საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბინა რომ აჩუქეს, გააქირავა და იმ თანხით არის ამერიკაში" - როგორ ცხოვრობს ცნობილი წყვილის ქალიშვილი, რომელმაც წლების წინ პლასტიკურობით მთელი ქვეყანა მოხიბლა
"ბინა რომ აჩუქეს, გააქირავა და იმ თანხით არის ამერიკაში" - როგორ ცხოვრობს ცნობილი წყვილის ქალიშვილი, რომელმაც წლების წინ პლასტიკურობით მთელი ქვეყანა მოხიბლა

ჯერ კი­დევ ძა­ლი­ან პა­ტა­რა გო­გო­ნამ არა­ერთ ფილმში ითა­მა­შა, რე­ჟი­სორ­მა დათო დო­ი­აშ­ვილ­მა თა­ვის სპექ­ტაკ­ლებ­ში სცე­ნა­ზეც და­ა­ყე­ნა.13 წლის ასაკ­ში კი სა­ო­ცა­რი ცეკ­ვით და პლას­ტი­კუ­რო­ბით შოუს "შენ შე­გიძ­ლია ცეკ­ვა" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და და ბი­ნი­თაც და­ა­სა­ჩუქ­რეს. ხალ­ხის რჩე­უ­ლი და სა­უ­კე­თე­სო მო­ცეკ­ვა­ვე წელს სკო­ლას აშშ-ში ამ­თავ­რებს.

მე­სა­მე წე­ლია იქ სწავ­ლობს და ცხოვ­რობს. ნიტა ლო­მი­ძე ცნო­ბი­ლი წყვი­ლის - ტე­ლე­წამ­ყვა­ნის, რე­ჟი­ო­რის ნიკა ლო­მი­ძი­სა და ქო­რე­ოგ­რაფ თეა გო­ბე­ჯიშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლია.

შვი­ლის შე­სა­ხებ ამ­ჯე­რად მამა, ნიკა ლო­მი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ნი­ტამ გა­დაწ­ვი­ტა, ამე­რი­კა­ში ეს­წავ­ლა. სამი წლის წინ, ერთ-ერთი ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის დახ­მა­რე­ბით იქ თა­ვი­სი მო­ნა­ცე­მე­ბი, პორ­ტფო­ლიო გა­აგ­ზავ­ნა, თით­ქმის 100%-იანი და­ფი­ნან­სე­ბა მი­ი­ღო და სას­წავ­ლებ­ლად გა­ემ­გზავ­რა. ცხოვ­რობს კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, ლოს-ან­ჯრ­ლეს­თან ახ­ლოს, არტ-სკო­ლა­ში ცეკ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით უკვე მე­სა­მე წე­ლია, სე­რი­ო­ზულ კურსს გა­დის. სკო­ლას წელს ამ­თავ­რებს და კო­ლე­ჯში ჩა­ბა­რე­ბას აპი­რებს, რის­თვი­საც ძა­ლი­ან ემ­ზა­დე­ბა. ირ­ჩევს კო­ლე­ჯებს და გან­ცხა­დე­ბებს აგ­ზავ­ნის.

- არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლის, მშობ­ლე­ბის გა­რე­შე ასე შორს გაგ­ზავ­ნა ალ­ბათ ად­ვი­ლი არ იყო...

- ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ძნე­ლია, მაგ­რამ მშობ­ლებ­მა ჩვე­ნი თავი უკან დავ­წი­ეთ, წინ ბავ­შვის მო­მა­ვა­ლი და­ვა­ყე­ნეთ, მოკ­ლედ, შევ­ძე­ლით და გა­ვუშ­ვით. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძნე­ლი კი­დევ იმი­თაც არის, რომ შო­რია, მაგ­რამ ახლა ასეა - ვართ სხვა­დას­ხვა კონ­ტი­ნენტზე... სკო­ლას თა­ვის კამ­პუ­სი აქვს, სა­დაც ცხოვ­რობს. იქა­უ­რო­ბას ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ, აკონ­ტრო­ლე­ბენ. ნი­ტას ძა­ლი­ან მოს­წონს იქ ყოფ­ნა. უხა­რია, რომ კარგ ხალ­ხს შეხ­ვდა. ადა­მი­ა­ნებ­თან ჯან­სა­ღი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. ახლა იმა­საც აპი­რებს, რომ სა­ერ­თოდ, იქ გა­აგ­რძე­ლოს ცხოვ­რე­ბა.

- კონ­კურ­სი "შენ შე­გიძ­ლია ცეკ­ვა" რომ მო­ი­გო, მა­შინ მახ­სოვს მი­თხრა, - უცხო­ეთ­ში მინ­და, სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბაო... პრინ­ციპ­ში, ეს ოც­ნე­ბა აიხ­დი­ნა...

