ აღ­მო­ა­ჩი­ნა. თა­ვის სა­მე­დი­ცი­ნო ტრაქ­ტა­ტებ­ში წერ­და დაკ­ვირ­ვე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რომ თეთ­რი თიხა ხელს უწყობს ან­თე­ბის და სი­წით­ლის აღ­მო­ფხვრას კან­ზე, აუმ­ჯო­ბე­სებს სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვას, ამაგ­რებს თმას, ხოლო ლურ­ჯი თიხა ასუფ­თა­ვებს კანს, ამ­ცი­რებს აკ­ნეს და ფლობს ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თვი­სე­ბებს.

პი­ლინ­გის ეფექ­ტის­თვის, ბერ­ძე­ნი ქა­ლე­ბი იყე­ნებ­დნენ ზღვის მა­რილს, რო­მელ­საც სქელ ნა­ღებს ურევ­დნენ. ის­ვამ­დნენ მას სა­ხე­ზე, რო­გორც სკრაბს და შემ­დეგ იბან­დნენ.

სა­ხის ულტრაბ­გე­რი­თი პი­ლინ­გი

დღე­ი­სათ­ვის, სა­ხის წმენ­დის არა­ერ­თი პრო­ცე­დუ­რა არ­სე­ბობს, რო­მელ­თა შო­რი­საა ულტრაბ­გე­რი­თი პი­ლინ­გი. აპა­რა­ტის ულტრაბ­გე­რი­თი ტალ­ღე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ხდე­ბა ქსო­ვი­ლე­ბის მიკ­რო მა­სა­ჟი, რაც ღრმად ასუფ­თა­ვებს კანს გარ­ქო­ვა­ნე­ბუ­ლი ეპი­დერ­მი­სი­სა­გან, გა­მო­აქვს ცხი­მო­ვა­ნი და სა­ოფ­ლე ჯირ­კვლე­ბის ცხო­ველ­ქმე­დე­ბის პრო­დუქ­ტე­ბი, მა­კი­ა­ჟის ნარ­ჩე­ნე­ბი, შავი კა­მე­დო­ნე­ბი, აუმ­ჯო­ბე­სებს სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვას. ულტრაბ­გე­რი­თი წმენ­და 15 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ასუფ­თა­ვებს კანს. რიგ შემ­თხვე­ვა­ში შე­ირ­ჩე­ვა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა კა­ნის ტი­პის მი­ხედ­ვით.

ძვე­ლი ჩი­ნე­თი

უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან, თეთ­რი კანი ჩი­ნეთ­ში სი­ლა­მა­ზის უმაღ­ლეს პა­რა­მეტ­რად ით­ვლე­ბო­და. გა­რუ­ჯვის მო­დამ ჩი­ნელ ქა­ლებს გვერ­დი 21 სა­უ­კუ­ნე­შიც აუ­ა­რა. რაც უფრო ღიაა კანი, მით უკე­თე­სია. ამი­ტომ, უმ­რავ­ლე­სო­ბა ძვე­ლი ჩი­ნუ­რი სი­ლა­მა­ზის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი­სა, ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია სი­თეთ­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე და ღია ფე­რის კა­ნის მოვ­ლა­ზე. მა­გა­ლი­თად, „ფა­ი­ფუ­რის კა­ნის“ ეფექ­ტის მი­სა­ღე­ბად, ჩი­ნე­ლი ქა­ლე­ბი კვერ­ცხის ცი­ლის და თაფ­ლის ნი­ღაბს იყე­ნებ­დნენ, რო­მე­ლიც ფო­რებს კე­ტავ­და და კანს ათეთ­რებ­და. ჩი­ნე­ლი იმ­პე­რა­ტო­რი ქალი - ცისი, კა­ნის გა­სა­თეთ­რებ­ლად იყე­ნებ­და მარ­გა­ლი­ტის ფხვნი­ლი­სა და ყვა­ვი­ლის ექ­სტრაქ­ტე­ბის­გან დამ­ზა­დე­ბულ ნი­ღაბს. ის ყო­ველ დი­ლით იკე­თებ­და სა­ხის მა­საჟს ნეფ­რი­ტის რგო­ლე­ბით, რაც ჩი­ნე­ლე­ბის აზ­რით, სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბით იყო და­ჯილ­დო­ვე­ბუ­ლი.

