მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაღალი რეპუტაციის მქონე ექიმი ტოვებს ჯგუფს, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ხდება სააკაშვილის სიცოცხლით მანიპულირება" - ბექა ბასილაია
"მაღალი რეპუტაციის მქონე ექიმი ტოვებს ჯგუფს, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ხდება სააკაშვილის სიცოცხლით მანიპულირება" - ბექა ბასილაია

"ყვე­ლა ქარ­თველს უნდა ეს­მო­დეს, რომ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლის დამ­მარ­ცხე­ბე­ლი პრე­ზი­დენ­ტი არ შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა გა­რე­მოც­ვა­ში", - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა ბექა ბა­სი­ლა­ი­ამ, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მე-18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გა­დაყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­ხელ­მწი­ფო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლი­თა და ჯან­მრთე­ლო­ბით მა­ნი­პუ­ლი­რებს.

"კონ­სი­ლი­უმ­მა დადო დას­კვნა. კონ­სი­ლი­უ­მის დას­კვნა არ სრულ­დე­ბა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან. კონ­სი­ლი­უ­მის დას­კვნის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა გას­ცა რე­კო­მენ­და­ცია, რომ მე-18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­დაყ­ვა­ნა არ უნდა მოხ­დეს. ამის შემ­დეგ კონ­სი­ლი­უ­მის ერთ-ერთი მთა­ვა­რი წამ­ყვა­ნი წევ­რი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი, მა­ღა­ლი რე­პუ­ტა­ცი­ის მქო­ნე ექი­მი ტო­ვებს კონ­სი­ლი­უმს, ეს ნიშ­ნავს ერ­თა­დერ­თს - სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ხდე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლი­თა და ჯან­მრთე­ლო­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა, მისი უსაფრ­თხო­ე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა და ამის უფ­ლე­ბა ქარ­თველ­მა ხალ­ხმა და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არ უნდა მივ­ცეთ.

ამას­თან, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი არ სა­უბ­რობს იმ რის­კებ­ზე, რაც მე -18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­მართ არ­სე­ბობს. უფრო მე­ტიც, მათი პო­ზი­ცია არის იმ­დაგ­ვა­რი, რომ ამ სა­კი­თხის მიჩ­ქმალ­ვა უნ­დათ. სა­ერ­თოდ არ უნ­დათ, რომ ეს სა­კი­თხე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მსჯე­ლო­ბის სა­გა­ნი გახ­დეს. მაგ­რამ მთა­ვა­რი არის ერთი - ყვე­ლა ქარ­თველს, ამ ქვეყ­ნის ნე­ბის­მი­ერ მო­ქა­ლა­ქეს, რომ­ლის­თვი­საც კა­ნო­ნი­ე­რე­ბა არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, უნდა ეს­მო­დეს, რომ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლის დამ­მარ­ცხე­ბე­ლი პრე­ზი­დენ­ტი არ შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა გა­რე­მოც­ვა­ში“, - გა­ნა­ცხა­და ბექა ბა­სი­ლა­ი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმარტლე
3

ეს იმას ნიშნავს, რომ არ უნდა, თქვენს აფიორაში მონაწილეობის მიღება. 

ddd
0

ოჰო-ს.

ზატო რა ქარიზმა აქვს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"მაღალი რეპუტაციის მქონე ექიმი ტოვებს ჯგუფს, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ხდება სააკაშვილის სიცოცხლით მანიპულირება" - ბექა ბასილაია

"მაღალი რეპუტაციის მქონე ექიმი ტოვებს ჯგუფს, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ხდება სააკაშვილის სიცოცხლით მანიპულირება" - ბექა ბასილაია

"ყველა ქართველს უნდა ესმოდეს, რომ ორგანიზებული კრიმინალის დამმარცხებელი პრეზიდენტი არ შეიძლება აღმოჩნდეს კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელთა გარემოცვაში", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ, მისი დაცვის ქვეშ მყოფის, სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში, საჭიროების შემთხვევაში, გადაყვანასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლითა და ჯანმრთელობით მანიპულირებს.

"კონსილიუმმა დადო დასკვნა. კონსილიუმის დასკვნა არ სრულდება იუსტიციის სამინისტროს მხრიდან. კონსილიუმის დასკვნის შესაბამისად, სახალხო დამცველმა გასცა რეკომენდაცია, რომ მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა არ უნდა მოხდეს. ამის შემდეგ კონსილიუმის ერთ-ერთი მთავარი წამყვანი წევრი, საზოგადოებისთვის ცნობილი, მაღალი რეპუტაციის მქონე ექიმი ტოვებს კონსილიუმს, ეს ნიშნავს ერთადერთს - სახელმწიფოს მხრიდან ხდება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლითა და ჯანმრთელობით მანიპულირება, მისი უსაფრთხოებით მანიპულირება და ამის უფლება ქართველმა ხალხმა და საზოგადოებამ არ უნდა მივცეთ.

ამასთან, იუსტიციის მინისტრი არ საუბრობს იმ რისკებზე, რაც მე -18 დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ არსებობს. უფრო მეტიც, მათი პოზიცია არის იმდაგვარი, რომ ამ საკითხის მიჩქმალვა უნდათ. საერთოდ არ უნდათ, რომ ეს საკითხები საზოგადოებრივი მსჯელობის საგანი გახდეს. მაგრამ მთავარი არის ერთი - ყველა ქართველს, ამ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, რომლისთვისაც კანონიერება არის მნიშვნელოვანი, უნდა ესმოდეს, რომ ორგანიზებული კრიმინალის დამმარცხებელი პრეზიდენტი არ შეიძლება აღმოჩნდეს კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელთა გარემოცვაში“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.