დემი მურისა და ეშტონ კატჩერის ქორწინების მეხუთე წლისთავზე პრესამ ეშტონის საყვარლის ინტიმური ფოტოები გაავრცელა. ბედნიერი წყვილის რეპუტაციას გამანადგურებელი დარტყმა ვინმე ბრიტნი ჯონსმა მიაყენა, რომელმაც განაცხადა, რომ ეშტონ კატჩერთან იწვა.
ახლა დემი ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ მას და ეშტონს ყველაფერი რიგზე აქვთ. ბრიტნიმ მისი და კატჩერის ურთიერთობის შესახებ პრესას ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ განუცხადა. მისი თქმით, მათ ერთმანეთი ბოულინგცენტრში, დემისა და მისი ქალიშვილის, რუმერ უილისის თვალწინ გაიცნეს. როდესაც მსახიობი შინ მიდიოდა ბრიტნიმ მას საკუთარი ტელეფონის ნომერი მისცა. რამდენიმე დღის შემდეგ კატჩერმა მას დაურეკა და ვიდრე დემი გადაღებებზე იყო, ლოს-ანჯელესში საკუთარ სახლში მიიპატიჟა. დემის საკუთარ საწოლში უღალატეს და ამით ვარსკვლავის საყვარელი ძალიან კმაყოფილი დარჩა.
"ჩვენ სექსი იმ სახლში გვქონდა, სადაც ის დემისთან და მის ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. მე მის ძლიერ მკლავებში თავს კომფორტულად ვგრძნობდი", - განაცხადა ჯონსმა ჟურნალ "Star"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
რა თქმა უნდა, ეშტონის ღალატის შესახებ ჭორები ადრეც ვრცელდებოდა, მაგრამ დღემდე მტკიცებულებები არ არსებობდა. ამბობენ, რომ ღალატმა ოჯახში დიდი ჩხუბი გამოიწვია. თუმცა, დემი ისე იქცევა, თითქოს არაფერი მომხადარა. შესაძლოა, ეშტონს ბდნიერი მეუღლის თამაში ძალიან უჭირს, მაგრამ ღალატის ფაქტს ისიც კატეგორიულად უარყოფს.
ჟურნალ "Star"-ის გამოძიებას ჟურნალ "People"-იც შეუერთდა. ჟურნალისტები ცდილობდნენ გაერკვიათ, რა პრობლემები აქვთ მურსა და კატჩერს. "მათი ასაკობრივი სახვაობა შეუმჩნეველი არ რჩება. კატჩერი ძალიან ახალგაზრდა დაქორწინდა, მან გართობა ვერ მოასწრო”, - ამბობს ვარსკვლავების ოჯახის მეგობარი.
მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.