ბი­ო­რე­ვი­ტა­ლი­ზა­ცია

ბი­ოს­ტი­მუ­ლა­ცია (ბი­ო­რე­ვი­ტა­ლი­ზა­ცია) კა­ნის გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბის თე­რა­პი­უ­ლი მე­თო­დია, რომ­ლის დრო­საც ხდე­ბა კა­ნის სტრუქ­ტუ­რუ­ლი გა­ჯან­სა­ღე­ბა, გამ­კვრი­ვე­ბა და და­ტე­ნი­ა­ნე­ბა. ბი­ო­რე­ვი­ტა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რი­სას ხდე­ბა კა­ნი­სა და კან­ქვე­შა ქსო­ვი­ლე­ბის გამ­დიდ­რე­ბა ჰი­ა­ლუ­რო­ნის მჟა­ვით, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ლა­მა­ზი და ჯან­სა­ღი კა­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე. პრო­ცე­დუ­რის შემ­დგეგ საგ­რძნობ­ლად იც­ვლე­ბა კა­ნის სტრუქ­ტუ­რა, ხდე­ბა გლუ­ვი, ელას­ტი­უ­რი და და­ტე­ნი­ა­ნე­ბუ­ლი. გარ­და ამი­სა მცირ­დე­ბა წვრი­ლი ნა­ო­ჭე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და კანს უბ­რუნ­დე­ბა ჯან­სა­ღი ფერი.

ძვე­ლი სლა­ვე­ბი

სლავ ქალ­თა სი­ლა­მა­ზე­ზე არა­ნაკ­ლე­ბი ლე­გენ­დე­ბი და­დი­ო­და, ვიდ­რე ბერ­ძნებ­ზე. ად­გი­ლობ­რივ ქა­ლებს სი­ლა­მა­ზის და ახალ­გაზ­რდო­ბის თა­ვი­ან­თი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი ჰქონ­დათ. მა­გა­ლი­თად, გო­გო­ნე­ბი დი­ლა­ო­ბით გვი­რი­ლის ან ას­კი­ლის ნა­ხარ­შით იბან­დნენ პირს. ნიღ­ბის სა­ხით იყე­ნებ­დნენ რძეს, არა­ჟანს, ნა­ღებს და კვერ­ცხის გულს. სა­ხის კა­ნის გა­სა­თეთ­რებ­ლად ამ­ზა­დებ­დნენ ოხ­რა­ხუ­შის ნა­ხარშს, ან კიტ­რის წვენს. აბა­ნო - ძვე­ლი სლა­ვე­ბის სხე­უ­ლის სი­ლა­მა­ზის და ახალ­გაზ­რდო­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი რე­ცეპ­ტი იყო. რე­გუ­ლა­რუ­ლი ვი­ზი­ტი სა­უ­ნა­ში აჩ­ქა­რებს მე­ტა­ბო­ლიზმს და სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვას, კანს ხდის ელას­ტი­ურს და პრი­ა­ლას.

კრი­ო­ლი­პო­ლი­ზი

კრი­ო­ლი­პო­ლი­ზი -არის სხე­უ­ლის სა­კო­რექ­ციო, არა­ინ­ვა­ზი­უ­რი მე­თო­დი, რო­მე­ლიც წვავს და ამ­ცი­რებს ცხი­მო­ვან ქსო­ვი­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად პრობ­ლე­მურ ლო­კა­ლურ ზო­ნებ­ში, რო­მე­ლიც ცხი­მის­კე­ნაა მიდ­რე­კი­ლი (მუ­ცე­ლი, გვერ­დე­ბი, მკლა­ვე­ბი, თე­ძო­ე­ბი და ა.შ).

