საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ მანქურთებს არ აქვთ გაცნობიერებული, რა შეიძლება მოჰყვეს სააკაშვილი რომ დაიღუპოს ციხეში - დედამიწაზე ვერ დაიმალებიან" - გია ბარამიძე
"ამ მანქურთებს არ აქვთ გაცნობიერებული, რა შეიძლება მოჰყვეს სააკაშვილი რომ დაიღუპოს ციხეში - დედამიწაზე ვერ დაიმალებიან" - გია ბარამიძე

მხო­ლოდ ამ მან­ქურ­თებს, ამ აბ­სო­ლუ­ტურ უტი­ფარ ტი­პებს, რომ­ლებ­საც ხელ­ში აქვთ ჩაგ­დე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო და პირ­და­პირ პუ­ტი­ნის გეგ­მას ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან, არ აქვთ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი, რა შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი რომ და­ი­ღუ­პოს ცი­ხე­ში. ამათ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, რა დროც არ უნდა გა­ვი­დეს, ამო­თხრის ნე­ბის­მი­ე­რი ად­გი­ლი­დან, დე­და­მი­წა­ზე ვერ და­ი­მა­ლე­ბი­ან, ეს რო­გორ არ ეს­მით? , - ამის შე­სა­ხებ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "დღის ნი­უს­რუ­მი“ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ის რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­ე­კის­რე­ბა, ეს სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მხარ­დამ­ჭე­რებს არ ამ­შვი­დებს, რად­გან ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ქვე­ყა­ნა და­კარ­გავს ეროვ­ნულ გმირს.

"სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რი, ქვეყ­ნის მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი დღეს შიმ­ში­ლობს 25-ე დღეა. აი, ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მის მომ­ხრე­ებს და სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნებს გვა­ლა­პა­რა­კებს და გვა­ნერ­ვი­უ­ლებს იმა­ზე, რომ ეს ადა­მი­ა­ნი არ მოკ­ვდეს. ამის­თვის სა­ჭი­როა, რომ ეს კაცი, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო დო­ნის პო­ლი­ტი­კო­სია და რო­მელ­საც აფა­სებს ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი მთელ მსოფ­ლი­ო­ში და არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნა­ში, იყოს ცო­ცხა­ლი.

მე­ო­რე სა­კი­თხია, რომ ის პო­ლიტ­პა­ტი­მა­რია და არც უნდა და­ე­პა­ტიმ­რე­ბი­ნათ, გა­მო­საშ­ვე­ბია და ამა­ზე ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბიც ლა­პა­რა­კო­ბენ, რომ სა­ნამ არ იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ნორ­მა­ლუ­რი სა­სა­მარ­თლო, მა­ნამ­დე უნდა იყოს ყვე­ლა გა­რეთ, ვინც პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლად შე­იძ­ლე­ბა იყოს და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი და შემ­დეგ ჩემ­ზე, თქვენ­ზე მი­შა­ზე, ჭი­ჭი­კო­ზე, ბი­ჭი­კო­ზე აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ზე უნდა გა­და­ი­ხე­დოს საქ­მე­ე­ბი ახა­ლი, ნორ­მა­ლუ­რად არ­ჩე­უ­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ და ნორ­მა­ლუ­რი სა­სა­მარ­თლოს მიერ. ახლა სა­ა­კაშ­ვი­ლი არის პუ­ტი­ნი­სა და ივა­ნიშ­ვი­ლის ტყვე­ო­ბა­ში, მაგ­რამ ლა­პა­რა­კია მის სი­ცო­ცხლე­ზე და ევაჭ­რე­ბი­ან ხალ­ხს, რომ გა­და­ვიყ­ვანთ გლ­და­ნის კლი­ნი­კა­შიო, სა­დაც არ არის ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ რა­ღაც აუ­ცი­ლებ­ლად გახ­დეს სა­ჭი­რო, უცებ უშ­ვე­ლონ.

ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რომ და­ე­კის­რე­ბა შემ­დეგ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ეს არა­ვის არ გვამ­შვი­დებს, იმი­ტომ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე ყვე­ლას­თვის, ჩვენ­თვის, ასო­ბით ათა­სი მისი მომ­ხრის­თვის და გულ­შე­მატ­კივ­რის­თვის არის უძ­ვირ­ფა­სე­სი, იმი­ტომ, რომ ჩვენ, ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს, მაგ­რამ ეს რომ და­ვუშ­ვათ, დავ­კარ­გავთ უდი­დეს ადა­მი­ანს, ჩვენ ერთხელ უკვე დავ­კარ­გეთ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი და ეს არ უნდა და­ვუშ­ვათ“, - გა­ნა­ცხა­და ბა­რა­მი­ძემ.

მან მმარ­თვე­ლი ძა­ლის მიერ და­ა­ნონ­სე­ბულ აქ­ცი­ა­ზეც გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ არ­სე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სით, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის გავ­სე­ბა არ გა­უ­ჭირ­დე­ბა, თუმ­ცა ამ აქ­ცი­ას არ ექ­ნე­ბა ისე­თი­ვე მუხ­ტი, რო­გორც ეს „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ აქ­ცი­ა­ზე იყო.

„გულ­წრფე­ლე­ბი რომ ვი­ყოთ, არა მარ­ტო „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, არა­მედ სხვა ბევ­რი ადა­მი­ა­ნიც იყო იქ პარ­ტი­უ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად ჩვენს აქ­ცი­ა­ზე, ჩვენ ვნა­ხეთ უზარ­მა­ზა­რი რა­ო­დე­ნო­ბის ხალ­ხი, და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აქ­ცი­ა­ზე, ვინც იქ­ნე­ბა, დიდი ნა­წი­ლი იქ­ნე­ბა მიყ­ვა­ნი­ლი ძა­ლით - სხვა­დას­ხვა უწყე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ისიც ვი­ცით, და­ახ­ლო­ე­ბით, რამ­ხე­ლა თან­ხაც არის გა­მო­ყო­ფი­ლი და ეს სხვა მუხ­ტის მქო­ნე აქ­ცია იქ­ნე­ბა. მით უმე­ტეს ისეთ ვი­თა­რე­ბა­ში, რო­დე­საც ამ რე­ჟიმს არა­ფე­რი არ აქვს ხალ­ხის­თვის სათ­ქმე­ლი.

ამათ იმ­დე­ნი ფული აქვთ და იმ­დე­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სი, ხალ­ხის გა­და­ად­გი­ლე­ბა ნამ­დვი­ლად არ უჭირთ“, - გა­ნა­ცხა­და ბა­რა­მი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 53 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლელა
0

ჰაჰაჰაჰაჰაჰაააააააააააა!!

...
0

სასიკვდილოდ ყველა ცოდოა, მაგრამ.. თავისივე კაპრიზების გამო თუ მოკვდება, ერთი საერთოდ არდასაბადებელი ხორცმეტით ნაკლები იქნება დედამიწაზე..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ამ მანქურთებს არ აქვთ გაცნობიერებული, რა შეიძლება მოჰყვეს სააკაშვილი რომ დაიღუპოს ციხეში - დედამიწაზე ვერ დაიმალებიან" - გია ბარამიძე

"ამ მანქურთებს არ აქვთ გაცნობიერებული, რა შეიძლება მოჰყვეს სააკაშვილი რომ დაიღუპოს ციხეში - დედამიწაზე ვერ დაიმალებიან" - გია ბარამიძე

მხოლოდ ამ მანქურთებს, ამ აბსოლუტურ უტიფარ ტიპებს, რომლებსაც ხელში აქვთ ჩაგდებული საქართველო და პირდაპირ პუტინის გეგმას ემსახურებიან, არ აქვთ გაცნობიერებული, რა შეიძლება მოჰყვეს მიხეილ სააკაშვილი რომ დაიღუპოს ციხეში. ამათ ქართველი ხალხი, რა დროც არ უნდა გავიდეს, ამოთხრის ნებისმიერი ადგილიდან, დედამიწაზე ვერ დაიმალებიან, ეს როგორ არ ესმით? , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისი თქმით, ის რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება, ეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერებს არ ამშვიდებს, რადგან ასეთ შემთხვევაში ქვეყანა დაკარგავს ეროვნულ გმირს.

