მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქაბულში ერთი ოჯახიდან რვა ბავშვი შიმშილით გარდაიცვალა" - ავღანეთი უმძიმეს სასურსათო კრიზისშია: რას აცხადებს გაერო?
"ქაბულში ერთი ოჯახიდან რვა ბავშვი შიმშილით გარდაიცვალა" - ავღანეთი უმძიმეს სასურსათო კრიზისშია: რას აცხადებს გაერო?

გა­ე­როს სა­ა­გენ­ტო­ე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ავ­ღა­ნე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა უპე­ცე­დენ­ტო ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კრი­ზი­სის წი­ნა­შეა. მსოფ­ლი­ოს საკ­ვე­ბის პროგ­რა­მამ (WFP) და საკ­ვე­ბი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ (FAO) დღეს ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თეს და აღ­ნიშ­ნეს, რომ ავ­ღა­ნეთ­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა კა­ტას­ტრო­ფუ­ლად უა­რეს­დე­ბა.

WFP-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის, დე­ი­ვიდ ბეს­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვეყ­ნის 39-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი, 22.8 მი­ლი­ო­ნი უკვე შიმ­ში­ლის პი­რა­საა. ორი თვის წინ ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 14 მი­ლი­ო­ნამ­დე იყო.

"ავ­ღა­ნეთ­ში ახლა მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე - ან, შე­საძ­ლოა, უმ­ძი­მე­სი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კრი­ზი­სია, იქ საკ­ვე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მა კო­ლაფსშია.... კა­ტას­ტრო­ფის­კენ მივ­დი­ვართ და თუკი ახ­ლა­ვე არ ვი­მოქ­მე­დებთ, ჩვენ წი­ნა­შე ნამ­დვი­ლი უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­დე­ბა" - აღ­ნიშ­ნა ბეს­ლიმ.

სა­ერ­თა­შო­რიო ორ­გა­ნი­ზა­ცია „Save the Children“, რო­მე­ლიც მხარს უჭერს ბავ­შვე­ბის უფ­ლე­ბებ­სა და ინ­ტე­რე­სებს მთელ მსოფ­ლი­ო­ში მძი­მე პროგ­ნოზს აკე­თებს. ორ­გა­ნი­ზა­ცია ვა­რა­უ­დობს, რომ თით­ქმის 14 მი­ლი­ო­ნი ავ­ღა­ნე­ლი ბავ­შვი მო­მა­ვალ ზამ­თარს შიმ­შილ­ში გა­ა­ტა­რებს. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბით, ხში­რია არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი კვე­ბის გამო ავ­ღა­ნეთ­ში ბავ­შვე­ბის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ი­სა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი.

"ქა­ბულ­ში ერთი ოჯა­ხი­დან რვა ბავ­შვი შიმ­ში­ლით გარ­და­იც­ვა­ლა, ორი­ვე მშობ­ლის და­კარ­გვის შემ­დეგ - და-ძმა: ოთხი ბიჭი და ოთხი გო­გო­ნა, მხო­ლოდ 18 თვი­დან რვა წლამ­დე ასა­კის იყ­ვნენ. რო­გორც ჩანს, ავ­ღა­ნე­ლი ბავ­შვე­ბის აგო­ნი­ას და­სას­რუ­ლი არ აქვს. ათწლე­უ­ლე­ბის ომი­სა და ტან­ჯვის შემ­დეგ, ისი­ნი ახლა თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე უა­რე­სი შიმ­ში­ლის წი­ნა­შე დგა­ნან", - თქვა „Save the Children“-ის ავ­ღა­ნე­თის ოფი­სის დი­რექ­ტორ­მა კრის ნი­ა­მან­დიმ,

ავ­ღა­ნე­თი, რო­მე­ლიც ორი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე ომის გამო ისე­დაც მძი­მე სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე იყო, კი­დევ უფრო რთუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე მას შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა, რაც აგ­ვის­ტო­ში თა­ლი­ბან­მა და­ამ­ხო სა­ერ­თა­შო­რი­სო მხარ­და­ჭე­რის მქო­ნე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

ვა­შინგტონ­მა და ევ­რო­პულ­მა ქვეყ­ნებ­მა უარი თქვეს თა­ლი­ბან­თან უშუ­ა­ლო კავ­შირ­ზე ან დრო­ე­ბი­თი მთავ­რო­ბის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბა­ზე, მაგ­რამ მათ პი­რო­ბა და­დეს, რომ ავ­ღა­ნე­ლებს ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლად და­ეხ­მა­რე­ბი­ან.