ZELTIQ ერ­თა­დერ­თი უსაფრ­თხო, სა­მე­დი­ცი­ნო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ორი­გი­ნა­ლი აპა­რა­ტია, რო­მელ­საც შე­უძ­ლია უპ­რობ­ლე­მოდ გა­უმკლავ­დეს გა­ცხი­მოვ­ნე­ბას, მისი ეფექ­ტუ­რო­ბა დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია ა.შ.შ-ის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. მე­თო­დის არსი კი მარ­ტი­ვია: ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლე­ბის მა­ღა­ლი მგრძნო­ბე­ლო­ბა ყინ­ვა­ზე(და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე) კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი მოყინ­ვით ხდე­ბა კან­ქვე­შა ლი­პი­დუ­რი ქსო­ვი­ლის ზო­მა­ში შემ­ცი­რე­ბა, დაშ­ლა და გა­მო­დევ­ნა კა­ნის მთლი­ა­ნო­ბის დარ­ღვე­ვი­სა და და­ზი­ა­ნე­ბის გა­რე­შე.

  • ეფექ­ტი შე­სამ­ჩნე­ვია პრო­ცე­დუ­რის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე (ცხი­მე­ბის 40% პრო­ცენ­ტი იწ­ვე­ბა)
  • სა­ბო­ლოო შე­დე­გი დგე­ბა 2-3 თვის შემ­დეგ
  • შე­დე­გი მზარ­დია და ხან­გრძლი­ვი

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

სილამაზის ანტიკური საიდუმლოებები და მათი თანამედროვე ალტერნატივები

სილამაზის ანტიკური საიდუმლოებები და მათი თანამედროვე ალტერნატივები

ლაზერული ეპილაცია, ბოტოქსი, ჰიალურონის მჟავა, პრაიმერი, კონსილერი - ათასი წლის წინ ქალებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი და რისთვისაა განკუთვნილი. თუმცა, კოსმეტიკური ტექნოლოგიების არარსებობის მიუხედავად, ძველი დროის ლამაზმანებზე იქმნებოდა ლეგენდები. კლეოპატრას წარმოუდგენელ გარეგნობაზე, დღესაც იღებენ ფილმებს. თავის მოვლის საიდუმლოებებს ანტიკურ პერიოდშიც ფლობდნენ ქალები და ყველა ეპოქაში ზრუნავდნენ საკუთარ სილამაზეზე.

ბევრ ადამიანს დღესაც აინტერესებს, როგორ უვლიდნენ კანს და თმას ანტიკურ ეპოქაში, როგორ ინარჩუნებდნენ ახალგაზრდობას და სხეულის ლამაზ ფორმებს ლეგენდარული ქალბატონები. როგორ ვითარდებოდა და იცვლებოდა თავის მოვლის ხერხები და საშუალებები დღემდე. ამ სტატიაში ანტიკური პერიოდის ქალების სილამაზის საიდუმლოებებსა და მათ თანამედროვე ალტერნატივებს გაეცნობით, რომელსაც ესთეტიკური ინოვაციების საერთაშორისო კლინიკა „მედი“ გთავაზობთ.

ძველი ეგვიპტე

ეგვიპტელები ცნობილი იყვნენ მკვეთრი მაკიაჟის ხელოვნებით. არსებობს მტკიცებულებები, რომ ისინი სახის და სხეულის კანს საგანგებოდ უვლიდნენ. 4000 წლის წინაც კი, ეგვიპტელები იღებდნენ შხაპს, იკეთებდნენ ეპილაციას შაქრით და იცოდნენ მასაჟიც. ყველაზე ცნობილი ეგვიპტელი ლამაზმანი, კლეოპატრა რძის აბაზანებს იღებდა, რომ კანის ელასტიურობა და ახალგაზრდობა შეენარჩუნებინა. ანტიკური ეპოქის დედოფლები ახალგაზრდობის საიდუმლოს ფლობდნენ. ეს იყო ანტიასაკობრივი ნიღაბი თაფლით, რძითა და ალოეს წვენით. თმას კვერცხის გულით, თაფლით და ნუშის რძით იბანდნენ. ასეთი პროცედურა ამაგრებდა თმას და აძლევდა ბუნებრივ ბზინვარებას. კლეოპატრამ ასევე იცოდა სახის კრემის რეცეპტი, ალოეს, თაფლის და გამდნარი ცხოველური ცხიმის გამოყენებით.

