სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ მეთოდით მოხდა ნიკოლოზ II-ის ნეშტის იდენტიფიცირება" - ვინ იყო ქართველი მეცნიერი, რომელსაც საბჭოთა კავშირში დნმ-ის ტესტის პირველ შემქმნელად მიიჩნევდნენ
"ამ მეთოდით მოხდა ნიკოლოზ II-ის ნეშტის იდენტიფიცირება" - ვინ იყო ქართველი მეცნიერი, რომელსაც საბჭოთა კავშირში დნმ-ის ტესტის პირველ შემქმნელად მიიჩნევდნენ

აპო­ლონ ჯინ­ჭა­რა­ძე არის ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი, რო­მელ­მაც დნმ-ის ტეს­ტი შექ­მნა. დიდი მო­მავ­ლის მქო­ნე მეც­ნი­ე­რი სამ­წუ­ხა­როდ 1989 წელს, 28 წლის ასაკ­ში უეც­რად გარ­და­იც­ვა­ლა. მისი შექ­მნი­ლი მე­თო­დით კი იმ­პე­რა­ტორ ნი­კო­ლოზ II-ის ნეშ­ტის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მოხ­და.

აპო­ლონ ჯინ­ჭა­რა­ძე უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის დურ­მი­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის მცე­ნა­რე­თა ბი­ო­ქი­მი­ის ინ­სტი­ტუ­ტში მუ­შა­ობ­და, შემ­დეგ სა­მუ­შა­ოდ მოს­კოვ­ში ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის მო­ლე­კუ­ლუ­რი ბი­ო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტში გა­და­ვი­და, სა­დაც სა­კან­დი­და­ტო დი­სერ­ტა­ცია და­იც­ვა.

სწო­რედ მა­შინ აღ­მო­ა­ჩი­ნა და და­ა­მუ­შა­ვა "გე­ნე­ტი­კუ­რი დაქ­ტი­ლოს­კო­პი­ის მე­თო­დი", რის­თვი­საც რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ბო­რის ელ­ცი­ნის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბით, გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, 1996 წელს მეც­ნი­ე­რე­ბის და ტექ­ნი­კის დარ­გში რუ­სე­თის სახ­ლმწი­ფო პრე­მია მი­ე­ნი­ჭა. ის ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლი ბი­ო­ლო­გია, ვი­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი პრე­მია აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი. მისი მე­თო­დი მთელს ცო­ცხალ სამ­ყა­რო­ზე ვრცელ­დე­ბა.

***

სა­ქარ­თვე­ლო­ში მცე­ნა­რე­თა ბი­ო­ქი­მი­ის ინ­სტი­ტუ­ტში საქ­მი­ა­ნო­ბის გარ­და, ლექ­ცი­ებს კი­თხუ­ლობ­და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მის მიერ აღ­მო­ჩე­ნი­ლი ზონ­დის მეშ­ვე­ო­ბით კი რუ­სე­თის მე­ფის ნი­კო­ლოზ II-ის ნეშ­ტის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ია­პო­ნი­ა­ში შე­მო­ნა­ხუ­ლი მე­ფის სის­ხლით გაჟ­ღენ­თი­ლი დოლ­ბან­დის სა­შუ­ა­ლე­ბით მოხ­და. აპო­ლონ ჯინ­ჭა­რა­ძის გვა­რი და სა­ხე­ლი შე­ტა­ნი­ლია გე­ნე­ტი­კის პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში.

ბოლო დროს ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რის აღ­მო­ჩე­ნა გარ­კვე­ულ წრე­ებ­ში გან­ხილ­ვი­სა და დის­კუ­სი­ის თემა გახ­და. ასა­ხე­ლე­ბენ იმას, რომ მსოფ­ლი­ო­ში გე­ნე­ტი­კუ­რი დაქ­ტი­ლის­კო­პი­ის მე­თო­დის მა­მად ინ­გლი­სე­ლი ალეკ ჯეფ­რი­სი მი­იჩ­ნე­ვაო. ამა­ზე კი აპო­ლონ ჯინ­ჭა­რა­ძის ძმა, ექი­მი ბად­რი ჯინ­ჭა­რა­ძე, რო­მელ­მაც ძმის ცხოვ­რე­ბი­სა და სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ 2009 წელს წიგ­ნი „აპო­ლონ ჯინ­ჭა­რა­ძე და მისი ერთი აღ­მო­ჩე­ნა“ მი­უ­ძღვნა, ამ­ბობს - „რად­გან გე­ნე­ტი­კუ­რი დაქ­ტი­ლის­კო­პი­ის მე­თო­დის მა­მად ჯეფ­რი­სი იგუ­გ­ლე­ბა, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ამ აღ­მო­ჩე­ნის ის­ტო­რია შე­უც­ვლე­ლია.

