საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმი კარდიოლოგმა ზურაბ ფაღავამ დატოვა.
როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, კონსილიუმი მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.
„ოქტომბრის დასაწყისში გადავიტანე კორონავირუსი, თავს კარგად ვგრძნობდი, მეგონა მდგომარეობიდან გამოვედი. შემდეგ მივხვდი, რომ დამატებითი დატვირთვა კომფორტული არ იყო. ჩივილები გამიჩნდა, ამიტომ შევაჩერე აქტივობა კონსილიუმში. აღარ ვმონაწილეობ“,-აღნიშნავს ფაღავა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ზურაბ ფაღავამ მედიას განუცხადა, რომ კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის საკითხზე მსჯელობდა, თუმცა იმავე დღეს, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავდა, რომ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანაზე კონსილიუმს საუბარი არ ჰქონია.
მიხვდა რომ არაფერი საექიმო ჩარევა მიხუილას არ სჭირდება და გამოერიდა . ვისაც ერთხელ მაინც უნახავს სააკაშვილი როგორ ჭამს , მან იცის, რომ გამორიცხულია მაგის შიმშილობა
რატომ არ შეიძლება, მართლა ჯანმრთელობის პრობლემის გამო ეთქვა უარი?! ჩემთვის ისიც მისაღებია, თუ დელიკატურად აირიდა ამ პოლიტიკურ ცირკში მონაწილეობა,თუმცა პირადად მე ამ შემთხვევაში თავიდანვე უარს ვიტყოდი, აუტკივარი თავის ატკივებაა.