პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორც პოლიტიკოსს, პაატა ბურჭულაძეს, მე არ შევხვდები. ეს არის ჩემი უფლება" - რატომ თქვა უარი ქუთაისის თეატრის ხელმძღვანელმა ბურჭულაძესთან შეხვედრაზე?
"როგორც პოლიტიკოსს, პაატა ბურჭულაძეს, მე არ შევხვდები. ეს არის ჩემი უფლება" - რატომ თქვა უარი ქუთაისის თეატრის ხელმძღვანელმა ბურჭულაძესთან შეხვედრაზე?

ქუ­თა­ი­სის ოპე­რის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ­მა ირი­ნე ლო­მი­ნა­ძემ გან­მარ­ტა, თუ რის გამო თქვა უარი სა­ო­პე­რო მომ­ღე­რალ პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძეს­თან შეხ­ვედ­რა­ზე.

რო­გორც ირი­ნე ლო­მი­ნა­ძე გან­მარ­ტავს, მას არ სურ­და პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის, რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სის გაც­ნო­ბა.

„ჩემ­თან არა­ვინ მო­სუ­ლა თე­ატ­რში შე­მოშ­ვე­ბის­თვის. და­მი­კავ­შირ­დნენ და მი­თხრეს, რომ პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძეს სურ­და ჩემი გაც­ნო­ბა. მას არ უთ­ქვამს, რომ სურ­და შე­მოს­ვლა. რა უფ­ლე­ბით არ შე­მო­ვუშ­ვებ­დი, სირ­ცხვი­ლია პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე არ შე­მო­უშ­ვა თე­ატ­რში. მე ვუ­თხა­რი, რო­გორც მსოფ­ლიო ბანს ჰქონ­და ჩემი უდი­დე­სი პა­ტი­ვის­ცე­მა და ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი, თუ ოდეს­მე იმ­ღე­რებს ჩემს თე­ატ­რში, მაგ­რამ, რო­გორც პო­ლი­ტი­კოს პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძეს, მე არ შევ­ხვდე­ბით­ქო. ეს არის ჩემი უფ­ლე­ბა. მე არ ვცემ იმ პარ­ტი­ას პა­ტივს, რო­მე­ლი პარ­ტი­ის გვერ­დი­თაც დგას პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე. ეს ეხე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კოს პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძეს. რო­გორ გგო­ნი­ათ, მას ეთ­ქვა, რომ შეხ­ვედ­რა სურ­და დას­თან და მე ამის დაშ­ლის უფ­ლე­ბა მქონ­და?"-აცხა­დებს ირი­ნე ლო­მი­ნა­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ო­პე­რო მომ­ღერ­ლის, პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქუ­თა­ი­სის თე­ატ­რში მუ­სი­კო­სებ­სა და მე­ნე­ჯმენ­ტთან და­გეგ­მი­ლი შეხ­ვედ­რა მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჩა­ი­შა­ლა.

რო­გორც ბურ­ჭუ­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, მას სურ­და თე­ატ­რის მე­ნე­ჯმენტს ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძის­თვის სა­კუ­თა­რი პრობ­ლე­მე­ბი გა­ეც­ნო, თუმ­ცა და­გეგ­მი­ლი რე­პე­ტი­ცია გა­უქ­მდა და მო­უ­ლოდ­ნე­ლად კა­რან­ტი­ნი გა­მო­ცხად­და.

„ქუ­თა­ი­სის სა­ო­პე­რო თე­ატ­რი­დან ჩემი ძვირ­ფა­სი მე­გობ­რე­ბი მი­რე­კა­ვენ მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით. დღეს მინ­დო­და თე­ატ­რის მუ­სი­კო­სებ­სა და მე­ნე­ჯმენტს ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძის­თვის გა­ეც­ნო სა­კუ­თა­რი პრობ­ლე­მე­ბი, ამი­ტომ მი­ვე­დით თე­ატრთან, ვი­ცო­დით, რომ რე­პე­ტი­ცია იყო და­ნიშ­ნუ­ლი. იქ კი ისე უც­ნა­უ­რად და­ემ­თხვა, რომ რო­გორც კი გახ­და ცნო­ბი­ლი ჩვე­ნი მის­ვლის შე­სა­ხებ, მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­მო­ცხად­და კა­რან­ტი­ნი, სა­ჭი­რო გახ­და დე­ზინ­ფექ­ცია და თე­ატ­რი და­კე­ტეს. რა­ტომ­ღაც არც სა­ო­პე­რო თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა ინე­ბა ჩემ­თან შეხ­ვედ­რა. არ იღელ­ვოთ ჩემო მე­გობ­რე­ბო, ესეც გა­და­ივ­ლის და მე აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვალ თქვენ­თან და რი­თაც შე­მეძ­ლე­ბა გვერ­დით და­გიდ­გე­ბით“, - წერს ბურ­ჭუ­ლა­ძე „ფე­ის­ბუ­კის“ გვერ­დზე.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Нене
0

