საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯავახეთის ზეგანი ყველაზე აქტიური სეისმური ზონაა მთელ კავკასიაში" - რა არის ამის მიზეზი და რამდენად საშიშია ერთ კონკრეტულ ადგილას გახშირებული მიწისძვრები?
"ჯავახეთის ზეგანი ყველაზე აქტიური სეისმური ზონაა მთელ კავკასიაში" - რა არის ამის მიზეზი და რამდენად საშიშია ერთ კონკრეტულ ადგილას გახშირებული მიწისძვრები?

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში 2 მი­წისძვრა მოხ­და.

25 ოქ­ტომ­ბერს, 01:52 სა­ათ­ზე, რუს­თავ­თან 3.2 (ML) მაგ­ნი­ტუ­დის, ხოლო რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე, სო­ფელ სა­მე­ბას­თან. 4.5 (ML) მაგ­ნი­ტუ­დის ბიძ­გე­ბი და­ფიქ­სირ­და. დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტი­სა და სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბიძ­გე­ბი დე­და­ქა­ლაქ­შიც იგ­რძნო­ბო­და.

ბოლო პე­რი­ოდ­ში, სე­ის­მუ­რი ცენ­ტრე­ბის მიერ სულ უფრო ხში­რად ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია სო­ფელ სა­მე­ბის სი­ახ­ლო­ვეს მომ­ხდა­რი მი­წისძვრე­ბის შე­სა­ხებ.

გახ­შირ­და თუ არა რე­ა­ლუ­რად მი­წისძვრე­ბი ჯა­ვა­ხე­თის ზე­გან­ზე და აქვს თუ არა სიმ­შვი­დის სა­ფუძ­ვე­ლი ეპი­ცენ­ტრის სი­ახ­ლო­ვეს მცხოვ­რებ მო­სახ­ლე­ო­ბას? - ამ კი­თხვე­ბით მივ­მარ­თეთ ილი­ა­უ­ნის პრო­ფე­სორს, სე­ის­მო­ლოგ ზუ­რაბ ჯა­ვა­ხიშ­ვილს.

"ბოლო წლებ­ში, რაც სე­ის­მუ­რი ცენ­ტრე­ბი გან­ვი­თარ­და, ბევ­რს რჩე­ბა შთა­ბე­ჭი­დი­ლე­ბა, თით­ქოს მი­წისძვრე­ბი გახ­შირ­და. ად­რეც ხდე­ბო­და ასე­თი სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ცოტა მეტი სიხ­ში­რი­თაც, მაგ­რამ მა­შინ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის ასე­თი მას­შტა­ბი არ იყო. ახლა სე­ის­მურ ცენ­ტრებს არ­ცერ­თი, თუნ­დაც, და­ბა­ლი სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრა არ გა­მორ­ჩე­ბათ და მოხ­დე­ბა თუ არა, ონ­ლა­ინ­რე­ჟიმ­ში იდე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, შემ­დეგ ეს მე­დი­ით ვრცელ­დე­ბა და იქ­მნე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, თით­ქოს მი­წისძვრე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ იმა­ტა", - ამ­ბობს ambebi.ge - სთან სე­ის­მო­ლო­გი.

ზუ­რაბ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის თქმით, "ჯა­ვა­ხე­თის ზე­გა­ნი, ზო­გა­დად, ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი სე­ის­მუ­რი ზო­ნაა არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მთელ კავ­კა­სი­ა­ში, რაც მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე კონ­კრე­ტუ­ლი ტექ­ტო­ნი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი".

"ბოლო კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ჯა­ვა­ხე­თის ზე­გა­ნის აქ­ტი­უ­რი სე­ის­მუ­რო­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლია კონ­კრე­ტუ­ლი ტექ­ტო­ნი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბით. კერ­ძოდ, არა­ბე­თის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის ფილა ეჯა­ხე­ბა ევ­რა­ზი­ის ფი­ლას, ჩვენ კი ამ კონ­ტი­ნენ­ტუ­რი შე­ჯა­ხე­ბის ზოლ­ში ვართ მოქ­ცე­უ­ლი. ამ პრო­ცე­სებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ ამ რე­გი­ო­ნის­თვის ძი­რი­თა­დად და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია სა­შუ­ა­ლო სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრე­ბი, რომ­ლე­ბიც პე­რი­ო­დუ­ლად ხშირ­დე­ბა ხოლ­მე და შემ­დეგ ისევ იკ­ლებს. წე­სით, უხა­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, ეს დი­ნა­მი­კა შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვან ცვლი­ლე­ბას არ უნდა ვე­ლო­დოთ“, - ამ­ბობს ზუ­რაბ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი.

