აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც წესდება ვაქცინაციასთან დაკავშირებული ახალი მოთხოვნები უცხო ქვეყნებიდან ჩასული ავიამგზავრების უმეტესობისთვის და იხსნება ჩინეთთან, ინდოეთთან და ევროპის დიდ ნაწილთან მოქმედი შეზღუდვები.
ახალი წესების თანახმად, საჰაერო გზით აშშ-ში დაიშვებიან სრულად ვაქცინირებული უცხოელი მოგზაურები ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და კორონავირუსზე ტესტის ნეგატიური პასუხით.
ამასთან, გამონაკლისი შეეხება 18 წლამდე ასაკის მოგზაურებსა და გარკვეული სამედიცინო პრობლემების მქონე პირებს. არატურისტული მიზნით 50-მდე ქვეყნიდან ჩასულ მგზავრებს, მათ შორის, ნიგერიიდან, ეგვიპტიდან, ალჟირიდან, სომხეთიდან, ლიბიიდან და ა.შ., სადაც ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის მაჩვენებლები 10%-ზე ნაკლებია, ასევე უფლება ექნებათ გათავისუფლდნენ წესებისგან, თუმცა იმ პირებმა, რომლებსაც გამონაკლისი შეეხებათ, შეერთებულ შტატებში ჩასვლიდან 60 დღის განმავლობაში ვაქცინაცია უნდა ჩაიტარონ.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის ცნობით, უცხოელი მოგზაურებისთვის მისაღები იქნება აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ყველა ვაქცინა.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულია შემდეგი ვაქცინები:
შესაბამისად, აღნიშნული ვაქცინებით აცრილი ადამიანები შტატებში დაიშვებიან (გარკვეული დამატებითი პირობებით).
საერთაშორისო ავიამგზავრებმა უნდა წარადგინონ უარყოფითი კოვიდ-19 ტესტის პასუხი და ტესტი ჩატარებული უნდა იყოს გამგზავრებამდე სამი დღის განმავლობაში. არავაქცინირებულმა ამერიკელებმა და უცხო ქვეყნების მოქალაქეებმა, რომლებსაც გამონაკლისი შეეხებათ, "კოვიდ -19-ზე ტესტი გამგზავრებიდან ერთი დღის განმავლობაში უნდა ჩაიტარონ.
ესაა ბრეჟნევის რეინკარნაცია შტატებში. კიდევ კარგი რო არიან სენატორები რომლებიც არ ემორჩილებიან ამის უაზრო განკარგულებებს ვაქცინაციის იძულების შესახებ. უამრავმა ამერიკელმა დაკარგა სამსახური რადგან უარი თქვა აცრაზე. ვინ წარმოიდგენდა შტატებში რო ასეთი ფაშიზმი იგრიალებდა. მალე ბევრ შეზღუდვას მოხსნის რადგან ვერ დაიმორჩილა და დაიმონა ამერიკელი ხალხის დიდი ნაწილი. ამას უყურებს მთელი მსოფლიო და აკოპირებს. ტვინი არავის არ ყოფნის , შვეციის სამეფოს გარდა. სადაც არც აცრაა სავალდებულო არც პირბადე და არც დისტანცია.