80-იან წლებ­ში ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი არ­სე­ბობ­და, მსოფ­ლიო ორ ბა­ნა­კად იყო გა­ყო­ფი­ლი და „რკი­ნის ფარ­დაც“ არ იყო გა­და­წე­უ­ლი. ორი ძი­რი­თა­დი იზო­ლი­რე­ბუ­ლი სამ­ყა­რო იყო. ამი­ტომ, აპო­ლონ ჯინ­ჭა­რა­ძემ ამ მე­ო­რე სამ­ყა­რო­ში, ეს მე­თო­დი სრუ­ლი­ად და­მო­უ­კი­დებ­ლად, სსრკ-ში (პირ­ვე­ლად მსოფ­ლი­ო­ში) აღ­მო­ა­ჩი­ნა, დე­ტა­ლუ­რად და­ა­მუ­შა­ვა და გა­ნავ­რცო მთე­ლი ცო­ცხა­ლი სამ­ყა­როს მი­მართ ასე­ვე მის მიერ დად­გე­ნი­ლი M13 ზონ­დის სა­ფუძ­ველ­ზე... ამას­თან, ჯეფ­რი­სის და ჯინ­ჭა­რა­ძის ზონ­დე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბა. ამას იმი­ტომ, ვამ­ბობ, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში ეს თემა გან­ხილ­ვის და დის­კუ­სი­ის თემა გახ­და“...

ბად­რი ჯინ­ჭა­რა­ძის წიგ­ნის გაც­ნო­ბის შემ­დეგ გე­ნე­ტი­კოს­მა და მო­ლე­კუ­ლურ­მა ბი­ო­ლოგ­მა ნინო ლო­მი­ძემ ბა­ტონ ბად­რის­თან სა­კუ­თა­რი აზრი და­ა­ფიქ­სი­რა:

"აპო­ლო­ნი თქვე­ნი გვა­რის ღირ­სე­უ­ლი შთა­მო­მა­ვა­ლია... მინ­და, ხაზი გა­ვუს­ვა მის აღ­მო­ჩე­ნას. პრე­მია იმა­ში მი­ი­ღო, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლად ახა­ლი M13 ზონ­დი იპო­ვა... მთა­ვა­რია ის, რომ აპო­ლონ­მა სწო­რედ თვი­თონ, მარ­ტომ გა­ა­კე­თა ეს აღ­მო­ჩე­ნა, რომ ბუ­ნე­ბა­ში ინ­დი­ვი­დებს უნი­კა­ლუ­რი გან­ლა­გე­ბის მქო­ნე გე­ნე­ბი აქვთ, ეს არ იყო ბუ­ნე­ბა­ში ცნო­ბი­ლი, რაც სენ­სა­ცია იყო! ამი­ტომ არ უჯე­რებ­დნენ, არა­და, ეს ჯეფ­რი­სის სტა­ტი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე მოხ­და! მისი აღ­მო­ჩე­ნა ამი­ტო­მაც გა­ა­სა­ი­დუმ­ლო­ეს. ამ აღ­მო­ჩე­ნა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას გა­მოქ­ვეყ­ნდა ჯეფ­რი­ზის შრო­მა! დღემ­დე მი­მაჩ­ნია, რომ მარ­ტო M13 ზონ­დი კი არა, აპო­ლონ­მა თვი­თონ გე­ნუ­რი დაქ­ტი­ლოს­კო­პი­ის ფაქ­ტი აღ­მო­ა­ჩი­ნა!.