რამ­დე­ნად სა­ში­შია ჯა­ვა­ხე­თის ზე­გან­ზე მომ­ხდა­რი მი­წისძვრე­ბის ბოლო პე­რი­ო­დის დი­ნა­მი­კა ეპი­ცენ­ტრის სი­ახ­ლო­ვეს მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის? - ამ კი­თხვა­ზე სე­ის­მო­ლოგს ერ­თა­დერ­თი პა­სუ­ხი აქვს - "მშვი­დად შე­უძ­ლია იყ­ვნენ ისი­ნი, ვინც კარ­გად აშე­ნე­ბულ შე­ნო­ბებ­ში ცხოვ­რო­ბენ". ზუ­რაბ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის პროგ­ნო­ზით, რე­გი­ონ­ში მი­წისძვრე­ბი ისევ გაგ­რძელ­დე­ბა.

"იმ სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრა, რაც წუ­ხელ სა­მე­ბას­თან მოხ­და, თბი­ლის­ში რომ მომ­ხდა­რი­ყო, საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზულ ზი­ანს მო­ი­ტან­და. ეს იყო 4.5 მა­გი­ნი­ტუ­და. ვერ ვი­ტყვით, რომ ეს მცი­რე მი­წისძვრაა. უფრო სა­შუ­ა­ლო სიმ­ძლავ­რის ბიძ­გად მი­იჩ­ნე­ვა და მან შე­იძ­ლე­ბა საკ­მა­ოდ მძი­მე შე­დე­გე­ბიც გა­მო­იწ­ვი­ოს. მა­გა­ლი­თად, ნგრე­ვა ისე­თი შე­ნო­ბე­ბის, რომ­ლე­ბიც სე­ის­მუ­რად არამ­დგრა­დია. 2002 წელს თბი­ლი­სის მი­წისძვრა 4.5-5 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის იყო და ყვე­ლას ახ­სოვს, რაც გა­მო­იწ­ვია. ამი­ტომ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მო­სახ­ლე­ო­ბამ იცო­დეს, რო­გორ მო­იქ­ცეს სა­შუ­ა­ლო ან ძლი­ე­რი მი­წისძვრის დროს. სა­ხელ­მწი­ფომ უნდა იზ­რუ­ნოს მო­სახ­ლე­ო­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ზე ამ თვალ­საზ­რი­სით. ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია უნდა ჰქონ­დეთ ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბებ­საც", - ამ­ბობს ზუ­რაბ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Akaki
6

რაც შეეხება მიწის ქვეშა მოვლენების პასუხი. ეშერის საიდუმლო ლაბორატორიაში დევს.

ბათუმელი
0

ბათუმში ვიგრძენი 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ჯავახეთის ზეგანი ყველაზე აქტიური სეისმური ზონაა მთელ კავკასიაში" - რა არის ამის მიზეზი და რამდენად საშიშია ერთ კონკრეტულ ადგილას გახშირებული მიწისძვრები?

"ჯავახეთის ზეგანი ყველაზე აქტიური სეისმური ზონაა მთელ კავკასიაში" - რა არის ამის მიზეზი და რამდენად საშიშია ერთ კონკრეტულ ადგილას გახშირებული მიწისძვრები?

საქართველოში ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში 2 მიწისძვრა მოხდა.

25 ოქტომბერს, 01:52 საათზე, რუსთავთან 3.2 (ML) მაგნიტუდის, ხოლო რამდენიმე საათით ადრე, სოფელ სამებასთან. 4.5 (ML) მაგნიტუდის ბიძგები დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები დედაქალაქშიც იგრძნობოდა.