ლაზერული ეპილაცია

თუკი ძველად ეგვიპტელი ლამაზმანები არასასურველ თმას შაქრის საშუალებით იშორებდნენ, დღეს თმის მოცილება მარტივად, უსაფრთხოდ და სამუდამოდ - ლაზერული ეპილაციითაა შესაძლებელი. ლაზერული ეპილაცია წარმოადგენს უსაფრთხო და სწრაფ საშუალებას არასასურველი თმის მოსაშორებლად. კლინიკა „მედიში“ გამოიყენება მეოთხე თაობის ალექსანდრიტის ლაზერი, რომელიც უკვე 20 წელია პაციენტებს დაუჯერებელ შედეგებს აძლევს. ალექსანდრიტის ლაზერით კანის ზედაპირი არ ზიანდება და ხდება რამოდენიმე ფოლეკულაზე ერთდროულად ზემოქმედება (თმის მოშორება შედარებით დიდი ზონიდან დროის მოკლე პერიოდში).

ძველი საბერძნეთი

საბერძნეთი დღემდე ცნობილია თავისი ზეთის ხილის ბაღებითა და ზეითუნის ზეთის წარმოებით, რაც უძველესი დროის სილამაზის მთავარ რეცეპტს წარმოადგენს. ათასობით წლის წინ, ბერძენი ქალები ზეითუნის ზეთს იყენებდნენ თმისთვისაც და კანის დასატენიანებლადაც. ისინი ათბობდნენ ზეითუნის ზეთს, ისვამდნენ მას კანზე, თითების წრიული მოძრაობით და ნახევარი საათი იჩერებდნენ. ძველი საბერძნეთის კიდევ ერთი სილამაზის საიდუმლო, რომელიც თანამედროვე კოსმეტოლოგიაში ახლაც გამოიყენება - სამკურნალო თიხის სასწაულებრივი თვისებებია, რომელიც თავად ჰიპოკრატემ აღმოაჩინა. თავის სამედიცინო ტრაქტატებში წერდა დაკვირვებების შესახებ, რომ თეთრი თიხა ხელს უწყობს ანთების და სიწითლის აღმოფხვრას კანზე, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამაგრებს თმას, ხოლო ლურჯი თიხა ასუფთავებს კანს, ამცირებს აკნეს და ფლობს ანთების საწინააღმდეგო თვისებებს.

პილინგის ეფექტისთვის, ბერძენი ქალები იყენებდნენ ზღვის მარილს, რომელსაც სქელ ნაღებს ურევდნენ. ისვამდნენ მას სახეზე, როგორც სკრაბს და შემდეგ იბანდნენ.

სახის ულტრაბგერითი პილინგი

დღეისათვის, სახის წმენდის არაერთი პროცედურა არსებობს, რომელთა შორისაა ულტრაბგერითი პილინგი. აპარატის ულტრაბგერითი ტალღების მეშვეობით ხდება ქსოვილების მიკრო მასაჟი, რაც ღრმად ასუფთავებს კანს გარქოვანებული ეპიდერმისისაგან, გამოაქვს ცხიმოვანი და საოფლე ჯირკვლების ცხოველქმედების პროდუქტები, მაკიაჟის ნარჩენები, შავი კამედონები, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ულტრაბგერითი წმენდა 15 წუთის განმავლობაში ასუფთავებს კანს. რიგ შემთხვევაში შეირჩევა ინდივიდუალური პროგრამა კანის ტიპის მიხედვით.