ბად­რი და აპო­ლონ ჯინ­ჭა­რა­ძე­ე­ბი

1986 წლის იან­ვარ­ში, მოს­კოვ­ში დი­სერ­ტა­ცი­ის და­სა­ცა­ვად ვი­ყა­ვი ჩა­სუ­ლი... კა­მა­თი იყო, გა­ეგ­ზავ­ნათ თუ არა თე­ზი­სე­ბი, ფაქ­ტი და­ე­ა­ნონ­სე­ბი­ნათ რუ­სე­თის რო­მე­ლი­ღაც კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე თუ დიდი და სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ნაშ­რო­მი გა­მო­ექ­ვეყ­ნე­ბი­ნათ. უფ­რო­სო­ბამ თავი შე­ი­კა­ვეს თე­ზი­სე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­გან. არ უნ­დო­დათ თა­ვი­სი გვა­რი ჯერ კი­დევ ზუს­ტად შე­უს­წავ­ლე­ლი (!) აღ­მო­ჩე­ნის ქვეშ და­წე­რი­ლი­ყო, არც აპო­ლონს მის­ცეს ნება, ხვდე­ბოდ­ნენ, რომ ეს სენ­სა­ცია იყო, ხომ არ და­კარ­გავ­დნენ ასეთ შანსს, უფ­რო­სებს უფრო ეკუთ­ვნით (მათი გა­გე­ბით) აღ­მო­ჩე­ნის პა­ტი­ვი, ვიდ­რე ვი­ღაც, თუნ­დაც ულ­ვა­ში­ან ას­პი­რანტს!..წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

!!!
2

ამ ნიჭიერი ადამიანის შემთხვევაშიც საეჭვოა უეცარი გარდაცვალება .

ღმერთმა გაანათლოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

"ამ მეთოდით მოხდა ნიკოლოზ II-ის ნეშტის იდენტიფიცირება" - ვინ იყო ქართველი მეცნიერი, რომელსაც საბჭოთა კავშირში დნმ-ის ტესტის პირველ შემქმნელად მიიჩნევდნენ

"ამ მეთოდით მოხდა ნიკოლოზ II-ის ნეშტის იდენტიფიცირება" - ვინ იყო ქართველი მეცნიერი, რომელსაც საბჭოთა კავშირში დნმ-ის ტესტის პირველ შემქმნელად მიიჩნევდნენ

აპოლონ ჯინჭარაძე არის ქართველი მეცნიერი, რომელმაც დნმ-ის ტესტი შექმნა. დიდი მომავლის მქონე მეცნიერი სამწუხაროდ 1989 წელს, 28 წლის ასაკში უეცრად გარდაიცვალა. მისი შექმნილი მეთოდით კი იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ნეშტის იდენტიფიცირება მოხდა.

აპოლონ ჯინჭარაძე უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დურმიშიძის სახელობის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტში მუშაობდა, შემდეგ სამუშაოდ მოსკოვში ყოფილი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტში გადავიდა, სადაც საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა.

სწორედ მაშინ აღმოაჩინა და დაამუშავა "გენეტიკური დაქტილოსკოპიის მეთოდი", რისთვისაც რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის ბრძანებულებით, გარდაცვალების შემდეგ, 1996 წელს მეცნიერების და ტექნიკის დარგში რუსეთის სახლმწიფო პრემია მიენიჭა. ის ერთადერთი ქართველი ბიოლოგია, ვისაც აღნიშნული პრემია აქვს მინიჭებული. მისი მეთოდი მთელს ცოცხალ სამყაროზე ვრცელდება.

***

საქართველოში მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტში საქმიანობის გარდა, ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გარდაცვალების შემდეგ მის მიერ აღმოჩენილი ზონდის მეშვეობით კი რუსეთის მეფის ნიკოლოზ II-ის ნეშტის იდენტიფიცირება იაპონიაში შემონახული მეფის სისხლით გაჟღენთილი დოლბანდის საშუალებით მოხდა. აპოლონ ჯინჭარაძის გვარი და სახელი შეტანილია გენეტიკის პრაქტიკულად ყველა სახელმძღვანელოში.