ბოლო პერიოდში, სეისმური ცენტრების მიერ სულ უფრო ხშირად ვრცელდება ინფორმაცია სოფელ სამების სიახლოვეს მომხდარი მიწისძვრების შესახებ.

გახშირდა თუ არა რეალურად მიწისძვრები ჯავახეთის ზეგანზე და აქვს თუ არა სიმშვიდის საფუძველი ეპიცენტრის სიახლოვეს მცხოვრებ მოსახლეობას? - ამ კითხვებით მივმართეთ ილიაუნის პროფესორს, სეისმოლოგ ზურაბ ჯავახიშვილს.

"ბოლო წლებში, რაც სეისმური ცენტრები განვითარდა, ბევრს რჩება შთაბეჭიდილება, თითქოს მიწისძვრები გახშირდა. ადრეც ხდებოდა ასეთი სიმძლავრის მიწისძვრები, შეიძლება ცოტა მეტი სიხშირითაც, მაგრამ მაშინ ინფორმაციის გავრცელების ასეთი მასშტაბი არ იყო. ახლა სეისმურ ცენტრებს არცერთი, თუნდაც, დაბალი სიმძლავრის მიწისძვრა არ გამორჩებათ და მოხდება თუ არა, ონლაინრეჟიმში იდება ინფორმაცია, შემდეგ ეს მედიით ვრცელდება და იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს მიწისძვრების რაოდენობამ იმატა", - ამბობს ambebi.ge - სთან სეისმოლოგი.

ზურაბ ჯავახიშვილის თქმით, "ჯავახეთის ზეგანი, ზოგადად, ყველაზე აქტიური სეისმური ზონაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში, რაც მსოფლიოში მიმდინარე კონკრეტული ტექტონიკური პროცესებით არის გამოწვეული".

"ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ჯავახეთის ზეგანის აქტიური სეისმურობა გამოწვეულია კონკრეტული ტექტონიკური პროცესებით. კერძოდ, არაბეთის ნახევარკუნძულის ფილა ეჯახება ევრაზიის ფილას, ჩვენ კი ამ კონტინენტური შეჯახების ზოლში ვართ მოქცეული. ამ პროცესებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ამ რეგიონისთვის ძირითადად დამახასიათებელია საშუალო სიმძლავრის მიწისძვრები, რომლებიც პერიოდულად ხშირდება ხოლმე და შემდეგ ისევ იკლებს. წესით, უხალოეს მომავალში, ეს დინამიკა შენარჩუნდება და მნიშვნელოვან ცვლილებას არ უნდა ველოდოთ“, - ამბობს ზურაბ ჯავახიშვილი.

რამდენად საშიშია ჯავახეთის ზეგანზე მომხდარი მიწისძვრების ბოლო პერიოდის დინამიკა ეპიცენტრის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობისთვის? - ამ კითხვაზე სეისმოლოგს ერთადერთი პასუხი აქვს - "მშვიდად შეუძლია იყვნენ ისინი, ვინც კარგად აშენებულ შენობებში ცხოვრობენ". ზურაბ ჯავახიშვილის პროგნოზით, რეგიონში მიწისძვრები ისევ გაგრძელდება.

"იმ სიმძლავრის მიწისძვრა, რაც წუხელ სამებასთან მოხდა, თბილისში რომ მომხდარიყო, საკმაოდ სერიოზულ ზიანს მოიტანდა. ეს იყო 4.5 მაგინიტუდა. ვერ ვიტყვით, რომ ეს მცირე მიწისძვრაა. უფრო საშუალო სიმძლავრის ბიძგად მიიჩნევა და მან შეიძლება საკმაოდ მძიმე შედეგებიც გამოიწვიოს. მაგალითად, ნგრევა ისეთი შენობების, რომლებიც სეისმურად არამდგრადია. 2002 წელს თბილისის მიწისძვრა 4.5-5 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო და ყველას ახსოვს, რაც გამოიწვია. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ იცოდეს, როგორ მოიქცეს საშუალო ან ძლიერი მიწისძვრის დროს. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე ამ თვალსაზრისით. ასეთი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ ადგილობრივ თვითმმართველობებსაც", - ამბობს ზურაბ ჯავახიშვილი.