მე­ზო­ბელ­მა ქვეყ­ნებ­მა, მათ შო­რის ჩი­ნეთ­მა, პა­კის­ტან­მა და ირან­მა, უკვე გა­უგ­ზავ­ნეს დახ­მა­რე­ბა თა­ლი­ბა­ნის მთავ­რო­ბას და დაჰ­პირ­დნენ, რომ რე­გუ­ლა­რუ­ლად მი­აწ­ვდი­ან საკ­ვებ პრო­დუქ­ტებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
muamar kadafi
6

ამერიკული დემოკრატიის შედეგი

დ.ჯ.
8

ახეთქებს ! ტყუის! ოჯახიდან ,რვა ბავშვი მარტო შიმშილით არ დაიღუპებოდა. ალბათ სხვა მიზეზებიც იყო, (მაგ. , ავადმყოფობა და ა.შ.) ავღანეთში , რა თქმა უნდა მძიმე მდგომარეობაა, ძალადობებიც ჩვეულებრივზე გაცილებით მეტია, მაგრამ ავღანელებსაც გააჩნიათ ადამიანური გრძნობები სამშობლოსადმი, ნათესავებისადმი და ა.შ. ძალიან ღატაკი ქვეყანაა, მაგრამ რვა ბავშვი ერთი ოჯახიდან, მარტო შიმშილით? არა მგონია. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ქაბულში ერთი ოჯახიდან რვა ბავშვი შიმშილით გარდაიცვალა" - ავღანეთი უმძიმეს სასურსათო კრიზისშია: რას აცხადებს გაერო?

"ქაბულში ერთი ოჯახიდან რვა ბავშვი შიმშილით გარდაიცვალა" - ავღანეთი უმძიმეს სასურსათო კრიზისშია: რას აცხადებს გაერო?

გაეროს სააგენტოების განცხადებით, ავღანეთის მოსახლეობა უპეცედენტო ჰუმანიტარული კრიზისის წინაშეა. მსოფლიოს საკვების პროგრამამ (WFP) და საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) დღეს ერთობლივი განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ავღანეთში ეკონომიკური ვითარება კატასტროფულად უარესდება.

WFP-ის აღმასრულებელი დირექტორის, დეივიდ ბესლის ინფორმაციით, ქვეყნის 39-მილიონიანი მოსახლეობის ნახევარზე მეტი, 22.8 მილიონი უკვე შიმშილის პირასაა. ორი თვის წინ ეს მაჩვენებელი 14 მილიონამდე იყო.

"ავღანეთში ახლა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე - ან, შესაძლოა, უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია, იქ საკვების უსაფრთხოების სისტემა კოლაფსშია.... კატასტროფისკენ მივდივართ და თუკი ახლავე არ ვიმოქმედებთ, ჩვენ წინაშე ნამდვილი უბედურება დატრიალდება" - აღნიშნა ბესლიმ.

საერთაშორიო ორგანიზაცია „Save the Children“, რომელიც მხარს უჭერს ბავშვების უფლებებსა და ინტერესებს მთელ მსოფლიოში მძიმე პროგნოზს აკეთებს. ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ თითქმის 14 მილიონი ავღანელი ბავშვი მომავალ ზამთარს შიმშილში გაატარებს. ორგანიზაციის ცნობით, ხშირია არასრულფასოვანი კვების გამო ავღანეთში ბავშვების ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევები.

"ქაბულში ერთი ოჯახიდან რვა ბავშვი შიმშილით გარდაიცვალა, ორივე მშობლის დაკარგვის შემდეგ - და-ძმა: ოთხი ბიჭი და ოთხი გოგონა, მხოლოდ 18 თვიდან რვა წლამდე ასაკის იყვნენ. როგორც ჩანს, ავღანელი ბავშვების აგონიას დასასრული არ აქვს. ათწლეულების ომისა და ტანჯვის შემდეგ, ისინი ახლა თავიანთი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე უარესი შიმშილის წინაშე დგანან", - თქვა „Save the Children“-ის ავღანეთის ოფისის დირექტორმა კრის ნიამანდიმ,

ავღანეთი, რომელიც ორი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე ომის გამო ისედაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების წინაშე იყო, კიდევ უფრო რთული გამოწვევების წინაშე მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც აგვისტოში თალიბანმა დაამხო საერთაშორისო მხარდაჭერის მქონე ხელისუფლება.

ვაშინგტონმა და ევროპულმა ქვეყნებმა უარი თქვეს თალიბანთან უშუალო კავშირზე ან დროებითი მთავრობის ლეგიტიმურობაზე, მაგრამ მათ პირობა დადეს, რომ ავღანელებს ჰუმანიტარულად დაეხმარებიან.

მეზობელმა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა, პაკისტანმა და ირანმა, უკვე გაუგზავნეს დახმარება თალიბანის მთავრობას და დაჰპირდნენ, რომ რეგულარულად მიაწვდიან საკვებ პროდუქტებს.