ბოლო დროს ქართველი მეცნიერის აღმოჩენა გარკვეულ წრეებში განხილვისა და დისკუსიის თემა გახდა. ასახელებენ იმას, რომ მსოფლიოში გენეტიკური დაქტილისკოპიის მეთოდის მამად ინგლისელი ალეკ ჯეფრისი მიიჩნევაო. ამაზე კი აპოლონ ჯინჭარაძის ძმა, ექიმი ბადრი ჯინჭარაძე, რომელმაც ძმის ცხოვრებისა და სამეცნიერო საქმიანობის შესახებ 2009 წელს წიგნი „აპოლონ ჯინჭარაძე და მისი ერთი აღმოჩენა“ მიუძღვნა, ამბობს - „რადგან გენეტიკური დაქტილისკოპიის მეთოდის მამად ჯეფრისი იგუგლება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ აღმოჩენის ისტორია შეუცვლელია.

80-იან წლებში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი არსებობდა, მსოფლიო ორ ბანაკად იყო გაყოფილი და „რკინის ფარდაც“ არ იყო გადაწეული. ორი ძირითადი იზოლირებული სამყარო იყო. ამიტომ, აპოლონ ჯინჭარაძემ ამ მეორე სამყაროში, ეს მეთოდი სრულიად დამოუკიდებლად, სსრკ-ში (პირველად მსოფლიოში) აღმოაჩინა, დეტალურად დაამუშავა და განავრცო მთელი ცოცხალი სამყაროს მიმართ ასევე მის მიერ დადგენილი M13 ზონდის საფუძველზე... ამასთან, ჯეფრისის და ჯინჭარაძის ზონდები ერთმანეთისგან განსხვავდება. ამას იმიტომ, ვამბობ, რომ ბოლო პერიოდში ეს თემა განხილვის და დისკუსიის თემა გახდა“...

ბადრი ჯინჭარაძის წიგნის გაცნობის შემდეგ გენეტიკოსმა და მოლეკულურმა ბიოლოგმა ნინო ლომიძემ ბატონ ბადრისთან საკუთარი აზრი დააფიქსირა:

"აპოლონი თქვენი გვარის ღირსეული შთამომავალია... მინდა, ხაზი გავუსვა მის აღმოჩენას. პრემია იმაში მიიღო, რომ დამოუკიდებლად ახალი M13 ზონდი იპოვა... მთავარია ის, რომ აპოლონმა სწორედ თვითონ, მარტომ გააკეთა ეს აღმოჩენა, რომ ბუნებაში ინდივიდებს უნიკალური განლაგების მქონე გენები აქვთ, ეს არ იყო ბუნებაში ცნობილი, რაც სენსაცია იყო! ამიტომ არ უჯერებდნენ, არადა, ეს ჯეფრისის სტატიის გამოქვეყნებამდე მოხდა! მისი აღმოჩენა ამიტომაც გაასაიდუმლოეს. ამ აღმოჩენაზე მუშაობისას გამოქვეყნდა ჯეფრიზის შრომა! დღემდე მიმაჩნია, რომ მარტო M13 ზონდი კი არა, აპოლონმა თვითონ გენური დაქტილოსკოპიის ფაქტი აღმოაჩინა!.

ბადრი და აპოლონ ჯინჭარაძეები

1986 წლის იანვარში, მოსკოვში დისერტაციის დასაცავად ვიყავი ჩასული... კამათი იყო, გაეგზავნათ თუ არა თეზისები, ფაქტი დაეანონსებინათ რუსეთის რომელიღაც კონფერენციაზე თუ დიდი და საფუძვლიანი ნაშრომი გამოექვეყნებინათ. უფროსობამ თავი შეიკავეს თეზისების გამოქვეყნებისგან. არ უნდოდათ თავისი გვარი ჯერ კიდევ ზუსტად შეუსწავლელი (!) აღმოჩენის ქვეშ დაწერილიყო, არც აპოლონს მისცეს ნება, ხვდებოდნენ, რომ ეს სენსაცია იყო, ხომ არ დაკარგავდნენ ასეთ შანსს, უფროსებს უფრო ეკუთვნით (მათი გაგებით) აღმოჩენის პატივი, ვიდრე ვიღაც, თუნდაც ულვაშიან ასპირანტს!..წაიკითხეთ სრულად