Бурчуладзем джобиа ис пули даабрунос матховрули доги ром гамарта сацкали халхис пули ром шечама

w
18

იმ ხელოვნების მუშაკს, რომელსაც პაატა ბურჭულაძის გაცნობა არ მოუნდება, მხოლოდ იმიტომ რომ ის პოლიტიკაშიც არის, სიმღერა კი არა ღიღინიც კი უნდა აუკრძალო.

თუ ხელოვნების ქომაგია ეს ქალბარონი მიხედოს ხელოვნებას, მე მაინც მგონია რომ მას ხელოვნებაზე მეტად ქართული ოცნების პარტიული ხელფასი უყვარს

ავტორი:

"როგორც პოლიტიკოსს, პაატა ბურჭულაძეს, მე არ შევხვდები. ეს არის ჩემი უფლება" - რატომ თქვა უარი ქუთაისის თეატრის ხელმძღვანელმა ბურჭულაძესთან შეხვედრაზე?

"როგორც პოლიტიკოსს, პაატა ბურჭულაძეს, მე არ შევხვდები. ეს არის ჩემი უფლება" - რატომ თქვა უარი ქუთაისის თეატრის ხელმძღვანელმა ბურჭულაძესთან შეხვედრაზე?

ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირინე ლომინაძემ განმარტა, თუ რის გამო თქვა უარი საოპერო მომღერალ პაატა ბურჭულაძესთან შეხვედრაზე.

როგორც ირინე ლომინაძე განმარტავს, მას არ სურდა პაატა ბურჭულაძის, როგორც პოლიტიკოსის გაცნობა.

„ჩემთან არავინ მოსულა თეატრში შემოშვებისთვის. დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ პაატა ბურჭულაძეს სურდა ჩემი გაცნობა. მას არ უთქვამს, რომ სურდა შემოსვლა. რა უფლებით არ შემოვუშვებდი, სირცხვილია პაატა ბურჭულაძე არ შემოუშვა თეატრში. მე ვუთხარი, როგორც მსოფლიო ბანს ჰქონდა ჩემი უდიდესი პატივისცემა და ბედნიერი ვიქნები, თუ ოდესმე იმღერებს ჩემს თეატრში, მაგრამ, როგორც პოლიტიკოს პაატა ბურჭულაძეს, მე არ შევხვდებითქო. ეს არის ჩემი უფლება. მე არ ვცემ იმ პარტიას პატივს, რომელი პარტიის გვერდითაც დგას პაატა ბურჭულაძე. ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკოს პაატა ბურჭულაძეს. როგორ გგონიათ, მას ეთქვა, რომ შეხვედრა სურდა დასთან და მე ამის დაშლის უფლება მქონდა?"-აცხადებს ირინე ლომინაძე.

შეგახსენებთ, რომ საოპერო მომღერლის, პაატა ბურჭულაძის ინფორმაციით, ქუთაისის თეატრში მუსიკოსებსა და მენეჯმენტთან დაგეგმილი შეხვედრა მოულოდნელად ჩაიშალა.

როგორც ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს, მას სურდა თეატრის მენეჯმენტს ხატია დეკანოიძისთვის საკუთარი პრობლემები გაეცნო, თუმცა დაგეგმილი რეპეტიცია გაუქმდა და მოულოდნელად კარანტინი გამოცხადდა.

„ქუთაისის საოპერო თეატრიდან ჩემი ძვირფასი მეგობრები მირეკავენ მომხდართან დაკავშირებით. დღეს მინდოდა თეატრის მუსიკოსებსა და მენეჯმენტს ხატია დეკანოიძისთვის გაეცნო საკუთარი პრობლემები, ამიტომ მივედით თეატრთან, ვიცოდით, რომ რეპეტიცია იყო დანიშნული. იქ კი ისე უცნაურად დაემთხვა, რომ როგორც კი გახდა ცნობილი ჩვენი მისვლის შესახებ, მოულოდნელად გამოცხადდა კარანტინი, საჭირო გახდა დეზინფექცია და თეატრი დაკეტეს. რატომღაც არც საოპერო თეატრის ხელმძღვანელმა ინება ჩემთან შეხვედრა. არ იღელვოთ ჩემო მეგობრებო, ესეც გადაივლის და მე აუცილებლად მოვალ თქვენთან და რითაც შემეძლება გვერდით დაგიდგებით“, - წერს ბურჭულაძე „ფეისბუკის“ გვერდზე.