მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
70 ევროს სანაცვლოდ ყალბი ე.წ.კოვიდ პასპორტის დამზადების ფაქტზე პასუხისგებაში 9 პირი მიეცა
70 ევროს სანაცვლოდ ყალბი ე.წ.კოვიდ პასპორტის დამზადების ფაქტზე  პასუხისგებაში 9 პირი მიეცა

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბა-გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა. უწყე­ბის ცნო­ბით, 70 ევ­როს სა­ნაც­ვლოდ ყალ­ბი ე.წ.კო­ვიდ პას­პორ­ტის დამ­ზა­დე­ბის ფაქ­ტე­ბი თბი­ლის­სა და იმე­რეთ­ში და­ფიქ­სირ­და. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცეს 9 პირი.

„სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი აგ­რძე­ლებს აქ­ტი­ურ ღო­ნის­ძი­ე­ბებს ყალ­ბი კო­ვიდ-პას­პორ­ტე­ბი­სა და კო­რო­ნა­ვირუ­სის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტე­ბის და­მამ­ზა­დე­ბელ და გა­მომ­ყე­ნე­ბელ პირ­თა გა­მოვ­ლე­ნა-მხი­ლე­ბის მიზ­ნით.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, თბი­ლის­სა და იმე­რე­თის რე­გი­ონ­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლია აღ­ნიშ­ნუ­ლის სა­ხის და­ნა­შა­უ­ლის ორი ფაქ­ტი, რა­ზეც პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცა 9 პირი, მათ შო­რის ერთი და­კა­ვე­ბუ­ლია.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ერთ შემ­თხვე­ვა­ში, ბრალ­დე­ბულ­მა, ქ. თბი­ლის­ში მდე­ბა­რე ტუ­რის­ტულ კომ­პა­ნი­ა­ში, კო­ვიდ­ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გა­რე­შე სა­ზღვარ­გა­რეთ გამ­სვლე­ლი მგზავ­რე­ბი­სათ­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ვალ­დე­ბუ­ლო კა­რან­ტი­ნი­სა­გან თა­ვის არი­დე­ბის მიზ­ნით, მო­ქა­ლა­ქეს და­უმ­ზა­და ორი ერ­თე­უ­ლი ყალ­ბი ე.წ. კო­ვიდ-პას­პორ­ტი, თი­თო­ე­უ­ლი 70 ევ­როს სა­ნაც­ვლოდ, რო­მელ­შიც შე­ი­ტა­ნა ყალ­ბი მო­ნა­ცე­მე­ბი დო­კუ­მენ­ტის მიმ­ღე­ბი პი­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კო­ვიდ­ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სრუ­ლი კურ­სი­სა და შე­სა­ბა­მი­სი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბის უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბის თა­ო­ბა­ზე, რის შემ­დე­გაც დო­კუ­მენ­ტე­ბი და­ა­მოწ­მა სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სსიპ იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის ყალ­ბი, კუს­ტა­რუ­ლად დამ­ზა­დე­ბუ­ლი სვე­ლი ბეჭ­დით.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად ამო­ღე­ბულ იქნა რო­გორც ხსე­ნე­ბუ­ლი ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტე­ბი და ბეჭ­დე­ბი, ასე­ვე, სხვა მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე გა­სა­ღე­ბის მიზ­ნით დამ­ზა­დე­ბუ­ლი ყალ­ბი კო­ვიდ-პას­პორ­ტე­ბი და მათ და­სამ­ზა­დებ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა.

მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში კი, იმე­რე­თის რე­გი­ონ­ში მხი­ლე­ბულ იქნა რვა პირი, რომ­ლებ­მაც, სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის კვე­თი­სას, კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის აღ­კვე­თის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი­სათ­ვის თა­ვის არი­დე­ბის მიზ­ნით, შე­ი­ძი­ნეს და გა­მო­ი­ყე­ნეს თით­ქოს­და სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ხე­ლით გა­ცე­მუ­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის PCR ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტე­ბი“, - ნათ­ქვა­მია სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 362-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 3 წლამ­დე ვა­დით.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დგ
0

გირაოთი გამოუშვებენ

ედობუა
0

რა თქმა უნდა,დასასჯელია სიყალბის გამკეთებელ-გამცემიც და ამღებიც.და საერთოდ,გასამკაცრებელია რეგულაციები და დაცვა. არა ნიღბები,კაია სუფრები,ქელეხები,...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

70 ევროს სანაცვლოდ ყალბი ე.წ.კოვიდ პასპორტის დამზადების ფაქტზე პასუხისგებაში 9 პირი მიეცა

70 ევროს სანაცვლოდ ყალბი ე.წ.კოვიდ პასპორტის დამზადების ფაქტზე  პასუხისგებაში 9 პირი მიეცა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტები გამოავლინა. უწყების ცნობით, 70 ევროს სანაცვლოდ ყალბი ე.წ.კოვიდ პასპორტის დამზადების ფაქტები თბილისსა და იმერეთში დაფიქსირდა. აღნიშნულ საქმეზე პასუხისგებაში მისცეს 9 პირი.

„საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ ღონისძიებებს ყალბი კოვიდ-პასპორტებისა და კორონავირუსის ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი ყალბი დოკუმენტების დამამზადებელ და გამომყენებელ პირთა გამოვლენა-მხილების მიზნით.

საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და იმერეთის რეგიონში გამოვლენილია აღნიშნულის სახის დანაშაულის ორი ფაქტი, რაზეც პასუხისგებაში მიეცა 9 პირი, მათ შორის ერთი დაკავებულია.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა, ქ. თბილისში მდებარე ტურისტულ კომპანიაში, კოვიდვაქცინაციის გარეშე საზღვარგარეთ გამსვლელი მგზავრებისათვის გათვალისწინებული სავალდებულო კარანტინისაგან თავის არიდების მიზნით, მოქალაქეს დაუმზადა ორი ერთეული ყალბი ე.წ. კოვიდ-პასპორტი, თითოეული 70 ევროს სანაცვლოდ, რომელშიც შეიტანა ყალბი მონაცემები დოკუმენტის მიმღები პირის მიერ ჩატარებული კოვიდვაქცინაციის სრული კურსისა და შესაბამისი ლაბორატორიული კვლევების უარყოფითი შედეგების თაობაზე, რის შემდეგაც დოკუმენტები დაამოწმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ იუსტიციის სახლის ყალბი, კუსტარულად დამზადებული სველი ბეჭდით.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა როგორც ხსენებული ყალბი დოკუმენტები და ბეჭდები, ასევე, სხვა მოქალაქეებზე გასაღების მიზნით დამზადებული ყალბი კოვიდ-პასპორტები და მათ დასამზადებლად გამოყენებული კომპიუტერული ტექნიკა.

მეორე შემთხვევაში კი, იმერეთის რეგიონში მხილებულ იქნა რვა პირი, რომლებმაც, სახელმწიფო საზღვრის კვეთისას, კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის რეგულაციებისათვის თავის არიდების მიზნით, შეიძინეს და გამოიყენეს თითქოსდა სამედიცინო დაწესებულებების სახელით გაცემული კორონავირუსის PCR ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი ყალბი დოკუმენტები“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.