- კონ­კურ­სში რომ გა­ი­მარ­ჯვა, ბინა ხომ აჩუ­ქეს, ჰოდა, ის ბინა გა­ა­ქი­რა­ვა და სწო­რედ იმ თან­ხით არის იქ. ბი­ნის ქი­რის ფული პირ­და­პირ ერი­ცხე­ბა. მშობ­ლებს ამა­შიც მოგ­ვეხ­მა­რა.

- ცნო­ბი­ლი მო­ცეკ­ვა­ვე და ქო­რე­ოგ­რა­ფი თეა გო­ბე­ჯიშ­ვი­ლი მისი დედა რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ნიტა ცეკ­ვით ასე თუ და­ინ­ტე­რეს­დე­ბო­და?

- ალ­ბათ, მა­ინც ამან გან­სა­ზღვრა. თეამ გა­აც­ნო ცეკ­ვის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ არა­ფე­რი და­უ­ძა­ლე­ბია. არც ახლა ეუბ­ნე­ბა და აძა­ლებს, რო­გორც შენ გა­და­წყვტ, ისე იმოქ­მე­დე - გინ­და, სამ­სა­ხი­ო­ბო აირ­ჩიე, გინ­და, ცეკ­ვაო. თუმ­ცა ბოლო დროს ფსი­ქო­ლო­გი­ი­თაც და­ინ­ტე­რეს­და და ძა­ლი­ან გა­ი­ტა­ცე­ბუ­ლია. იმა­საც ფიქ­რობს, ფსი­ქო­ლო­გი­ას ხომ არ გაყ­ვეს? მოკ­ლედ, ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა და თვი­თონ გა­და­წყვეტს. ჩვენ ნაკ­ლე­ბად ვე­რე­ვით.

- ისე, არ­ტის­ტუ­ლიც არის, რამ­დე­ნი­მე ფილმშია გა­და­ღე­ბუ­ლი და ძა­ლე­ბი სცე­ნა­ზეც მო­სინ­ჯა...

- კი, 5 ფილმში აქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი და ორ სპექ­ტაკლში (ფილ­მე­ბი - "ანოს და ვა­ნოს თავ­გა­და­სა­ვა­ლი", "ლურ­ჯი ფრინ­ვე­ლი", "ცელ­ქი ბავ­შვე­ბი" (ორი­ვე ნა­წი­ლი) და "ვისი სული გსურს", სპე­ქა­ტაკ­ლე­ბი - "მუ­სი­კის ჰან­გე­ბი" და "ლურ­ჯი ფრინ­ვე­ლი")... მოკ­ლედ, მყა­რად ჯერ მა­ინც იმას ამ­ბობს, კო­ლე­ჯში სწავ­ლას ცეკ­ვით გა­ვაგ­რძე­ლებ და მერე თუ მივ­ხვდი, რომ სხვა რამე მინ­და, იქით გა­და­ვიხ­რე­ბიო. ვნა­ხოთ.

- მთა­ვა­რია, რომ ამე­რი­კამ იმე­დე­ბი არ გა­უც­რუა და ნიტა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით სავ­სეა ახლა...

- კი, ასეა. სა­ნამ ამ სკო­ლა­ში და­ი­წყებ­და სწავ­ლას, ნიუ-იორკში სა­ზა­ფხუ­ლო სკო­ლა­ში ერთი თვე იყო, იქაც გრან­ტი მო­ი­გო და ჯერ კი­დევ მა­შინ მიხ­ვდა, რომ ამე­რი­კა­ში უნდა ცხოვ­რე­ბა. იქ ბავ­შვებს ერ­თმა­ნეთ­თან სხვა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ, ასე­ვე მას­წავ­ლებ­ლებს - მოს­წავ­ლე­ებ­თან. შრო­მას უფა­სე­ბენ. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შემ­დგო­მი წინსვლი­სა და წარ­მა­ტე­ბის­თვის.

- მოკ­ლედ, ნი­ტას მამა ხარ უკვე და მას­ზე გი­წევს სა­უ­ბა­რი, ხომ ხე­დავ?.. მამა-შვილს რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ. შენს რჩე­ვებს თუ ით­ვა­ლის­წი­ნებს?

- მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, ვიყო ჯერ კარ­გი მე­გო­ბა­რი და მგო­ნი, გა­მოგ­ვდის. თუ რა­ი­მეს თქმა მინ­და, იმა­ზე კი არ ვკა­მა­თობთ, ვმსჯე­ლობთ. რა­ღაც­ნა­ირ დამ­რი­გებ­ლუ­რო­ბას ვცდი­ლობ, ავ­ცდე ხოლ­მე. მეც ვი­ყა­ვი ბავ­შვი და დამ­რი­გებ­ლუ­რი ტონი, ყო­ველ­თვის იქვე წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის შეგ­რძნე­ბას იწ­ვევს.