"საქართველოს ეროვნული გმირი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს შიმშილობს 25-ე დღეა. აი, ეს აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ხელისუფლება მის მომხრეებს და საღად მოაზროვნე ადამიანებს გვალაპარაკებს და გვანერვიულებს იმაზე, რომ ეს ადამიანი არ მოკვდეს. ამისთვის საჭიროა, რომ ეს კაცი, რომელიც მსოფლიო დონის პოლიტიკოსია და რომელსაც აფასებს ამდენი ადამიანი მთელ მსოფლიოში და არა მარტო საქართველოსა და უკრაინაში, იყოს ცოცხალი.

მეორე საკითხია, რომ ის პოლიტპატიმარია და არც უნდა დაეპატიმრებინათ, გამოსაშვებია და ამაზე ევროპარლამენტარებიც ლაპარაკობენ, რომ სანამ არ იქნება საქართველოში ნორმალური სასამართლო, მანამდე უნდა იყოს ყველა გარეთ, ვინც პოლიტიკურად მოტივირებულად შეიძლება იყოს დაპატიმრებული და შემდეგ ჩემზე, თქვენზე მიშაზე, ჭიჭიკოზე, ბიჭიკოზე აბსოლუტურად ყველაზე უნდა გადაიხედოს საქმეები ახალი, ნორმალურად არჩეული პროკურატურის მიერ და ნორმალური სასამართლოს მიერ. ახლა სააკაშვილი არის პუტინისა და ივანიშვილის ტყვეობაში, მაგრამ ლაპარაკია მის სიცოცხლეზე და ევაჭრებიან ხალხს, რომ გადავიყვანთ გლდანის კლინიკაშიო, სადაც არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ რაღაც აუცილებლად გახდეს საჭირო, უცებ უშველონ.

ამ ხელისუფლებას რომ დაეკისრება შემდეგ პასუხისმგებლობა, ეს არავის არ გვამშვიდებს, იმიტომ, რომ სააკაშვილის სიცოცხლე ყველასთვის, ჩვენთვის, ასობით ათასი მისი მომხრისთვის და გულშემატკივრისთვის არის უძვირფასესი, იმიტომ, რომ ჩვენ, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ეს რომ დავუშვათ, დავკარგავთ უდიდეს ადამიანს, ჩვენ ერთხელ უკვე დავკარგეთ საქართველოს პრეზიდენტი და ეს არ უნდა დავუშვათ“, - განაცხადა ბარამიძემ.

მან მმართველი ძალის მიერ დაანონსებულ აქციაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ არსებული ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსით, თავისუფლების მოედნის გავსება არ გაუჭირდება, თუმცა ამ აქციას არ ექნება ისეთივე მუხტი, როგორც ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე იყო.

„გულწრფელები რომ ვიყოთ, არა მარტო „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ სხვა ბევრი ადამიანიც იყო იქ პარტიულობის მიუხედავად ჩვენს აქციაზე, ჩვენ ვნახეთ უზარმაზარი რაოდენობის ხალხი, და „ქართული ოცნების" აქციაზე, ვინც იქნება, დიდი ნაწილი იქნება მიყვანილი ძალით - სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები. ისიც ვიცით, დაახლოებით, რამხელა თანხაც არის გამოყოფილი და ეს სხვა მუხტის მქონე აქცია იქნება. მით უმეტეს ისეთ ვითარებაში, როდესაც ამ რეჟიმს არაფერი არ აქვს ხალხისთვის სათქმელი.

ამათ იმდენი ფული აქვთ და იმდენი ადმინისტრაციული რესურსი, ხალხის გადაადგილება ნამდვილად არ უჭირთ“, - განაცხადა ბარამიძემ.