ავტორი:

ვანესა ბრაიანტმა კობისა და ჯიანას გარდაცვალება სოციალური მედიით შეიტყო - რატომ უჩივის ლეგენდარული კალათბურთელის ოჯახი ლოს-ანჯელესის ოლქს?

ვანესა ბრაიანტმა კობისა და ჯიანას გარდაცვალება სოციალური მედიით შეიტყო - რატომ უჩივის ლეგენდარული კალათბურთელის ოჯახი ლოს-ანჯელესის ოლქს?

ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის მეუღლემ, ვანესა ბრაიანტმა, კობისა და ქალიშვილ ჯიანას გარდაცვალების შესახებ სოციალური მედიით შეიტყო. ამის შესახებ წერს ჟურნალი „PEOPLE“ . გამოცემა აქვეყნებს კობი ბრაინტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო დავის დოკუმენტებს, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი ავიაკატასტროფის მომენტები.

ვანესა ბრაინტმა ლოს-ანჯელესის ოლქის წინააღმდეგ საჩივარი გასულ წელს შეიტანა. ის ამტკიცებდა, რომ 2020 წლის იანვარში, ავიაკატსტროფის ადგილისა და კობისა და ჯიანას ფოტოების გაჟონვამ მას ემოციური ზიანი მიაყენა.

ვანესა ბრაიანტი სარჩელში წერს, რომ ავარიის შესახებ თავდაპირველად მისი ოჯახის დამხმარემ შეატყობინა. მან ვანესას უთხრა, რომ კობისა და ჯიანას ვერტმფრენი ავარიაში მოჰყვა, თუმცა იყო ხუთი გადარჩენილი.

ამის შემდეგ ვანესა ცდილობდა ქმარს მობილურით დაკავშირებოდა, რა დროსაც მის ტელეფონში უეცრად გამოჩნდა მოკლე ტექსტური შეტყობინება - „ნათელში იყავი კობი“.

მოგვიანებით, კალაბასასის ავარიის ადგილზე მისვლის მიზნით, ვანესამ ვერტმფრენის დაქირავება სცადა, თუმცა ამინდის გაუარესების გამო უარი მიიღო. სწორედ ამ დროს დაუდასტურეს საბოლოოდ ვანესა ბრაიანტს მეუღლისა და ქალიშვილის გარდაცვალების ფაქტი.