- ე.ი. ამ ეტაპ­ზე ნი­ტას უახ­ლო­ე­სი გეგ­მე­ბი ის არის, რომ ემ­ზა­დე­ბა კო­ლე­ჯის­თვის და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას ჯერ არ აპი­რებს?

- ასეა. ახლა მხო­ლოდ მა­გა­ზე ფიქ­რობს, ემ­ზა­დე­ბა და თან სკო­ლა­ში სწავ­ლობს. სა­ქარ­თვე­ლო­ში გარ­და სა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბი­სა, ჩა­მოს­ვლას არ გეგ­მავს. ზო­გა­დად ემო­ცი­უ­რი ბავ­შვია. ეს და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია, რაც ამ ქვე­ყა­ნა­ში მუდ­მი­ვად არის, მას­ზე ძა­ლი­ან მოქ­მე­დებს. ამი­ტომ აქეთ ჩა­მოს­ვლა სამ­წუ­ხა­როდ ჯერ არ უნდა...

- წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებთ მას.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
11

ნიტა კარგი გოგოა, წარმატებას ვუსურვებ გულწრფელად, მაგრამ, მისი გამარჯვება ცეკვის პროექტში, ბოლონდე მისი დამსახურება არ იყო. ვუყურებდი პროექტს და ვხედავდი ვინ როგორ ცეკვავდა. ასეთი უსამართლობის გამო ტოვებს ქვეყანას ასობით ათასი ქართველი, ნიტას რა უჭირს, ამერიკაშიც უჭერს მხარს მშობლები. 

მანანა
20

 ნიჭიერი გოგონა-ნიტა!წარმატებებს ვუსურვებ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ბინა რომ აჩუქეს, გააქირავა და იმ თანხით არის ამერიკაში" - როგორ ცხოვრობს ცნობილი წყვილის ქალიშვილი, რომელმაც წლების წინ პლასტიკურობით მთელი ქვეყანა მოხიბლა

"ბინა რომ აჩუქეს, გააქირავა და იმ თანხით არის ამერიკაში" - როგორ ცხოვრობს ცნობილი წყვილის ქალიშვილი, რომელმაც წლების წინ პლასტიკურობით მთელი ქვეყანა მოხიბლა

ჯერ კიდევ ძალიან პატარა გოგონამ არაერთ ფილმში ითამაშა, რეჟისორმა დათო დოიაშვილმა თავის სპექტაკლებში სცენაზეც დააყენა.13 წლის ასაკში კი საოცარი ცეკვით და პლასტიკურობით შოუს "შენ შეგიძლია ცეკვა" გამარჯვებული გახდა და ბინითაც დაასაჩუქრეს. ხალხის რჩეული და საუკეთესო მოცეკვავე წელს სკოლას აშშ-ში ამთავრებს.

მესამე წელია იქ სწავლობს და ცხოვრობს. ნიტა ლომიძე ცნობილი წყვილის - ტელეწამყვანის, რეჟიორის ნიკა ლომიძისა და ქორეოგრაფ თეა გობეჯიშვილის ქალიშვილია.

შვილის შესახებ ამჯერად მამა, ნიკა ლომიძე გვესაუბრება:

- ნიტამ გადაწვიტა, ამერიკაში ესწავლა. სამი წლის წინ, ერთ-ერთი ჩვენი კომპანიის დახმარებით იქ თავისი მონაცემები, პორტფოლიო გააგზავნა, თითქმის 100%-იანი დაფინანსება მიიღო და სასწავლებლად გაემგზავრა. ცხოვრობს კალიფორნიაში, ლოს-ანჯრლესთან ახლოს, არტ-სკოლაში ცეკვის მიმართულებით უკვე მესამე წელია, სერიოზულ კურსს გადის. სკოლას წელს ამთავრებს და კოლეჯში ჩაბარებას აპირებს, რისთვისაც ძალიან ემზადება. ირჩევს კოლეჯებს და განცხადებებს აგზავნის.

- არასრულწლოვანი შვილის, მშობლების გარეშე ასე შორს გაგზავნა ალბათ ადვილი არ იყო...

- ამ გადაწყვეტილების მიღება ძნელია, მაგრამ მშობლებმა ჩვენი თავი უკან დავწიეთ, წინ ბავშვის მომავალი დავაყენეთ, მოკლედ, შევძელით და გავუშვით. ეს ყველაფერი ძნელი კიდევ იმითაც არის, რომ შორია, მაგრამ ახლა ასეა - ვართ სხვადასხვა კონტინენტზე... სკოლას თავის კამპუსი აქვს, სადაც ცხოვრობს. იქაურობას ყურადღებას აქცევენ, აკონტროლებენ. ნიტას ძალიან მოსწონს იქ ყოფნა. უხარია, რომ კარგ ხალხს შეხვდა. ადამიანებთან ჯანსაღი ურთიერთობა აქვს. ახლა იმასაც აპირებს, რომ საერთოდ, იქ გააგრძელოს ცხოვრება.