ძველი ჩინეთი

უძველესი დროიდან, თეთრი კანი ჩინეთში სილამაზის უმაღლეს პარამეტრად ითვლებოდა. გარუჯვის მოდამ ჩინელ ქალებს გვერდი 21 საუკუნეშიც აუარა. რაც უფრო ღიაა კანი, მით უკეთესია. ამიტომ, უმრავლესობა ძველი ჩინური სილამაზის საიდუმლოებებისა, ორიენტირებულია სითეთრის შენარჩუნებაზე და ღია ფერის კანის მოვლაზე. მაგალითად, „ფაიფურის კანის“ ეფექტის მისაღებად, ჩინელი ქალები კვერცხის ცილის და თაფლის ნიღაბს იყენებდნენ, რომელიც ფორებს კეტავდა და კანს ათეთრებდა. ჩინელი იმპერატორი ქალი - ცისი, კანის გასათეთრებლად იყენებდა მარგალიტის ფხვნილისა და ყვავილის ექსტრაქტებისგან დამზადებულ ნიღაბს. ის ყოველ დილით იკეთებდა სახის მასაჟს ნეფრიტის რგოლებით, რაც ჩინელების აზრით, სამკურნალო თვისებებით იყო დაჯილდოვებული.

ბიორევიტალიზაცია

ბიოსტიმულაცია (ბიორევიტალიზაცია) კანის გაახალგაზრდავების თერაპიული მეთოდია, რომლის დროსაც ხდება კანის სტრუქტურული გაჯანსაღება, გამკვრივება და დატენიანება. ბიორევიტალიზაციის პროცედურისას ხდება კანისა და კანქვეშა ქსოვილების გამდიდრება ჰიალურონის მჟავით, რომელიც პასუხისმგებელია ლამაზი და ჯანსაღი კანის შენარჩუნებაზე. პროცედურის შემდგეგ საგრძნობლად იცვლება კანის სტრუქტურა, ხდება გლუვი, ელასტიური და დატენიანებული. გარდა ამისა მცირდება წვრილი ნაოჭების რაოდენობა და კანს უბრუნდება ჯანსაღი ფერი.

ძველი სლავები

სლავ ქალთა სილამაზეზე არანაკლები ლეგენდები დადიოდა, ვიდრე ბერძნებზე. ადგილობრივ ქალებს სილამაზის და ახალგაზრდობის თავიანთი საიდუმლოებები ჰქონდათ. მაგალითად, გოგონები დილაობით გვირილის ან ასკილის ნახარშით იბანდნენ პირს. ნიღბის სახით იყენებდნენ რძეს, არაჟანს, ნაღებს და კვერცხის გულს. სახის კანის გასათეთრებლად ამზადებდნენ ოხრახუშის ნახარშს, ან კიტრის წვენს. აბანო - ძველი სლავების სხეულის სილამაზის და ახალგაზრდობის განუყოფელი რეცეპტი იყო. რეგულარული ვიზიტი საუნაში აჩქარებს მეტაბოლიზმს და სისხლის მიმოქცევას, კანს ხდის ელასტიურს და პრიალას.

კრიოლიპოლიზი

კრიოლიპოლიზი -არის სხეულის საკორექციო, არაინვაზიური მეთოდი, რომელიც წვავს და ამცირებს ცხიმოვან ქსოვილებს განსაკუთრებულად პრობლემურ ლოკალურ ზონებში, რომელიც ცხიმისკენაა მიდრეკილი (მუცელი, გვერდები, მკლავები, თეძოები და ა.შ).

ZELTIQ ერთადერთი უსაფრთხო, სამედიცინო დანიშნულების ორიგინალი აპარატია, რომელსაც შეუძლია უპრობლემოდ გაუმკლავდეს გაცხიმოვნებას, მისი ეფექტურობა დამტკიცებულია ა.შ.შ-ის მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე. მეთოდის არსი კი მარტივია: ცხიმოვანი ქსოვილების მაღალი მგრძნობელობა ყინვაზე(დაბალ ტემპერატურაზე) კონტროლირებადი მოყინვით ხდება კანქვეშა ლიპიდური ქსოვილის ზომაში შემცირება, დაშლა და გამოდევნა კანის მთლიანობის დარღვევისა და დაზიანების გარეშე.

  • ეფექტი შესამჩნევია პროცედურის დასრულებისთანავე (ცხიმების 40% პროცენტი იწვება)
  • საბოლოო შედეგი დგება 2-3 თვის შემდეგ
  • შედეგი მზარდია და ხანგრძლივი

R