- კონკურსი "შენ შეგიძლია ცეკვა" რომ მოიგო, მაშინ მახსოვს მითხრა, - უცხოეთში მინდა, სწავლის გაგრძელებაო... პრინციპში, ეს ოცნება აიხდინა...

- კონკურსში რომ გაიმარჯვა, ბინა ხომ აჩუქეს, ჰოდა, ის ბინა გააქირავა და სწორედ იმ თანხით არის იქ. ბინის ქირის ფული პირდაპირ ერიცხება. მშობლებს ამაშიც მოგვეხმარა.

- ცნობილი მოცეკვავე და ქორეოგრაფი თეა გობეჯიშვილი მისი დედა რომ არ ყოფილიყო, ნიტა ცეკვით ასე თუ დაინტერესდებოდა?

- ალბათ, მაინც ამან განსაზღვრა. თეამ გააცნო ცეკვის შესახებ ყველაფერი, მაგრამ არაფერი დაუძალებია. არც ახლა ეუბნება და აძალებს, როგორც შენ გადაწყვტ, ისე იმოქმედე - გინდა, სამსახიობო აირჩიე, გინდა, ცეკვაო. თუმცა ბოლო დროს ფსიქოლოგიითაც დაინტერესდა და ძალიან გაიტაცებულია. იმასაც ფიქრობს, ფსიქოლოგიას ხომ არ გაყვეს? მოკლედ, ჩამოყალიბდება და თვითონ გადაწყვეტს. ჩვენ ნაკლებად ვერევით.

- ისე, არტისტულიც არის, რამდენიმე ფილმშია გადაღებული და ძალები სცენაზეც მოსინჯა...

- კი, 5 ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული და ორ სპექტაკლში (ფილმები - "ანოს და ვანოს თავგადასავალი", "ლურჯი ფრინველი", "ცელქი ბავშვები" (ორივე ნაწილი) და "ვისი სული გსურს", სპექატაკლები - "მუსიკის ჰანგები" და "ლურჯი ფრინველი")... მოკლედ, მყარად ჯერ მაინც იმას ამბობს, კოლეჯში სწავლას ცეკვით გავაგრძელებ და მერე თუ მივხვდი, რომ სხვა რამე მინდა, იქით გადავიხრებიო. ვნახოთ.

- მთავარია, რომ ამერიკამ იმედები არ გაუცრუა და ნიტა შთაბეჭდილებებით სავსეა ახლა...

- კი, ასეა. სანამ ამ სკოლაში დაიწყებდა სწავლას, ნიუ-იორკში საზაფხულო სკოლაში ერთი თვე იყო, იქაც გრანტი მოიგო და ჯერ კიდევ მაშინ მიხვდა, რომ ამერიკაში უნდა ცხოვრება. იქ ბავშვებს ერთმანეთთან სხვა დამოკიდებულება აქვთ, ასევე მასწავლებლებს - მოსწავლეებთან. შრომას უფასებენ. ეს მნიშვნელოვანია შემდგომი წინსვლისა და წარმატებისთვის.

- მოკლედ, ნიტას მამა ხარ უკვე და მასზე გიწევს საუბარი, ხომ ხედავ?.. მამა-შვილს როგორი ურთიერთობა გაქვთ. შენს რჩევებს თუ ითვალისწინებს?

- მაქსიმალურად ვცდილობ, ვიყო ჯერ კარგი მეგობარი და მგონი, გამოგვდის. თუ რაიმეს თქმა მინდა, იმაზე კი არ ვკამათობთ, ვმსჯელობთ. რაღაცნაირ დამრიგებლურობას ვცდილობ, ავცდე ხოლმე. მეც ვიყავი ბავშვი და დამრიგებლური ტონი, ყოველთვის იქვე წინააღმდეგობის შეგრძნებას იწვევს.

- ე.ი. ამ ეტაპზე ნიტას უახლოესი გეგმები ის არის, რომ ემზადება კოლეჯისთვის და საქართველოში ჩამოსვლას ჯერ არ აპირებს?

- ასეა. ახლა მხოლოდ მაგაზე ფიქრობს, ემზადება და თან სკოლაში სწავლობს. საქართველოში გარდა საზაფხულო არდადეგებისა, ჩამოსვლას არ გეგმავს. ზოგადად ემოციური ბავშვია. ეს დაძაბული სიტუაცია, რაც ამ ქვეყანაში მუდმივად არის, მასზე ძალიან მოქმედებს. ამიტომ აქეთ ჩამოსვლა სამწუხაროდ ჯერ არ უნდა...

- წარმატებებს ვუსურვებთ მას.